Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან “საკნები” და სცენა აიღეს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

დიმიტრი მედვედევი დღეს “ენ-ტე-ვე”-ს ეთერში ისაუბრებს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრეზიდენტი პარლამენტში ხვალ ორი საკონსტიტუციო ცვლილების წინადადებით შევა

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საფრანგეთის პრეზიდენტი ჰოსპიტალიზებულია

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეკა ბესელია - ოპოზიცია ახალი ძალების მობილიზებისთვის ემზადება

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

მაგარი ხოხმა დიაცია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგარი ხოხმა დიაცია

მაგის ხმა სასტიკად მხვდება ყურებში რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გროზნოში მომხდარი აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეც დაიღუპა

 

 

 

გროზნოს ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად, სავარაუდოდ, ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.

სააგენტო “რია ნოვოსტის~ ინფორმაციით, ტერორისტმა-კამიკაძემ სხეულზე მიმაგრებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში გროზნოს ცენტრში, თეატრალურ-საკონცერტო დარბაზის შესასვლელიდან 40 მეტრის დაშორებით მოიყვანა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობის სიმძლავრე ორი კილოგრამი ტროტილის ეკივალენტი იყო.

აფეთქების ადგილზე საკონცერტო დარბაზის მახლობლად ბევრი ხალხი იმყოფებოდა. ეს ადგილი ადგილობრივი მაცხოვრებლების პოპულარულ დასასვენებელ ადგილად ითვლება.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ოთხი ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღაჩინოსანია, ორი კი საქართველოს და თურქეთის მოქალაქე მშენებლები. დაიჭრა ოთხი.

ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის საქართველოს მოქალაქის ვინაობა, რომელიც სავარაუდოდ აფეთქებას ემსხვერპლა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ მომავალში საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად აღდგება

 

 

რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი დარწმუნებულია, რომ მომავალში საქართველოსთან ურთიერთობები აუცილებლად აღდგება. ამის შესახებ მედვედევმა ტელეკომპანია “ნტვ~-ს თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს, რაც იმ აგრესიის შედეგია, რომელსაც სააკაშვილის რეჟიმმა გასულ წელს მიმარათა. თუმცა, მეორეს მხრივ არსებობს თბილი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.

“სააკაშვილის მსგავსი რეჟიმები მიდიან და მოდიან, ხალხის გრძნობები კი რჩება. დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგება, იმ ახალი რეალობების გათვალისწინებით რომლებიც ბოლო დროის ტრაგიკულმა მოვლენებმა მოგვიტანა~, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, რუსეთი ყოველგვარი ეჭვიანობის გარეშე უყურებს, როგორ აწყობენ სხვა ქვეყნები ურთიერთობებს პარტნიორებთან და მათ შორის შეერთებულ შატატებთანაც.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ლიცემერია ეს ჩემისა :D

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰილარი კლინტონი - თეთრი სახლის ადმინისტრაცია 21-ე საუკუნეში პოსტსაბჭოურ სივრცეზე გავლენის სფეროების შენარჩუნებას არ შეეგუება

 

როდესაც საქართველო და უკრაინა ნატოში გაწევრიანების უფლებას მოიპოვებენ, გადაწყვეტილება ალიანსში შესვლის თაობაზე მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული,- ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა NBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის მიუხედავად, თეთრი სახლის ადმინისტრაცია 21-ე საუკუნეში პოსტსაბჭოურ სივრცეზე გავლენის სფეროების შენარჩუნებას არ შეეგუება.

"გარკვევით ვაფიქსირებთ, რომ ნებისმიერ ქვეყანას აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც აქამდე საბჭოთა კავშირის წევრი იყო, ახლა როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს გადაწყვეტილების მიღების თავისუფლება და თავად გადაწყვეტს რომელ ალიანსსა და ბლოკს შეუერთდეს", - აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

ძალიან კარგი ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Liberiation – აშშ საქართველოსთვის ხელახალი შეიარაღებისათვის მზად არის

 

ფრანგული გაზეთის Liberiation-ის მტკიცებით, აშშ საქართველოსათვის ხელახალი შეიარაღებისათვის მზად არის.

 

გამოცემის შეფასებით, საქართველოში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზტის მეორე დღეს რუსეთსა და ამერიკას შორის დაძაბულობამ იმატა. საქართველოში რუსული ინტერვენციის ერთი წლის შემდეგ დაძაბულობის მიზეზი კვლავ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების სურვილია.

გაზეთის მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტმა რუსების შესაძლო თავდასხმისაგან თავდაცვის მიზნით შეერთებული შტატებისაგან ჰაერსაწინააღმდეგო და ტანკსაწინააღმდეგო აღჭურვილობის მიღების სურვილი გამოთქვა, რაზეც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირის ფილიპ კროულისაგან, დადებითი პასუხი მიიღო. მანამდე, თბილისში ყოფნისას ჯო ბაიდენმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამ ქვეყნის ნატო-სკენ სწრაფვის სურვილი დაიცვა და აღნიშნა, რომ _ „ვაშინგტონი ითანამშრომლებს ქვეყანასთან მისი შეიარაღებული ძალების მხარადსაჭერად, დაეხმარება მას წვრთნასა და ორგანიზაბაში~.

გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ მიმდინარე წლის იანვარში აშშ-მ და საქართველომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ, რომელიც აშშ-ს მხრიდან საქართველოსათვის შეიარაღებული ძალების ფორმირებისა და აღჭურვილობის გაუმჯობესებაში დახმარებას ითვალისწინებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკელთა განცხადებებზე მოსკოვმა პასუხი არ დააყოვნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა აშშ-ს მიერ საქართველოსვის იარაღის შესაძლო მიწოდებაზე შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ საქართველოს არმიის ქმედით მდგომარეობაში დაბრუნების შემთხვევაში მოსკოვი „კონკრეტულ ღონისძიებებს განახორციელებს~. კიდევ უფრო შორს წავიდა ნატოში რუსეთის ელჩი დიმიტრი როგოზინი, რომელმაც განაცხადა, რომ „პრეზიდენტის დეკრეტიდან გამომდინარე, რუსეთი საქნქციებს დაუწესებს იმ უცხოელ წარმოებებს, რომლებიც საქართველსათვის იარაღის მიყიდვას განაგრძობენ~

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

საქართველოში ევროკავშირის მისიის მანდატი ერთი წლით გახანგრძლივდება

 

 

 

ევროკავშირის მისიის მანდატი საქართველოში კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდება. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება დღეს, ბრიუსლში ევროკავშირის მინისტერიალზე გაკეთდება.

როგორც ევროკავშირში აცხადებენ, მათთვის ამ ეტაპზე მთავარი მიზანი საერთაშორისო დამკვირვებლების სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ტერიტორიაზე შეყვანაა.

ბრიუსელი აღნიშნული საკითხის ცხინვალთან და აფხაზეთთან განხილვას არ აპირებს, რადგან ამ ტერიტორიებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

09:28 / 27-07-2009

კოკოითიმ გვითხრა, კრემლიდან დავალებაა, საქართველოსთან პატარა ომი გვჭირდება, 1000 კაცი უნდა მოკვდესო

 

 

«ცხინვალს ქალაქი აღარ ეთქმის, ორმოა - დიდი, ბნელი ორმო»

 

«ცხინვალი და ყველა ცხინვალელი იარაღი იყო რუსების ხელში, ახლა ეს იარაღი აღარ სჭირდებათ»

 

«ომი, რომელმაც საქართველოს უდიდესი დარტყმა მიაყენა, დიდი ხნის წინ იყო ჩაფიქრებული. მე მათ შორის ვიჯექი, ვინც ედუარდ კოკოითის მიერ მოსკოვიდან ჩამოტანილ სქემას ეცნობოდა. გეგმა ძალიან სასტიკი იყო, იმდენად სასტიკი, რომ ერთი კვირის განმავლობაში ავი ფიქრები რომ გამეფანტა, ყოველდღე გათიშვამდე ვთვრებოდი», - ამბობს იურა კაპისოვი. სწორედ ასე გამეცნო მამაკაცი, რომელსაც არაქართული გარეგნობა აქვს და ქართულად ოსური აქცენტით ლაპარაკობს. მას შემთხვევით შევხვდი ერთ-ერთი მეგობრის ოჯახში, სადაც სტუმართა შორის დიდი ლიახვის ხეობის რამდენიმე მკვიდრიც იმყოფებოდა. ლაპარაკში იურას ჩათრევა მხოლოდ მას შემდეგ შევძელი, ღვინო რომ მოერია, საქართველოს სადღეგრძელოზე თვალები აუცრემლიანდა. არ ვიცი, ჩემი რესპონდენტი ნამდვილად იმ სახელს და გვარს ატარებს თუ არა, როგორც გამეცნო, არც იმის მტკიცება შემიძლია, რომ ნამდვილად ახლოს იყო სეპარატისტ ედუარდ კოკოითის გარემოცვასთან, მაგრამ მისი ემოციები და ნაამბობი გულწრფელი მეჩვენა.

 

იურა კაპისოვი: - ცხინვალში ბოლოს სამი კვირის წინ ვიყავი. სერიოზული დაძაბულობაა ქალაქში. თუმცა, რაღა ქალაქი ეთქმის, ორმოა, - დიდი, ბნელი ორმო, სადაც ხალხი ცოცხლად იმარხება. ვისაც ეს არ უნდა, ქალაქიდან გარბის. ქართველების ქონება კი არა, თავისიც ოხრად რჩებათ. ოსები შიშმა შეიპყრო, ეკონომიკური კრიზისის გამო რუსეთი იძირება და ჩვენთვის სად მოიცლისო.

 

- აკი ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლი ცხინვალის აღსადგენად და ხალხის დასახმარებლად ფულს აგზავნის. აგერ, ახლახან რუსეთის პრეზიდენტი მედვედევიც გესტუმრათ...

 

- ბლეფია ეგ ყველაფერი. მერე რა, რომ «იმპერატორი» სტუმრად იყო ცხინვალში. ცდილობს, პუტინი დაჩრდილოს და იმიტომ დასეირნობს ცხინვალში. დიდი ხანია რუსეთიდან სამხრეთ ოსეთის მიმართულებით არანაირი თანხები აღარ მოდის. ომის შემდეგ ერთადერთხელ ოჯახებს 50-50 ათასი რუბლი დაურიგეს და სულ ეგ იყო. მაგ ფულით რა უნდა გაეკეთებინა ხალხს? ეგეც ყველას არ შეხვედრია. რუსეთის სათათბიროში ითქვა, ცხინვალისკენ კაპიკი არ გადარიცხოთ, საქმეს არაფერი ხმარდება, მაინც კოკოითი იპარავსო. კოკოითი კიდევ, სანამ პუტინი იარსებებს, ხელშეუხებელი იქნება და როცა პუტინი აღარ იქნება, კოკოითის წესს აუგებენ, ყველა მისგან გამწარებული კაცი რომ მიუშვა დასახვრეტად, ეგ მაიმუნი საცერს დაემსგავსება. უამრავი ცოდვა აწევს, ჯერ მხოლოდ ოსებისას რა მოთვლის.

 

- ცხინვალი ისევ დანგრეულია?

 

- არანაირი აღდგენითი სამუშაოები არ მიდის. აღდგენა რომ ნდომოდათ, კი არ დაანგრევდნენ რუსები ქალაქს. რომ გაიძახიან, ქართულმა არტილერიამ დაანგრია ქალაქიო, ტყუილია. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა მოუღეს ბოლო ცხინვალს. ცხინვალი, ყველა ცხინვალელი და ზოგადად ოსები იარაღი იყვნენ რუსის ხელში, რომელიც შესანიშნავად გამოიყენა ტერიტორიის დასაპყრობად. ახლა ეს იარაღი აღარ სჭირდებათ, რადგან მიზანი მიღწეულია და ჩვენ უნდა გაგვანადგურონ, რათა ერთ დღესაც ეს იარაღი მათ საწინააღმდეგოდ არ ამოქმედდეს.

 

კოკოითი 2002 წელს პრეზიდენტი რომ გახდა, მოსკოვში პირველივე ვიზიტიდან დაბრუნების შემდეგ მთავრობა შეკრიბა და თქვა, კრემლიდან დავალებაა, ჩვენ ახლა საქართველოსთან პატარა ომი გვჭირდება, 1000 კაცი უნდა მოკვდეს, მერე რუსეთი ატეხს ერთ ამბავს, აი, ქართველებმა ოსებს გენოციდი მოუწყვესო, შემოვლენ და სამუდამოდ გაგვათავისუფლებენ ქართველებისგან, მეტიც, უფრო დიდ ტერიტორიებსაც მივიერთებთო. გეგმის თანახმად, რუსები დაიკავებდნენ არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთს, არამედ გორის, ხაშურის, კასპის, ქარელისა და მცხეთის რაიონებს და ყველაფერს სამხრეთ ოსეთს, ანუ კოკოითის დაუქვემდებარებდნენ. ისე სულელურად ჟღერდა ეს ყველაფერი, რომ ჯერ სიცილი ძლივს შევიკავე, მაგრამ მერე რომ დავფიქრდი, გული შემეკუმშა. მინისტრებმაც ჯერ კოკოითის შეხედეს, მერე კი ერთმანეთს და ჩაილაპარაკეს, ეს კარგად ვერ არისო. ოლეგ ალბოროვმა (უშიშროების საბჭოს მდივანი, რომელიც მოგვიანებით საკუთარი სახლის წინ მოკლეს ცხინვალში) უთხრა, ელემენტარული სამხედრო არითმეტიკის მიხედვით, იქ სადაც 1000 კაცი კვდება, 18 ათასამდე დაჭრილსა და დასახიჩრებულს ვიღებთ, რეგიონში კი სულ 35000 კაცი ცხოვრობსო. თუ მინისტრები კოკოითის ავანტიურას დაეთანხმებოდნენ, მაშინ სასიკვდილოდ სწირავდნენ ოჯახებს, ნათესავებს. ეს სრული სიგიჟე იყო. ამიტომაც კოკოითიმ უარი მიიღო. გადაირია, როგორ თუ წინააღმდეგობას მიწევთ, ყველას დაგხსნითო. ასეც მოიქცა, ზოგი დახსნა, ზოგიც, ვინც უფრო სახიფათოდ ეჩვენებოდა, მოაკვლევინა. ალბოროვი თავიდან მოიშორა, მერე მისმა ხალხმა ხმა დააგდო, რომ ვითომ ქართველებმა მოკლეს. ქართველებს რაში სჭირდებოდათ ოლეგის სიკვდილი. ალბოროვის ოჯახმა კარგად იცის, ვინც არის მკვლელი.

 

კოკოითიმ ოსი მინისტრები ჩაანაცვლა რუსებით და დაიწყო მზადება საომარი ავანტიურისთვის. პირველად ქართველები ანკესს 5 წლის წინ წამოეგნენ, როდესაც ოქრუაშვილი და ბარამიძე შეცვივდნენ კონფლიქტის ზონაში ტანკებით. საბედნიეროდ, მაშინ მაინც ვერ მიიღეს კოკოითიმ და რუსეთმა სასურველი შედეგი. შარშან კი, რაც მოხდა, ყველამ კარგად იცით. ხეობა დაცარიელდა, ნათესავები მტრად ვიქეცით.

 

- თუ ეს ყველა ოსს აწუხებს, არ მგონია, საერთო ძალისხმევამ შედეგი არ გამოიღოს შერიგებისთვის.

 

- სამწუხაროდ, ჩემმა ხალხმა ძალიან ბევრი დააშავა. ღმერთმა ქნას და თუ საქართველომ ეს ტერიტორია დაიბრუნა, ოსები მანდ ვეღარ გაჩერდებიან. ძალიან იავკაცეს. თანაც არა მხოლოდ საქართველოში, კავკასიაში გვაქვს სახელი გაფუჭებული. ჩრდილო კავკასიაში რუსებს მხოლოდ ჩრდილოელი ოსებიღა დარჩათ დასაყრდენად. თუ რუსებს კავკასიიდან გავყრით, არა მხოლოდ სამხრეთი, ჩრდილო ოსეთიც არ იარსებებს. ჩეჩნებთან, ინგუშებთან, ყაბარდოელებთან და ყველასთან პრობლემები გვაქვს.

 

- კონკრეტულად ცხინვალში და შემოგარენში რა მდგომარეობაა?

 

- ოპოზიცია ვითომ კოკოითის ებრძვის, მაგრამ ახლა ცხინვალში ყველაფერს რუსი მართავს!.. ჩვენ რუსი აღარაფერს გვეკითხება.

 

კიდევაც რომ ავჯანყდეთ, ამ ტერიტორიის საქართველოსთვის დასაბრუნებლად ეს საკმარისი არ იქნება. ცხინვალს უბრძოლველად მხოლოდ მაშინ დავიბრუნებთ, თუ რუსს საერთოდ კავკასიიდან გავაქცევთ, ან ისე დასუსტდება, თუნდაც როგორც ელცინის დროს იყო. ვიმედოვნებ, რომ ეს მოხდება. მე ახლა რუსეთში ვცხოვრობ და ვხედავ, იქ რა ხდება. რუსეთში კრიზისი პიკს აღწევს. ხალხი ბრაზობს, რატომ დაიწყო რუსეთმა საქართველოსთან ომიო.

 

- რუსები საქართველოსთან ომის გამო ბრაზობენ?

 

- დიახ, მე ვიცნობ რუსული ბომბდამშენ T-22-ის დაკარგული მფრინავის ოჯახს. ეს ის ბომბდამშენია, ქართველებმა რომ ჩამოაგდეს. მფრინავის გვამი დღემდე არ არის ნაპოვნი, ცოლი თავს იკლავს, ჩემი ქმარი მკვდარი მაინც მაჩვენეთო. არსებობს ვერსია, რომ პილოტი გადარჩა და ამერიკელებმა წაიყვანეს. ეს რუსების შეთხზული ზღაპარია, ვის რაში სჭირდებოდა ის მფრინავი ამერიკაში. თანაც, ჩემი ახლობელი ქართველებისგან ნამდვილად ვიცი, რომ იმ აფეთქებული თვითმფრინავიდან მხოლოდ ერთმა მოასწრო კატაპულტირება. ის ერთი კი ქართველებმა ტყვეებში გაუცვალეს რუსებს.

 

სამწუხაროდ, არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, რუსეთი დღეს უზარმაზარ დანაღმულ ხომალდს ჰგავს. ამიტომაც, ვინც მას გაჰყვება, დასაღუპავად გასწირავს თავს.

 

ეკა ლომიძე

”კვირის პალიტრა”

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს საგარეო უწყება დიმიტრი მედვედევის განცხადებას გამოეხმაურა

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

 

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბელორუსის საგარეო უწყებას მადლობას უცხადებს

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოში საქართველოს ყოფილ წარმომადგენელს რევაზ ბეშიძეს დიპლომატად იაპონიაში უშვებენ.

რევაზ ბეშიძის კანდიდატურა იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად, პარლამენტის დღევანდელ ბიუროს სხდომაზე შევიდა.

 

რევაზ ბეშიძე ნატოში საქართველოს წარმომადგენლის თანამდებობაზე რამდენიმე კვირის წინ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გეგა მგალობლიშვილმა შეცვალა.

 

იაპონიაში ამჟამად ელჩი პარლამენტის ვიცე-სპიკერ მიხეილ მაჭავარიანის ძმა ივანე მაჭავარიანია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თბილისი. 27 ივლისი. ~ინტერპრესნიუსი~ - საკონსტიტუციო ცვლილებით მანდატების აღდგენა არ შეეხებათ ოპოზიციის იმ კანდიდატებს, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით იყვნენ არჩეულნი.

 

საკონსტიტუციო ცვლილების პრეზიდენტის წინადადება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა.

როგორც ინიციატივის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, უფლებამოსილების აღდგენა შეეხებათ მხოლოდ პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტის წევრებს გამომდინარე იქიდან, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით არჩეულ გამოკლებულ პარლამენტის წევრთა ადგილმონაცვლეების ასარჩევად რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა და პარლამენტმა სცნო ამ ოლქებში არჩეულ კანდიდატთა უფლებამოსილება.

 

“ამდენად, შეუძლებელია იმ წევრთა უფლებამოსილების აღდგენა, რომლებიც მაჟორიტარული სისტემით იყვნენ არჩეულნი” – ნათქვამი საკონსტიტუციო ცვლილების განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება თავად პროექტს, პრეზიდენტის წინადადებით, კონსტიტუციას უნდა დაემატოს 104/2 მუხლი, რომლის თანამხდად, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება აღუდგებათ 2008 წლის 21 მაისს საპარლამენტო არჩევნებში პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ იმ პარლამენტის წევრებს, რომელთაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, თუ მათი ადგილმონაცვლეების უფლებამოსილება არ არის ცნობილი და რომლებიც აღნიშნულის თაობაზე თანხმობას განაცხადებენ 2010 წლის 1 იანვრამდე.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში, საკონსტიტუციო ცვლილების მიზეზებად პარლამეტში პოლიტიკურ ძალთა ბალანსის აღდგენაა დასახელებული, რათა ყველა პოლიტიკურ ძალას გააჩნდეს საკუთარი მოსაზრებების სრულად წარმოჩენისა და პოლიტიკურ და სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე წარმოებულ საპარლამენტო დებატებში საკუთარი პოზიციების უკეთ დაცვის შესაძლებლობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ განაცხადეს მანდატებზე უარი.

 

კანონპროექტის ავტორი იუსტიციის სამინისტროა, ინიციატორი კი პრეზიდენტი.

კანონპროექტი, განმარტებითი ბარათის თანახმად, მისი მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. ამასთან, მის შემუშავებაში მონაწილეობა არ მიუღიათ ექსპერტებს, არასახელმწიფო თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს და შესაბამისად, არც მათი ექსპერტული დასკვნა არსებობს.

 

გაერთიანებული ოპოზიციიდან მაჟორიტარულ არჩვნებში გამარჯვებულები “მემარჯვენეები” დავით გამყრელიძე და დავით საგანელიზე იყვნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...