Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები, მხოლოდ info და სტატიები


Recommended Posts

licemer

 

 

არ მენახა ეს თემა და მიტომ დავწერე ზემოთ რაც დავწერე.თუ აპინავთ კიდევაც კარგი იქნებოდა.

 

 

კარგია ლიც. :D მეტს აღარ დავპოსტავ ამ თემაში და შეგიძლიათ ესაც წაშალოთ.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 619
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

licemer

არ მენახა ეს თემა და მიტომ დავწერე ზემოთ რაც დავწერე.თუ აპინავთ კიდევაც კარგი იქნებოდა.

კარგია ლიც. :( მეტს აღარ დავპოსტავ ამ თემაში და შეგიძლიათ ესაც წაშალოთ.

მეც ვფიქრობ რომ უპრიანი იქნება, დიტო

 

 

 

ლევან ყუბანეიშვილს ზაზა შენგელია შეცვლის?

2009 წლის 15 07, ოთხშაბათი - 20:43

 

”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ერთ-ერთი ჟურნალისტის ცნობით, ლევან ყუბანეიშვილს გადადგომაზე განცხადება უკვე დააწერინეს, ეს არ ყოფილა ნებაყოფლობითი ბანიჯი და მიუხედავად იმისა რომ ტელევიზიის თანამშრომლები ამას ელოდნენ, თავად ყუბანეიშვილისთვის მოულოდნელი იყო. ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია თუ სად გადაიყვანენ ყუბანეიშვილს, თუმცა იმას აცხადებენ, რომ ”ხელისუფლება არ აპირებს მის ”უპატრონოდ” დატოვებას” ჟურნალისტის ცნობით, ყველასთვის მოულოდნელად გავრცელდა ”სარწმუნო ინფორმაცია” რომ ყუბანეიშვილს ზაზა შენგელია შეცვლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი აცხადებს რომ ტელევიზიაში ხუმრობენ მგონი თვითონაც აღარ ახსოვს მერამდენედ უნდა მოვიდეს ამ არხის ხელმძღვანელადო” შევარდნაძის ეპოქაში, იგი ამ თანამდებობიდან თავისი ინიციატივით იმ მოტივით გადადგა, რომ ინფორმაციის ობიექტურობა იზღუდებოდა და ის კრიტიკაც, რომლითაც ექს-პრეზიდენტი გამოვიდა, მისთვის მიუღებელი იყო. არსებული ინფორმაციით, შენგელიას შესაძლო გადირექტორებამ, დადებითი რეაქცია გამოიწვია, თუმცა ამ ინფორმაციის გადამოწმება თავად შენგელიასთან ვერ ხერხდება, მას მობილური ტელეფონი გამორთული აქვს და სახლშიც ”არ იციან” ამჟამად სად არის.

http://fact.ge/news.aspx

 

 

 

მდაას! მოკლედ, მივდივართ უკან მომავლისაკენ :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

К стихийному движению регионалистов и порабощенных народов присоединились казаки. Как пишет “Независимая газета”, казачьи организации юга России заявили о необходимости создания особых крупных регионов. Донские казаки во главе с атаманом Всевеликого Войска Донского Николаем Козицыным подняли вопрос о воссоздании Донской области, в которую некогда помимо Ростовской области входили районы Воронежской и Волгоградской областей, а также некоторые украинские земли. О нужности воссоздания на Северном Кавказе Терской области в ее дореволюционном формате заявил и атаман Терского Казачьего Войска Михаил Инкавцов.

 

Совет атаманов, на котором была поддержана идея воссоздания области Войска Донского, состоялся в ростовской станице Богаевской. Казаки заявили, что разделение существовавшего до 1920 года региона было насильственным.

 

“Передел территории осуществлялся преступным путем, в результате которого было нарушено этническое единство донских казаков, а ее территория расчленена, в том числе и в пользу Украины”, – сообщил “Независимой газете” Николай Козицын. По словам атамана, вопрос о воссоздании Донской области обсуждается 16 лет. В Москву было отправлено немало обращений, но все безрезультатно. Сегодня казаки снова готовят открытое письмо, которое будет отправлено т.н. “президенту” Медведеву (Менделю), главарю оккупационного правительства Путину и в имперскую “госдуму”. Также ведется подготовка к референдуму по вопросу объединения. “Казаков игнорируют. Нас не хотят видеть на земле наших дедов, идет процесс, начавшийся еще в дни революционного переворота, – тихий геноцид. Посмотрите на республики Северного Кавказа, в них почти не осталось казаков. Это не может не сказаться на интересах национальной безопасности”, – утверждает Козицын...

http://rosii.net/?p=558&lang=ru

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რუსეთში ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი ნატალია ესტემიროვა მოკლეს

 

რუსეთში ადამიანის უფლებათა ცნობილი დამცველი, ცენტრ „მემორიალის“ თანამშრომელი ნატალია ესტემიროვა მოკლეს.

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთის პროკურატურის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელს, ალექსანდრე ბასტრიკინს მკვლელობის საქმის გამოსაძიებლად ყველა ღონისძიების გატარება დაავალა.

ესტემიროვა ადამიანების გატაცებების შესახებ ფაქტებს აგროვებდა, მის ინფორმაციებს ხშირად ეყრდნობოდნენ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები.

55 წლის უფლებადამცველი, ქალაქ გროზნოს მცხოვრები ნატალია ესტემიროვა გროზნოდიან ოთხშაბათს გაიტაცეს. მისი ცხედარი კი, იმავე დღეს ინგუშეთში, ფედერალური საავატომობილი ტრასა „კავკაზსთან~ ახლოს, ნაზრანის რაიონის სოფელ ღაზი-იურტთან იპოვეს.

ორგანიზცია Human Rights Watch-ის ექსპერტი ტატიანა ლოკოშინა თვითმხილველებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ესტემიროვა გროზნოში ორმა უცნობმა პირმა ძალდატანებით ვაზ-2107 თეთრ მანქანაში ჩატენეს. მან მოასწრო დაეყვირა, რომ იტაცებდნენ.

ლოკოშინას განმარტებით, უკანასკნელ წლებში ესტემიროვა ძალიან სახიფათო საქმეებს იკვლევდა.

რუსეთის პროკურატურის მონაცემებით, გარდაცვლილის ცხედარზე აღმოჩენილია ცეცხლსასროლი იარაღის კვალი თავსა და გულის არეში.

მკვლელობას აშშ და დასავლეთი მყისიერად გამოეხმაურა. „საფრანგეთი შეძრულია ესტემიროვას მკვლელობით“,_ განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბერნარ კუშნერმა.

2006 წელს საფრანგეთმა ორგანიზაცია „მემორიალს~ ადამიანის დაცვის საქმეში პრემია გადასცა. საფრანგეთის ელჩი ფრანსუა ზიმერი 23 ივნისს გროზნოში ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს შეხვდა, რომელთა შორის ესტემიროვაც იყო.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საპარლამენტო ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანიას პოლიტიკურმა პარტიამ ძირითადი საპროგრამო მიმართულებები გამოაქვეყნა

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103856.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის მხარდამჭერებს მოუწოდა, 22 ივლისს, 19.00 საათზე თავისუფლების მოედანზე შეიკრიბონ

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის მესამედ მოსმენისას პარლამენტის შენობასთან პიკეტირება იგეგმება

 

 

 

„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტის მესამედ მოსმენისას ახალგაზრდული მოძრაობის წევრები პარლამენტის შენობასთან პიკეტირებას მოაწყობენ.

ამის შესახებ, პარლამენტთან, საინფორმაციო მიტინგზე, „9 აპრილის“ ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა ჯაბა ჯიშკარიანმა განაცხადა.

„ყველაზე დიდი პრესინგი პალიკო კუბლაშვილის მიმართ იქნება. ჩვენ დავანახებთ პარლამენტს, რომ ასეთი ადამიანები ვერ იპარპაშებენ“, - განაცხადა ჯაბა ჯიშკარიანმა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოსკოვში დღეს სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება

 

მოსკოვში დღეს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების – სერჟ სარგსიანისა და ილჰამ ალიევის შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ `რია ნოვოსტი~ იუწყება.

”სერჟ სარგსიანი და ილჰამ ალიევი შეხვედრაზე მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საკითხს განიხილავენ. 18 ივლისისთვის კი დიმიტრი მედვედევის, სარგსიანისა და ალიევის სამმხრივი შეხვედრა დაიგეგმება~, - განაცხადეს კრემლში.

რუსეთს პრეზიდენტის თანაშემწის სერგეი პრიხოდკოს განცხადებით, სამმხრივ შეხვედრაზე, რომელიც კრემლში გაიმართება, მთიანი ყარაბაღის დარეგულირების საბაზისო პრინციპები იქნება წარდგენილი. მისი თქმით, მოლაპარაკებების შემდეგ დოკუმენტის ხელმოწერა არ იგეგმება.

სარგსიანისა და ალიევის წინა შეხვედრა სანკტ-პეტერბურგში 4 ივნისს გაიმართა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

მდაას!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტმა მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონპროექტის განხილვის გადადებაზე უარი თქვა

 

 

 

 

ფრაქცია “ქრისტიან-დემოკრატებმა” მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ არსებული კანონპროექტის გადადება პროცედურული წუნის საფუძვლით მოითხოვა.

“ქრისტიან-დემოკრატმა” ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით განიხილება, თუმცა ბიუროს ამის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

ვეფხვაძეს მაშინვე უპასუხეს უმრავლესობის წევრებმა და აღნიშნეს, რომ კანონპროექტი დაჩქარებული წესით არ განიხილება და ყველა პროცედურა არის დაცული.

ამის შემდეგ ლევან ვეფხავაძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მოულოდნელად გამართვა დაასახელა მიზეზად, სადაც მანიფესტაციებისა და შეკრებების შესახებ კანონპროექტთან დაკავშრებით პაკეტი მესამე მოსმენით განიხილეს; არგუმენტი კი, რეგლამენტითაც გაამყარა და დეპუტატებს რეგლამენტიდან კომიტეტის სხდომის დანიშვნის წესი წაუკითხა.

კერძოდ, დეპუტატებს კომიტეტის დანიშვნის თაობაზე უნდა ეცნობოთ ორი დღით ადრე, აგრეთვე, ორი დღით ადრე უნდა გამოქვეყნდეს ინფორმაცია ვებგვერდზე. “ეს პროცედურა არ იყო დაცული”, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გიორგი ახვლედიანმა კი, განხილვის გადადების ერთ-ერთ საფუძვლად კანონპროექტში დამატებული ახალი თავი დაასახელა, რომლის თანახმადაც კანონპროექტს ემატება, რომ ადმინისტრაციული სასჯელის გასაჩივრება შესაძლებელი ხდება.

ახვლედიანის თქმით, მათი სურვილია, ეს საკითხი კარგად იყოს განხილული არასამთავრობო ორგანიზაციებთან, წარმოდგენილი იყოს შენიშვნები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდეს მიღება.

მანვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში გადაწყვეტილებები ერთი ადამიანის მიერ მიიღება და უკეთესი იქნება, თუ ამ ერთ ადამიანს დაელოდებიან პარლამენტში – ორშაბათს პრეზიდენტს, მოისმენენ მის აზრსაც და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა.

ოპოზიციის არგუმენტებისა და საპარლამენტო უმრავლესობის პასუხების შემდეგ დავით ბაქრაძემ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონპროექტის გადადების საკითხი კენჭისყრაზე დამდგარიყო.

კენჭისყრაზე დადგომის შემდეგ კი საკითხის გადადებას მხოლოს დარბაზში მყოფმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი, რომლებიც უმცირესობაში იყვნენ. შესაბამისად, პარლამენტის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებული პაკეტის განხილვა და მიღება დღევანდელ რიგგარეშე სახდომაზე მოხდება.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ირაკლი ალასანია - “პარტია შედგა, ვიწყებთ პოლიტიკურ ბრძოლას”

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103955.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტში კენჭისყრის პროცესი 18:00 დაიწყება

2009 წლის 17 07, პარასკევი - 14:26

 

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა რამდენიმე კანონ-პროექტი, მათ შორის მანიფეატაციისა და პოლიციის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებებიც, რომლითაც საპროტესტო აქციების გამართვის წესები მკაცრდება და იზღუდება, ასევე კანონდება პოლიციის მხრიდან ნახევრად ლეტალური FN 303-ის გამოყენებაც, ამ ცვლილებებს საპარლამენტო ოპზოცია დღესაც მკვეთრად უპირისპირტება და მოითხოვს ცვლილებებიუკნა იქნეს გაწვეული, თუმცა საპარლამენტო სხდომებზე უმრავლესობისა და უმცირესობის დებატები კარიკატურულ სტილში მიმდინარეობს და ძირითადად მახვისიტყვიერებასა და მოსწრებულ სიტყვა-პასუხით არის შემოსაზღვრული, უმრაველსობა არც აპირებს კენჭისყრის გადადებას, თუმცა საპარლამენტო უმცირესობას აზრის გამოთქმაში არ ზღუდავს. კენჭისყრის პროცედურა 18:00 საათზე დაიწყება, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობა მონაწილეობის მირებას არ აპირებს, კენჭ ეყრება ასევე ცვლილებათა პაკეტს სასამართლოს შესახებ, რომლითაც თბილისში ნაფიც მსაჯულთ ინსტიტუტი დაინერგება და ეჭმიტანილი განთავისუფლდება სასამართლო პროცესამდე, ჩვენების მიცემის ვაალდებულებისგან

http://fact.ge/news.aspx

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აღმოსავლეთ ევროპის 23 ლიდერი ობამასგან რუსეთის მიმართ პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვს

 

“საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ აღმოსავლეთი ევროპა შეაშფოთა. ლიდერებმა, რომლებიც თავის დროზე ევროპის ამ ნაწილის გათავისუფლებისა და ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სათავეებთან იდგნენ, აშშ-ის ადმინისტრაციას საგანგებო მიმართვა გაუგზავნეს. ვრცელ წერილში, რომელიც პოლონურმა “გაზეტა ვიბორჩამ” გამოაქვეყნა, ავტორები ვაშინგტონისგან მათი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას, ნატო-ს გაძლიერებასა და რუსეთის მიმართ მკაცრი პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ”, - წერს გაზეთ “24 საათი” სტატიაში სათაურით გაფრთხილება და რეკომენდაციები აღმოსავლეთ ევროპიდან.

“მიმართვას 23 მოქმედი თუ ყოფილი ლიდერი აწერს ხელს. მათ შორის პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტები ლეხ ვალენსა და ალეკსანდრ კვასნევსკი, ესტონეთის ყოფილი პრემიერი მარტ ლაარი, ლიტვის, ლატვიის, სლოვაკეთის და რუმინეთის ყოფილი პრეზიდენტები - ვალდას ადამკუსი, ვაირა ვიკე-ფრაიბერგა, მიხაილ კოვაჩი და ემილ კონსტანტინესკუ, ასევე ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი. “შთაბეჭდილება რჩება, რომ ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოების შემდეგ ამერიკის ადმინისტრაციამ რეგიონის პრობლემები მოგვარებულად მიიჩნია და სხვა, უფრო გადაუდებელ საკითხებს ანიჭებს უპირატესობას” - აღნიშნავენ მიმართვის ავტორები, რომლებსაც ამგვარი მიდგომა ნაადრევად მიაჩნიათ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საგარეო-პოლიტიკური ჰორიზონტი კვლავ მოიღრუბლა. ისევე, როგორც თქვენ, ჩვენც მოუთმენლად ველით ევროკავშირის კომისიის დასკვნას რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შესახებ. თუმცა რეგიონში ამ ომის პოლიტიკური გავლენა უკვე იგრძნობა. ბევრი ქვეყანა სულის სიღრმემდე შეძრა იმან, რომ ჩრდილოეთატლანტიკური ალიანსი განზე გადგა, როდესაც რუსეთმა ჰელსინკის შეთანხმების, პარიზის ქარტიის ძირეული პრინციპები და იმ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაარღვია, რომელიც ნატო-ს “პარტნიორობა მშვიდობისთვის” და ევროატლანტიკური პარტიორობის საბჭოს წევრია” - ნათქვამია მიმართვაში. ავტორები აღნიშნავენ, რომ ახალი წევრების ძალისხმევისა და მნიშვნელოვანი წვლილის მიუხედავად, “დღეს ნატო უფრო სუსტად გამოიყურება, ვიდრე ჩვენი გაწევრების დროს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ღიად რჩება საკითხი, როგორ უნდა მოვექცეთ რუსეთს. ჩვენი იმედი, რომ ნატო-სა და ევროკავშირში ჩვენი გაწევრების შემდეგ მოსკოვი ჩვენს სუვერენიტეტს საბოლოოდ აღიარებდა, არ გამართლდა” - აღნიშნავენ ევროპელი პოლიტიკოსები და დასძენენ, რომ ამის ნაცვლად, რუსეთი მე-19 საუკუნის პოლიტიკის გატარებას ცდილობს - კერძოდ, “რუსეთი ამტკიცებს, რომ პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება და უფლება აქვს, ჩაერიოს გადაწყვეტილებების მიღებაში ჩვენი უსაფრთხოების თაობაზე. იყენებს ეკონომიკური ომის აშკარა და ფარულ ინსტრუმენტებს - დაწყებული ენერგეტიკული ბლოკადიდან და პოლიტიკურად მოტივირებული ინვესტიციებიდან, მასმედიის მოსყიდვისა და მანიპულაციის ჩათვლით - რათა საკუთარი ინტერესები გაატაროს და ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ტრანსატლანტიკური ორიენტაცია ეჭვქვეშ დააყენოს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“აღმოსავლეთევროპელი პოლიტიკოსები აშშ-ის ადმინისტრაციას რამდენიმე რეკომენდაციით მიმართავენ. კერძოდ, შეერთებულმა შტატებმა კვლავ უნდა დაადასტუროს თავისი სერიოზული როლი ევროპაში, ხოლო ევროპამ უფრო მეტი მზადყოფნა გამოავლინოს აშშ-სთან თანამშრომლობისთვის. ავტორები აუცილებლად მიიჩნევენ ნატო-ს აღორძინებას, როგორც ევროპის უსაფრთხოების ერთადერთი გარანტისა. “შეცდომა იყო ის, რომ ნატო-ს გაფართოებისას ახალი წევრების თავდაცვის გეგმები არ შემუშავებულა”. ავტორები ნატო-ს მოუწოდებენ, შეიმუშაოს წინასწარი გეგმები, ასევე განალაგოს ჯარები, შეიარაღება და საჭირო მარაგები, რაც ახალი წევრების აგრესიისგან დაცვას დასჭირდება. გარდა ამისა, რუსეთთან დიალოგისას ნატო შეთანხმებული პოზიციით უნდა გამოდიოდეს და მოსკოვის მიმართ მკაცრი პოზიცია დაიკავოს. აშშ-მა ასევე არ უნდა თქვას უარი აღმოსავლეთ ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განლაგებაზე, რადგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაშინგტონისადმი ნდობა შეირყევა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/103955.html

 

 

საღოლ!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება


×
×
  • შექმენი...