Jump to content
Planeta.Ge

ოპოზიციის ნაწილი ნოემბრიდან საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს


Recommended Posts

ოპოზიციის ნაწილი ნოემბრიდან საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს

 

ოპოზიციის ნაწილი ნოემბრიდან მთელი საქართველოს მასშტაბით სააკაშვილის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას და საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს.

ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე “მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ეკა ბესელიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ბრძოლაში ჩაერთვებიან ნინო ბურჯანაძის მოძრაობა, “ეროვნული ფორუმი”, სალომე ზურაბიშვილი და “კონსერვატორები” .

როგორც ბესელიამ აღნიშნა, სააკაშვილთან არანაირ კომპრომისზე, მოლაპარაკებებზე არ წავლენ და იბრძოლებენ რადიკალურად სააკაშვილის რეჟიმის შეცვლამდე.

“ამ გაერთიანების კარი გახსნილი იქნება ყველა ოპოზიციური პარტიისთვის და საზოგადოებრივი ჯგუფისთვის”,-აღნიშნა მან.

ეკა ბესელიას თქმით, მალე დასრულდება მოლაპარაკებები და გაირკვევა, ვინ ჩაერთვება შეურიგებელ ბრძოლაში, რის შემდეგაც მოქედების კონკრეტული გეგმა გახდება ცნობილი.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ლიცემერი: რავი, ჩემი აზრით, ხელისუფლებამ მიაღწია იმას, რომ რადიკალური ოპოზიციის ქმედებანი ნონსენსის შემცვლელი და აბსურდული გახდა. მოკლედ, ჩემი აზრით, ტყუილა არხევენ ჰაერს-

თქვენ რას ფიქრობთ?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციის ნაწილი ნოემბრიდან საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს

 

 

პასუხი მეორე თემის სათაური "რა არის აუცილებელი ნორმალური ქვეყნის ასაშენებლად?" :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რატომ დაიმალა გოგა ხაინდრავა ტუალეტში ოპოზიციის დახურულ სხდომაზე

 

“გუშინ ოპოზიციის ლიდერებმა კიდევ ერთხელ სცადეს გამოცოცხლება და რაღაც განსაკუთრებულის თქმა. სასტუმრო “რედისონში” ოპოზიციის გაფართოებული კრება დღის 3 საათზე დაიწყო. პირობა ასეთი იყო, ყველა პარტიას უნდა წარმოედგინა თავისი სამომავლო გეგმა, რომელთა შეჯერების შემდეგაც გამოიკვეთებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის რეალური პროგრამა. იდეა მშვენიერია, მაგრამ ქართული ხასიათიდან გამომდინარე, თავიდანვე ჩანდა, რომ პოლიტიკოსები გუშინ მხოლოდ საკუთარი ლოგიკისა და ზეპირი ლაპარაკის იმედად იყვნენ მოსული”, - წერს გაზეთი “ალია” სტატიაში სათაურით რა ხდებოდა ოპოზიციის დახურულ სხდომაზე? / რატომ დაიმალა გოგა ხაინდრავა ტუალეტში და ვის გაექცა კაკო ასათიანი?

“ტელეკომპანია “კავკასიის” ჟურნალისტი ნათია თოიძე ვიღაცას ელაპარაკება ტელეფონით და აცხადებს, რომ ამ ღონისძიებას (დახურულს) არ გააშუქებს - ვინტერესდები და ნათია მეებნება, ამ სხდომის პირდაპირ ტრანსლაციას “მაესტრო” გადასცემსო! ვერ ვიჯერებ, რედაქციაში ვრეკავ და დამიდასტურებენ, რომ ეს სიმართლეა. ერთადერთი, ვინც ფოიეში დგას, ჯანსუღ ჩარკვიანია და სწორედ მას ვეუბნები, რომ ეს უსინდისობაა. ბატონი ჯანსუღი მხრებს იჩეჩს, მე არაფერი ვიციო. მერე ირაკლი მელაშვილს მივმართავ, იმანაც არაფერი იცის. ჟურნალისტები ღელავენ, სამთავრობო არხების წარმომადგენლები აპირებენ, პროტესტის ნიშნად აქაურობა დატოვონ და ცოტა ხანში ტოვებენ კიდეც. თუმცა მანამდე ხდება ერთი კურიოზული ამბავი: დარბაზიდან გამოსულ გოგა ხაინდრავას ჟურნალისტები მისდევენ და სთხოვენ, ამ საკითხზე კომენტარი გააკეთოს. გოგა გარბის, ჟურნალისტებიც გარბიან. გოგა უცებ ტრიალდება და ახლა აქეთ მორბის, პირდაპირ ჩემკენ. მე გზავ ვუღობავ და მივმართავ: ბატონო გოგა... ის გვერდს გარემარბივით მივლის და ტუალეტში უჩინარდება”, - წერს სტატიის ავტორი.

“ცოტა ხანში დარბაზიდან ქეთი დოლიძე, ნინელი ჭანკვეტაძე და ვიღაც ქალი გამოდიან. კომენტარს არ აკეთებენ. პრინციპში, რა კომენტარი უნდა გააკეთონ წყლის ნაყვის შესახებ? ლევან გაჩეჩილაძე ამბობს, რომ აქ მარტო სამთავრობო არხები არ არიან, პრესაც არის წარმოდგენილი, რაღაცას ლაპარაკობს გაუგებრად... ისაო. ესაო, მე არაფერი არ ვიციო. სიმართლე რომ თქვას კაცმა, არ ტყუის გაჩეჩილაძე. მარტო მან კი არა, “კოლმეურნეობის კრებაზე” მოსულთაგან არავინ არაფერი იცოდა. აი, ასე გააბერწა კიდევ ერთი დღე ოპოზიციამ თავის ისტორიაში და თამამად ვიტყვი, სამარცხვინოდაც დაამთავრა. ვნახოთ, რა იქნება მომდევნო შეხვედრაზე. ალბათ, არაფერი, გარდა იმისა, რომ ხელს მოაწერენ ე.წ. თავდაუსხმელობის პაქტს, მოდით, ძმებო, აღარ ვაგინოთ ერთმანეთიო. ალბათ, არც მომავალ კრებას დაესწრებიან “ლეიბორისტები” და არც უნდა დაესწრონ, რადგან წყლის ნაყვა სახლშიც შეიძლება, პირდაპირ ბუხართან”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“მთელი ოპოზიციური სპექტრი სამთვიანი ტაიმაუტის შემდეგ გუშინ პირველად შეიკრიბა. ერთ დროს ოპოზიციის ლიდერმა, ლევან გაჩეჩილაძემ მთელი ოპოზიცია და არასამთავრობოები “რედისონში” მომავალ სტრატეგიაზე სამსჯელოდ შეკრიბა. ოპოზიციის შეკრებაზე არ მივიდნენ გია თორთლაძე, ჯონდი ბაღათურია და ქრისტიან-დემოკრატები. საპარლამენტო ოპოზიციიდან გია ცაგარეიშვილი ესწრებოდა შეხვედრას”, - წერს გაზეთი “ახალი თაობა” სტატიაში სათაურით ვიბრძოლოთ, რომ მალე წავიდეს ეს ხელისუფლება! / ოპოზიციას ორი გეგმა აქვს.

“ხუთსაათიანი შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ოპოზიციამ შეთანხმება მხოლოდ ერთ საკითხზე შეძლო. შეთანხმება ოპოზიციის ერთმანეთზე თავდაუსხმელობას ეხება. პრესისთვის დახურულ შეხვედრაზე ძირითადად მოქმედების ორი გეგმა განიხილა ოპოზიციამ. ერთი გეგმა არჩევნებში მონაწილეობასა და საერთო კანდიდატის გამოკვეთას ეხება. მეორე გეგმა კი ქუჩის აქციებსა და პროტესტის უკვე გამოცდილ მეთოდებს გულისხმობს. პირველი გეგმის მხარდამჭერები უკვე ცნობილია - ირაკლი ალასანია და მისი ალიანსი. მეორე გეგმის ლობისტი კი ნინო ბურჯანაძეა. დანარჩენი ოპოზიცია ამ ორი გეგმის ირგვლივ ტრიალებს. ოპოზიციის ნაწილი ალასანიას იდეას ემხრობა, ნაწილი კი ბურჯანაძის. შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ ოპოზიციამ ერთი იდეისა და ერთი სტრატეგიის ირგვლივ შეთანხმება ვერ შეძლო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ალია” 15.10.2009

 

მაგარი აჭრილები არიან, მაგარი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოპოზიციის ნაწილი ნოემბრიდან საპროტესტო აქციების ახალ ტალღას იწყებს

 

 

იხილეთ თემა დაუნებზე. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

რატომ დაიმალა გოგა ხაინდრავა ტუალეტში

ტუტ ტაკიე ვაპროსი ზადაიუტ... :cit:

 

ა გრეჩიხა პადაშოლ, სკაზალ შტო ტოჟე ხოჩეტ :D

 

http://img376.imageshack.us/img376/9947/miminorubiksud3.jpg

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქციები აუცილებელია

 

და რატომ ასეთი "შიში" აქციებსადმი? ჩაატარონ, ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ....მას ემიშას მართალია ვერ გადააყენებენ, მარა ყველა მიტინგო რო რევოლუციით მთავრდებოდეს)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და რატომ ასეთი "შიში" აქციებსადმი? ჩაატარონ, ვერაფერს ცუდს ვერ ვხედავ....

ცუდი კი არა, არამედ საჭიროცაა, მაგრამ არა ამ მარაზმატიკ-მარგინალი გრეჩიხებ-ხაინდრავების "შესრულებით"...newstudio

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ცუდი კი არა, არამედ საჭიროცაა, მაგრამ არა ამ მარაზმატიკ-მარგინალი გრეჩიხებ-ხაინდრავების "შესრულებით"...

 

გეთანხმებით რამაზ ბატონო, თანაც არა დაუსრულებელი (სანამ მიშა არ გადაგება ვიდგებით).

თანაც შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კანონში ახალი ცვლილებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გეთანხმებით რამაზ ბატონო, თანაც არა დაუსრულებელი (სანამ მიშა არ გადაგება ვიდგებით).

თანაც შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კანონში ახალი ცვლილებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

სალამი, ბატონო მიშა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

თანაც შეკრებებსა და მანიფესტაციებზე კანონში ახალი ცვლილებებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ამ კანონს შეუძლიათ თამამად არ მიაქციონ ყურადღება!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ კანონს შეუძლიათ თამამად არ მიაქციონ ყურადღება!

და რატომ ფიქრობთ მასე? ჩემი აზრით, თუ მიშას ამ კანონის პრაქტიკაში რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემა, მაშინ ის ამ შანს დიდის სიამოვნებით გამოიყენებს ურჩების ჭკუის სასწავლებლად...newstudio

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

მაგარი აჭრილები არიან, მაგარი

 

 

აჭრილები კი არა,დაუნები არია.რატომ არ მისცეს მაესტროს მეტს გადაღების საშუალება? კარგი,ვიცი რომ რუსთავი და იმედი პირველ არხთან ერთად მიჭრი მოჭრიდნენ,მაგრამ პირდაპირ ეთერში გასული სიუჟეტის და ამ კანალებზე მიჭრილ სიუჟეტებს შორის ადამიანი ხომ იპოვნიდა განსხვავებას? კარგი თუ ვერ იპოვნიდა ამათ ხომ მაინც ექნებოდათ სალაპარაკო კიდევ ერთხელ,რომ ეს ტელევიზიები ჯიბისები არიან?

 

 

დაუძახეთ ვიღაცამ ოპოზიციას რომ იკითხონ ეს ფორუმი. :)

 

ამ კანონს შეუძლიათ თამამად არ მიაქციონ ყურადღება!

 

 

შენ იმას ამბობ ყოველთვის რაც შენ გინდა მეთქი დეპრეს. :) რას ჰქვია არ მიაქციონ ყურადღება? აგერ ნახავ რამდენს ახეხინებენ ვირის აბანოს ამ კანონის გათვალისწინებით და სწორეთ ამიტომ იყო ეს კანონი მიღებული. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...