Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

Jonathan Livingston

lasha1997

უკაცრავად და.... თქვენ მხოლოდ ამ ლტოლვილებზე ფიქრობთ?

და იმის არ გეშინიათ რომ მალე თქვენც ლტოლვილები შეიძლება გახდეთ ასეთი გულღიაობისთვის?

 

გადავირიე...

 

 

რას გიშვებათ ხალხნო მართლა ეს კაცი...

 

სამშობლოს სიყვარულზე, მის ინტერესებზე, მომავალ თაობებზე ზრუნვაზე, ამდენი წინაპრისა თუ ჩვენი თანამედროვის დაკარგულ ოცნებაზე... ამაზე ფიქრეი უკვე "ჟაან გოიმურია?"

და თქვენ....

აღარ მინდა რა...

გადავალ დაუკრეფავში და ისეთ რაღაცეებს გავაკეთებ რასაც ზოგადად ვგმობ...

 

მე ერთ რამეს გეტყვით..

მე და თქვენ... ალბათ ერთი სამშობლო არ გვექნება...

ან ერთნი დავრჩებით, ან მეორენი... ან გავიყოფით...

ისე...

ამ ლტოლვილებზე მზრუნველებს...

მე პირადად გავუშვებდი პირველ რიგებში, ნაღიარებ აფხაზეთში დასაბრუნებლად...

და ვინც წავიდოდა... უკანა გზას გადავუკეტავდი...

და რომ გამოყრიდნენ... აქედან კიდევ მე დავუშენდი ცეცხლს...

ასეთი ადამიანები... ქვეყანას არ სჭირდება...

ტოველ შემტხვევაში იმ ქვეყანას რომელზეც მე ვოცნებობ...

 

 

პ.ს.

 

 

ისე... ნახევარზე მეტი ახლხნდელი აფხაზი, რომელიც ჩვნეზე გამწარებულია, ყოფილი ქართული გვარისაა... სულ რაღაც 25-50 წლის გადაკეთებული აქვთ... არაფერზე გაფიქრებთ?

 

დაგღალათ ხომ ბრძოლამ?

ამოვიდნენ არა ყელში ამდენი ლტოლვილები?

რუსი პუტანკები მოგინდათ არა ქვიშიან პლიაჟებზე?

 

საღოოოოოოლ საააააააააააღოოოოოოოოოოოოოოოოოოლ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

dire

 

 

რა გინდა ჩემგან და რაის ლტოლვილები? ანუ სად ვახსენე ლტოლვილები?:)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

"ციტატა(Jonathan Livingston @ 8th October 2009 - 08:48 AM)

მე იქიდან გამოყრილი ხალხის ბედი უფრო მაწუხებს, ვიდრე ზღრენის დუღილი და ისტორიული სამართლიანობა... ჩემთვის სამშობლო ჩემი მშობლიური ხალხია და არა ზღვის წყალი და ფიჭვები

 

 

სტა პრაცენტს ბაზრობ.

"

 

ეს შენ არ დაეთანხმე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს შენ არ დაეთანხმე?

 

 

მერე რა ვსთქვი არასწორად? რათ მინდა სამშობლო თუ ჩემი ხალხი არ იცხოვრებს იქ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და როგორ წარმოგიდგენია ასეთი სამშობლო?

 

 

არც არანაირად თუ ჩემი ხალხი არ იცხოვრებს იქ. :)

 

ერთი კითხვა.შენთვის სამშობლო,ტყეები,მდინარეები დამთებია თუ ................. :D

 

არ გაბრაზდე ოღონდ. :D

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

არ მინდა ცუდად გიპასუხო, ვფიქრობ რომ ურალოდ ვერ გამიგე (ვერ გაგვიგე) თუ რისი თქმა მინდოდა...

 

ვეცდები თანმიმდევრული ვიყო და შეძლებისდაგვარად გასაგებად გადმოვცე ჩემი აზრი.

 

გავიმეორებ, რომ ჩემთვის სამშობლო ჩემი ქართველი და ყველა არაქართველი ადამიანია, რომელიც აზროვნებს, ფიქრობს ქართულად და მოქმედებს შესაბამისად. ჩემთვის სამშობლო ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი ადამიანები არიან, რომლებიც იმავე ქართველების (არ დავიწყებ ჩამოთვლას) ნაძირლობის, სიმხდალის, ღალატის, ანგარებისა თუ სხვა უსინდისო ქმედებებისა გამო ლტოლვილებად იქცნენ. ჩემთვის სამშობლო ადამიანური სიყვარული და სათნოებაა, ადამიანური გრძნობებია, სიბრალულია, თანაგრძნობა და მეგობრობაა...

შენ მეუბნები ყელში ამოგივიდა ლტოლვილებიო.... მე კიდევ გეტყვი, რომ ჩემი ალალი დეიდები, მამიდები, ბიძები, დეიდაშვილები, მამიდაშვილები, ბიძაშვილები, მათი შვილები და მეუღლეები არიან დღეს ლტოლვილები, ზოგიერთი მათგანი უკვე ორგზის... მე თავად მაქვს ერთი სახლი ცხინვალში, მეორე მის რაიონში, ჩემს ყველაზე უახლოეს და ყველაზე საყვარელ მეგობარს ბიჭვინთაში, ხოლო მამამისი ბიჭვინთაში დაბრუნებაზე ოცნებას გადაჰყვა...

თუ შენთვის სამშობლო მხოლოდ მთები, მდინარეები, ზღვა და ტყეებია მაშინ დაგეთანხმები და ერთი სამშობლო ნამდვილად არ გვექნება, ჩემი წუხილი სულ სხვაა, შენი სხვა...

 

ბრძოლით დავიღალე?

გადაიკითხე ჩოხას თემა გამოფხიზლებაზე და რაც ჩოხამ პირდაპირი თუ გადატანითი მნიშვნელობით თქვა მე ყველაფერს პირდაპირ ვეთანხმები და თავს ვუკრავ...

 

ლტოლვილობის მეშინია?

დაე მეც გავხდე ლტოლვილი, მირჩევნია ყველანი ლტოლვილები გავხდეთ და ერთად შევიგნოთ სამშობლოს არსი და მნიშვნელობა, ერთად, ერთიანი ძალებით ვიბრძოლოთ მშობლიური მიწაწყლისთვის, ვიდრე არჩამოშლილ თბილისში ბედნიერად ვიცხოვრო და ჩემს გვერდით ჩემი სისხლი და ხორცი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობდეს და ამ აუსრულებელ ოცნებაში შიმშილში, ტალახში, დამცირებასა და ტყუილში იხრჩობოდეს...

 

 

რა იცით თქვენ რაა სამშობლო.... ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Jonathan Livingston

და შენ ადამიანი რომელიც თანახმაა ეს ლტოლვილები იქ გაუშვას სასაკლაოზე, თავის სამშობლოზე ამხელა ტერიტორიის თავისი მოქალაქეებიანად ჩამოჭრას ხელი მოაწეროს, მე მეუბნბეი რა იცით თქვენ სამშობლო რა არისო?

 

მიყვები იმას რომ უახლოვესიადამიანები გყავს ლტოლვილები და უშვებ მათ "სიბრალურით" და " სიყვარულით" სასაკლაოზე იქ, სადაც ისინი ჯერ პირველ რიგში მენგავის ზევით ვერ ავლენ, და მეორე რიგში უკანვე გამობრუნდებიან სუუულ ცოტა ხანში.

 

ბრძოლით დავიღალეო აღშფოთებული კითხულობ... და რაღაც თემის სათაური მოგყავს რაშიც ყველაფერს ეთანხმები... და ამ დროს... საკუთარი ქვეყნის მიწა წყლის ჩასაბარებლად ხარ გამზდებული...

 

რაღა უნდა გელაპარაკო...

 

ან რა მაქვს მე შენთან სალაპარაკო ან საერთო...

 

შენი გზით გაგიმარჯოს თქო მაგასაც არ გეტყვი... შენი გზის გამარჯვება ამ ქვეყნის დამარცხებაა...

 

უბრალოდ გამეშვი რა...

 

 

პ.ს.

 

ებრაელებმა... საუკუნოვანი დამცირებები იტანეს სანამ არ მიხვდნენ რომ უნდა ჰქონდეთ სახელმწიფო სადაც არათუ მხოლოდ იმიტომ იქნები ჩაგრული რომ ებრაელი ხარ. არამეტ ამაყი იქნები ამით. და აი ამ სახელმწიფოს შექმნისთვის მათ დასჭირდათ უამრავი სისხლის გაღება. ზუსტად ამიტომაც კბილებით იცავენ ბოლომდე...

ალბათ ჩვენ... ამ კომუნისტურ - დასავლური და####ვების დრომ მოგვწამლა... და ალბათ მართლა მეტის ღირსები ვართ... ალალი ჩვენზე სხვაზე მიერთებული სამარცხვინოდ ცხოვრება. გვარის გადაკეთება, სარწმუნოების შეცვლა...

ერი რომელიც ასე ამრტივად და ბედნიერად თანხმდება თავის გაჩაჩანაკებას... ყველაფერს იმსახურებს... ხოდა მიიღებს კიდეც... ან განადგურდება ან განიწმინდება სისხლით. სხვა გზა არ არსებობს... ხოდა ერთი ხოლოკოსტია მოსაწყობი ამ ქვეყანაში რა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

და შენ ადამიანი რომელიც თანახმაა ეს ლტოლვილები იქ გაუშვას სასაკლაოზე, თავის სამშობლოზე ამხელა ტერიტორიის თავისი მოქალაქეებიანად ჩამოჭრას ხელი მოაწეროს, მე მეუბნბეი რა იცით თქვენ სამშობლო რა არისო?

 

მიყვები იმას რომ უახლოვესიადამიანები გყავს ლტოლვილები და უშვებ მათ "სიბრალურით" და " სიყვარულით" სასაკლაოზე იქ, სადაც ისინი ჯერ პირველ რიგში მენგავის ზევით ვერ ავლენ, და მეორე რიგში უკანვე გამობრუნდებიან სუუულ ცოტა ხანში.

===============================================================

 

მაპატიე, მაგრამ სულ სხვა პლანეტაზე იმყოფები...

 

ან ამ შემთხვევაში ებრაელების მაგალითი როგორ მოგყავს, ეგ მე უნდა მეთქვა... :D

გავიარეთ, ალასანიაზე ვისაუბროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალასანია აფხაზეთის საკითხს არასდროს არ დათმობს, ეს ვიცი მე ნამდვილად და თუკი ვინმეს ამ საკითხში ოდნავ მაინც ამოქაჩვა შეუძლია სიტუაციის, ეს კაცია.

ზოგადად მე მისი იმედი მაქვს, როგორც სერიოზული, დაფიქრებული ადამიანის. ყველაფეს ვერ ვიწინასწარმეტყველებ და საქართველოსი კი არა, მეტნაკლებად ყველა ქვეყნის ბედია დამოკიდებული ზოგად სიტუაციებზე, მაგრამ რაც ნამდვილად ვიცი და მჯერა ისაა, რომ აფხაზეთის საკითხში ამ კაცში ეჭვის შეტანა არარსებობს.

თურქეთის გამოყენებაც და მთელი მსოფლიოს სწორად გამოყენებაც აუცილებელია, მაგრამ ამ ეტაპზე თურქეთი უფრო ოსტატურად და თამამად შეიძლება დაუპირისპირო რუსეთს ალბათ ვიდრე მაგალითად საფრანგეთი.

ერთიც ფაქტია, ალასანია წარმატებული დიპლომატი და წარმატებული სამხედრო მოსამსახურეა. ერთია ნათქვამი იდეა, მეორე შესრულების ოსტატობა.

სამწუხაროდ, ისეთ ჩიხში შეგვყარა სააკაშვილმა, რომ არც იდეები მოედინება უხვად და შესრულების ხელოვნება, მოთმინება, დაფიქრებულობა ქართველებს ისედაც ცოტა არ იყოს ნაკლები გვქონდა ყოველთვის.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...