Jump to content
Planeta.Ge

დღეს ,17 ოქტომბერს კახა კუკავა პლანეტას სტუმარი


Recommended Posts

გეთანხმებით აქციების შემდეგ საზოგადოებამ გარკვეულწილად დაკარგა ნდობა ოპოზიციის მიმართ. მაგრამ ბოლო წლებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ საპროტესტო მუხტი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ახალი რეალური ოპოზიციური მოძრაობის დაწყების შემთხვევაში ქართველი ხალხი დადგება იქ, სადაც ბოლო ორი წელია დგას და კვლავ გამოხატავს თავის პროტესტს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ.

 

 

ეს ჩემის აზრით ილუზიაა და ილუზია იმიტომ არის,რომ უმეტეს ქართველებს აღარ გვჯერა თქვენი.ანუ ოპოზიციის.მე არც ხელისუფლების მჯერა. იმიტომ რომ პირადულისთვის უფრო იბრძვით ვიდრე ქვეყნისთვის.ბატ.კახა,ეგრე სჩანს ყოველ შემთხვევაში დღევანდელი მოვლენებიდან გამომდინარე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 144
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ნეგატიური - ამან ძალიან გაართულა ჩვენი ყოველდღიური საქმინობა - დაწყებული იქიდან რომ უცხოელ სტუმნრებს ოპოზციის სტატუსით შსს აგენტებს ახვედრებენ, დამტავრებული იმითი, რომ ელემენტარული სამუსაო პირობებიც კი გაუქმდა.

შეგიძლიათ დაასახელოთ კონკრეტულად ვინ არიან ხელისუფლების აგენტი ოპოზიციის რიგებში?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kakha_kukava

ბოლო წლებმა დაადასტურა, რომ საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ საპროტესტო მუხტი იმდენად დიდია, რომ ნებისმიერი ახალი რეალური ოპოზიციური მოძრაობის დაწყების შემთხვევაში ქართველი ხალხი დადგება იქ, სადაც ბოლო ორი წელია დგას და კვლავ გამოხატავს თავის პროტესტს არსებული რეჟიმის წინააღმდეგ

იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს არ უერთდებიან (არ დგანან მიტინგებზე), ხალხად არ თვლით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რას ფიქრობთ შემდეგი კანონ პროექტების,„პატრიოტთა აქტი“ და პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევის შესახებ? მეორე კანონ პრექტში იდება ის,რომ პრეზიდენტს არ შეეძლება მინისტრთა თავმჯდომარის გადაყენება.

 

რატომ არ გააკეთეთ კომენტარები,მაესტროს და ბათუმის ტელევიზიების პრობლემებზე და ამ ტელევიზიებს პრობლემები რომ შეექმნათ საიდან აპირებთ პროპაგანდის გაწევას?

 

 

ამ კითხვებზე მაინტერესებს პასუხი და მეტს აღარ შეგაწუხებთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობაში არ ჩავერთეთ იმ მოტივით, რომ იმთავითვე ცხადი იყო, რომ ამ საკითხებზე მომუშავე კომისია იქმნებოდა არა იმისთვის, რომ ემუშავა რეალურ ცვლილებებზე, არამედ იმისთვის, რომ ხელისუფლებას შეექმნა ცვლილებებზე მუშაობის მოჩვენებითი გარემო. ჩვენი გადაწყვეტილების სისწორე მალევე დადასურდა და დღესაც კი - კომისიის მუშაობის მე-6 თვეს არათუ ცვლილებების რაიმე პროექტი არის მომზადებული, არამედ, არცერთ მნიშვნელოვან საკითხზე კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია.

ჩვენ რასაკვირველია მზად ვართ დავიწყოთ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე მუშაობა (თუნდაც ეს იყოს ხელისუფლების მიერ შემოთავაზებული წინადადება), მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუკი ეს კომისია რეალურად ცვლილებების მიღებაზე იქნება ორიენტირებული და არა მხოლოდ ფასადური ხასიათის.

 

რაც შეეხება მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრას, მე ვესწრებოდი კენჭისყრის პროცესს და სხდომა არ დამიტოვებია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kakha_kukava

 

იმ ადამიანებს, ვინც პროტესტს არ უერთდებიან (არ დგანან მიტინგებზე), ხალხად არ თვლით?

 

 

ნუ გეწყინება და დემაგოგიური კითხავაა შენი მხრიდან. ქართველი ხალხი იქ დგას დ აქ დგას, ეს იმას არ ნიშნავს ვინც სახლში ზის არაქართველია. უბრალოდ ასე ითქმის ბატონოჩემო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება მაჟორიტარების საკითხთან დაკავშირებულ კენჭისყრას, მე ვესწრებოდი კენჭისყრის პროცესს და სხდომა არ დამიტოვებია.

 

არა.. არ ესწრებოდით....კენჭისყრის პროცესს, რომელზრც საკითხი ნიკა გვარამიამ გამოიტანა... არცერთი ოპოზიციონერი არ ესწრებოდა... მანამდე კი მიშა მაჭავარიანმა თქვა, რომ თუ ოპოზიცია დარბაზში არ შევიდოდა, საკითხი ჩავარდებოდა... ოპოზიცია კი მაინც არ შეხვედით.....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

დემაგოგიური კითხავაა შენი მხრიდან

კი, წავიპოლიტიკოსე ცოტა :nas:

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა თუ პიროვნება რომელსაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი და რატომ იბრალებენ ზოგ-ზოგიერთები ერის მამობას, ვერ ვხვდები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა თუ პიროვნება რომელსაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი და რატომ იბრალებენ ზოგ-ზოგიერთები ერის მამობას, ვერ ვხვდები.

 

 

პირველი ამ სიაში ყვარყვარეა.ეს ისე. :D

 

დავამთავრეთ?

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

კი, წავიპოლიტიკოსე ცოტა :nas:

უბრალოდ იმის თქმა მინდოდა, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ძალა თუ პიროვნება რომელსაც შეუძლია ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკი და რატომ იბრალებენ ზოგ-ზოგიერთები ერის მამობას, ვერ ვხვდები.

 

ეს ყველაფერი პირობითია თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ხალხის სახელით საუბრის უფლება აქვს ხელისუფლებას და ოპოზიციას. სხვა ახალი წესი არავის მიუღია. :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვინმემ გამარკვიოს რა ჯანდაბაა ეს ონლინე კონფერენცია?

 

არა ტარგმანი არ მინდა აზრობრივად ვერ გავიგე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

tb_parazitka

ონლაინ კონფერენციის მსვლელობისას ფორუმელები კითხვებს უსვამენ მოწვეულ პირს, რომელიც თავის მხრივ ზის კომპიუტერთან და პასუხობს ამ შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბატონო კახა, ხომ არ გიფიქრიათ ახალი პარტიის შექმნა?

მაგალითად ყველა პარტიაში არის საღად მოაზროვნე ახალგაზრდა პოლიტიკოსები, რომლებსაც სულ სხვა აღქმა აქვთ დეღევანდელი ქართული პოლიტიკის მიმართ.

Edited by babuagiorgi
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება და მოწესრიგება რთული პროცესი იქნება. თუმცა რასაკვირველია უნდა დაიწყოს ეს პროცესი და ეს უნდა იყოს არა ხისტი და აგრესიული პოლიტიკა, როგორსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზა.

 

პარტიოტთა აქტი ეს თორთლაძის ლუსტრაციის აქტია, მეორე პროექტთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს.

 

რაც შეეხება ტელეკომპანიების "მაესტროს" და ბათუმის არხის საკითხს ჩვენ ჩართულები ვართ ამ პროცესებში და მომავალი ჩართულობა თვითონ ტელეკომპანიის მფლობელების ნებაზეა დამოკიდებული.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორება და მოწესრიგება რთული პროცესი იქნება. თუმცა რასაკვირველია უნდა დაიწყოს ეს პროცესი და ეს უნდა იყოს არა ხისტი და აგრესიული პოლიტიკა, როგორსაც დღეს საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, არამედ დიპლომატიური მოლაპარაკებების გზა

 

 

ბოლო განცხადებიდან გამომდინარე მიშამაც დაიწყო ესეთი პოლიტიკა,მაგრამ ძალიან გვიანია ჩემის აზრით.

 

ერთს დავამატებ დამატებით.თბილისის მერის არჩევნებზე ოპოზიცია ორი კანდიდატით უეჭველი წააგებთ არჩევნებს.

 

 

დიდი მადლობა ბატონ კახას და უნდა დაგტოვოთ. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.

×
×
  • შექმენი...