Jump to content
Planeta.Ge

მიშას შეცდომები მხოლოდ მისი შეცდომები არ არის


Recommended Posts

ამ თემას(წერილს)არა აქვს ანალიზის პრეტენზია მიშას (ნაციონალური მოძრაობის) მიერ დღემდე გამოვლილი გზის, რომელმაც პოზიტიურთან ერთად ბევრი უბედურებაც მოგვიტანა.

ეს უფრო ერთი რიგითი ქართველის კერძო შთაბეჭდილებად ჩათვალეთ, რომელიც ყურადღებით აკვირდება მიშას (ნაციონალური მოძრაობის) ოკრობოკრო სვლას აღმართ-დაღმართზე.

ცდება , ვინც ფიქრობს, რომ რაც მოხდა, ეს არის მხოლოდ მიშას პიროვნული დამარცხებაა, მხოლოდ მისი პიროვნული ტრაგედიაა.

მიშას შეცდომები მხოლოდ მისი შეცდომები არ არის...

თუნდაც იმიტომ არის საჭირო ამ გზის გააზრება, რომ შეცდომები, რომელმაც ქვეყანა უფსკრულამდე მიიყვანა, კიდევ არ გავიმეოროთ, უკვე ახალი ინტერპრეტაციით.

ილიამ ზუსტი დიაგნოზი დასვა-ერს სჭირდებოდა სულიერი, ზნეობრივი გაჯასანღება, ანუ ერი თათქარიძეობის სინდრომისგან უნდა განთავისუფლებულიყო, რადგან თათქარიძეები ქვეყნის ბატონ-პატრონად ვერ გამოდგებიან.

ყველას თუ არა უმრავლესობას, ალბათ, გახსოვთ მიშას პრეზიდენტობის დასაწყისი, როდესაც ყველა მისი სატელევიზიო გამოსვლა ილიას სურათის ფონზე მიმდინარეობდა...და აქედან გამომდინარე ერმა ჩათვალა, რომ მიშა ილიას , ანუ ერის ზნეობრივი ამაღლებისათვის ბრძოლის გზით აპირებდა სიარულს. მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო, მან გადაუხვია ილიას გზას და სცადა წარმატებებისათვის ამ გზის რაღაც "უკუღმართი" გზით ( ვარიანტით) მიეღწია. კერძოდ, მან ჩათვალა , რომ წარმატებების მიღწევისთვის ზნეობა ზედმეტი ტვირთია და რომ ზნეობრივი კატეგორიის გარეშეც შეიძლებოდა მიზნის მიღწევა. მოკლედ, ილიას გზას მიშამ, ისევ თათქარიძის გატკეპნილი გზით სიარული ამჯობინა.

ფაქტობრივად , ეს იყო მცდელობა წარმატების მიღწევისა ილიას გზის გავლის გარეშე, არადა, ამ გზის გამოტოვება და უაზრო "პრიჟოკის" გაკეთება სივრცესა და დროში, უფსკრულში რომ გადაგვჩეხავდა , ჩემი აზრით, კი უნდა მივმხვდარიყავით.

+ მიშას ჰქონდა მცდელობა, ქართული სოციუმის მყისიერი მენტალური რევოლუცია მოეხდინა, მან სცადა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ, გუშინდელი ლუარსაბ თათქარიძეები, დღეს, მყისიერად, უკვე ქვეყნისთვის თავდადებულ ვაჟკაცებად ვიქეცით. მაგრამ, ვაი, რომ ეს ასე არ არის. აი, ფესვი და ძირი იმ შეცდომისა, რომელიც მიშამ დაუშვა. ამიტომ დაემსგავსა ჩვენი რეალობა ფარს, სპექტაკლს, რომელსაც საერთო არა აქვს სინამდვილესთან. აი, ამიტომ "გაცვდა" და "გახუნდა" მიშას იდეები ასე სწრაფად, ამიტომ იქცა მოსაბეზრებელ ლოზუნგად და დემაგოგიად.

 

 

დღევანდელი დღე, ეს ფარსის კანონზომიერი ფინალია, ამ ფარსს სხვანაირი ფინალი არც შეიძლებოდა ჰქონოდა...

 

უზერებო, რაში მეთანხმებით და რაში არ მეთანხმებით?

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა ამ თემამ გე-ზეც და პოლიტფორუმზეც კარგად იმუშავა ... აქ რა ეტაკა :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყენია რომ მსგავსი თემები არ მუშაობენ პლანეტაზე. ara ushavs ra, აწი აღარ "შევირცხვენ" თავს და ასეთ თემებს ამ ფორუმზე აღარ გავხსნი

 

თემას ვხურავ

Edited by ლ ი ც ი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საწყენია რომ მსგავსი თემები არ მუშაობენ პლანეტაზე. ara ushavs ra, აწი აღარ "შევირცხვენ" თავს და ასეთ თემებს ამ ფორუმზე აღარ გავხსნი

 

თემას ვხურავ

კვირაა, ვისვენებთ კაცო, რამ გაგაბრაზა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კვირაა, ვისვენებთ კაცო, რამ გაგაბრაზა

არა ტო, რა გაბრაზება. უბრალოდ ეს პირველი თემა იყო, რომელიც სპეციალურად ამ ფორუმისთვის დავწერე და სხვა ფორუმზე დაპოსტვას არ ვაპირაბდი, მაგრამ 50 ადამიანი რომ შემოვიდა და არავის პოსტი არ დაასველა, მაშინ ვიფიქრე-მეთქი რამე ქლეობა ხომ არ დავწერე-თქო და სხვა ფორუმებზეც გავხსენი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ლ ი ც ი

ნარე ერმა ჩათვალა, რომ მიშა ილიას , ანუ ერის ზნეობრივი ამაღლებისათვის ბრძოლის გზით აპირებდა სიარულს. მაგრამ მოხდა სრულიად საწინააღმდეგო, მან გადაუხვია ილიას გზას და სცადა წარმატებებისათვის ამ გზის რაღაც "უკუღმართი" გზით ( ვარიანტით) მიეღწია. კერძოდ, მან ჩათვალა , რომ წარმატებების მიღწევისთვის ზნეობა ზედმეტი ტვირთია და რომ ზნეობრივი კატეგორიის გარეშეც შეიძლებოდა მიზნის მიღწევა. მოკლედ, ილიას გზას მიშამ, ისევ თათქარიძის გატკეპნილი გზით სიარული ამჯობინა.

 

 

+ მიშას ჰქონდა მცდელობა, ქართული სოციუმის მყისიერი მენტალური რევოლუცია მოეხდინა, მან სცადა დავერწმუნებინეთ, რომ ჩვენ, გუშინდელი ლუარსაბ თათქარიძეები, დღეს, მყისიერად, უკვე ქვეყნისთვის თავდადებულ ვაჟკაცებად ვიქეცით. მაგრამ, ვაი, რომ ეს ასე არ არის. აი, ფესვი და ძირი იმ შეცდომისა, რომელიც მიშამ დაუშვა. ამიტომ დაემსგავსა ჩვენი რეალობა ფარს, სპექტაკლს, რომელსაც საერთო არა აქვს სინამდვილესთან. აი, ამიტომ "გაცვდა" და "გახუნდა" მიშას იდეები ასე სწრაფად, ამიტომ იქცა მოსაბეზრებელ ლოზუნგად და დემაგოგიად.

ეს ყველაფერი სწორი იქნებოდა, რომ არა ერთი მაგრამ...

 

იქნებ მიშა უბრალოდ ერთი ნიჭიერი მატყუარა დემაგოგია, რომელმაც ყველა და ყველაფერი მოატყუა? და უბრალოდ მაგის ტყუილებს ყავლი გაუვიდა....

 

პ.ს. თქვენი ნებართვით დავპოსტე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემას(წერილს)არა აქვს ანალიზის პრეტენზია მიშას (ნაციონალური მოძრაობის) მიერ დღემდე გამოვლილი გზის, რომელმაც პოზიტიურთან ერთად ბევრი უბედურებაც მოგვიტანა.

ეს უფრო ერთი რიგითი ქართველის კერძო შთაბეჭდილებად ჩათვალეთ, რომელიც ყურადღებით აკვირდება მიშას (ნაციონალური მოძრაობის) ოკრობოკრო სვლას აღმართ-დაღმართზე.

ცდება , ვინც ფიქრობს, რომ რაც მოხდა, ეს არის მხოლოდ მიშას პიროვნული დამარცხებაა, მხოლოდ მისი პიროვნული ტრაგედიაა.

მიშას შეცდომები მხოლოდ მისი შეცდომები არ არის...

ერი რომელიც ნორმალურ ადამიანს ფსიქიატრიული ავადმყოფისგან ვერ გაარჩევს რა თქმა უნდა შეცდომას უშვებს.

ასევე როგორც ლიცემერი, როდესაც ავადმყოფობაში პოზიტიურ ელემენტებს ეძებს.

 

სააკაშვილის რეჟიმში და თვით სააკაშვილში რომ ადამიანი პოზიტიურ მარცვალს იპოვის, შეცდომას უშვებს.

ასე რომ ბატონო ლიცემერ, სააკაშვილის შეცდომა არ არის მხოლოდ მისი შეცდომა, არამედ შენიც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი, ამიტომ "გაცვდა" და "გახუნდა" მიშას იდეები ასე სწრაფად, ამიტომ იქცა მოსაბეზრებელ ლოზუნგად და დემაგოგიად.

 

მაგრამ... ამ ქვეყანაში არც ის უყვართ, ვინც მათ სახეს დაანახებთ....

 

მერე რომ მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც ''სიმართლეს" იტყვის, იმასაც ისე შეიძულებენ, როგორც მატყუარა მიშას...

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს არის მხოლოდ მიშას პიროვნული დამარცხებაა, მხოლოდ მისი პიროვნული ტრაგედიაა.

ჯერ მიშა არ დამარცხებულა. აგონიაშია საშინელ სისულეებს სისულეებზე აკეთებს,თმცა მესმის ეს სახელმწიფოს პერსპექტივაზეც აისახება.

ერი თათქარიძეობის სინდრომისგან უნდა განთავისუფლებულიყო

თითქარიძეობაა 2013 წლის კონცეფცია. ყველანი ვხდებით მეფე შიშველია, ფეხებზე ვიკიდებთ, რომ ეს მეფე უტრუსიკოდ ცდილობს აქეთიქით ირბინოს და თან ასე გვინდა 4 წელი გაგრძელდეს..35 ს ვარ 39ს ვიქნები.....ამას ვერ ვეგუები და არა უშუალოდ მიშას ...კონფორმიზმს ......და კიდევ არავინ არაფერს დაგვეხმარება ,თუ არა ჩვენ ტავს არ დავეხმარეთ...აქაც თათქარიძიზმი სახეზეა. გვგონია ძია სემი გვაჭმევს საჭმელს...ასე არ მომხდარა და არც მოხდება ...საგანგებო მდგომარეობაა ...ქუდზე კაცი ,რათა შრომით გამოვიყვანოთ ეს ქვეყანა ჭაობიდან.ისიც საქმეა ,რომ საერთოდ არ მიგვაგდეს რუსის ხახაში,...

 

 

ილია ილიად.დღეს უნდა ვისწავლოდ ევროპული რაციონალიზმი...მხარს არ ვუჭერ ხელისუფლებათა რევოლუციურ ცვლას, მაგრამ დროა ვიფიქროთ მექანიზმებზე ,რომლითაც ოპტიმალური იქნება ქვეყნის მმართვა ...

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ა. გვგონია ძია სემი გვაჭმევს საჭმელს...ასე არ მომხდარა და არც მოხდება ...

აფსუს მარშალის კუნძულები რომ არ ვართ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც ვართ ეს ვართ . უკანალის ამოძრავება ჭირს და პროფესიონალიზმი.წუწუნი არ გვიშველის .უამტრავი მიმართუებით შეიძლება გააკეთო რაღაც ახალი...:D არა გვინდა ისევ ნაგავში გორაობა...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

არა გვინდა ისევ ნაგავში გორაობა...

მე მგონი აღარ გვინდა

 

უბრალოდ ჯერ არ ვიცით საით ვიმოძრაოთ...ისიც არ ვიცით ყველამ ერთად თუ ცალცალკე ჯობია/!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯერ მიშა არ დამარცხებულა.

დამარცდა, "მოკვდა" როგორც პოლიტიკოსი , ჩემო ლაშა , ეს მისი ცხედარი, მისი ცარიელი გვამია დინამიკაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დამარცდა, "მოკვდა" როგორც პოლიტიკოსი , ჩემო ლაშა , ეს მისი ცხედარი, მისი ცარიელი გვამია დინამიკაში

ასეთ დროს ყველაზე ცუდია, რომ ტიპს გამარჯვებული გგონია თავი რეტიანი ოპონენტების ფონზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...