Jump to content
Planeta.Ge

ყველაფერში დამნაშავე ქალია?


Recommended Posts

მიუხედავად იმისა რომ თითქოს ყველაფერი მამაკაცზეა დამოკიდებული და ის წყვეტს ყველაფერს, მაინც საბოლოოდ ყველაფერი ქალს ბრალდება.

მამაცაკი თუ ღალატობს ქალის ბრალია, თუ ოჯახში ჩხუბია ამის მიზეზიც ყოველთვის ქალია, თუ კაცი ქალს სათანადო ყურადღებას არ უთმობს ესეც და ა.შ

 

ეს ყველაფერი და სხვა მრავალიც მართლა ქალის ბრალია თუ უბრალოდ მამაკაცებისთვის ასე უფრო კომფორტულია? როგორ ფიქრობთ?

 

დაწერეთ თქვენი რაიმე ისტორია და გამოვარკვიოთ რეალური დამნაშავე :DDD

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ მამაკცები ისეეეეეეეთი სუსტები არიან... ისეეეთი, რომ სად შეუძლია პასუხისმგებლობის გაზიარება
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერში დამნაშავე ქალია?

რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყ ვ ე ლ ა ფ ე რ შ ი! :))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ მამაკცები ისეეეეეეეთი სუსტები არიან... ისეეეთი, რომ სად შეუძლია პასუხისმგებლობის გაზიარება

მარტალი ხარ

 

ეგრე უნდატ

 

დავცხოტ მაგატა!!

 

:))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

datodo

მე ცოტა სხვანაირად ვუდგები ამ საკითხს და ჩემი გადმოსახედიდან, ნუ, ქალის ბრალიათქო, მთლად ეგრე არ გამოდის, თუმცა, რაც მოგივა დავითაო ვარიანტი კი არის...

 

თუ ისეთ ადამიანთან ხარ, რომელიც მერე გიღალატებს, შენი ბრალია, იმ გაგებით, რომ ვერ შეარჩიე სწორი პარტნიორი (ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპს თუ მივყვებით, სწორედ მდედრი ირჩევს შესაბამის პარტნიორს). აქედან გამომდინარე, თუ მცდარი პარტნიორი შეგირჩევია და ყველაფერთან ერთად ამდენის ტლიკინის უფლებასაც აძლევ, ისევ შენ გამოდიხარ სუსტი და ვინც სუსტი ის დამნაშავეას პრინციპია... დაბალი ღობე რა...

 

იგივე ლოგიკა შეიძლება განავრცო სხვა ყველა დანარჩენ სიტაციებზეც.

 

პ.ს.datodo მომწონს შენი თემებიც და პოსტებიც :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess ვფიქრობ დაგეთანხმები შენს მოსაზრებებში, მაგრამ ეს სიმართლის მხოლოდ ნაწილია, ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპი გულისხმობს ისეთი პარტნიორის შერჩევას რომელზეც დაყრდნობას შეძლებ, რომელიც უზრუნველყოფს გამრავლებას და მომავალი თაობის მატერიალურად უზრუნველყოფას, ესაა და ეს. თუმცა სწორედ ასეთი პარტნიორის შერჩევის დროსაც კი არაა იმის გარანტია რომ ბედნიერი იქნება ის ოჯახი. შეიზლება კარგადაც მიგამრავლოს, გარჩინოს და ა.შ. მაგრამ გვერდზეც კარგად იაროს და არავითარი პატივისცემა არ ქონდეს შენი. ანუ ერთი მეორეს არ გამორიცხვას და ასეთი მაგალითი უამრავია საქართველოში. ქალის ბრალი არასწორი პარტნიორის შერჩევა არაა, უბრალოდ შენარჩუნებაა ძნელი. სიყვარული და ოჯახი მუდმივი ბრძოლა უნდა იყოს საყვარელი ადამინის შენარჩუნებისთვის, ესაა და ეს. ასე ვფიქრობ, გამუდმებული საყვედურებით, ელემენტარული ყურადღების მოკლებით, ლოგინში კუნძივით გდებით, ხშირად ვალდებულიბის მოხდის მიზნით მოთითხნილი სადილით და ა.შ. ქალი ნელნელა კარგავს მამაკაცს. ერთ დღეს კაცი დასვავს კითხვას, რისთვის, რატო? და იქ დასრულებულია ყველაფერი. ეს კითხვა არ უნდა დაისვას და თუ დაისმევა, კაცს იმდენი არგუმენტი უნდა ქონდეს რომ საკადრისი პასუხი გასცეს საკუთარ თავს, ხშირად ეს არგუმენტები ძალიან მცირეა და უმნიშვნელო :DDD არა, ეს ერთადერთი მოდელი არაა ამ ურთიერთობების, ზოგი უბრალოდ ხალისისთვის ან ღირსების გასამტკიცებლად ღალატობს ქალს, ზოგი აყოლილი ემოციების მსხვერპლი ხდება, ზოგი უბრალოდ ბუნებით არაა ერთგული და სტაბიილური (აი ეს უკანასკნელია სწორედ ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპით არასწორად შერჩეული პარტნიორია), სხვა დანარჩენი ვფიქრობ ქალის საქციელის ბრალია :DDD მაპატიეთ ქალებო, მაგრამ...

 

ეს საკითხი ჩვენ ძაან ვიწრო ჭრილში განვიხილეთ, რატომღაც პირველი აზრი პირდაპირ ღალატზე მიდის, არა და ამის გარდა უამრავი სხვა პრობლემებიცაა. გაუთავებელი ჩხუბები ოჯახებში, ბავშვების აღზრდაში, დიასახლისობაში, ლოგინში (რაც დასანანია და ერთერთი ხშირი მიზეზია სწორედ თქვენთვის საინტერესო ღალატისა) და რა ვიცი, უამრავი სხვა საკითხი. საინტერესო ექსპერიმენტი და დისკუსია გამოვიდოდა ვინმეს რაიმე კონკრეტული ისტორია რომ დაეწერა, სამწუხაროდ მე არ მაქვს ასეთი, სწორად შემარჩიეს ბუნებრივი, ბიოლოგიური გადარჩევის პრინციპით :DDD და მეც კარგი ადამიანი აღმოვჩნდი და ვცხოვრობ ძაან ბედნიერად და უპრობლემოდ :DDD

 

Goddess დიდი მადლობაა, ვაფასებ შენს ყურადღებას და გულახდილობას :DDD

 

იქნებ ვინმემ მაინც გაბედოს და დაწეროს რაიმე კონკრეტული ისტორია და განვიხილოთ კაცებმაც და ქალებმაც, დავწეროთ ჩვენი შეხედულებები და გავარკვიოთ ვისი ბრალია :DDD .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ყველაფერი ინდივიდუალურია........

 

ადამიანი თუ გიყვარს... მისი ნაკლოვანებებით გიყვარს....

 

სრულყოფილი რაც არის, ყველამ იცით, რომ მას ვერ შეიყვარებთ.......

 

თუ ადამიანის თვისება მიზეზების ძებნაა, ორი ადამიანის ურთიერთობის გაფუჭება ნებისმიერ მიზეზს შეუძლია, მათ შორის ცუდად გაკეთებულს სადილსაც... (თუმცა, კარგი დიასახლისებიც მიუტოვებიათ)/////

 

თუ სიყვარული ნამდვილია, ის კოსმიურია და მას რიგითი დედამიწური პრობლემები ვერაფერს უზამს....მათ შორის ვერც ის, რასაც საყოველთაოდ ''ღალატს" უწოდებენ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

თუ ადამიანის თვისება მიზეზების ძებნაა, ორი ადამიანის ურთიერთობის გაფუჭება ნებისმიერ მიზეზს შეუძლია, მათ შორის ცუდად გაკეთებულს სადილსაც... (თუმცა, კარგი დიასახლისებიც მიუტოვებიათ)/////

შენ ისა რა ქვია...ნიკოლოზ ბარათაშვილი მოგიხდებოდა

 

რომანტიზმის ხანა და რამე :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

 

შენ ისა რა ქვია...ნიკოლოზ ბარათაშვილი მოგიხდებოდა

 

რომანტიზმის ხანა და რამე :D

 

მარტო ბარათაშვილი????

 

უბრალოდ არ მესმის, ათასი სისულელის გამო, ადამიანებმა რატომ უდან დაკარგონ ერთმანეთი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ ადამიანის თვისება მიზეზების ძებნაა, ორი ადამიანის ურთიერთობის გაფუჭება ნებისმიერ მიზეზს შეუძლია, მათ შორის ცუდად გაკეთებულს სადილსაც...

აქ სადილზე არაა საუბარი machkatela აქ იყო საუბარი ვალდებულების გამო მოთითხნილ სადილზე, ანუ არა საკვებზე, არამედ დამოკიდებულებაზე, ასაა მთავარი, დამოკიდებულება, ყურადღება, ზრუნვა, ფიქრი არა საკუთარ თავზე არამედ საყვარელი ადამიანის სიამუვნებაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უბრალოდ არ მესმის, ათასი სისულელის გამო, ადამიანებმა რატომ უდან დაკარგონ ერთმანეთი

 

და ძაან მაინტერესებს ეს სისულელეები, რას გულისხმობ ამ სიტყვაში, იქნებ რამდენიმე დაგესახელებინა. ქალი კუნძივიდ რომ გდია ლოგინში ეგაა სისულელე? ყურადღების მოკლებაა? თუ რა, ჩამოგვითვალე რა. ისევ სადილზე არ დაიწყო ოღონდ საუბარი, ეგ უკვე ავხსენით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

datodo

ნუ მოკლედ, შენ ცოტა უფრო სიღრმეში შეხვედი :D მე, ერთი შეხედვით ნორმალურად აწყობილ ოჯახში მომხდარ ღალატს ვგულისხმობდი, სადაც წამყვანი მიზეზი, ძირითადად, მხოლოდ კაციას უნიათობა და არალოიალურობაა. რაც შენ ჩამოთვალე, მითითხნილი სადილი, მოუწესრიგებელი ქალი და ხიჭვებიანი ფიცარი ლოგინში, მაგ შემთხვევაში ღალატი კიდევ კარგი ვარიანტია, ვგონებ :D

 

ის არც ჩემთვის არის მისაღები, როცა გათხოვდებიან საკუთარი თავის მოვლას რომ ეგრევე ივიწყებენ და ა.შ. ასევე არასრულფასოვანი სექსუალური ცხოვრება... თუმცა, ამ ყოველივეს სულ სხვა მიზეზი უდევს სათავეში, რომელიც ცალკე განხილვის საგანია, და რომელზე შეთანხმებაც თითქმის შეუძლებელია ქართული ფორუმის რეალობაში (ქალიშვილობის და ქორწინებამდე სექსუალური ცხოვრების პრობლემა).

 

შენი მთელი მონათხრობი კი აგებული იყო მიჩაჩანაკებულ ქალებზე.. იმაზე რა აზრის ხარ, როცა თავიდან იწყებ, ცდილობ, თავს ევლები, საუკეთესო ხარ, თუმცა, შენი ქმარი, გარდა იმისა, რომ სამსახურიდან მოვა, სავარძელზე გაკოტრიალდება და ქალო ლობიო გააცხელეს მეტს არაფერს შვრება.. ამის მერე, შენ მოგბეზრდება ერთ დღესაც და ერთი ამის კარგიც მოვსდღანო რომ იტყვი და პოლუფაბრიკატებზე გადაიყვან, მაგის მერე თუ გიღალატა აი თავში ქვაც უხლია..

 

ცოტა უფრო ლოგიკურად მინდოდა ახლა განხილვა, მაგრამ მომიტევთ ჩამოუყალიბებელი პოსტისთვის, დაქალი მადგას აგერ თავზე ნახევარი ფეხი გარეთ მაქვს, მივდივარ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess ეგეთი ოჯახი ვისაც აქვს დროა საკუთარ თავს კითხვა დაუსვას, "რისთვის?" Edited by datodo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...