ლ ი ც ი Posted July 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 გუშინ, სანამ მიშა პარლამენტში სიტყვით გამოდიოდა, მერიოტში ამერიკული დაცვის სამსახური ჯოზეფ ბაიდენის უსაფრტხოების ზომებს იღებდა... გაუგია ეს ამბავი მერიოტში მცხოვრებ კახა მენდუქიძეს და ჩარეულა.. როგორც ამბობენ, "პალაჟენიის დაყენება" სცადაო.. ამერიკულ დაცვას უთმენია, უთმენია, მერე კი კახაბერისთვს ცხვირში მოუდიააა სარწმუნო წყაროზე დაყრდნობით ვიუწყები :siriko: :eshmak: :eshmak: :eshmak: ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted July 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 გურამ ჩახვაძე ხელისუფლებას თითოეულ მოქალაქეზე გათვლილ სახელმწიფო პოლიტიკას სთავაზობსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1გიორგი ახვლედიანი - პედაგოგებს განათლების რეფორმამ პედაგოგის სტატუსი წაართვაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მაგდა ანიკაშვილმა ხელისუფლების სოციალური პოლიტიკა გააკრიტიკაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 “ქრისტიან-დემოკრატებმა” პრეზიდენტს მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონზე ვეტოს დადება მოსთხოვესhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 მიხეილ სააკაშვილი - საქართველოში დიდი სახალხო დიალოგი უნდა დაიწყოსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 არადა, რამდენი რამ გამაზა მაგ სააგენტომ მაგ დებატებისას... ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 21, 2009 გალიდან რუსებმა აფხაზი ძალოვანები გაყარეს “საზღვრის ერთობლივი დაცვის შესახებ” ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ რუსმა სამხედროებმა იმ პერიმეტრის დაკავება დაიწყეს, სადაც ადრე აფხაზები იდგნენ. ამ ფაქტმა კი აფხაზების უკმაყოფილება გამოიწვია, რაც მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა. ამ დროისთვის აფხაზეთის სასაზღვრო პერიმეტრს რუსი ოკუპანტები აკონტროლებენ. რუსულმა საოკუპაციო ძალებმა აფხაზი მესაზღვრეების იძულებით ჩანაცვლება განახორციელეს. მათ აფხაზური დროშები ჩამოხსნეს და მათ ნაცვლად საზღვარზე რუსული დროშები აღმართეს, რასაც შეიარაღებული დაპირისპირება მოჰყვა. მოგვიანებით გალის რაიონში აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრი ოთარ ხეცია და რუსლან ქიშმარია ჩავიდნენ. მათ მოლაპარაკება გამართეს აფხაზ მესაზღვრეებთან, თუმცა უშედეგოდ. აფხაზმა მესაზღვრეებმა და მილიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ტყეში გაიქცნენ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით გალი რუსებმა დაიკავეს / აფხაზები კი ტყეებში გავიდნენ.“შაბათიდან დაიწყეს რუსებმა საზღვრის დაცვის ძალაუფლების ხელში აღება. აფხაზებს თავისი საზღვრის დატოვება მთლიანად არ უნდოდათ. მაგრამ რუსებმა მოსთხოვეს აფხაზებს, საერთოდ დატოვონ გალის ტერიტორია. აფხაზები არ მიდიოდნენ, ადგილზე ჩავიდნენ ოთარ ხეცია და რუსლან ქიშმარია, მათ მოლაპარაკება დაიწყეს აფხაზ მესაზღვრეებთან, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. აფხაზები ამბობდნენ, რომ არ დატოვებდნენ ტერიტორიას, ისინი გავიდნენ ტყეში და დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს. ამ დროისთვის სიტუაცია შედარებით სტაბილურია, მაგრამ დაძაბულობა რჩება. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო აფხაზები ომს დაუწყებენ რუსებს. მაგრამ რუსები იმდენად შეაშფოთა ამ ამბავმა, რომ დანარჩენი ამ ტიპის ხელშეკრულებები და მათ შორის, სამხედრო თანამშრომლობის თაობაზე, უკან გაიწვიეს. ეს ხელშეკრულება ფეხქვეშ თელავს აფხაზეთის “სუვერენიტეტის” საკითხს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი მამუკა არეშიძე.“აფხაზი მილიციელები ბაღაფშისგან რუსების მხოლოდ სასაზღვრო საგუშაგოებზე ჩაყენებასა და მათთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე უფლებამოსილების შეზღუდვას მოითხოვენ. წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო გამოსვლებითა და ოპოზიციაში გადასვლით იმუქრებიან. იმავდროულად, რუსებმა ყველა საგუშაგოზე აფხაზური დროშები რუსულით ჩაანაცვლეს. 58-ე არმიის ნაწილები გალის ტყეში სპეცოოპერაციის მოსაწყობად ემზადებიან. რუსი ოკუპანტების ნაწილები, რომლებსაც ე.წ. აფხაზური მილიციის განიარაღება ევალებათ, გალის ცენტრში დგანან. მილიციელების ნაწილმა პროტესტის ნიშნად მილიციის საგუშაგო უკვე დატოვა და ტყეში გაიქცა. ანალოგიური მდგომარეობაა ოჩამჩირის ე.წ. მილიციის გან.ოფილებებშიც.“არ მგონია, სპეცოპერაცია მოეწყოს. მაგრამ თუკი ვინმე მოაწყობს სპეცოპერაციას, ამას გააკეთებს აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრო. არ მგონია, რომ რუსები ასეთ გამწვავებაზე წავიდნენ... საზღვრის დაცვის ხელშეკრულებით რუსები გახდნენ აფაზური საზღვრის ბატონ-პატრონი. აბსოლუტურად დისკრიმინაციული ხელშეკრულებაა აფხაზებისთვის. ამ ხელშეკრულებამ აფხაზეთის პარლამენტში უზარმაზარი ვნებათაღელვა გამოიწვია. მართალია, საბოლოო ხამში ხმათა უმრავლესობით მიიღეს, მაგრამ ფორმულირება იყო ძალიან საინტერესო - რუსეთის ხათრითო - ისე ამის მიღებას არ აპირებდნენ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104377.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 "შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი ალასანია იქნება, მერი - გაჩეჩილაძე" 09:00 / 22-07-2009"შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი ალასანია იქნება, მერი - გაჩეჩილაძე"ოპოზიცია კარვების აღებას იწყებს. მიშა "ნაბუკოს" პროექტის ხელმოწერით ამაყობს. გაბრაზებული რუსეთის პრეზიდენტი "დაუბანელ" კოკოითის'' ხვდება. მოკლედ, ამ ბოლო დროს საგარეო პოლიტიკა უფრო დომინირებს, ვიდრე საშინაო. მიუხედავად ყველაფრისა, ოპოზიციაც აქტიურობს და გაიძახის, კარვებს კი ვიღებთ, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთო. ხალხი კი ამბობს, - ოპოზიციამ ისე გაიმარჯვა, როგორც მიშამ შარშან აგვისტოშიო. მოკლედ, საშინაო და საგარეო ერთმანეთში ისეა გადაჯაჭვული, ვინ არის მართალი, ვინ მოგებული და ვინ - წაგებული, ვერავინ გეტყვის. ამიტომ ვიფიქრეთ, იქნებ ქალურმა ინტუიციამ გვიშველოსო და ინტერვიუსთვის წარსულში კონფლიქტების მოგვარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს და მომავალში წიგნის "მე, პრეზიდენტი და მსოფლიო ჩემპიონის" ავტორს ლალი მოროშკინას ვესტუმრეთ. საუბრის დასაწყისშივე მან გულისტკივილით გვითხრა, გარედან ვარ ქალი, თორემ შინაგანი სტრუქტურა მამაკაცისა მაქვსო. ჩვენ ერთხელ კიდევ დავაკვირდით ამ ლამაზ ქალს და საეჭვო რომ ვერაფერი შევნიშნეთ, კომპლიმენტში არეული კითხვა დავსვით. "მიშა, გენაცვალე, ჩემს ტანსაცმელზე რომ იყავი ჩაჯინებული, ახლა ვეღარ ხედავ ძვირფას მანქანებსა და ტანსაცმელს შენს თანაგუნდელებში?" - გიყურებთ და მინდა გითხრათ, რომ მშვენივრად გამოიყურებით...- დიდი მადლობა... - ეს მარტო კომპლიმენტისთვის არ მითქვამს, შეკითხვა მაქვს ასეთი, ჯერ ადრე ხომ არ არის მემუარების წერა?- მემუარები შევარდნაძემ დაწერა და მგონი გვიან მოუვიდა! ამიტომ, მე გადავწყვიტე დამეწერა მაშინ, როცა ეს აქტუალურია, რადგან წიგნში მოხსენიებული გმირები რამდენიმე წლის შემდეგ ,"ძლიერნი ამა ქვეყნისანი" აღარ იქნებიან. - ისე, სააკაშვილის პოსტზე ყოფნის მიხედვით თუ წერთ წიგნს, შეგეძლოთ ჯერ არ გეჩქარათ.- არა მხოლოდ სააკაშვილის, წიგნს ჩემი ბავშვობის მიხედვით ვწერ, რომელშიც სააკაშვილიცაა. - ანუ სააკაშვილს ბავშვობიდან იცნობთ?- დიახ, სააკაშვილი და ჩემი პირველი მეუღლე თანაკლასელები იყვნენ. - უკაცრავად, დავაზუსტოთ, რომელი მეუღლე?- ჩემი პირველი მეუღლე. საერთოდ, ჩვენს სკოლას თავის დროზე რამე რომ მოსვლოდა, ამ ქვეყანას არ ეყოლებოდა არც მიხეილ სააკაშვილი, არც ირინა სარიშვილი, არც ლევან თარხნიშვილი, არც ზაქარია ქუცნაშვილი და არც სხვა ბევრი ცნობილი პერსონა!.. ანუ, ჩვენ ყველანი ერთი ინკუბატორიდან ვართ. - მგონი, ამ ინტერვიუს რომ გამოვაქვეყნებთ, თქვენს სკოლასთან კარვები დაიდგმება.- არა მგონია, ყველა, ვინც ეს სკოლა დაამთავრა, კარვული შემოტევების ღირსი იყოს. - თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები?- ვფიქრობ, შემოდგომაზე ხელისუფლებაში დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი. პრემიერ-მინისტრად შეიძლება მოგვევლინოს კაცი, რომელიც მისაღები იქნება ოპოზიციის დიდი ელექტორატისთვის, ეს იქნება ირაკლი ალასანია. - და თბილისის მერი?..- ლევან გაჩეჩილაძე! - საშინაო პოლიტიკაც ავაწყვეთ, ახლა საგარეოს მივხედოთ. თქვენი აზრით, ობამა დაუჭერს მხარს ჩვენს ქვეყანას თუ ისე დაუჭერს, როგორც ბუშმა დაუჭირა?- სხვათა შორის, ამერიკელებმა ძალზე კარგი გადაწყვეტილება მიიღეს, როცა პრეზიდენტად ობამა აირჩიეს, და არა ტყვედ ჩავარდნილი მაკკეინი, რომელიც გადატვირთვის ღილაკის მაგივრად ალბათ ბირთვულ ღილაკს დააჭერდა ხელს. თუმცა ობამას ბიოგრაფიას შავი ლაქაა ის, რომ მისი ბაბუა მონათმფლობელი იყო. მხარდაჭერას რაც შეეხება, ალბათ ამერიკის მხრიდან იქნება მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ფრთხილი და გაწონასწორებული... - ალბათ თქვენს წიგნში მიშა ხშირად გყავთ ნახსენები.- საკმაოდ! რამდენიმე ეპიზოდს გეტყვით: ოპოზიციონერ მიშას ჰყავდა ყველაზე დანჯღრეული მანქანა პოლიტიკოსთა შორის, რომელიც ხშირად უფუჭდებოდა და ჩემი მანქანით დავდიოდით ხალხთან შეხვედრებზე. მე ხშირად მეცვა შანელის ძვირად ღირებული ტანსაცმელი და სულ მეუბნებოდა, ეს რა გაცვია, სირცხვილია, ხალხს არაფერი არა აქვსო. ახლა ვეკითხები სააკაშვილს: მიშა, გენაცვალე, ჩემს ტანსაცმელზე რომ იყავი ჩაჯინებული, ახლა ვეღარ ხედავ ძვირფას მანქანებსა და ტანსაცმელს შენს თანაგუნდელებში? - თქვენ იყავით სახელმწიფო მინისტრის მოადგილე კონფლიქტების მოგვარების დარგში, როგორ მოახერხეთ ეს?- საერთოდ, ბევრ თანამდებობაზე მეუბნებოდნენ, შენნაირი კადრი გვინდაო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, მერე მეტყოდნენ, რა ვქნათ, შენ რომ თანამდებობაზე მიგიღოთ, ცოლი არ შეგვიშვებს სახლშიო. რაც შეეხება მინისტრის მოადგილეობას, სრულიად შემთხვევით მოხდა. ერთ დღეს მოულოდნელად წავედი ტელევიზიიდან და ეთნიკური უმცირესობის კუთხით არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოვაყალიბე. ჩავედი სამცხე-ჯავახეთში, პანკისში, თან ტელევიზია დამყვებოდა. ერთ დღესაც დამირეკა შევარდნაძემ და მითხრა, ამოდი ჩემთანო. - ოოო, შევარდნაძე რომ დარეკავდა, ან ძალიან კარგი იყო, ან ძალიან ცუდი! ასე ახსოვს ხალხს.- ჩემს შემთხვევაში კარგი გამოდგა. პრეზიდენტმა მიყურა, მისმინა და მითხრა, ისეთი სახე გაქვთ, კონფლიქტების მოსაგვარებლად ივარგებთო და მინისტრის მოადგილედ დამნიშნა. ოღონდ დაამატა, ფული არ იშოვო თანამდებობითო. - მერე შეასრულეთ?- დიახ, იმდენად იდიოტი ვარ, შევასრულე. - კოკოითის თუ შეხვდით?- დიახ. - დაუბანელი იყო?- არა, არ იყო დაუბანელი და სხვათა შორის, პირველად პატიმრები მაშინ გამოუშვა. 2001 წელს, მახსოვს, მე ფაქტობრივად მარტო გადავედი ცხინვალში და კოკოითის შევხვდი, იქ იყვნენ ძმები თედეევები და ერთმა თქვა, ხომ არ დავიტოვოთ, კარგი გოგო ჩანსო. 31 წლის ვიყავი მაშინ. - ანუ, 2001-ში 31 წლის იყავით?- დიახ, 31 წლის. - დიდი მადლობა! ახლა კი უკვე ყველა გაიგებს თქვენს ასაკს... ”კვირის პალიტრა” ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 პარლამენტში ჯოზეფ ბაიდენის დასახვედრად ემზადებიანhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 LoMi ფლუდისთვის სხვა ტემები არსებობს, ამ ოფტოპიკებს წავშლი ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
LoMi Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 ოკ ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted July 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 22, 2009 22.07.2009 23:09 : Сергей Лавров на саммите Ассоциации стран Юго-восточной Азии по безопасности сделал заявление по Грузии "Россия надеется, что многие страны понимают, чем оборачиваются поставки вооружений Грузии. В частности, тому пример, - сказал Лавров, - начало агрессии против Южной Осетии в августе 2008-го года. Надеюсь, многие уже сделали выводы, - отметил глава МИДа. – По крайней мере, по имеющимся у меня сведениям, ряд стран прервал свое сотрудничество с Грузией", - это была цитата. И Лавров подтвердил факт лишения грузинской стороной аккредитации двух российских дипломатов, которые работают в секции российских интересов при посольстве Швейцарии в Тбилиси. Как рассказал Лавров, это было несколько месяцев назад. "Грузинская сторона сообщила, что лишает аккредитации двух наших сотрудников. Мы сделали то же самое. Сами же грузины просили нас не предавать это огласке, но сами это сделали, и я затрудняюсь ответить, почему", - сказал глава российской дипломатии. http://www.echo.msk.ru/news/607476-echo.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 თბილისი.24.07.09."ჯი-ეიჩ-ენი". "გუშინდელი ვიზიტი ისტორიული იყო, იმის გამო, რომ გუშინ როგორც არასდროს, მძაფრად და ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა დემოკრატიული სამყაროს პოლიტიკა საქართველოს თავისუფლების, ტერიტორიული მთლიანობისა და მომავლის მიმართ", _ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უმრავლესობასთან შერხვედრაზე აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტის კომენტირებისას. სააკაშვილი განცხადებით, ამ ვიზიტით, დადასტურდა ის, რომ ყველაფერი რასაც ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში საქართველოს მტერი ქართულ პოლიტიკურ კლასში ნერგავდა სინამდვილეს არ შეესაბამება. "ყველაფერი ის, რასაც ჩვენი ქვეყნის დამპყრობელი და საქართველოს მტერი ბოლო წლებისა და განსაკუთრებით ომის შემდეგ ბოლო თვეების განმავლობაში ნერგავდა საქართველოს გარშემო და შიგნით, ცდილობდა ჩაენერგა ქართულ პოლტიკურ კლასში, ტყუილი, რომ _ საქართველო იზოლირებულია, რომ მას პატივს არავინ სცემს, რომ საქართველოს მომავალი არ აქვს, რომ დემოკრატიასა და თავისუფლებას აქ მომავალი არ აქვს და მთავრობა სასწრაფოდ გამოსაცვლელია, იმიტომ რომ სხვანაირად ჩვენ არავინ დაგველაპარაკება და სხვანაირად ჩვენც აღარავის აღარ ვჭირდებით _ ყველაფერი ამაზე გუშინდელის შემდეგ ლაპარაკი სასაცილოდ გამოიყურება", _ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted July 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ოფიციალური ბაქო: სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში რუსეთიდან შესვლა დაუშვებელია1news.az ბელორუსის ჟესტი აზერბაიჯანმაც გაიმეორა და მოუწოდა თავის მოქალაქეებს, იმ შემთხვევაში, თუ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩასვლა სურთ, ეს არა რუსეთის, არამედ საქართველოს ტერიტორიის გავლით გააკეთონ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ელჰან პოლუხოვის განცხადებით, თუ აზერბაიჯანის მოქალაქე სამხრეთ ოსეთში ან აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან შევა, ეს ქართული კანონმდებლობის დარღვევა იქნება. პოლუხოვის თქმით, აზერბაიჯანი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მხარს უჭერს თბილისის ძალისხმევას, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვისკენაა მიმართული. ‘’აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო–გამშვები პუნქტებიდან უნდა შევიდნენ. თუ მათ არ აქვთ ქართული მხარის შესაბამისი თანხმობა, მათ არ შეუძლიათ ამ რეგიონებში რუსეთის ტერიტორიიდან შესვლა’’–განაცხადა აზერბაიჯანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, რომ იგივე შინაარსის განცხადება ბელორუსის პრეზიდენტმაც გააკეთა. ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გადაადგილება შეზღუდულია. ამ რეგიონებში ჩასვლა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიებიდან ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 24, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2009 http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104729.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ჯონ ბაიერლი - აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, მძიმე ტექნიკის მიწოდების გარდა, ყველა სფეროში გაგრძელდებაhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ჯოზეფ ბაიდენი რუსეთის მხრიდან დათმობებისთვის მზადყოფნას პროგნოზირებსhttp://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ინგუშეთში მილიციასა და “ბოევიკებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს 25 / 07, 2009 11:47 ინგუშეთის დატიშ სუნჯენის რაიონში მილიციასა და “ბოევიკებს" შორის შეტაკებები მიმდინარეობს.ადგილობრივი მილიციის ინფორმაციით, შეტაკება გამთენიისას, ინგუშეთის მთიან რაიონში დაიწყო.ძალოვანებმა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფი აღმოაჩინეს, რომლებამც ცეცხლი გაუხსნეს და თავის დაღწევა სცადეს. წინასწარი მონაცემებით, სამი ძალოვანი დაჭირილია.რუსული სახელმწიფო საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ადგილი, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, შემოსაზღვრულია. რაიონში შეყვანილია საბრძოლო ტექნიკა და შინაგანი ჯარის დამატებითი ნაწილები.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted July 25, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted July 25, 2009 ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2009 ტალიავინის კომიისიის მიერ დადებული დასკვნა არც ერთ მხარეს თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირების შესაძლებლობას არ მისცემს ~გუშინ საქართველოში ევროკავშირის აგვისტოს კონფლიქტის ფაქტების დამდგენი მისიის ხელმძღვანელ ჰაიდი ტალიავინის მოადგილემ, უვე შრამმა ქართველი ჟურნალისტებისთვის პრესკონფერენცია გამართა. გრამმა დასკვნის დადების ორი თვით გადადედბის მიზეზებსა და პრესაში დაბეჭდილ სტატიებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მისია ყველაფერს აკეთებს, რათა არც ერთ მხარეს დასკვნის სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება არ მისცეს. შეხვედრა, რომელიც 40 წუთს გაგრძელდა, კამერებისა და ფოტოკორესპონდენტებისთვის დახურული იყო, მაგრამ ტალიავინის მოადგილემ ჟურნალისტების მიერ დასმულ ყველა შეკითხვას გასცა პასუხი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით ტალიავინის კომისია ამტკიცებს, რომ წინასწარი განწყობები და შეფასებები არ გააჩნიათ.“ტალიავინის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისიის მიერ დადებული დასკვნა არც ერთ მხარეს არ მისცემს მანიპულირების შესაძლებლობას. შრამმა გაიმეორა მისიის დასკვნის გადადებასთან დაკავშირებული ვერსია, რომელზეც მანამდე თავად ჰაიდი ტალიავინმა ისაუბრა. შრამის განცხადებით, მისიამ მხარეებისგან დამატებით და ცოტა დაგვიანებით დიდი მოცულობის ინფორმაცია მიიღო, მოკლე დროში კი შეუძლებელი იყო მათი დამუშავება, რის გამოც ევროკავშირის მინისტრთა საბჭოსთვის დასკვნის წარდგენა სექტემბრის ბოლოსთვის გადაიდო. თუმცა, შრამმა ისიც აღნიშნა, რომ შეკითხვებზე პასუხის დაგვიანება ობიექტური მიზეზებით მოხდა, რდაგან ყველა მათ მიერ გაგზავნილ შეკითხვაზე ხელისუფლებებპ პასუხის გასაცემად დრო და გააზრება სჭირდებოდათ. შრამმა ასევე ისაუბრა მისიის შემდაგენლობასა და იმ ჯგუფებზე, რომლებიც დასკვნის მიღებაში აქტიურად მონაწილეობენ. მისი თქმით, კომისიაში სამი ჯგუფი მუშაობს - სამხედრო პირები, იურისტები, ისტორიკოსები, კერძოდ, რუსეთისა და კავკასიის საკითხების ექსპერტები”, - აღნიშნავს გამოცემა.“შრამის თქმით, მისიაში თანამშრომლობის ატმოსფერო სუფევს და წინასწარ რომელიმე მხარის სასარგებლო განწყობა არ არსებობს. მანვე აღნიშნა, რომ მისია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა დასკვნა სამართლიანი, მიუკერძოებელი და რბიექტური იყოს, რომ მერე არც ერთ მხარეს სხვადასხვა ინტერპრეტაციის საშუალება არ მიეცეს, თუმცა, რამდენად მოხერხდება ეს, ამას უკვე დასკვნის დადების შემდეგ გაიგებს საზოგადოება. იგი შეეხო აგრეთვე გაზეთ”შპიგელში” გამოქვეყნებულ სტატიას, სადაც საუბარი იყო, რომ კომისიას დასკვნა უკვე ჰქონდა და წინასწარ იყო ყველაფერი გადაწყვეტილი. “შპიგელი” ანონიმურ წყაროზე დაყრდნოყით წერდა, თითქოს ომი ქართულმა მხარემ დაიწყო. შრამის განცხადებით, ის რაც “შპიგელში”ეწერა სრული აბსურდია, რადგან კომისიას არანაირი წინასწარი დასკვნა და განწყობები არ აქვს. შრამის განმარტებით, ნებისმიერი დასკვნა, რომელსაც კომისია დადებს, იქნება ოფიციალური და გაკეთდება კომისიის საბოლოო მუშაობის შედეგად”, - დასძენს გამოცემა.“უვე შრამი შეეხო აგრეთვე პრესაში გამოქვეყნებულ იმ სტატიებს, სადაც კომისიის პოლიტიკურ შეხებულებებსა ლა ინტერესებზე დაიწერა. მისი მტკიცებით, ყველა ამ სტატიის შინაარსი ობიექტურად არ ასახავს რეალობას. შრამის თქმითნ თუკი პოლიტიკურ ინტერსებში პრესა იმას გულისხმობს, რომ კომისია ფაქტებს სწავლოსბ, ეს აუცილებელია, რადგან სხვანაირად დასკვნა ობიექტური და ზესტი ვერ იქნება, სხვა პოლიტიკური ინტერესები კი, მისი მტკიცებით, კომისიას არ გააჩნია. შრამმ ასევე ხაზი გაუსვა კონფლიქტწი მონაწილე მხარეების მაღალი ხარისხის თანამშრომლობის ფაქტს და განაცხადა, რომ კომისია ასეთი ტიპის თანამშრომლობას არ ელოდა. მისივე თქმით, გარდა კონფლიქტში მონაწილე 4 მხარისა,კომისია ინფორმაციებს მასმედიიდან, მოქალაქეებიდან, არასამთარობო ორგანიზაციებიდანაც იღებს და ყველაფერს აჯამებს. მისივე თქმით, კომისიისთვის ყველა კარი ღია იყო, რათა მათ ინფორმაციის მიღება არ გასჭირვებოდათ, როგორც საქართველოში, ასევე რუსეთა და კონფლიქტის ზონებში”, - წერს სტატიის ავტორი.“შრამმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნას არანაირი სამართლებრივი ძალა არ ექნება და რომ ის მხოლოდ ფაქტებს მოიცავს. მანვე განაცხადა, რომ კომისია მაქსიმალურად შეეცდება ისეთი დასკვნა დადოს, სადაც კონფლიქტში მონაწილე მხარეებს არ ექნებათ შესაძლებლობა თავის სასარგებლოდ გაუწიონ დასკვნის ტექსტს ინტერპრეტირება. გრამის განცხადებით, კომისია არა მხოლოდ უშუალოდ აგვისტოს მოვლენებას სწავლობს, არამედ იმ მოვლენებსაც, რომელიც ომის დაწყებას წინ უძღოდა. მისი თქმით, ფაქტობრივად მიდის მთელი ისტორიისთვის თვალის გადავლება, მაგრამ განსაკუთრებული ინტერესით მისია უახლეს ისტორიას სწავლობს და სწორედ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დაიდება საბოლოო დასკვნა”, - დასძენს სტატიის ავტორი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/104861.html ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts