Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ირაკლი ალასანია „ორ ცეცხლს“ შორის

 

 

 

[მანანა აბაშიძე]

“საქართველოს მხსნელი?“ – ასეთი სათაურით ��ამოქვეყნდა 29 სექტემბერს ნილ აშერსონის სტატია ”გარდიანში“, მსოფლიო მედიის ერთ–ერთ გავლენიან გამოცემაში. ავტორმა მასალაში თავადვე გასცა პასუხი სათაურში გამოტანილ საკუთარ კითხვას.

 

- ”დიპლომატიურ ხაფანგში გაბმული ქვეყნისთვის გადარჩენის საუკეთესო იმედი, ირაკლი ალასანია, ახალგაზრდა ოპოზიციური ლიდერია“ – ასე დაიწყო ავტორმა საკუთარი სტატია. ”საქართველოს მხსნელი?“ არ არის გ���მონაკლისი – დასავლეთის წამყვან მედიასაშუალებებში ხშირად ქვეყნდება სტატიები, რომლებშიც ექს–დიპლომატის შესახებ ხაზგასმით დადებითად საუბრობენ.

 

შარშან, დეკემბრის ბოლოს, საქართველოს ელჩმა გაეროში, ირაკლი ალასანიამ მმართველ გუნდს ”საახალწლო საჩუქარი“ უძღვნა – თანამდებობიდან გადადგა და პოლიტიკაში წავიდა. სკანდალური მხილებების მოლოდინში, საპროტესტოდ განწყობილი საზოგადოება დიდი ინტერესით უცდიდა ყოფილი ელჩის პირველ განცხადებას. ყველაფერი კი სხვაგვარად წარიმართა...

 

ირაკლი ალასანიას პირველი ბრიფინგი გაიმართა და გასაგები გახდა - პოლიტიკურ სპექტრში სრულიად ახალი, თვისობრივად განსხვავებული ფიგურა გამოჩნდა - სადა, არაკონფრონტაციული, მაგრამ პრინციპული და რაც მთავარია, ”ცივ თავიანი“. პოლიტიკოსი, რომელსაც ძალუძს გონიერი და გაწონასწორებული პო��იტიკა აკეთოს, გადადგას ყოველმხრივ გათვლილი ნაბიჯები და ზუსტად გაიაზროს მათი მოსალოდნელი ყველა შედეგი.

 

ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში ნათელი იყო: ბარაქ ობამას გაპრეზიდენტების შემთხვევაში, მსოფლიო პოლიტიკის სტილი მთლიანად შეიცვლებოდა და კონფრონტაციულობას მოლაპარაკება–პარტნიორობის გზების ძიება ჩაანაცვლებდა.

 

ამ კონტექსტში, ალასანიას პირველივე განცხადების შემდეგ ���ხადი გახდა, რომ ხელისუფლებისთვის ის ერთ–ერთი ყველაზე უფრო სახიფათო მეტოქე იქნებოდა – სწორედ თავისი სისადავის, სიმშვიდისა და არაკონფრონტაციულობის გამო. მთლიანად პარტნიორული ურთიერთობების მომხრე, ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერის მოპოვებას, ასეთი ტიპის ფიგურა ყველაზე ადვილად და უკეთ შესძლებდა.

 

არ აქვს მნიშვნელობა, როდის მოხდება ხელისუფლების ცვლა – პირობითად, ხვალ თუ 2013 ���ლის შემდეგ. ნებისმიერ შემთხვევაში, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყვნენ ძალები, რომელთაც დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვების შანსი და შესაძლებლობა აქვთ. ეს ქვეყანისთვის ევროპისა და ამერიკის მხარდაჭერის სამომავლო უზრუნველყოფას ნიშნავს. ამის გარეშე, რუსეთი ჩვენს სახელმწიფოებრიობას ერთ დღეში გაანადგურებს საქართველოს კი თავდაცვის არანაირი ��ერკეტი არ ექნება.

 

ხელისუფლებამ სცადა, მისი ყველაზე ძლიერი მხარე ალასანიას საწინააღმდეგოდვე გამოეყენებინა. ასე გაჩნდა ე.წ. ”ამერიკული პროექტის“ თემა. მმართველმა გუნდმა კარგად ისარგებლა იმით, რომ ბევრ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ალასანიას გამოჩენისთანავე პოლიტიკური ეჭვიანობის შეტევები დაემართა – ამით განსაკუთრებულად ერთ–ერთი მემარცხენე ლიდერი გამოირჩეოდა, რომელიც გაუგებარი გულმოდგინებით ნერგავდა საზოგადოებაში, ხელისუფლების მიერ შემოგდებულ თემას.

 

ირაკლი ალასანიას მამა, გენერალი მამია ალასანია 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს, ჟიული შარტავასთან ერთად დაიღუპა. შიდაპიარის თვალსაზრისით, ამაზე უფრო ”მსუყე“ და მომგებიანი თემის წარმოდგენა რთულია. მიუხედავად ამისა, ყოფილმა ელჩმა ოჯახური ტრაგედიით სპეკულირება არ ისურვა. და მაინც, საზ��გადოებამ ეს ფაქტი ადვილად გაიხსენა.

 

შესაბამისად, დააფასა ისიც, რომ მიუხედავად პირადი ტრაგედიისა, ალასანია იყო ერთადერთი, ვინც პიროვნულ ემოციებს იმდენად გაუმკლავდა, რომ აფხაზებთან დიალოგის დაწყებაც შესძლო და მათი ნდობის მოპოვებაც. ამ ყველაფრის წყალობით, ხელისუფლების მიერ შემოგდებულმა, ”ამერიკული პროექტის“ თემამ თითქმის არ იმუშავა.

 

ექს–დიპლომატის ბიოგრაფიის ეს მონაკვ��თი დასავლურ მედიასაც არ გამორჩა.

- ”ირაკლი ალასანია ფაქტობრივად ერთადერთი ქართველი პოლიტიკოსია, რომელსაც აფხაზი ლიდერები პატივს სცემენ. მისი მამა დაიღუპა – ამბობენ, რომ მოკლეს ქართულ–აფხაზურ ომში, როდესაც აფხაზეთმა საქართველოზე გაიმარჯვა. მიუხედავად ამისა, სწორედ ალასანია იყო პასუხისმგებელი მათთან მოლაპარაკებებზე. მან შესძლო და ყველაზე ცოტა, აფხაზებს ჩარჩო–ხელშეკრუ��ებაზე შეუთანხმდა“ – ვკითხულობთ, ჩვენს მიერ უკვე ნახსენებ ”გარდიანის“ სტატიაში ”საქართველოს მხსნელი?“

 

”ამერიკული პროექტის“ თემის შემდეგ, ხელისუფლებამ ირაკლი ალასანიას წინააღმდეგ ახალი ”პიარ–შეტევა“ წამოიწყო: - ”ალასანია კარგი ბიჭია, მიშას მემკვიდრეა“...

 

ყველაზე რთული ამ თემაში ის იყო, რომ მშვიდი და არაკონფრონტაციული ლიდერი, თავისი ევოლუციური განცხადებებით, რევოლუციის მოსურნე, საპროტესტო საზოგადოების განწყობების საწინააღმდეგოდ მოქმედებდა. პოლიტიკურ პროცესებში გარკვეული ადამიანებისთვის ცხადი იყო, რომ დიალოგის მუდმივი ერთგულებით და ქუჩის აქციების ნაწილობრივ უარყოფით, ალასანია მთლიანად ოპოზიციური მოძრაობისთვის დასავლეთის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ცდილობდა. იქ უყურეს, უყურეს და გადაწყვიტეს, რომ ”ახალგაზრდა ქართველს, ირაკლი ალასანიას დასავლეთში ბევრი სიამოვნებით იხილავდა პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის შემცვლელად“ (”გარდიანი“, სტატია ”საქართველოს მხსენლი?“).

 

შარშანდელი და წლევანდელი ოპოზიციური მოძრაობის წარუმატებლობის ერთ–ერთი მიზეზი ისიცაა, რომ დასავლეთი ოპოზიციურ სპექტრში სააკაშვილის ”წონის“ ფიგურას ვერ ხედავდა. არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ხელისუფლება, ფაქტია, სააკაშვილი უმაღლესი კლასის პოლიტიკური მოთამაშეა. მან ყოველთვის ზუსტად იცის რა სურს და იცის, როგორ მიაღწიოს მიზანს. გარდა ამისა, ის ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებს საერთო, მთლიან პოლიტიკურ კონტექსტში იაზრებს ხოლმე.

 

ასე იყო ბოლო დრომდე. მისი დონის ლიდერს დასავლეთი ბოლო პერიოდამდე ვერ ხედავდა. დღეს კი, როგორც ვთქვით, ალასანია არის ის, ვისაც ”დასავლეთში ბევრი სიამოვნებით იხილავ��ა პრეზიდენტის პოსტზე სააკაშვილის შემცვლელად“. ყოველ შემთხვევაში, მან შესძლო სერიოზული სიმპათიების მოპოვება როგორც გავლენიან დასავლურ მედიაში, ასევე უმაღლეს პოლიტიკურ წრეებში. რაც ირიბად, სრულიად ოპოზიციური მოძრაობისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფას ნიშნავს. რადიკალურად განწყობილ საზოგადოებას კი, არ აღმოაჩნდა იმდენი პოლიტიკური გამოცდილება, რომ ეს ყველაფერი გაეაზრებინა. ასე რომ, ”მიშას მემკვიდრის“ თემამ ყოფილი დიპლომატი უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც დააზარალა.

 

ტალიავინის კომისიის დასკვნის გამოქვეყნების მეორე დღესვე, ირაკლი ალასანიას ყველაზე სახიფათო მეტოქე, ნინო ბურჯანაძე, ახალი ინიციატივით გამოვიდა.

 

- ”მივმართავ პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურ ძალას, - დაუყოვნებლივ დავიწყოთ კონსულტაციები იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომლებიც უზრუნველყოფენ საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლებას“ – მოუწოდა პარლამენტის ექს–სპიკერმა და სააკაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა ოპოზიციას.

 

ეს განცხადება ხანმოკლე საგანგებო ბრიფინგზე გაკეთდა. იმავე საღამოს, ტელეკომპანია ”კავკასიის“ ეთერით გამოსვლისას, ბურჯანაძემ თავისი ინიციატივა კიდევ უფრო განავრცო. მისი თქმით, ”ყველა ვინც ხელისუფლებასთან შეურიგებელი ოპოზიციური პოლიტიკური ძალაა, აუცილებლად შეუერთდება მის ინიციატივას – სააკაშვილის წინააღმდეგ ”შეურიგებელთა დემოკრატიულ ფრონტს“.

 

ახალი ინიციატივით, პარლამენტის ექსსპიკერი იგებს ყველაფერს, რისი მოგებაც შეიძლება.

 

ხელისუფლებიდან წამოსვლის შემდეგ, ნინო ბურჯანაძე - ოპოზიციონერის მიღება საზოგადოებას არ სურდა. თუნდაც იმიტომ, რომ ის მჭიდროდ იყო ასოცირებული ყველა იმ დანა��აულთან, თუ შეცდომასთან, რომელთა გამოც, ხალხი სერიოზულ პრეტენზიებს უყენებს ხელისუფლებას. ამგვარად, ოპოზიციაში მოსული სააკაშვილის ყოფილი თანაგუნდელის წინაშე ურთულესი ამოცანა იდგა, - მას ხალხისთვის საკუთარი წარსული უნდა დაევიწყებინებინა და ნელ–ნელა დაეწყო რეიტინგის მოპოვება.

 

ექს–დიპლომატისგან განსხვავებით, პარლამენტის ექს–სპიკერი საკუთარი წარსულის გამო, თავს არარადი��ალობის უფლებას ვერ მისცემდა. სწორედ ქუჩაში – ხალხმრავალ აქციებსა და გამოსვლებზე უნდა მიეღო მას ინდულგენცია წარსულის გამო. მიტინგებზე უნდა ეღიარებინა იგი საზოგადოებას – ჯერ ერთ–ერთ ოპოზიციონერად ხოლო მოგვიანებით, ერთიან ლიდერადაც. ამ მიზნის მიღწევის საუკეთესო შესაძლებლობა კი, რადიკალიზმი იყო.

 

ასე იქცა ყოველთვის მშვიდი და გაწონასწორებული ნინო ბურჯანაძე ყველა რადიკალზ��� უფრო დიდ რადიკალად. დასავლეთში დაიბნენ. იქ მას სხვაგვარად იცნობდნენ. მშვიდი, გაწონასწორებული ალასანიას ფონზე, ახლადგარადიკალებული ბურჯანაძე დასავლეთისთვის საინტერესო აღარ აღმოჩნდა. განსაკუთრებით, მთლიანად შეცვლილი მსოფლიო პოლიტიკის ტონალობისა და საერთაშორისო ურთიერთობების მკვეთრად გამოხატული არაკონფრონტაციულობის გამო. ცხადია, ცივილიზებულ ქვეყნებზეა საუბარი.

 

თუ���ცა ისიც არის, რომ ევროპა და ამერიკა რუსეთი არ არის. არც ”მიშას წაიყვანს“ ვინმე და არც, მის ადგილზე დასვამენ ”მიშა 2“–ს. სხვათაშორის, ამაზე ”ვარდების რევოლუციის“ გამოცდილებაც მეტყველებს. მაშინ ამერიკის უპირობო ფავორიტი ზურაბ ჟვანია გახლდათ. რჩეული კი იყო, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში სააკაშვილმა იმდენად მაღალი რეიტინგი ”აკრიფა“, რომ საბოლოოდ, ამერიკელებს სიმპათიების ”გადათ��მაშება“ და ფსონის სააკაშვილზე დადება მოუწიათ.

 

ასე რომ, როგორიც უნდა იყოს დასავლეთის პოზიცია, საბოლოოდ ბევრ რამეს, მაინც, კონკრეტული ლიდერის პოპულარობა განსაზღვრავს. ბურჯანაძემ ეს კარგად იცის. სწორედ ამიტომაც ის მთლიანად ქვეყნის შიგნით მხარდამჭერთა მოპოვებაზე ზრუნავს. მით უფრო, რომ დასავლეთის კონტექსტში მას დასაკარგი აღარაფერი აქვს – ყველაფერი უკვე დაკარგულია. ყოველ შე��თხვევაში, ასე ჩანს დღეს და ახლა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარების შეცვლა არ შეიძლება.

 

იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის ექს–სპიკერი გადამწყვეტად მაღალი რეიტინგის მოპოვებას შესძლებს, მიუხედავად განწყობისა, დასავლეთს თავისი პოზიციის შეცვლა მოუწევს. ექსპერტი ამ მოსაზრებას ეთანხმება. რამაზ საყვარელიძე ამბობს, რომ მართლაც, ”ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს“. გარდა ამისა, ის ��აც დღეს ზარალად ჩანს, ხვალ შეიძლება დიდ მოგებად იქცეს.

 

- ”დასავლეთისთვის რადიკალიზმი მიუღებელია არა იმიტომ, რომ რადიკალიზმს უარყოფენ, არამედ იმიტომ, რომ მოსალოდნელი შედეგების ეშინიათ. გავიხსენოთ ”ვარდების რევოლუცია“, რომელსაც დასავლეთი სიამოვნებით მიეგება, რადგან ამას არ მოჰყოლია სამოქალაქო დაპირისპირება. ანუ, ის სასურველი სწორედ მისი ხავერდოვნების, მშვიდობიანი ხასია��ის გამო იყო. ასე რომ პრობლემა შესაძლო შედეგია და არა, რადიკალიზმი“, – ამბობს საყვარელიძე.

 

ამ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლო პერიოდში ბურჯანაძე აქტიურად თანამშრომლობს დასავლური მედიის ყველაზე გავლენიან საშუალებებთან. ”უოლ სთრით ჯორნალი“, ”გარდიანი“, ”ვაშინგტონ პოსტი“... აქ ხშირად ქვეყნდება პარლამენტის ექს–სპიკერის სტატიები, რომლებშიც ბურჯანაძე ისეთია, როგორსაც ევროპა და ამერიკა იცნობს: მკაცრი, პრინციპული, მაგრამ მშვიდი და გაწონაწორებული. ასე ცდილობს ის, დასავლეთში თავისი ძველი იმიჯის აღდგენას.

 

- ”ბურჯანაძეს აღმოაჩნდა ნიჭი ერთდროულად რამდენიმე ”ფრონტზე“ მათი შესაბამისი ”იარაღით“ ბრძოლისა“ – ამბობს ექსპერტი და იხსენებს, რომ ”ბურჯანაძე აფხაზებთან და რუსებთან დიალოგისას – თუნდაც, ტელეხიდის ფორმატშიც კი – ყოველთვის პრინც��პული, მაგრამ კორექტული იყო“.

 

აგვისტოს ომი მეტად მტკივნეული თემაა. თუ ამით აპელირება გონივრულად მოხერხდა – მკაცრად, რადიკალურად, ხელისუფლების წინააღმდეგ მაქსიმალურად ხისტად – ამ ინიციატივით შესაძლოა, ბურჯანაძემ იმას მიაღწიოს, რაც 9 აპრილის აქციების განმავლობაში, დროის სიმცირის გამო ვერ მოახერხა, დაამტკიცოს, რომ რეალური ოპოზიცია მართლაც მხოლოდ თვითონაა და შესაბამისად, სა��კაშვილის ”გაშვებაც“ მხოლოდ მას ძალუძს. ”გაშვება“ მის ნაცვლად მოსვლას გულისხმობს. ამ მომენტისთვის ბურჯანაძე უფრო, კიდევ ერთხელ წარმოჩინდება როგორც პოლიტიკოსი, რომელიც ხელისუფლებასთან გარიგებაში არ შევა. და ვფიქრობ, ამ ნიშაში ის დამაჯერებელია“ – აცხადებს საყვარელიძე.

 

- ”შეურიგებელთა დემოკრატიული ფრონტი“ თავის თავში რადიკალურ ქმედებებსა და დიალოგსა თუ არჩევნებზე უარის ���ქმასაც გულისხმობს. თუნდაც იმიტომ, რომ ასეთია მისი ინიციატორი ლიდერის პოზიცია.

 

არის სხვა ასპექტიც. ბურჯანაძის მიერ ინიცირებულ ოპოზიციურ კოალიციასთან მიერთება, არაპირდაპირ, დანარჩენი ოპოზიციის (მათ შორის, ალასანიას ალიანსის) მხრიდან მისი ლიდერობის აღიარებას ნიშნავს. ექსპერტი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ბურჯანაძეს ლიდერობის ღიად გაცხადებული პრეტენზია არა���ოდეს ჰქონია.

 

- ”ის საკმაოდ ადვილად იღებს დანარჩენების ლიდერობასაც და მათ კურსსაც, თუ თავად კურსია მისთვის მისაღები“– დასძენს საყვარელიძე და აღნიშნავს, რომ ”ბურჯანაძის ლიდერობა მის გამოცდილებაზე და ვაჟკაცობაზე იქნება დამოკიდებული“.

 

ამგვარად, ბურჯანაძემ თავისი ახალი ინიციატივით ალასანია როგორც იტყვიან, ”ორ ცეცხლს“ შორის მოამწყვდია. თუ ექს–დიპლომატი უარს იტყვის და არ შ��ურთდება ამ ინიციატივას, ანუ დარჩება ”ზომიერთა“ ნიშაში, ეს საზოგადოებაში ორივე თემას ”გააცოცხლებს“ – ”ამერიკული პროექტისაც“ და ”ალასანია კარგი ბიჭია, მიშას მემკვიდრეასაც“. თუმცა, ის ძველებურად გასაგები, მისაღები და საინტერესო იქნება დასავლეთისთვის. თუ შეურთდება ბურჯანაძის ინიციატივას, მაშინ ქვეყნის შიგნით ეს ეჭვები საბოლოოდ გაიფანტება, მაგრამ სამაგიეროდ, გაჩნდება საფრთხე, რომ ის დასავლეთის მხარდაჭერას დაკარგავს.

 

- ”ეს ჩამონათვალი მართლაც არის ის საკითხები, რომლებიც ალასანიას თავსატეხს წარმოადგენს. თუმცა, ”ზომიერი“ ნიშის დაკავება და რადიკალურ განცხადებებზე უარის თქმა უკვე იყო რთული გზის არჩევა. ხალხის სიმპათიების მოპოვება რადიკალიზმით უფრო ადვილია. მით უფრო, როდესაც ასეთ სარისკო პარტნიორებთან მშვიდობიან მოლაპარაკებებზე თანხმდები – ხელისუფლებაზე ხშირად ამბობენ ხოლმე, რომ მას გაცურება უყვარს. თუ ხელისუფლებამ უღალატა ასეთ პარტნიორულ სტილს, მაშინ ალასანია მართლა მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება.“ – აცხადებს ექსპერტი.

 

არის მეორე ასპექტიც. თუ ექს–დიპლომატი პარლამენტის ექს–სპიკერის ინიციატივას შეუერთდება, ის ამით არაპირდაპირ, ბურჯანაძის უპირობო ლიდერობას დათანხმდება.

 

ამგვარად, ნინო ბურჯანაძის ინიცია��ივის შემდეგ, ირაკლი ალასანია ორ ცეცხლს შორისაა. ანუ, ალასანიამ უნდა მოახერხოს და გადადგას ნაბიჯები ისე, რომ თავისი რეალური ოპოზიციონერობა დაუმტკიცოს საზოგადოების საპროტესტოდ განწყობილ ნაწილს და ეს ისე უნდა გააკეთოს, რომ დასავლეთის მხარდაჭერაც არ დაკარგოს. ახლა საინტერესო ის არის, როგორ შეძლებს ის ამ დილემასთან გამკლავებას.

 

======================================

 

საინტერესოა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 32
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

თუ კი საქართველოს მოქალაქეებს სხვა ვარიანტი არ ექნათ ამ ორის გარდა ბურჯანაძე ან ალასანია , დარწმუნებული ვარ ალასანია გაიმარჯვებს ხმის დიდი უმრავლესობით.

ბურჯანაძე პოპულარულია თავის გარემოცვაში, ხოლო ხალხში მისი რეიტინგი ნულის ტოლია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

 

 

საინტერესო სტატიაა და ჩემის აზრით არ უნდა შეუერთდეს ბურჯანაძის ამ განცხადებას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი არ ვიცი

 

ჯერჯერობით ალასანიას არაფერი გაუკეტებია

 

ამ თვალსაზრისით ბურჯანაძის შეფასება უფრო შეიძლება თავის კარგით და ცუდით

 

ალასანია კი ამოუცნობ ფენომენად რჩება ამდენი ხანია!...ვითომ ეგეთი სტრატეგია აქვს არჩეული?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია კი ამოუცნობ ფენომენად რჩება ამდენი ხანია!...ვითომ ეგეთი სტრატეგია აქვს არჩეული?!

 

 

რავი მე ეგეთი სტრატეგია მირჩევნია „მიშა მოვდივართ“ ძახილს.აი მოვა მერის არჩევნები და ვნახავთ რისი თავი აქვს. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩემი სიმპატიები ალასანიას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მერის კანდიდატურაზე გამოთქვა პრეტენზიები
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

ჩემი სიმპატიები ალასანიას. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მერის კანდიდატურაზე გამოთქვა პრეტენზიები

რატომ იქნებ ახსნა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე ახალი პოლიტიკოსი მინდა...

 

მომბეზრდნენ რაააა... ერთი და იგივე.... იგივე ტერმინები, იგივე სიფათები.... რამე მოხდება, წინასწარ იცი მათი პოზიცია და მატი კომენტარის გრამატიკული წყობაც....

 

 

რამე ახაალიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მომბეზრდნენ რაააა... ერთი და იგივე.... იგივე ტერმინები, იგივე სიფათები.... რამე მოხდება, წინასწარ იცი მათი პოზიცია და მატი კომენტარის გრამატიკული წყობაც....

+1

 

ალასანიას ის ერთი პლიუსი აქვს, რომ ახალია და ჯერ არ მოგვბეზრებია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ალასანიამ სწორი ნაბიჯი გადადგა როცა არ დაესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას, მანამდე სანამ წინა სხდომაზე დაყენებული საკითხები სრულად არ გადაწყდება, ანუ ყველა დაპატიმრებულს არ გამოუშვებენ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

დღეს ალასანიამ სწორი ნაბიჯი გადადგა როცა არ დაესწრო უშიშროების საბჭოს სხდომას, მანამდე სანამ წინა სხდომაზე დაყენებული საკითხები სრულად არ გადაწყდება, ანუ ყველა დაპატიმრებულს არ გამოუშვებენ.

...არ გამოუშვებენ...იმჰო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რატომ იქნებ ახსნა?!

ვხსნი :)

 

ამ ბოლო დროს განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, მართალია სრულიად ოპოზიციურ სპექტრს ძირი გამოუთხარა და თითქმის გამოუსწორებლად გამოუთხარა რეიტინგი, თუმცა, თავისი დადებითი მხარეც ქონდა, ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში; და ეს დადებითი მხარე არის ის, რომ საზოგადოება, თითქოს მეტად მომწიფდა...და რას ვგულისხმობ... აღარც ცრუპენტელა და უუნარო პრეზიდენტი გვინდა, თუმცა, გულანთებული წმინდა ოპოზიციური ლიდერიც აღარ გვაკმაყოფილებს... ქუჩაში გავარდნებს აღარ ვიწონებთ... დაღვინებული, გაწონასწორებული და მართლაც რომ, ცივ გულზე და ცხელ გონებაზე წარმოებული პოლიტიკისთვის გავხდით მზად.

როცა ალასანია სამთავრობო ჯგუფიდან წამოვიდა, უკვე ქონდა მას გარკვეული სახელი განთქმული იმით, რომ ცნობილი იყო მისი მოლაპრაკებების შესახებ აფხაზურ მხარესთან. ამ ცხელ პოლიტიკურ ორომტრიალში, ჩემის აზრით ერთ ერთი ის ჭკვიან პოლიტიკოსთაგანი აღმოჩნდა, რომელმაც ნაჩქარევი და "პოპულარული" ნაბიჯებისაგან თავი შეიკავა, რითაც, მოკლევადიანი პოპულარობისა საერთო მოწონების მაგიერ გრძელვადიანი პერსპექტივები არჩია. ის ნაბიჯი, ერთობ არაპოპულარული ნაბიჯი, რომ მონაწილეობა მიიღოს მერის არჩევნებში იმის გამო მომეწონა, რომ ის მზად არის, ზედმეტი პოპულიზმის გარეშე საქმით დაამტკიცოს თავისი ღირსება.

მისი ერთადერთი მინუსი სწორედ ის არის, რომ სულ ისმის კითხვები:ვინ არის ალასანია, რა ვიცით რეალურად მის შესახებ, რომელი პოლიტიკოსი ეგ მყავს, რა გაუკეთებია ცხოვრებაში...ჰო და.. ეს საკმაოდ რთული გზა არის, მის მიერ არჩეული, რომელიც შანსს აძლევს საკუთარი თავი, ღირსება მომავალი პოლიტიკური კარიერა დამიკვიდროს მართლა საქმით და არა ლაი ლაითი.

ეს კარგად ნააზრევი, წინასწარ გათვლილი ნაბიჯებია, რომელიც ასეთი იშვიათობა გახდა ქართული პოლიტიკის რეალობაში.

მე ამ ნაბიჯს ვუწონებ ნამდვილად. თუ ის ამ მთავრობის პირობებში მერად მოღვაწეობის შემთხვევაში შესძლებს სახელის დამკვიდრებას, ის მართლა მზად იქნება მომავალი კარიერული წინსვლებისათვის.

როგორც მერის კანდიდატს, მე მას მხარს დავუჭერ (თუ მანამდე, რამე სასწაული არ მოხდა და ქაქი არ მიირთვა, რაც ნაკლებად მეჯერება) და იმედი მაქვს, რომ გაამართლებს ჩემს წარმოდგენებს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...