Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ვინაა გატაცებული ამ უდიდესი ფრანგი მწერლით?

 

იზრდებოდა შეძლებულ ბურჟუაზიულ ოჯახში,ქალაქ ტურში.... თავდაპირველად მშობლები მას ნოტარიუსობისთვის/რწმუნებულის თანამდებობისთვის ამზადებდნენ... მაგრამ ბალზაკი ფილოსოფიამ გაიტაცა..1819 წელს გადაწყვეტს ხელი მოჰკიდოს ლიტერატურულ მოღვაწეობას და სახლდება პარიზში...

 

მისლექსად დაწერილ "კრომველს" და პირველ ორ რომანს მისთვის არავითარი წარმატება არ მოუტანია... 1829 წელს კი აქვეყნებს ისტორიულ რომანს "შუანები" და "ქორწინების ფსიქოლოგიას", ამჯერად უკვე წარმატებით...

 

აქედან მოყოლებული გამალებით მუშაობს და ოცი წლის განმავლობაში წერს 90-მდე რომანს,ნოველებს, 30 ზღაპარს,5პიესას, ამავე დროს თანამრომლობს გაზეთებსა და ჟურნალებში, ლიტერატურული სალონების მუდმივი წევრია...

 

ფილოსოფიით ისევ გატაცებულია და წერს "შაგრენის ტყავს"

 

სოციალურ იდეებბს იძლევა "სოფლის ექიმში"

მეცნიერულ ამბიციებს- "აბსოლუტის ძიებაში"

მისტიურ მისწრაფებას- "ლუი ლამბერში"

 

აქვეყნებს რომანებს- "კერძო ცხოვრების სცენებიდან"-"30 წლის ქალი"

 

1833-1834 წლებში აქვეყნებს თავის შედევრებს- "ეჟენი გრანდე" და "მამა გორიო"

 

 

ახალ რომანებზე მუშაობისას ბალზაკი აჩენს ტავის ზოგიერთ ძველ პერსონაჟს და მიზნად ისახავს ყველა თავისი რომანი ერთ ციკლად გააერთიანოს სახელით-"სოციალური ეტიუდები". მაგრამ 1842 წელს საბოლოოდ ირჩევს სახელს- "ადამიანური კომედია",შესატყვისად დანტეს გენიალური პოემისა "ღვთაებრივი კომედია"

 

ბალზაკის ცანაფიქრი გრანდიოზულია, ტიტანური:

 

მას სურს მოიცვას მთელი ეპოქა ,საზოგადოების ყველა ფენა,არ გამოტოვოს არც ერთი სიტუაცია ,ტიპი,ხასიათი, პროფესია,სოციალური დაჯგუფება,არაფერი არ გამორჩეს- არც ბავშვობა,არც სიჭაბუკე,არც სიბერე,არც პოლიტიკა,არც ყოფა და არც რელიგია, სურს ჩაწვდეს იმ საიდუმლოებას,რომელიც დაფარულია ამ აურაცხელ ადამიანების მოქმედებაში,ვნებებსა და მოვლენებში, რომლებშიც ისინი ტრიალებენ...

 

თავისი ნიჭის შემწეობით ბალზაკმა შეუძლებელი შეძლო-მისმა გრანდიოზულმა შემოქმედებამ,მართლაც მოიცვა ყველა სფერო- ფილოსოფიური,ფსიქოლოგიური,მორალური,პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და ა.შ

 

:D

 

"მამა გორიოს" გარჩევა, ნახეთ და შეაფასეთ

http://ka.shvoong.com/books/novel/1934289-mama-gorio/

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...
რაღაცეები მაქსვ ბალზაკის წაკითხული თუმცა არ მახსოვს რა :) მაგრამ მახსოვს რომ მომეწონა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
  • 10 months later...
მე მიყვარს ბალზაკი :) ძალიან მიყვარს :) გარდატეხის ასაკშიც მიყვარდა და ეხლაც მიყვარს :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...