newstudio Posted October 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2009 lasha1997 აჭრილები კი არა,დაუნები არია.რატომ არ მისცეს მაესტროს მეტს გადაღების საშუალება? კარგი,ვიცი რომ რუსთავი და იმედი პირველ არხთან ერთად მიჭრი მოჭრიდნენ,მაგრამ პირდაპირ ეთერში გასული სიუჟეტის და ამ კანალებზე მიჭრილ სიუჟეტებს შორის ადამიანი ხომ იპოვნიდა განსხვავებას? კარგი თუ ვერ იპოვნიდა ამათ ხომ მაინც ექნებოდათ სალაპარაკო კიდევ ერთხელ,რომ ეს ტელევიზიები ჯიბისები არიან?+1 აგერ ნახავ რამდენს ახეხინებენ ვირის აბანოს ამ კანონის გათვალისწინებით და სწორეთ ამიტომ იყო ეს კანონი მიღებული.ძალიან დასუსტებულია მიშა ჰიპერ აქტიურობაც იმიტომ არის, რომ გადაფაროს ტავის სისუსტე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted October 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2009 newstudio ციტატა(lasha1997 @ 15th October 2009 - 08:09 PM) აგერ ნახავ რამდენს ახეხინებენ ვირის აბანოს ამ კანონის გათვალისწინებით და სწორეთ ამიტომ იყო ეს კანონი მიღებული. ძალიან დასუსტებულია მიშა თავს ნუ მოვიტყუვებთ. სიტუაციის მართვა ქვეყნის შიგნით ჯერჯერობით შეუძლია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 15, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2009 (edited) ძალიან დასუსტებულია მიშა კარგი რა დეპრეს და როგორ არის დასუსტებული? პოლიცია,უშიშროება,ჯარი სულ მაგის ხელშია და რაის სისუსტეზე ბაზრობ? ამას კიდევ მასმედია დაამატე და ეგ არის. Edited October 15, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 15, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 15, 2009 თავს ნუ მოვიტყუვებთ. სიტუაციის მართვა ქვეყნის შიგნით ჯერჯერობით შეუძლია.ძუკუ +1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 16, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 (edited) მეორე და მეაამე ტალღის რა მოგახსენოთ.. მაგრამ.. ვინმეს შეუძლია თქვას რატომ მოიტყუა გრეციხამ, რტომ რედისონის შეხვედრას მაესტრო მხოლოდ არქივისთვის იღებდა და რატომ აბაზრა ათასი სისულელე პირდაპირ ეთერში????? Edited October 16, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 16, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 16, 2009 ეკა ბესელია - “პროცესი სწრაფ ტემპში, კონსტრუქციულობის გარეშე უნდა გაგრძელდეს” “ოპოზიციის “გაფრენების” სეზონი გაიხსნა. მართალია, თარგამაძე-გაჩეჩილაძისა და ბურჯანაძე-პინჩუკის შეხვედრის ამბებმა კარგა ხანია აქტუალურობა დაკარგა და აღარც ალასანიას ამერიკული “არდადეგებია” საზოგადოების ყურადღების ცენტრში, “თავდაუსხმელობის პაქტდადებულებმა” კარგად იციან, რომ დიდ პოლიტიკაში მცირე ცვლილებებსაც დიდი ფული სჭირდება, მაგრამ სადღაა... ვიდრე ჯიბეშეთხელებული ბურჯანაძე “ახალ პინჩუკს” დაეძებს, სალომეს კი თავისი გზები ბორჯომ-კოჯრის მიმართულებით მიჰყავს, ბესელიამ გადაწყვიტა, ფინანსები თავად იშოვოს და “რადიკალურ დაქალებს” ოქრუაშვილის შესაძლებლობები დაუმტკიცოს. ალბათ ამიტომ და არამხოლოდ ამიტომ, ეკა ბესელია ირაკლი ოქრუაშვილს საფრანგეთში სტუმრობდა და საქართველოში 13 ოქომბერს დაბრუნდა”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით “პროცესი სწრაფ ტემპში, კონსტრუქციულობის გარეშე უნდა გაგრძელდეს” / ფულით სავსე რამდენი კეისი ჩამოიტანა ბესელიამ საფრანგეთიდან და რას უთვლის ოქრუაშვილი ოპოზიციონერებს.“ირაკლი ოქრუაშვილის პოზიცია ჩემს პოზიციას აბსოლუტურად ემთხვევა. მას მიაჩნია, რომ პოლიტიკური პროცესები უნდა გაგრძელდეს რაც შეიძლება სწრაფ ტემპებში. ეს უნდა იყოს შეურიგებელი ბრძოლა რეჟიმთან ყოველგვარი მოლაპარაკების, დიალოგებისა და კონსტრუქციულობის გარეშე. მსგავსი განცხადება მან ორი დღის წინაც გააკეთა, ასე რომ, ჩვენი პოზიციები აბსოლუტურ თანხვედრაშია ერთმანეთთან. ვისაუბრეთ პროცესის გაგრძელების შემდეგ სტრატეგიაზე. რა რეჟიმში უნდა გაგრძელდეს ჩვენი მოქმედებები, რა უნდა გააკეთოს მომავალში ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ, სად შეიძლება ჩვენი თავი დავინახოთ. იყო მსჯელობა ყველა საკითხზე და ყველაფერზე შევთანხმდით”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ეკა ბესელია და შეკითხვას - “ვრცელდება ინფორმაცია, რომ რადიკალური ოპოზიციის ახალ სტრატეგიას ირაკლი ოქრუაშვილი დააფინანსებს. დაფინანსების თემაზე მასთან არ გიმსჯელიათ?” - პასუხობს:“არა, ტყუილია, პირდაპირ გეუბნებით, რომ ტყუილია. დაფინანსების თემა დღის წესრიგშიც საერთოდ არ ყოფილა”. “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გუშინდელ პრესკონფერენციაზე ითქვა, რომ ოქრუაშვილის პარტია განაგრძობს შეურიგებელ ბრძოლას სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ და არ ცვლის აქციების დროს წამოყენებულ მოთხოვნებს. “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” გენერალურ მდივან ეკა ბესელიას ინფორმაციით, ოქრუაშვილის განცხადებაში პირდაპირ, ღიად და ცხადად არის პოზიცია გამოხატული, რომ პარტია მხარს უჭერს შეურიგებელი ბრძოლის გაგრძელებას რეჟიმის წინააღმდეგ”, - წერს გაზეთ “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ოქრუაშვილი სააკაშვილთან კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.“საჭიროდ მივიჩნევთ, რაც შეიძლება მოკლე დროში მოხდეს არა მარტო პოლიტიკური ძალების კონსოლიდირება მოთხოვნისა და ერთიანი სტრატეგიის ირგვლივ, არამედ მოხდეს საზოგადოების სამოქალაქო სექტორის, საზოგადოების ფართო მასების, პოლიტიკური თუ არაპოლიტიკური ძალების, ახალგაზრდული მოძრაობების კონსოლიდირება და ჩართვა ამ საერთო მოძრაობაში. ეს მოძრაობა გამორიცხავს სააკაშვილის რეჟიმთან რამე კომპრომისს, რამე გარიგებას და ხალხის ზურგს უკან რამე შეთანხმებისა და მოლაპარაკების წარმოებას”, - აღნიშნა ბესელიამ. მისი თქმით, ძალიან მოკლე დროში დასრულდება კონსულტაციები ყველა იმ ძალებთან, რომლებიც მზად არიან განაგრძონ რეჟიმის წინააღმდეგ შეურიგებელი ბრძოლა. მოხდება შეთანხმება ერთიან სტრატეგიაზე, რომელიც უნდა იყოს ღიად დეკლარირებული და ეს გულისხმობს შეურიგებელი საპროტესტო მოძრაობების დაწყებას არა მარტო თბილისში, არამედ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე”, -“აღნიშნავს გამოცემა.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/113146.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.