Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

მე ვფიქრობ, რომ ესეც მიშას მიერ შემოგდებული პიარია

 

"კორუფცია დავამარცხეთ, მარტო ზედა ეშელონებშია, და ეგ სად არ არის რო..." აი დაახლოებით ასე

 

სინამდვილეში, რა ინფორმაციებიც მოდის მედიიდან...ლამის რაიონის გამგებლის დონიდან, უკვე კორუფცია იწყება, ერთადერთი რაც შეიცვალა, ძალიან დაბალ დონეზე აღარ იღებენ ქრთამს..მაგრამ ეს აისბერგის მხოლოდ ხილილი ნაწილია და არც ისე მნიშვნელოვანი...

 

ჩინოვნიკების ჯიბეებში კი კვლავაც უზარმაზარი ფული ილექება

 

რას ფიქრობთ უზერებო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რას ფიქრობთ უზერებო?!

არაფერ კარგს არ ვფიქრობ და დავამატებ - სატურნ ეხლა ლინკები და წყაროები არ მომთხოვო!

 

მაღალი რანგის ჩინოვნიკები ტავის "მონა-მორჩილ" ქვეშემრდომებს სახელმწიფოს ხარჯზე უკეთებენ ძალიან ძირიან და უცნაურ საჩუქრებს.

მაგალითად - მანქანებსა და ბინებს ურიგებენ "მორჩილების" სანაცვლოდ.

აი ეს არის მორალის ხრწნა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

სატურნ ეხლა ლინკები და წყაროები არ მომთხოვო!

აბა ეგრე წყაროების გარეშე კინგ დეპრესაც წერდა ანგარიშებს და "ამარჯვებინებდა" ოპოზიციას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

აბა ეგრე წყაროების გარეშე

საიდან მოგიტანო წყარო იმის დასამტკიცებლად , რომ ერთერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკმა მიიღო მინისტრისგან დაბადების დღეზე BMV მარკის ავტომობილი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

kisa

საიდან მოგიტანო წყარო იმის დასამტკიცებლად , რომ ერთერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკმა მიიღო მინისტრისგან დაბადების დღეზე BMV მარკის ავტომობილი?

მინისტრისაგან მიიღო რას ნიშნავს? საკუთარი ფულით უყიდა? ბიუჯეტიდან უყიდა და სამუდამო მფლობელობაში გადასცა? თუ სამსახურებრივ მანქანად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერთი გუნდის პრინციპის დამკივიდრებაც ერთგვარი კორუფციაა////

 

მარა,. საქართველოში, სადაც ბავშვებს რწყილს და ჭიანველას უყვებიან, რამ უნდა აღმოფხვრას კორუფცია??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ელიტარული" კორუფცია, მითი თუ რეალობა

რატომ მითი, ჩემო ბატონო newstudio ? ორი წლის წინ , თუ გახსოვს, ჭავჭავაძის პროსპექტზე რომ გაივლიდი აუცილებლად თვალში მოგხვდებოდა აბრა წარწერით-"ელიტარული ხინკალი", ხოდა, სადაც ხინკალი შეიძლება იყოს ელიტარული, იქ რა გასაკვირია კორუფციის ელიტარულობა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსთავი 2-ის შსს-ს ბიუჯეტიდან, და იმედის - მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსება ითვლება თუ არა კორუფციად?
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რუსთავი 2-ის შსს-ს ბიუჯეტიდან, და იმედის - მერიის ბიუჯეტიდან დაფინანსება ითვლება თუ არა კორუფციად?

მაგას დამტკიცება უნდა

 

მე ვიძახი ისეთ ფაქტებს, რომელიც თუნდაც ჟურნალისტური გამოძIების დროს რომ გაირკვა...მაგალითად პრომეთეს ძეგლი მილიონ ლარად რომ შეუკვეტეს და ეგეთი ფაქტები

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მაგას დამტკიცება უნდა

მაინცდამაინც შსს-ს და მერიის ბიუჯეტიდან რომ ფინანსდება ეგ ზუსტად არავი არ იცის. მაგრამ ის რომ ეს ტელევიზიები ბიუჯეტიდან ფინანსდებიან, ცნობილი ამბავია. ნანა ლეჟავას როცა ქონდა რეპორტაჟი ჯიქიას ქუჩაზე ჩამონგრეულ შენობაზე, მანდ ახსენეს, რომ მარტო "ვარსკვლავების აკადემია" რუსთავი 2-ის მთელი წლის სარეკლამო შემოსავალი დაუჯდათ. და დანარჩენ პროექტებს რა ფულით აკეთებენ. ან ხელფასებს რანაირად იხდიან?

 

ახლა კი შეუძლიათ ვიღაც ვიღაცეებს იმის თქმა, რომ რაკიინი თავის ფულს დებს იმედში, მაგრამ მაშინ მეც დავიწყებ მსგავს დემაგოგიას შევარდნაძისდროინდელ ჩინოვნიკებზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

რომ მარტო "ვარსკვლავების აკადემია" რუსთავი 2-ის მთელი წლის სარეკლამო შემოსავალი დაუჯდათ. და დანარჩენ პროექტებს რა ფულით აკეთებენ. ან ხელფასებს რანაირად იხდიან?

ეს არ ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ფინანსდება, ეს ამტკიცებს, რომ შავი ფულით ფინანსდება, რომლის წარმომავლობაც არავინ იცის...

 

შეიძლება ვიფიქროთ რომ ბიუჯეტიდან შეჭმული ფულით...მარა ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შეიძლება ვიფიქროთ რომ ბიუჯეტიდან შეჭმული ფულით...მარა ეს მხოლოდ ვარაუდი იქნება

მაშინ ისიც ვარაუდია, რომ შევარდნაძის დროს გაიშნიკები ახეულ ფულს იჯიბავდენ. იქნება ბიუჯეტში აბარებდნენ, რა იცი? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სამწუხაროდ წვვრილი კორუფციაც ნელნელა იკიდებს ისევ ფეხს...

საბაჟოს, საგადასახადოს თანამშრომლები, აუქციონები, აღმასრულებლები, სასამართლო, პოლიცია, პროკურატურა, ასამართლო მორიგებამდე მისვლა, უდო, რაიონული გამგეობები, საკრებულოები, საჯარო რეესტრის რეგიონული სამსახურებბი... .. მილიონის ჩამოთვლა შეიძლება! თქვენის აზრით ეს ელიტარული კორუფციაა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მინისტრისაგან მიიღო რას ნიშნავს?

მინისტრმა მიართვა საკუთარ მფლობელობაში.Saturn

საკუთარი ფულით უყიდა?

არ ვიცი, მაგრამ საკუთარი ფული საიდან აქ იმდენი რომ ქვეშემრდომს ან თუნდაც სხვას უყიდოს სახელმწიფო მოსამსახურემ დაბადების დღისთვის საჩუქრად მანქანა?

ეხლა ის ყოფილი მერი გამახსენდა - რა გვარი იყო არ მახსოვს - საათი რომ მიართვეს და გამოაჭენა ის კაცი, ტან პრეზიდენტმა რომ შეაქო.

 

მუტაცია გაიცადა ჩვენმა მთავრობამ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"ელიტარული" კორუფცია

 

რეალურად ბევრად საშიშია "წვრილმან" სამოხელეო დანაშაულზე, მათ შორის კორუფციაზე და ეს პრობლემა საქართველოში აშკარად არის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...