Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

choxa

"ელიტარული" კორუფცია

 

 

რეალურად ბევრად საშიშია "წვრილმან" სამოხელეო დანაშაულზე, მათ შორის კორუფციაზე

არ არის მასე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

რა არ არის ამსე და რატომ?!!

კორუფცია არცერთი არ არის სასურველი, არც მსხვილი და არც წვრილი. მაგრამ როცა კორუფცია არსებობს დაბალ სამოხელეო დონეზე, ეგ იმას ნიშნავს რომ იგი არის მაღალ დონეზეც. აქედან მარტივი დასკვნა: ზედა, საშუალო და ქვედა რგოლებში კორუფციის არსებობას, ჯობია რომ იგი მხოლოდ ზედა რგოლებში იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯობია საერთოდ არ იყოს კორუფცია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კორუფცია არცერთი არ არის სასურველი, არც მსხვილი და არც წვრილი.

არ მითქვამს მე წვრილი სასურველია მეთქი, წვრილი ნაკლები ბოროტებაა და მასთან ბრძოლაც ბევრად ადვილია.

 

მაგრამ როცა კორუფცია არსებობს დაბალ სამოხელეო დონეზე, ეგ იმას ნიშნავს რომ იგი არის მაღალ დონეზეც.

დიდი ალბათობით კი.

 

აქედან მარტივი დასკვნა: ზედა, საშუალო და ქვედა რგოლებში კორუფციის არსებობას, ჯობია რომ იგი მხოლოდ ზედა რგოლებში იყოს. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჯობია საერთოდ არ იყოს კორუფცია.

შენ წარმოიდგინე არა!

 

შევარდნაძის დროს იყო კორუფცია ყველა რგოლში და ყველა მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იყო ამით,დღესრა გვაქვს? - დღეს "ტოპ" და "მიდლ" მენეჯმენტს აქვს დიდი ხელფასი + ბევრ შემთხვევაში ხელშეუხებლობა გარკვეულ ფარგლებში და ფართო ასპარეზი თანამდებობის პირადი მიზნებისათვის გამოყენებისა, ხოლო დანარჩენებს - მხოლოდ ხელფასი!

ეს წარმოშობს უსამართლობის განცდას და სოციალურ დიფერენციაციას კიდევ უფრო აღრმავებს, ანუ მდიდრები კიდევ უფრო მეტს შოულობენ ღარიბების და საშუალო ფენის ხარჯზე.

არ გამიგო ისე, თითქოს მე შევარდნაძისდროინდელ კორუფციას ვამართლებ.

რა თქმა უნდა არა, უბრალოდ მაღალ ეშელონებში გავრცელებული კორუფცია უფრო მეტად ურტყავს საზოგადოებას, ეს მაგალითი კი რაც მოვიყვანე, მხოლოდ სოციალური ასპექტია, აღარაფერს ვამბობ სახელმწიფოს, მისი ეკონომიკის, თავდაცვისუნარიანობის და ზოგადად სისტემის შესახებ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

შევარდნაძის დროს იყო კორუფცია ყველა რგოლში და ყველა მეტ-ნაკლებად კმაყოფილი იყო ამით,დღესრა გვაქვს? - დღეს "ტოპ" და "მიდლ" მენეჯმენტს აქვს დიდი ხელფასი + ბევრ შემთხვევაში ხელშეუხებლობა გარკვეულ ფარგლებში და ფართო ასპარეზი თანამდებობის პირადი მიზნებისათვის გამოყენებისა, ხოლო დანარჩენებს - მხოლოდ ხელფასი!

ის დანარჩენების მხოლოდ ხელფასი იმ დროისგან განსხვავებით აძლევს ამ ხალხს ცხოვრების საშუალებას. მაშინ 60 და 80 ლარზე ცხოვრებას ახლა 800 - 1000 ლარზე ცხოვრება ჯობია.

და რაც მთავარია ეგ ყველაფერი პირდაპირ ურტყამდა ბიუჯეტს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ის დანარჩენების მხოლოდ ხელფასი იმ დროისგან განსხვავებით აძლევს ამ ხალხს ცხოვრების საშუალებას. მაშინ 60 და 80 ლარზე ცხოვრებას ახლა 800 - 1000 ლარზე ცხოვრება ჯობია.

და რაც მთავარია ეგ ყველაფერი პირდაპირ ურტყამდა ბიუჯეტს.

არ ცხოვრობდა მაშინ დიდი უმრავლესობა 60 და 80 ლარზე, ისევე როგორც დღეს არ აქვს უმრავლესობას 800 და 1000 ლარი, რელურად კი, ოჯახის შესანახად ეგეც არაა საკმარისი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...