Jump to content
Planeta.Ge

რა ვქნათ რომ აღარ დავმარცხდეთ?


Recommended Posts

რა ვქნათ რომ აღარ დავმარცხდეთ?

 

თემა გავხსენი:

რატომ დავმარცხდით ომში?

სადაც უმრავლესობამ

დამარცხება ჩვენი უნიათობის ბრალია [ 7 ] ** [77.78%]

მისცა ამას ხმა

 

რადგან უმრავლესობას ესე გვგონია, ეხლა მაშინ ვიფიქროთ იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ აღარ დავმარცხდეთ...

 

რას ფიქრობთ ფორუმელებო, რა უნდა გავაკეთოთ მომავალში რომ არ დავმარცხდეთ?ა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი ვინ რა მოსაზრებით მისცა ხმა დამარცხებას, მაგრამ მე ჩემი აზრი მაქვს.

 

შარშანდელ ბრძოლაში საქართველო არ დამარცხებულა, ეს იყო ერთერთი პოზიციური ბრძოლა სადაც ჩვენ საკმაოდ ძლიერად წავიწიეთ წინ, გულზე მჯიღის მცემელთაგან განსხვავებით სსაკმაოდ კარგად დავინახე შარშანდელი ბრძოლის როგორც მოკლე ვადიანი, ისე გრძელ ვადიანი შედეგები, განსაკუთრებით გრძელვადიანი თვალსაზრისით (5-10 წელი) შეიძლება ითქვას რომ 2 ვე კონფლიქტის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!

 

პ.ს.

 

გთხოვთ პირადული შეურაცხოფებისგან თავი შეიკავოთ, ხომ ვთქვი ეს ჩემი მოსაზრება არის მეთქი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ragadan

ი, განსაკუთრებით გრძელვადიანი თვალსაზრისით (5-10 წელი) შეიძლება ითქვას რომ 2 ვე კონფლიქტის საქართველოს სასარგებლოდ გადაწყვეტისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო!

აი ეს ამიხსნას ვინმემ გასაგებად და გავჩუმდები

 

 

 

გთხოვთ პირადული შეურაცხოფებისგან თავი შეიკავოთ, ხომ ვთქვი ეს ჩემი მოსაზრება არის მეთქი..

მააგაზე ეგრევე ბანია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შარშანდელ ბრძოლაში საქართველო არ დამარცხებულა

 

 

და ბრძოლა გრძელდება თუ როგორ გავიგოთ ეს შენი ნათქვამი? :D აქ არავინ არ ვიგინებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ragadan

 

აი ეს ამიხსნას ვინმემ გასაგებად და გავჩუმდები

 

 

რა არის იცი? ამ თემაზე ჟოაოს ჰქონდა უფრო დალაგებულად "დაპროსტინებული", მე პირადად, ასე ვთქვათ გლეხურად ასე მესმის:

 

1993 წლიდან ტერიტორიები ახეული გვქონდა და ყველაზე უარესი ამ კონფლიქტების და ტერიტორიები დაბრუნების პროცესი ადგილიდან არ იძვროდა რამოდენიმე მიზეზის გამო:

 

1. ეს იყო ეთნიკური კონფლიქტი ერთის მხრივ აფხაზებთან და მეორეს მხრივ ოსებთან, სადაც "მომრიგებელ მოსამართლედ" გაერთიანებული ერების, უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი იყო. არანაირი სახის ინტერნაციონალიზაცია ამ კონფლიქტების რუსეთს არ აწყობდა და არც არაფერს არ აკეთებდა.

 

2. პრინციპში იურიდიულადაც და დე ფაქტო-დაც ეგ ტერიტორიები წარმოადგენდა რუსეთისთვის ე.წ. "თავისუფალი ფრენის" არეალს, საიდანაც საქართველოზე პერმანენტულად ახდენდა შანტაჟს და საკუთარი ინტერესების გატარების 100% გარანტიებსაც იღებდა (იგივე შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი უამრავი კაბალური (საქართველოსთვის) ხელშეკრულებებიც მოწმობს.

 

3. რუსეთისთვის მშვიდობისმყოფელობა მაგ რეგიონებში ასევე კარდ-ბლანშს აძლევდა იგივე ევროპისა და ამერიკის დასანტაჟებლად, ასე თუ ისე საქარტველო აღიარებული ენერგო-დერეფანია, შესაბამისად რუსეთის ასე ახლო ყოფნა ამ ენერგეტიკულ არტერიას ნებისმიერ დროს გადაკეტავდა, რითაც იგივე ევროპას დააშანტაჟებდა, სამაგიეროდ ყოველთვის გაიშვერდა თითს საქართველოსკენ, როგორც ამ კონფლიქტის გაღვივების ძირითადი მიზეზი.

 

ახლა რა მოხდა აგვისტოს ომის მერე:

 

რუსეთმა თავისი თავი აღიარა როგორც კონფლიქტის მხარე და ამ კონფლიქტებს უკვე 2 ქვეყანას შორის კონფლიქტი ჰქვია და არა ერთ ქვეყანაში არსებული ეთნო-კონფლიქტები, აქედან გამომდინარე უკვე გამოჩნდება ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების უამრავი გზაც, გაიხსენეთ აღმოსავლეთ ევროპა, რუსებს იქ 15000 ტანკიანი 2 არმია და 80000 ჯარისკაციანი საოკუპაციო აჯარი ეყენა, ერთი გასროლაც კი არ მომხდარა ისე გაყარეს იქიდან რუსები, საქართველოდანაც ასე გაეთრევიან, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება, ამას ალბათ 5 დან 10 წლამდე დასჭირდება, მაგრამ აუცილებლად მოხდება.

 

ეს იმიტომ არ მოხდება, რომ საქართველო ასეთი პატიოსანი და დაჩაგრული ქვეყანაა, ყველაფერი ეს ბინძური პოლიტიკაა, სადაც დიდი ქვეყნები ვერ იტანენ ერტმანეთისგან გავლენის სფეროების გადანაწილებას.

 

რუსეთმა ბევრი მოინდომა და ზუსტად საკუთარ სიხარბეზე წამოაგეს რუსეთი, ზუსტად ისევე როგორც 1939 წელს ჰიტლერი წამოაგეს წინასწარ უკვე წაგებულ ომს, მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტით, სხატაშორის პიონტკოვსკიმ 14 აგვისტოსვე შეადარა სარკოზი-მედვედევის ცეცხლის შეწყვეტაზე ხელმოწერილი დოკუმენტი ახალ მოლოტოვ-რიბენტროპის აქტად.

 

რუსეთი დაშლა დასუსტების პირველი გეგმა სწორედაც ის აგვისტოს ომი იყო, მეორე ნაბიჯი და უკვე ნათელია ეს რუსეთის იმპერიაში ჩაჭედებული ბოლო ლურსმანი იქნება რუსეთის იგივე შეცდომის გამეორებას ყირიმში, რასაც რუსეტი ვერ აცდება, უკვე იციან, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება, მაგრამ სხვა გზა არ აქვთ..

 

თუ ცაყლაპეს უკრაინის ევროპასთან დაახლოება და კიდევ უფრო უარესი ნატოში გაწევრიანება, დაჩუტულებს თვითონ რუსული ბიდლო მოუღებს ბოლოს, ამიტომ თავს ამ ხაფანგში მაინც გაყოფს...

 

ეს ძალიან მოკლედ დავწერე, მაპატიეთ, დღეს ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს, სიცხე მაქვს 39,7, მეზობელმა გამახარა მექსიკური გრიპი გექნება უეჭველი და სანამ აქ ხარო (იუმორის განსაკუთრებული გრძნობა აქვს) 2 ბოთლი ორაყი მაქვს და დავლიოთო :D

 

თუ გადავრჩი უფრო ფარტოდ დავწერ, ისე თვალს აქედან თქვენს შეკითხვებს მაინც მივადევნებ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაზე ჟოაოს ჰქონდა უფრო დალაგებულად "დაპროსტინებული", მე პირადად, ასე ვთქვათ გლეხურად ასე მესმის:

 

 

ჟოაოს რაც ჰქონდა დალაგებულად დაწერილი არაფერი არ გამართლდა.ისე როგორც პიროვნებას პატივს ვსცემ,მაგრა არც ერთ მის მოსაზრებას არ ვეთანხიმები. :D

 

რუსეთი არ დაიშლება ახლო მომავალში.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჟოაოს რაც ჰქონდა დალაგებულად დაწერილი არაფერი არ გამართლდა.ისე როგორც პიროვნებას პატივს ვსცემ,მაგრა არც ერთ მის მოსაზრებას არ ვეთანხიმები. :D

 

რა ვიცი, ეს მოსაზრება უფრო ჩემით მოპოვებულ ინფორმაციებიდან გამოვიტანე, შეიძლება ვცდებოდე, მარა რა ვიცი, ასე გამოდის რა,, აი ცემს არგუმენტებზე რას იტყოდი, შორს დგას რეალობიდან?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

:D ერთხელ აქ დავწერე უკვე...

წარუმატებლობის შიში... ერთ ერთი ყველაზე საშინელი ფობიაა...

 

დაკარგული ტერიტორიები გაიზარდა.

ლტოლვლითა რიცხვი გაიზარდა.

ინტერნაციონალიზაცია არ მოხდა.

რუსეთის იზოლაციები და ჭეშმარიტი სახეების დანახვებები ვერ გამოვიდა.

მოსახლეობდა და რაც მთავარია ჯარი დემორალიზებულია...

ჩვენი ტერიტორიების ცნობის პრეცენდენტი დაფიქსირდა...

 

და ერთადერთი იმედი რუსეთის დაშლა დარჩა...

 

2007 წლის აგვისტოში " წინ რომ არ წაგვეწია" და რუსეთი დაშლილიყო... ვერ დავიბრუნებდით? ანუ აუცილებელი იყო აგვისტოში წინ წაწევა როგორც ჩანს ხო?

 

პ.ს.

არადა... ხლახნო მე ვცადე, არ გამოვიდა, არაუშავს... გავძლიერდებით და დედას მო###თ... ვის რა უნდა ეთქვა? :D

მაგრამ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

წარუმატებლობის შიში... ერთ ერთი ყველაზე საშინელი ფობიაა...

 

100% გეთანხმები, მაგრამ ეგ უფრო საერთო ფილოსოფიური განცხადებაა, ამ თემასთან ნაკლებად არის კავშირში..

 

დაკარგული ტერიტორიები გაიზარდა.

ლტოლვლითა რიცხვი გაიზარდა.

 

გაიზარდა, თუმცა 1993 წლის ტრაგედიასთან ბევრად ნაკლებად, ამასთანავე მეტ-ნაკლებად მიეხედათ მაგ ხალხს და ქუჩაში არ დარჩნენ, გთხოვთ უტრირება არ გვინდა, მესმის რომ საკუთარი სახლის და მთელი ცხოვრების ნაშრომს ვერაფერი ვერ შეცვლის, მაგრამ მე მახსოვს 1993-94 წელი აფხაზეთიდან ლტოლვილები ქუჩაში ეყარნენ უპატრონოდ, ამაში მაინც ხომ მეთანხმები?

 

 

ინტერნაციონალიზაცია არ მოხდა.

რუსეთის იზოლაციები და ჭეშმარიტი სახეების დანახვებები ვერ გამოვიდა.

 

ამაში ვერაფრით ვერ დაგეთანხმებით, ეხლა ყველაფრის ტქმა შეიძლება, მაგრამ კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია ნამდვილად მოხდა და ეს ფაქტია..

 

ასევე ამ ფაქტმა ბებერ პროსტიტუტ ევროპას ნათლად დაანახა რომ არ არსებობს არანაირი დემოკრატიული რუსეთი, არსებობს ერტი ჭუჭყიანი და ველური დათვი, რომელიც ყოველტვის უნდა ნახევრად მშიერი დაბმული იყოს სადღაც სახლის უკან და მისი ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის, დამამტკიცებელი საბუთია ნაბუკოს პროექტის ფორსირება და შუა აზიის რესპუბლიკების ირგვლივ გგაცოცხლებული საეჭვო აქტიურობა..

 

 

მოსახლეობდა და რაც მთავარია ჯარი დემორალიზებულია...

 

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით ჯარი არ არის არც დემორალიზირებული და არც უიმედობაში გადავარდნილი, პირიქით ჯარში აშკარად არის წყენა მთავრობის მიმარტ უეცრად შეწყვეტილი ომის გამო, ყველას ბრძოლა სწყუროდა და კიდევ ელოდებიან თავის შანსს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად, ეს კი არანაირად არ მიუთითებს დემორალიზებულობაზე, დემორალიზებული არმია მე 1993-1994 წლებში კარგად მახსოვს, ეხლა სხვა სურათია..

 

ჩვენი ტერიტორიების ცნობის პრეცენდენტი დაფიქსირდა...

 

პოლიტიკურ სამყაროში ნიკარაგუა და ჰამასი არაფერს ნიშნავს, კიდევ ჩავესი, ნუ გავიწყდებათ, რომ პოლიტიკური ცნობა პარლამენტის საქმეა და არა პრეზიდენტის, ამ შემთხვევაში არც ერთი ქვეყნის პარლამენტს ეგ ტერიტორიები არ უცვნია..

 

და ერთადერთი იმედი რუსეთის დაშლა დარჩა...

 

ყოველშემტხვევაში ეგ საქართველოს ინტერესებისათვის ყველაზე უმტკივნეულო ადვილი გამოსავალი იქნება..

 

2007 წლის აგვისტოში " წინ რომ არ წაგვეწია" და რუსეთი დაშლილიყო... ვერ დავიბრუნებდით? ანუ აუცილებელი იყო აგვისტოში წინ წაწევა როგორც ჩანს ხო?

 

არა აუცილებელი იყო აგვისტოში კონფლიქტის იურიდიული სტატუსის შეცვლა, რაც მოხდა, დანარჩენი ლირიკაა..

 

პ.ს.

არადა... ხლახნო მე ვცადე, არ გამოვიდა, არაუშავს... გავძლიერდებით და დედას მო###თ... ვის რა უნდა ეთქვა? :D

მაგრამ...

 

პოლიტიკაში ასეთი განცხადებები არ მოსულა, რაც ეხლა კეთდება და რა იურიდიულ სიტუაციაში არის რუსეთი მოქცეული, ზუსტად მაგას ნიშნავს..

 

ეს ყველაფერი IMHO, არ ვარ მე ექსპერტი :D

Edited by ragadan
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ragadan

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციებით ჯარი არ არის არც დემორალიზირებული და არც უიმედობაში გადავარდნილი, პირიქით ჯარში აშკარად არის წყენა მთავრობის მიმარტ უეცრად შეწყვეტილი ომის გამო, ყველას ბრძოლა სწყუროდა და კიდევ ელოდებიან თავის შანსს ამ ბრძოლის გასაგრძელებლად, ეს კი არანაირად არ მიუთითებს დემორალიზებულობაზე, დემორალიზებული არმია მე 1993-1994 წლებში კარგად მახსოვს, ეხლა სხვა სურათია..

მე მგონი დამეთანხმები, ჯარში უმაღლესი მთავარსარდლობისადმი ნდობაა დაკარგული ...და არც ვიცი რა უფრო ცუდია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ragadan

რუსეთმა თავისი თავი აღიარა როგორც კონფლიქტის მხარე და ამ კონფლიქტებს უკვე 2 ქვეყანას შორის კონფლიქტი ჰქვია და არა ერთ ქვეყანაში არსებული ეთნო-კონფლიქტები, აქედან გამომდინარე უკვე გამოჩნდება ამ კონფლიქტების პოლიტიკური მოგვარების უამრავი გზაც, გაიხსენეთ აღმოსავლეთ ევროპა, რუსებს იქ 15000 ტანკიანი 2 არმია და 80000 ჯარისკაციანი საოკუპაციო აჯარი ეყენა, ერთი გასროლაც კი არ მომხდარა ისე გაყარეს იქიდან რუსები, საქართველოდანაც ასე გაეთრევიან, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება

ამ შედარებაში ერთი უზუსტობაა. რუსებს იმიტომ მოუწიათ აღმოსავლეთ ევროპიდან გასვლა, რომ მათი იქ დარჩენა იქაურებს არ უნდოდათ. იგივეს გამეორება თუ გვინდა, ამისთვის საჭირო იქნება აფხაზების და ოსების თანამონაწილეობა. სხვანაირად არ გამოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი იქ დარჩება ოსების და აფხაზების დამცველად, და რაც მეტს დავემუქრებით მათ სამხედრო ოპერაციით, მით უფრო გავამყარებთ იქ რუსეთის პოზიციებს. ხოლო ღია სამხედრო დაპირისპირებაში ჩვენ რუსეთზე ვერ გავიმარჯვებთ. ამიტომაცაა საჭირო აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი კონტაქტის დამყარება. შარშანდელი ომით კი ამის შანსი შემცირდა. სხვა თუ არაფერი ცხინვალის რეგიონში სრულად მოიშალა კონტაქტი ქართველებს და ოსებს შორის. ფაქტიურად მთელი რეგიონი რუსების ხელში აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ალბათ იგივე სიტუაცია იქნება იქ, რაც დღეს აფხაზეთშია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ფაქტიურად მთელი რეგიონი რუსების ხელში აღმოჩნდა და რამდენიმე წელიწადში ალბათ იგივე სიტუაცია იქნება იქ, რაც დღეს აფხაზეთშია.

არა ვერ იქნება მასე...ქართველები მაინც უპრობლემოდ შედიან გამოდიან ცხინვალის რეგიონში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ragadan

 

მე მგონი დამეთანხმები, ჯარში უმაღლესი მთავარსარდლობისადმი ნდობაა დაკარგული ...და არც ვიცი რა უფრო ცუდია...

 

უმაღლესი მთავარსარდალი ბევრჯერ შეიცვლება, ეგ არაა ტრაგედია..

 

ის რომ ნდობა დაიკარგა, რათქმა უნდა ცუდია, მაგრამ..

 

ამ მთავრობამ და მიშამ პირადად ძალიან ბევრი შეცდომა და სისულელე ჩაიდინა, მაგრამ ომის დაწყებიდან მეორე (თუ მესამე) დღეს უკანდახევის ბრძანებას სისულელედ ვერანაირად ვერ ჩავუთვლი, მაგ ბიჭები თავს შეაკლავდნენ და არ დანებდებოდნენ, მიწასტან გაასწორებდნენ მთელ საქართველოს და მართლაც რეალურად მოხდებოდა საქართველოს დესუვერენიზაცია, გაგრძელდებოდა რამოდენიმე წელიწადი პარტიზანული ოპერაციები რაც ძირეულად ვერაფერს შეცვლიდა, იქნებოდა მეტი მსხვერპლი და მეტი უბედურობა..

 

მე მგონი უკანდახევის ბრძანება დროული, საჭიროც და აუცილებელიც იყო..

 

აგვისტომ თავისი საქმე გააკეთა, ზედმეტი მსხვერპლი კი რუსეთის გარდა არავის სჭირდებოდა, მიშა იმპულსური და ცეტი ლიდერია, მაგრამ მისი (ან იმის ვინც ეგ გადაწყვეტილება მიიღო) ეს გადაწყვეტილება მე მიმაჩნია 100% გამართლებულად.. თქვენ არ გგონიათ მასე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არა ვერ იქნება მასე...ქართველები მაინც უპრობლემოდ შედიან გამოდიან ცხინვალის რეგიონში

ახალგორის რაიონში შედიან, თუმცა მერე აქეთ ექმნებათ პრობლემები.

 

დიდი და პატარა ლიახვის ხეობას, რაც შეეხება, იქ ვერავინ ვერ შედის. ერგნეთში რუსები დგანან და არავის არ უშვებენ. თანაც დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში რუსებმა უკვე დაიწყეს სამხედროებისთვის სახლების შენება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

დიდი და პატარა ლიახვის ხეობას, რაც შეეხება, იქ ვერავინ ვერ შედის. ერგნეთში რუსები დგანან და არავის არ უშვებენ. თანაც დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში რუსებმა უკვე დაიწყეს სამხედროებისთვის სახლების შენება.

ამ ლოგიკით, სამაჩაბლოს ტერიტორია ერთი დიდი უდაბნოა და ეგაა, კაციშვილი იქ გამჩერებელი აღარაა, აღარც ოსი და აღარც ქართველი....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...