Jump to content
Planeta.Ge

რა ვქნათ რომ აღარ დავმარცხდეთ?


Recommended Posts

ოფიცრების ძველი თაობა უნდა მოშორდეს ჯარს. ცოტახანში დაბერდებიან და ასპარეზზე ოფიცერთ ახალი თაობა წამოვა.

ეს ძველი პოლკოვნიკები, "რუსებს ჰიტლერმა ვერ დააკლო ვერაფერი და ჩვენ როგორ დავაკლებთო"-ს მენტალიტეტი რომ აქვთ თავში ჩამჯდარი ისე ღრმად რომ ვერც ამოუღებ, აი ესენი უშლიან ძირითადად ხელს ჯარის განვითარებას. მათთვის სრულიად მიუღებელია ის ახალი სტანდარტები, რაც ჯარში ნელნელა ყალიბდება. მაგრამ რა ქნან, ხელფასი ხომ უნდათ?

მაგრამ ეს გახლავთ დიდი პრობლემის მხოლოდ ერთი პატარა დეტალი.

ჩვენ აქ გვაქვს ოფიცერთა მომზადების დაწესებულებები. ერთწლიანი ოფიცერთა კურსი არის დროის ფუჭი ხარჯვა, დიპლომირებულებს რომ მიიღებენ ჯარში, 9 თვეს არბენინებენ და მერე ჩააბარებენ საბრძოლო ოცეულს, ეს არის მაზოხისტობა და მეტი არაფერი...

საზღვაო ქვეითები ამზადებენ ჩვენს ბატალიონს ავღანეთისთვის, ყველამ იცის, არ არის ეს საიდუმლო ინფორმაცია. იცით რა ქნეს თავიდანვე ინსტრუქტორებმა?სწავლებებს მოაშორეს ოფიცრები, მათთვის ცალკე სწავლებებია. ჯარს ხელმძღვანელობენ სერჟანტები! ასე დროთაგანმავლობაში ჩამოყალიბდება სერჟანტთა კასტა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯარში. იმ ბებერი ოფიცრებისთვის კიდე სერჟანტი არ წარმოადგენს არაფერს..

მოკლედ რომ ვთქვათ, რა უნდა ვქნათ რომ არ დავმარცხდეთ?მოთმინება უნდა გვქონდეს...სულ ეგ არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

იმისათვის რომ არ დავმარცხდეთ, უნდა გავიმარჯვოთ. სხვა გზას ვერ ვხედავ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. უნდა მივიცილოთ ლუზერები. უმაღლესი ეშელონიდან დაწყებული. ანუ მთავარსარდლიდან.

2. ვეცადოთ რომ ინტელექტის დონემ აიწიოს ჯარის.

3. და უმთავრესი... ახალგაზრდა მოქალაქეები უნდა გაიზარდონ არა ანორგაზმიაზე მსჯელობაში და სწორი ნაწლავის გაფართოვებაზე მოეცნებენად არამეტ მებრძოლებად...

 

მაგრამ...

თქვენ ბიძია ჩიჩიაც გინდათ და ბაბაც... გრძელთმიანი ნაზი ბიჭები, გაავებული ნიმფომანი მდედრების ფონზე და ამავე დროს ძლიერი ჯარი რომლესაც მოტივაციაც აქვს ქვეყნის დაცვის და თავგანწირვის სურვილიც... ჩვენი რესურსებით, მეზობლებით და დარჩენილი დროით ეს არ გამოვა...

ამიტომ გააკეთეთ არჩევანი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

თქვენ ბიძია ჩიჩიაც გინდათ და ბაბაც... გრძელთმიანი ნაზი ბიჭები, გაავებული ნიმფომანი მდედრების ფონზე და ამავე დროს ძლიერი ჯარი რომლესაც მოტივაციაც აქვს ქვეყნის დაცვის და თავგანწირვის სურვილიც...

ევროპასა და განსაკუთრებით აშშ-ში არის იგივე მდგომარეობა, არც გრძელთმიანი ბიჭების დეფიციტია და არც ძლიერი და მოტივირებული ჯარის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

:D

 

კითხვა ვისწავლოთ:

 

"ჩვენი რესურსებით, მეზობლებით და დარჩენილი დროით ეს არ გამოვა..."

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა ვქნათ რომ აღარ დავმარცხდეთ?

 

Нельзя заставить людей сражаться, действуя на них рассуждениями. Они годны только для учёного в кабинете. Солдат дерётся из-за славы, отличий, наград

Наполеон I Бонапарт

ჯარს ხელმძღვანელობენ სერჟანტები! ასე დროთაგანმავლობაში ჩამოყალიბდება სერჟანტთა კასტა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯარში
ჯარს ხელმძღვანელობენ სერჟანტები! ასე დროთაგანმავლობაში ჩამოყალიბდება სერჟანტთა კასტა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და გადამწყვეტ როლს ასრულებს ჯარში
მოკლედ რომ ვთქვათ, რა უნდა ვქნათ რომ არ დავმარცხდეთ?მოთმინება უნდა გვქონდეს

მიზანმიმართული შრომა და სწავლა არის საჭირო, ადამიანური რესურსი არ უნდა "ფლანგო", საკადრო პოლიტიკა უნდა იყოს სწორი და ა.შ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Tazo200X

უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭება მომავალი წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსაც შეეძლება.

ცვლილება პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ინიციატივით “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” კანონში შედის.?????????????

როგორც კომიტეტში აცხადებენ, კანონმდებლობა შინაგან საქმეთა სამინისტროში უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭების საკითხს მკაფიოდ არ არეგულირებს. კერძოდ, უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ პირს, რომელიც ჩაირიცხება სამხედრო სასწავლებელში და ოფიცრის ძირითად კურს დაამთავრებს.

კომიტეტში აღნიშავენ, რომ რადგან სამხედრო სასწავლებელი მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს აქვს, ის პირები, რომლებიც ამ სასწავლებელს ამთავრებენ, სამუშაოდ ისევ თავდაცვის სამინისტროში რჩებიან.

“აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროება მოითხოვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტოში შეიქმნას უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდების მინიჭების განსხვავებული წესი და პროცედურა იმისთვის, რათა შინაგან საქმეთა სამნინისტროს სისტემაში შესაძლებელი იყოს პროფესიონალი კადრების უფრო გამარტივებული წესით მოზიდვა და მათთვის უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდების შეუფერხებლად მინიჭება”, – აცხადებენ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში.

კომიტეტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, უმცროსი ლეიტენანტის პირველადი სამხედრო წოდება ასევე მიენიჭებათ შინაგან საქმეთა სამინისტროში საშუალო, უმაღლესი ან პროფესიული განათლების მქონე პირს, რომელიც ამავე უწყებაში შესაბამის კურსს გაივლის.

აღნიშნული კურსის დამტკიცება და შსს-ში მისი ჩატარებისთვის აუცილებელი ღონისძიებების ორგანიზება კი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის ბოლომდე უნდა უზრუნველყოს.

კანონპროექტს პირველი მოსმენით უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

მოკლედ რააააა!

 

ამას რა ქვია საერთოდ არ მესმის :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

იმ კრიტიკულ წერტილამდე საიდანაც დაბრუნება უკვე შეუძლებელი ხდება...

თუკი უკვე არ გავიარეთ რაღა თქმა უნდა...

ჯარი რომლესაც აზრადაც არ მოუვიდა თავისი მოსახლეობისთვის თავგანწირვა - ნათელი მაგალითი იმის რომ არასწორ ფასეულობებზე აღიზარდა...

 

და სანამ თქვენ აქ ცდილობთ იმ ერთადერთ დღემდე არსებულ გამაერთიანებელ შესაძლებლობას ძირი გამოსთხაროთ... და ემსგავსებით უკვე ნელ ნელა იმ ფორუმს საიდანაც მე წამოვედი :D ქვეყანა მიდის უკან უკან... ყველა დარგში... და სუულ წკიპია დარჩენილი იმხო... თუ ისიც გადავლილი არაა და პროცესები უკვე გაშვებული არ არის...

 

kisa

სიიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს მაგ კანონს. ანუ რატომ არ მოგეწონა აი ეგ ვერ გავიგე... დიდი განსწავლული არ ვარ ამ საკითხში მაგრამ მაინტერესებს ბევრი რამ :D იქნებ ახსნა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

სიიმართლე გითხრა ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს მაგ კანონს.

თაზო უკეთესად ახსნის ამას. მე არც დავინახე ეს არის რომ სრულიადუსწავლელ მაგრამ რეჟიმისადმი ლოიალურ ტიპებს მიანიწებენ ოფიცრის პირველად წოდებას და შემდეგ ამ უსწავლელეს ექნებათ საშუალება გადავიდნენ შეიარაღებულ ძალებში და გახდნენ იქ რეჟიმის "საყრდები ძალა". ამას არ ვამბობ იმიტომ, რომ ესე მგონია, არამედ იმიტომ რომ ახალაიას გამინისტრების შემდეგ ეს პროცესი უკვე დაწყებულია. იგივე ხდებოდა ოქრუაშვილის მინისტრობის დროს. ანუ, ჯარი გაავსეს შუსუსუს თანამშრომლებით, რომლებსაც არაფერი გაეეგება სამხედრო საქმის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...