Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

dire

თურქეთი ჯერჯერობით არ აპირებს აღიარებას .

ისინი კავკასიური თამაშისმონაწილე არის და მათი მონაწილეობა დიალოგში არანაერად არ იქნება ცუდი. მეტიც, რუსეტის სტრატეგიული ინტერესები ამ ქვეყანაზე გადის ,რომელიც არის ნატოს წევრი და აშშსგან დამოუკიდებელი თამაში კი უნდათ მათაც,მაგრამ ძია სემის როლი ძლიერია.ასე რომ არაფერი რენეგატული ალასანიას არ უთქვამს...ცოტა დრამატულად აფასებ მოვლენებს.

 

ალასანიაზე რაიმე ნეგატიურ ინფორმაციას ვინმე ფლობს ...გარდა იმისა ის ხან ცეერუს თანამშრომელია, ხან ფეესბესი. :)

 

ქართველი კაცია, დაღუპული გენერლის შვილი.საკმაოდ გამოცდილი და ჭკვიანი და თუ დააკვირდებით აქვს უნარი დაარწმუნოს ხალხი .

 

უკვე შეძლო ორი გავლენიანი პარტიის მხარდაჭერის მოპოვება. სუბარიც მოერიდა დამოუკიდებელ თამაშებს და მასთან ერთად გადაწყვიტა პოლიტიკის წარმოება.

ეს ქართველ პოლიტიკოსთაგან არავის ამ სახით არ მოუხერხებია და მცირე ავანსი რეალპოლიტიკისათვის აქვს , თუმცა კითხვები უნდა იყოს და ჩემო დირე ეჭვების ღიად თქმაც საჭიროა. იქნებ მე ვცდები ,როცა დადებით ფიგურად ვთვლი.

 

"ტისკში" უნდა გავატაროთ ნებისმიერი პოლიტიკოსი, სანამ ოლიმპზე ავა და ამ მხრივ მივესალმები ამ თემასაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 100
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოსთვის, მეზობელ ქვეყნებთან, განსაკუთრებით კი თურქეთთან ინტეგრაციის სტრატეგიული ამოცანა გამოიკვეთა.

სუვერენული ქვეყნის ოკუპაციამ აშკარა გახადა მიმართ რუსეთის პოლიტიკის მტაცებლური ბუნება, საერთაშორისო სამშვიდობო მექანიზმების უსუსურობა და რეგიონის ქვეყნებს სრული დაუცველობის განცდა გაუჩინა.

 

რუსეთის მიერ ორი მხარის დაგვაყენა ახალი რეალობის წინაშე, რომლსაც პირველ რიგში რეგიონის ქვეყნებმა საქართველოს მხარდაჭერით უნდა უპასუხონ.

საქართველო-თურქეთის სტრატეგიულ ურთიერთობებში აფხაზეთს განსაკუთრებულად მგრძნობიარე ადგილი ეკავა. აფხაზეთის სივრცეზე საქართველოს სუვერენიტეტის პატივისცემა იყო და რჩება თურქეთის საგარეო პოლიტიკურ პოზიციად.

საკუთარ ქვეყანაში მრავალრიცხოვანი აფხაზური და ქართული დიასპორების გამო, თურქეთს ბუნებრივი ინტერესი ჰქონდა და აქვს, არ შეწყვიტოს ურთიერთობები აფხაზებთან. მხარემ ეს ფაქტორი სათანადოდ ვერ გამოიყენა ქართულ-აფხაზური პირდაპირი დიალოგის ხელშესაწყობად. ამავე დროს, თურქეთის პოზიტიური გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსული გავლენის ზრდის ერთ-ერთი რეალური საპირწონეა.

სეპარატისტულ რეგიონებში ჩვენს ინტერესებთან ტრადიციულად თანმხვედრი პოზიცია საფუძველს გვაძლევს, გამოვიჩინოთ პოლიტიკური სითამამე და, ევროკავშირის პროექტების პარალელურად, თურქეთიც ჩავრთოთ აფხაზური საზოგადოების იზოლაციიდან გამოყვანაში.

საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის არაღიარების პოლიტიკის მტკიცე პოზიციით, საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით, თურქეთს უნდა მივცეთ აფხაზებთან ეტაპობრივი, მრავალმხრივი სავაჭრო ურთიერთობების დამყარების შესაძლებლობა. ამის განხორციელება კი მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გავლით და მასთან შეთანხმებით უნდა იყოს შესაძლებელი.

ასევე, სპეციალური სამმხრივი - ქართულ-აფხაზურ-თურქული მოლაპარაკების საგანი უნდა გახდეს საზღვაო მიმოსვლის პირობებზე შეთანხმება. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს მთავარი ამოცანის მიღწევაში: აფხაზებს, რუსეთის გარდა, ახალი საგარეო ალტერნატივა გაუჩინოს და, ამასთანავე, საფუძველი ჩაეყაროს ქართულ და აფხაზურ საზოგადოებებს შორის ადამიანური ურთიერთობების აღდგენას. მხოლოდ ურთიერთნდობის აღდგენით შეიძლება პოლიტიკური დარეგულირებისთვის აუცილებელი პირობების შექმნა.

თურქეთის მონაწილეობა ქართულ-აფხაზური ურთიერთობების აღდგენაში ჩვენი მხრიდან თანმიმდევრული, შეუქცევადი და რეალისტური სამშვიდობო სტრატეგიის ნაწილი უნდა გახდეს, რაც საფუძვლად დაედება ერთიან სახელმწიფოში თანაარსებობაზე გულწრფელი მოლაპარაკებების დაწყებას. დემოკრატიული, ეკონომიკურად ჯანსაღი, ევროპული უსაფრთხოების და კეთილდღეობისკენ მტკიცედ მიმავალი საქართველო ყველაზე მიმზიდველი არჩევანი გახდება ჩვენი ქვეყნის აფხაზი და ოსი მოსახლეობისთვის.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

თურქეთის რას აპირებს მე არ ვიცი. მე ის ვიცი რომ საგანგაშოა ამ თემის განხილვაც კი...

რაც შეეხება ალასანიას... მიშაზეც არანაირი ნეგატივი არ იყო. იმის გარდა რომ ყველამ ვიცოდით რომ ის აშშ-ს პოლიტიკის გამტარებელი იქნებოდა. მაშინ ვენდეთ. გვეგონა რომ აშშ-ეს კეთილი ბიძიაა რომელიც რსეთისგან გვიხსნიდა და ქვეყნის ჩამოყალიბებაში დაგვეხმარებოდა. მივიღეთ რა? სამში გრძელი.

რუსებმაც გაგვჟიმეს და ქვეყანაც მაწაკეთათ იქცა...

ასე რომ... მე მათი პოლიტიკის გამტარებელს აღარ ვენდობი. რაც რუსეთია ის აშშ. დიმპიტა და კარდუ. სხვაობა ნული... თითქმის :) დუგინის სტატიებს თუ არ ჩავთვლით :ravic:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მივიღეთ რა? სამში გრძელი.

რუსებმაც გაგვჟიმეს და ქვეყანაც მაწაკეთათ იქცა...

 

:)

 

რაც რუსეთია ის აშშ.

 

:yes2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

თურქეთი არსებობს ,არსებობს თურქეთში აფხაზების დიდი დიასპორა. ამას ვერ გავექცევით.მიშაზე არ იყო ნეგატივი? აბა მე მკითხე :) ამერიკის გამო არ ენდო ხალხი ისარგებლა დროით და მომენტით. უფ,რას ამბობ? ალასანიასა და მიშას შორის უდიდესი სხვაობაა მენტალიტეტში, აღზრდაში, ადამიანურ თვისებებში....შედარებაც კი უცნაურია.

აშშსაც ვერ გავექცევით,ისე როგორც რუსებს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

მიუხედავად გაოფების სურვილისა

ბურზო შტატგარეშე თანამშრომლად ავიყვანეთ და ცდილობს რაც შეუძლია :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 1 დამალული წევრი)

2 წევრი: Saturn, dire

 

რა საყვარლები ხართ :rolleyes:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

აღზრდა, მენტალობა და კაცური კაცობა იქ სადაც აშშ-რუსეთის ინტერესები იკვეთება?

ხოდა ჩემო კარგო... არსად გაქცევა არ გვინდა. გვინდა ის პოლიტიკა რომელიც შესძლებს ამ ქიშპობის გამოყენებას ქვეყნის ინტერესებისთვის. ხოდა აქ რომ რომელიმე მხარის წარმომადგენელი გიზის მმართველად... იქ საქართველოს ინტერესები გადაწეული იქნება იმ ქვეყნის ინტერესების სანაცვლოდ რომლის მმართველიც აქ გვიზის.

მაპატიეთ და არ გვეყო?

რამე დავიჭირეთ კაი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

 

ბურზო შტატგარეშე თანამშრომლად ავიყვანეთ და ცდილობს რაც შეუძლია :ravic:

 

იუდა ხარ :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურზო

Saturn

 

:rules: :rules:

 

მოდერატორები სად არიან? :) :ravic: :ravic:

 

გეუბნებოდით მე თქვენ... არ შეიძლება თქო და... და ვინ დამიჯერა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბურზო

ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 0 სტუმარი და 1 დამალული წევრი)

2 წევრი: Saturn, dire

დამალული შენ ხარ? :ravic:

 

ბურზო

Saturn

 

:rules: :rules:

წესების პროექტში ოფტოპიკები არანაირად არ ისჯება :)

დავდებთ მაგ წესებს ამ დღეებში.

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ალასანია არაა არავის ადეპტი. წინასწარ რატომ ვიიდეაფიქსებთ თავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოდერატორები სად არიან? 011.gif

 

აქ ვართ !

რაიმე პრობლემაა ? :)

 

დამალული შენ ხარ? 011.gif

 

დიახ ! :yes2:

 

უჩინრად ვესხმი თავს და ისეთ დღეში ვაგდებ ხალხს, ქვეშ იფსავენ !

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ალასანია არაა არავის ადეპტი. წინასწარ რატომ ვიიდეაფიქსებთ თავს?

მთლად დამოუკიდებლად რომ ვერ იმოქმედებენ პოლიტიკური ფიგურები საქართველოში, ეგ ხომ ცხადია? :)

 

ბურზო

უჩინრად ვესხმი თავს და ისეთ დღეში ვაგდებ ხალხს, ქვეშ იფსავენ !

უიჰ, საწყალი დირე :ravic:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...