Jump to content
Planeta.Ge

დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი


Recommended Posts

1) რაც შეხება იმას რომ ოპოზიციის საქმიანობას შედეგი არ მოაქვს - ვერ დაგეტანხმებით, შეიძლება იტქვას რომ საბოლოო შედეგი ჯერ არ მოუტანია, მაგრამ პროცესი აშკარად მიდის. სააკაშვილი დღეს არ არის იმ მდგომარეობაში რომლიც მას ქონდა 2004-2006 წლებში. ის მოქცეულია შიდა და საერთაშორისო იზოლაციაში და დღეს უკვე რეალურად დგას საკითხი მისიხელისუფლების შეცვლის და განსაკუთრებით მისი მართვის წესისი შეცვლის შEსახებ. ეს თავისტავად არ მოსულა და ამს 2007 წლის 7 ნოემბერმა დაუდო სათავე.

 

2) რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ პრობლემას - მე ვფიქრობ ეს არ არის დაქსასულობა და სტაბილური და გამოკვეთილი ალტერნატივის არ არსებობა.

 

3) რაც შეხება კონსერვატორების და ნაციონალების განსხვავეას სარკასტული კითხვაა, მაგრამ არა უშავს. მაშინ თქვენ დამისახელეთ ჯერ ერთი ნიშანი რითი ამსგავსებთ ამ 2 ძალას ერთმანეთს,

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 144
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რაც შეეხება პოლიტ-საწარმოების გამსხვილებას ამას ბევრი მიზი აქვს, რატომ ვერ ხერდება თუმცა გეტანხმებით რომ აუცილებლად ეს მიზეზბი უნდა დაიძლიოს:

 

1) გამოკვეთილი ლიდერის არ არსებობა. ბუნებრივად გაჩეჩილაძის საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ასეთი ლიდერი აღარ გამოკვეთა, ამიტომაც ვფიქრობ აუცილებელია ასეთი ლიდერის გამოკვეთის წესი შევქმნათ. ამისთვის ვთავაზობთ პრაიმერის იდეას პარტნიორებს და მე მგონი ეს პერსპექტიული იდეაა.

 

2) სპექტრი რეალურად ძალიან ჭრელია მართლაც, ალბთ მცირე ნაწილია ისეთი რომელიც მართლაც იდეში უპირისპირდებოდა ნაციონალური მოძარობის რეჟიმს, მაგ: კონსერვატორები, ლეიბორისტები, ახლები და ა.შ. მაგრამ უფრო დიდია იმ სპეტრის წილი რომელიც თითონ ნაციონალურ მოძრაობს გამოეყო და აქედან გამომდინარე რამდენად არსებობს ჩვენს შორის ფასეულობების ერთიანობა მთალდ ნათელი არ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1) სააკაშვილი დღეს არ არის იმ მდგომარეობაში რომლიც მას ქონდა 2004-2006 წლებში. ის მოქცეულია შიდა და საერთაშორისო იზოლაციაში და დღეს უკვე რეალურად დგას საკითხი მისიხელისუფლების შეცვლის და განსაკუთრებით მისი მართვის წესისი შეცვლის შEსახებ. ეს თავისტავად არ მოსულა და ამს 2007 წლის 7 ნოემბერმა დაუდო სათავე.
რაც შეეხება ოპოზიციის მთავარ პრობლემას - მე ვფიქრობ ეს არ არის დაქსასულობა და სტაბილური და გამოკვეთილი ალტერნატივის არ არსებობა.

 

 

აბსოლიტურათ გეთანხმებით და კიდევ დიდი მადლობა დრო რომ გამონახეთ ჩვენთვის. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ აღვუდგეთ წინ გაყალბებას? ვფიქრობ რომ მთავარი გასაღები ერთიანობაშია. საპრეზიდენტო არცევნებში ლევანმა სააკაშვილი თბილისში დაამარცხა შეფარდებით 4/3, მთლიანად ოპოზიციამ 7/3. ანუ ერთიანობის შემთხვევაში წამოიშობა ისეთი დიდი მუხტი რომ გაყალბეის მექანიზმების გამოყენება ჭირს და საჭირო ეფეტქს ვერ იძლეა.

 

გარდა ამისა საჭიროა ზოგჯერ ფიზიკური ძალიათაც კი აღიკვეთოს პოლიციური რეპრესიები, ეს მეთოდი ჯერ არ გამოგვიყენებია. თუმცა ეროვნული მოძრაობის დროს ძალიან გაამართლა.

 

პირველ კითხვას უკვე ვუპასუხე, რაც შეძლება ოპოზიციის რეიტინგს აქციების შეწყვეტის შემდეგ საგრძნობლად დაეცა.

 

ჩვენი ალიანსი ანუ შეტავაზება წინასწარი არცევნების შესახებ ძალაშია ყველა არასაპარლამენტო პარტიისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ავტონომიებტან დამოკიდებულებაში მთლიანად გეტანხმებით, მაგრამ გააჩნია ეტაპს. თუ რეალურად ქვეყანას აქვს რესურსი თვითონ დაადგინოს სტატუსი უნდა დაადგინოს სწორი სტატუსი. თუ ავტონომია უკვე პოლიტიკური (და არა მხოლოდ სამართლებრივი) ფაქტია, მაშინ აუცილებელია დიპლომატიური მიდგომა. აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით -

 

აფხაზეთის ავტონონია სწორიცაა და რეალობაც აქეთკენ გვიკარნახებს.

 

ე.წ. "სამხრეთ ოსეთი" არ არის სწორი სტატუსი მაგრმა შესაძლოა რომ რალობამ აქეთკენ გვიბიძგოს თუკი გაჩნდა რეალური შანსი დიპლომატიური გზით.

 

რაც შეეხება აჭარას ეს არანაირად დასაბუტებული და სწორი სტატუსი არ არის და არც რეალობა არ გავიძულებს რომ ეს სტატსუი შევინარჩუნოთ, აქედან გამომდინარე სანამ სხვა რეალობა შეიქმნება ეგებ ჯობდეს რომ ეს ნაღმი მაინც გავნაღნოთ.

 

გმადლობთ, ლაშა 777-ო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა თქმა უნდა ბადრი პატარკაციშვილიდან დაწყებული მოსკოვში მოღვაწეობს ქართული ბიზნესის 50%-ზე მეტი და მათი ინტერესი საქართველოს მიმართა არსებობს და იარსებებს. მაგრამ რუსეთში არსებული ბიზნეს კლიმატი ქართულისგან დიდად არ განსხვავდება ამიტომ სანამ იქაური ხელისუფლების ნებართვა არ გაჩნდება მე ოპოზიციის მოსკოვიდან დაფინანსება მხოლოდ აბსურდი მგონია.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი საპრეზიდენტო სისტემასტან დაკავშირებით რა ვთქვი გაუგებრად, დავაზუსტებ: ჩემი აზრით საქართველოს ჭირდება საპარლამენტო ან უკიდურეს შემთხვევაში შერეული ანუ ნახევასაპრეზიდენტო სისტემა, სადაც მტავრობა ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის და არა პრეზიდენტის წინაშე, ხოლო სხვა ინსტიტუტები (მაგ: სასამართლო, კონტროლის პალატა, პროკურატურა, მარეგულირებლები) არ იქნებიან მტავრონის ნაწილი, ეს იქნება ზალაუფლების დაბალნსება რაც ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი საფუძველია და რაც საქართველოში დამეთანხმებით დღეს არ არსებობს და ყველაფერი ერთი ადამიანის ხელშია მოქცეული.

 

ეს კონტექსტი არსებობს ამიტომაც მე მგონი ჩვენ ამ საკითხზე "ბრძოლას" არ ვეწევით, ეს ჩვენი პოზიციაა დეკლარირებული საგურამოს მანიფესტში და ეს რეფორმა ვფიქრობ ხელისყფლების შეცვლის შემდეგ უნდა განხორციელდეს.

 

რაც შეეხება სააკაშცვილს, მაინც მგონია რომ მისი ყოფნა არ ყოფნა კონსტიტუციაზე და "ქაღალდებზე" არ არის იმდენად დამოკიდებული რამდენადაც ხიშტებზე.

 

ამ კითხვას ხომ გავეცი პასუხი უკვე

 

ყველას ვთავაზობთ, რაც შეხება ყაბულს ეს ჯერჯერტობით პროცესია - ახლების და საკუტრივ ალასანიას კომენტარები უფო პოზიტიურია, რესპუბლიკელების კრიტიკული, მე ვფიქრობ რომ საბოლოოდ შერტანხება საკმარისი რეალურია.

 

ეს მე მგონი უკვე არაერთხელ ვთქვით მათ შორის ამ ფორუმზეც.

 

kakha_kukava

რატომ არ ამბობთ პირდაპირ რომ სააკაშვილი არის ის პოლიტიკოსი რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ რუსეთის პოზიციები გაძლიერებულიყო საქართველოში? რატომ არ დებთ ბრალს სააკაშვილს რუსეთთის საქმის კეთებაში? და რატომ არ არის ამ კუთხით გამახვილებული ოპოზიციის ყურადღება?

 

არიან ოპოზიციაში ისეთები , ვისაც ყველანაერად ემიჯნებით?

 

ოპოზიციაში არა მაგრამ თუ ვინმეს თორთლაძე და ედპ მიაჩნია ოპოზიციად, მაშინ მათ ვემიჯნებით

 

მანამდე გაფინანსებდნენ?

 

ყველას მივმართავ ჩემი თავის ჩათვლით.დავაცადოთ ბატ.კახას პასუხების გაცემა.თუ სურვილი და დროც ექნება მერე გავაგძელოთ კითხვების დასმა. :D

 

 

მიიღეთ ამომწურავი პასუხი თუ საჭიროა კიდე რაიმე დაზუსტება

 

რა აზრის ხართ საპარლამენტო ოპოზიციაზე და რატომ არ ფიქრობთ, რომ ხელისუფლებაზე ზეწოლა პარლამენტში უკეთესი იქნებოდა??

 

არა მაქვს ამ საკითხზე კატეგორიული პოზიცია. როცა ამ საკითხს ვწყვეტდით არგუმენტები იყო 50/50. პარლამენტიდან ზეწოლას ვახორციელებდით 2004-2007 წლებში, ქუჩიდან 2007-2009 წლებში, მიუხედავად იმისა რომ საბოლოო შედეგი ჯერ არ დამდგარა მაინც მგონია რომ ქუჩა უფრო ეფექტური ზეწოლა გამოდგა.

 

საინტერესოა. ფორუმელი ოპოზიციონრების ნაწილი სულ იმას უკიჟინებს სააკაშვილს, გააღიზიანა რუსებიო და თურმე პირიქით ყოფილა.

 

ძვირფასო სატურნ არა მგონია რაიმე წინააღმდგებობაში იყოს ეს 2 პოზიცია, 2008 წლის აგვისტო,დე ნამდვილად ყველანაირად გააღიზიანა რუსეთი და ტრაგიკული შედეგიც დადგა.

 

2008 წლის აგვისტოს შემდეგ კი ამ შედეგებს შეეგუა და არანირ პრობლემებს რუსეთს არ და ვერ უქმნის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო კახა ხომ არ ფიქრობთ რომ ზვიად ძიძიგურის დგომა ხაინდრავას გვერდით , თქვენი დგომა ბურჯანაძის გვერდით და იმ ადამიანების გვერდით რომლებიც ხალხში საკმაო ანტიპატიას იწვევენ საერთო ოპოზიციური გაერთიანებისათვის წამგებიანია ? Edited by J&B
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kakha_kukava

და კითხვა რომელსაც ნებისმიერი ამომჩეველი დაგისვამთ-რითი ხართ მიშაზე უკეთესი და რას პირდებით ,რასაც მიშა არ გვპირდება? სპეციალურად მოვახდინე ობივატელის ტიპის ფორმულირება. მაინტერესებს პასუხი ბანალურ,მაგრამ არსებით კითხვაზე.

 

გთანხმებით კითხვა ბანალურია მაგრამ ყველაზე მტავარი. ბანალურ პასუხს , რომ ამომრცეველი პროგრამებს უნდა გეცნოს არ ვეთანხმებვი კატეგორიულად იმიტომ რომ ეს საქართველოში კი არა ამერიკაშიც ჭირს. ვფიქრობ რაც ხელისგულზეა ის უნდა შეფასდეს პოლიტიკოსების და პარტიების ბიოგრაფია, ნუ მიაქცევთ ყურადღებას მითებს, ჭორებს და ფეხის ხმა. მარტივად შეფასეთ ესა თუ ის ზალა არის თუ არა იმისი თანამონაწილე რასაც მისა აკეთებს, თუ თავიდანვე ებრძოდა იმას რასაც მისა აკეთებს.

 

ტესტისთვის არსებობს ბევრი კონცეპტუალური საკითხი- გირგვლიანის მკვლელობა, 7 ნოემბერი, გაყალბებული არჩევნები, პოლიუტპატიმრები

 

არის უფრო ადრინდელი პერიოდიც - შევარდნაძის მმართველობის ეპოქა. ადამიანის უნდა შეფასდეს იმის მიხედვით რას აკეთებს როცა ხელისუფლების ბერკეტი ქვს თორემ ოპოზიციაში რომ გადავა მერე ყველა ერთმანეთს გავს.

 

ეს ჩემის აზრით ილუზიაა და ილუზია იმიტომ არის,რომ უმეტეს ქართველებს აღარ გვჯერა თქვენი.ანუ ოპოზიციის.მე არც ხელისუფლების მჯერა. იმიტომ რომ პირადულისთვის უფრო იბრძვით ვიდრე ქვეყნისთვის.ბატ.კახა,ეგრე სჩანს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე.

 

შEმიძლია თქვენი ტექსტი ანალიზდან გამომდინარე ზისტად გითხრათ ტვენც არასდროს არ ყოფილხართ ოპოზიციის პროტესტი მონაწილე. თქვენი სიტყვები, რომ ჩვენ პირადულისთვის ვიბრძვით პირდაპირ რუსთავი-2 -ს წამყვანის კალკია. ვისაც ჩვენი ჯეროდა და არა ჯერა, ისინი ამბობენ რომ ჩვენ არ გვაქვს უნარი და ზალა, რომ ხელისუფლება შევცვალოთ, მაგრამ პირადულისთვის მაგალიტად მე ან ზვიად ძიძიგურმა ან კობა დავითაშვილმა ან სალომე ზურაბიშვილმა რა გავაკეტეთ გთხოვთ შემახსენოთ

 

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტულად ვინ არიან ხელისუფლების აგენტი ოპოზიციის რიგებში?

 

ოპოზიციის რიგებში არა. ხელისუფლებამ შექმნა ე.წ. კარის ოპოზცია. ეს იყო ბრაიზას და სააკაშვილის ერთობლივი პროექტი. მე მგონი ამ ხალხს თქვენც ჩინებულად იცნობთ, ერთ-ერთი მათგანი გამოვიდა 2 დღის წინ ოპოზიციის წინააღმდეგ ახალი კანონის მიღება მოითხოვა.

 

kakha_kukava

 

იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს არ უერთდებიან (არ დგანან მიტინგებზე), ხალხად არ თვლით?

 

და საიდან გაკეტეთ ეს დასკვნა. მე გასაგებად ვთქვი რომ ხალხში პროტესტი და მუხტი დიდია და რომ ეს ხალხი შეურთდება ისევ ტავისუფლებისთვის ბრძოლას.

 

განსხვავებულად მოაზროვნეებს (თუ დაზუსტება გჭირდებათ) ხალხად ვთვლი.

 

ხალხად არ ვთვლი ვინც ფულის გულისთვის თავის ხმას ყიდის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არა.. არ ესწრებოდით....კენჭისყრის პროცესს, რომელზრც საკითხი ნიკა გვარამიამ გამოიტანა... არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა... მანამდე კი მიშა მაჭავარიანმა თქვა, რომ თუ ოპოზიცია დარბაზში არ შევიდოდა, საკითხი ჩავარდებოდა... ოპოზიცია კი მაინც არ შეხვედით.....

 

კარგით დეტალურად გაგხსენებთ:

 

1) ხელისუფლებასტან შევათანხმეთ მოლაპარაკებების დროს საარცევნო სისტემა 100 პროპროციული + 50 მაჟორიტარი და პლუს მაჟორიტარების არჩევა ე.წ. ვინე ტეიქს ოლ სისტემის გარეშე;

 

2) ხელისუფლებამ გამოიტანა პროექტი 100 + 50 , ოღონდ ვინერ ტეიქს ოლ-ის შეცბლაზე პროექტში არ იყო დებულება; მე პირადად ვესწრებოდი სხდომას, არსებობს ჩანაწერი, როგორ ვზივარ ბურჯანაძის გვერდზე პრეზიდიუმში და ტელეფონით ველაპარაკები გაეღტიანებულ შტაბს. ვთქვით რომ რადგან ვინერ ტეიქს ოლ არ არის პროექტში კენჭისყრა უნდა გადაიდოს, და კენჭისყრა გადაიდო და არ ჩავარდნილა. (ისედაც აბსურდია რომ კენჭსიყრა ჩვენი მიზეზით ჩავარდნილიყო, რადგან ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენს გარეშეც ადვილად აგროვებდა.)

 

3) ამის შემდეგ მოლაპარაკებების აღარ გაგრძელდა და ხელისუფლებამ გამოიტანა პროექტი, ბატონ გავრამის ერგო ეს პატივი, სისტემა 75/75, რა დროსაც ნამდვილად კენჭისყრას არ ვესწრებოდით პროტესტის ნიშნად.

 

babuagiorgi

 

კი, წავიპოლიტიკოსე ცოტა :nas:

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა თუ პიროვნება რომელსაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი და რატომ იბრალებენ ზოგ-ზოგიერთები ერის მამობას, ვერ ვხვდები.

 

არა თუ დღეს ასეთი ზალა ვერასდროს ვერ იარსებებს. ხელისუფლებაც კი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოტავს უკეთეს შემთხვევაში და არა მთელი ხალხისა.

 

ბატონო კახა, ხომ არ გიფიქრიათ ახალი პარტიის შექმნა?

მაგალითად ყველა პარტიაში არის საღად მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებსაც სულ სხვა აღქმა აქვთ დეღევანდელი ქართული პოლიტიკის მიმართ.

 

რას ამბობთ 24 საათი პარტიების ინტეგრაციაზე ვმუსაობ და მიმაჩნია რომ ახალი პარტიის შექმნა ნამდვილი ბოროტებაა. ეს არის ნამდვილი პარტიული ფეოდალიზმი, იმ განსხვავებით რომ მაშინ ფეოდალებს ციხე-კოშკები ქონდათ და დღეს ამას პარტია ეწოდებათ, აუციელებლია ერთიანობა და არა ახალი ციხე-კოშკი.

 

ბატონო კახა ხომ არ ფიქრობთ რომ ზვიად ძიძიგურის დგომა ხაინდრავას გვერდით , თქვენი დგომა ბურჯანაძის გვერდით და იმ ადამიანების გვერდით რომლებიც ხალხში საკმაო ანტიპატიას იწვევენ საერთო ოპოზიციური გაერთიანებისათვის წამგებიანია ?

 

ალბათ თვითონაც იცით რომ ამ არგუმენტების მიუხედავად კონტრარგუმნეტბით ბევრია ერთიანობის სასარგებლოდ.

 

კარგით დეტალურად გაგხსენებთ:

 

1) ხელისუფლებასტან შევათანხმეთ მოლაპარაკებების დროს საარცევნო სისტემა 100 პროპროციული + 50 მაჟორიტარი და პლუს მაჟორიტარების არჩევა ე.წ. ვინე ტეიქს ოლ სისტემის გარეშე;

 

2) ხელისუფლებამ გამოიტანა პროექტი 100 + 50 , ოღონდ ვინერ ტეიქს ოლ-ის შეცბლაზე პროექტში არ იყო დებულება; მე პირადად ვესწრებოდი სხდომას, არსებობს ჩანაწერი, როგორ ვზივარ ბურჯანაძის გვერდზე პრეზიდიუმში და ტელეფონით ველაპარაკები გაეღტიანებულ შტაბს. ვთქვით რომ რადგან ვინერ ტეიქს ოლ არ არის პროექტში კენჭისყრა უნდა გადაიდოს, და კენჭისყრა გადაიდო და არ ჩავარდნილა. (ისედაც აბსურდია რომ კენჭსიყრა ჩვენი მიზეზით ჩავარდნილიყო, რადგან ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობას ჩვენს გარეშეც ადვილად აგროვებდა.)

 

3) ამის შემდეგ მოლაპარაკებების აღარ გაგრძელდა და ხელისუფლებამ გამოიტანა პროექტი, ბატონ გავრამის ერგო ეს პატივი, სისტემა 75/75, რა დროსაც ნამდვილად კენჭისყრას არ ვესწრებოდით პროტესტის ნიშნად.

არა თუ დღეს ასეთი ზალა ვერასდროს ვერ იარსებებს. ხელისუფლებაც კი ხალხის უმრავლესობის ნებას გამოტავს უკეთეს შემთხვევაში და არა მთელი ხალხისა.

რას ამბობთ 24 საათი პარტიების ინტეგრაციაზე ვმუსაობ და მიმაჩნია რომ ახალი პარტიის შექმნა ნამდვილი ბოროტებაა. ეს არის ნამდვილი პარტიული ფეოდალიზმი, იმ განსხვავებით რომ მაშინ ფეოდალებს ციხე-კოშკები ქონდათ და დღეს ამას პარტია ეწოდებათ, აუციელებლია ერთიანობა და არა ახალი ციხე-კოშკი.

ალბათ თვითონაც იცით რომ ამ არგუმენტების მიუხედავად კონტრარგუმნეტბით ბევრია ერთიანობის სასარგებლოდ.

 

ყველას დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვებისათვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ბოლო კითხვა მაქვს:

 

პოლიტიკოსები რატომ მანიპულირებთ რელიგიით და საპატრიარქოთი? რატომ ხდება ეს თემები პოლიტიკოსთა ქულათა დაწერის საგანი, ანუ რატომ ხდება რელიგიის პოლიტიზირება?

 

ოპოზიციას განსაკუთრებით ყურადღება აქვს გამახვილებული, რელიგიურ თემებზე, მიგაჩნიათ თუ არა რომ ესეთი პოლიტიკური თამაში რელიგიისთვის საზიანო იქნება საბოლოო ჯამში?

სეკულარიზმის პრინციპების უგულებელყოფა ხდება ხშირად, მახსენდება იგივე თქვენი ინიციატივა, სკოლაში მღვდლის შეყვანის, ხო არ გგონიათ რომ ეს დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინაღმდეგება?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველას დიდი მადლობა საინტერესო შეკითხვებისათვის.

მადლობთ თქვენ ბატონო კახა :maladec:

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი მადლობა ბატონ კახა კუკავას , რომელმაც გამონახა დრო და უპასუხა თქვენს შეკითხვებს.. მემგონი ყველა შეკითხვას სრულად გაეცა პასუხი..

 

შეიძლება ითქვას რომ ონლაინ კონფერენციამ წარმატებით ჩაიარა.

 

 

დიდი მადლობა .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი ბოლო კითხვა მაქვს:

 

პოლიტიკოსები რატომ მანიპულირებთ რელიგიით და საპატრიარქოთი? რატომ ხდება ეს თემები პოლიტიკოსთა ქულათა დაწერის საგანი, ანუ რატომ ხდება რელიგიის პოლიტიზირება?

 

ოპოზიციას განსაკუთრებით ყურადღება აქვს გამახვილებული, რელიგიურ თემებზე, მიგაჩნიათ თუ არა რომ ესეთი პოლიტიკური თამაში რელიგიისთვის საზიანო იქნება საბოლოო ჯამში?

სეკულარიზმის პრინციპების უგულებელყოფა ხდება ხშირად, მახსენდება იგივე თქვენი ინიციატივა, სკოლაში მღვდლის შეყვანის, ხო არ გგონიათ რომ ეს დემოკრატიულ ღირებულებებს ეწინაღმდეგება?

 

სკოლაში მღვდლის შეყვანაში შეიძლება დაგეთანხმოთ, რომ არ არის აუცილებელი. მაგრამ სკოლაში რომ რელიგია როგორც საგანი ისწავლებოდეს ეს მე მგონი განათლებას წაადგება უფრო ვიდრე რელიგიას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...