Jump to content
Planeta.Ge

პოსტსაბჭოთა საქართველოს პრობლემები


Recommended Posts

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ დღემდე უამრავი პრობლემა გააჩნია საქართველოს, ეს პრობლემები ჩვენს პოსტსაბჭოთა წარსულს უკავშირდება. რეალურად ქართული საზოგადოება არის საბჭოთა საზოგადოება, მენტალიტეტით და სხვა მრავალ მსგავსება შეიმჩნევა..

ერთი დღე, ერთი წელი არ არის საკმარისი იმისთვის რომ საზოგადოება შეიცვალოს, ამიტომ დამოუკიდებლობამდე როგორი საბჭოთა საზოგადოებაც ვიყავით, ისეთები დავრჩით დამოუკიდებლობის შემდეგაც

 

ძირითადი მახასიათებელი რა არის ჩვენი ქვეყნისა:

 

1) სახელმწიფო როგორც პოლიტიკური ინსტიტუტი სუსტი იყო და უნდობლობას იწვევდა. საქართველოს სახელმწიფოებრიობის არ არსებობის ფონზე, სახელმწიფოსადმი პატივისცემა არ არის გამომუშავებული. საბჭოთა კავშირის დროს პატივისცემა ჩანაცვლებული იყო ტერორის შიშით. ურთიერთობის ფორმა საზოგადოებასა და სახელმწიფოს შორის იყო ტერორი.. სხვა ურთიერთობა ჩვენი საზოგადოება არ იცნობდა, ამიტომ როგორც კი ტერორი გაქრა, მაშინვე ისეთი სიტვაცია დაიწყო თითქოს სახელმწიფო არ არსებობდა.. სახელმწიფოს და სახელმწიფოებრიობის უგულვებელყოფა დაიწყო.

2) პარტიული სისტემა ძალიან პოლარიზებულია, უამრავი პარტია რომელიც იბრძვის ძალაუფლებისთვის, აქვთ პროგრამის სუსტი გამოხატულება (რეალურად არფც საზოგადოებას არ აქვს ინტერესი გეცნოს პარტიების პროგრამას) პარტიული ლიდერები კომპრომისისკენ არ იხრებიან. ამ შემთხვევაში პოლიტიკა იქცა ლიდერებს შორის დაპირისპირებად მხოლოდ და მხოლოდ, ერთი ლიდერი იმარჯვებს მეორე მარცხდება ამითკი საერთო ჯამში არაფერი არ იცვლება.. ეს არის არაკონსოლიდირებული დემოკრატიის მახასიათებელი (დემოკრატიის პირობითად) ბუნებრივი შედეგი რომელიც მოყვება/მოყვა ამას არის ის რომ კაპიტალის პოლიტიზირება ხდება (არ არის გამიჯნული ბიზნესი და პოლიტიკა) და ოლიგარქიული სისტემა ყალიბდება

3) სამოქალაქო სამართალი აღიქმევა როგორც მარგინალური რამ. (სამართალი მეორე მხარეზეა, ამიტომ საქმის გარჩევები ხდება ქურდებთან და ა.შ) განსაკუტრებულად მარგინალურად აღიქმევა ეს სამართალი თუ კი ლაპარაკი ეხება ეთნიკურ, რელიგიურ და სხვა უმცირესობებს..

4) უდიდესი სახელმწიფო საკუტრება ბადებს პოლიტიკურ კლიენტიზმს. პოლიტიკური პარტიები თავიანთ ძირითად ამოცანად ისახავენ ამ საკUტრების ხელში ჩაგდებას. პრივატიზაციას თან ახლავს უამრავი სკანდალი, ეკონომიკური რეფორმები ხორციელდება ნელი პროცესით და ხშირად არაეფექტურია.

5) დაბალი პოლიტკური კულტურა და სამოქალაქო ატიურობის დაბალი დონე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და გამოსავალი?!

ქრისტიანული მოძრაობა დაიწყო 12 კაცისგან ნუ ქრისტეთი 13 იყვნენ.. 12-დან 3 კაცი იყო გულგრილი, რაში გამოიხატება მათი გულგრილობა: 1) პეტრე, იესო რომ უარყო 3 ჯერ 2) თომა, სანამ არ შეეხო ქრისტეს რომ არ დაიჯერა 3) იუდა

წარმოიდგინე 12-დან 3 გულგრილი იყო. ქრისტე გააკრეს ჯვარზე I საუკუნეში, II საუკუნეში უკვე პალესტინა, მცირე აზია, ეგვიპტე გაქტისტიანებული იყო.. მოძრაობა რომელიც დაიწყო 12 კაციდან სულ რაღაც საუკუნის შემდეგ გახდა მძლავრი რელიგია.

ისლამშიც ესეა. მუჰამედმა თავის მოძრაობა დაიწყო 50 კაცით და მის ცხოვრებაში არაბებში მოახდინა მენტალურ-რელიგიური რევოლუცია. ხოლო I საუკუნეში კი მოსფლიოს მძლავრ რელიგიად იქცა..

მარტინ ლუთერის და სხვა ლიდერების ისტორიაც ესე დაიწყო.. პატარა ჯგუფით, რომელც მომავალში გახდა მძლავრი რელიგია.

 

პირველ რიგში მთავარია იდეა რომელიც ადამიანების ტვინში შეაღწევს და იქ დამკვიდრდება, ამ იდეის განსახორციელებლად საჭიროა დიდი ნების მქონე ადამიანები. პირველ რიგში ლიდრი რომელიც მზად იქნება ამ იდეისთვის თავიც კი გაწიროს. პრინციპულობა აუცილებელი რამეა, რომ დაუპირისპირდე, უპრინციპობას. საზოგადოება ხვდება იმას რომ უზნეოა, მაგრამ თავას იმით იმშვიდეს რომ ყველა უზნეოა. მთავარი რაც გააკეთა ზემოდ აღნიშნულმა ლიდრებმა, იყო ის რომ აჩვენეს თავის ზნეობრიობა და მათში გატეხეს, ის წარმოდგენა რომ ყველა უზნეო იყო, ეს იმხელა დარტყმა იყო მათთვის რომ შემგომ ისინი უძლურნი იყვნენ არ მიეღოთ ის პრინციპები რომელიც იმ ადამიანებმა იქადაგეს.

 

ავიღოთ პოლიტიკა, ჰიტლერისა და მუსოლინის ბიოგრაფიას გადახედე, ძალიან პატარა ჯგუფებით დაიწყეს თავიანთი მოძრაობა. მარა სულ რაღაც რამოდენიმე წელში სათავეI მოექცნენ და თავიოანთი პრინციპული პოზიციი გამო რომლებიც უარს არ ამბობდნენ პრინციპებნზე სხვა პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, სათავეში მოვიდნენ.

 

ახალმა მოძრაობამ რა უნდა აცვენოს ხალხს?

 

1) პრინციპულობა, პრინციპების ერთგულება (რაც ჩვენს პოლიტიკოსებს არ გააცნიათ)

2) დიდი ნება, რომ რაც არ უნდა სასოწარკვეთილად მოგეჩვენოს სიტვაცია, ბრძოლა მაინც უნად განაგრძონ

3) იდეის ერთგულება (იმ იდეის რა იდეითაც მოდიხარ ხელისუფლებაში)

4) არა ლიდერის პროპაგანდირება, არამედ იდეის და ლიდერის როგორც ამ იდეის გამხორციელებელთან

5) ახალმა მოძრაობამ უნდა მისცეს იმხელას რწმენა ხალხს, რომ ისინი თვითონვე გატეხავენ თავიანთ საბჭოტა მენტალიტეტს და მზად იქნებიან მიიღონ ახალი (როგორც ქრისტიანობაში მოხდა)

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მშვენივრადაა ჩამოყალიბებული

 

ჩვენც გვქონდა მსგავსი იდეა...მაგრამ პირველმა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა

 

ეხლა ვნახოთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

მშვენივრადაა ჩამოყალიბებული

 

ჩვენც გვქონდა მსგავსი იდეა...მაგრამ პირველმა მცდელობამ წარუმატებლად ჩაიარა

 

ეხლა ვნახოთ

მე გეტყვი ჩემს აზრს, რატომაც ვერ მოხდა და ვერ მოხდება "ქართული კლუბის" იდეის განხორციელება

 

1) თქვენ შეიძლება რაღაც იდეები სწორედ მიგაჩნიათ მაგრამ არ გწამთ

2) იდეის ცოდნა კი არ არის მთავარი არამედ რწენა, ცოდნას არ შეუზლია ადამიანს თავი გააწირინოს, გააკეთებინოს უამრავი რამ, ხოლო რწმენას შეუძლია

3) იდეათა ველი არ იყო ერთნაირი, როცა მაგალითად 20 კაცი იკრიბება და მათი იდეათა ველი არ არის ერთნაირი, პრინციპულ საკითხებში, ის ჯგუფი იქნება ძალიან სუსტი..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

1) თქვენ შეიძლება რაღაც იდეები სწორედ მიგაჩნიათ მაგრამ არ გწამთ

2) იდეის ცოდნა კი არ არის მთავარი არამედ რწენა, ცოდნას არ შეუზლია ადამიანს თავი გააწირინოს, გააკეთებინოს უამრავი რამ, ხოლო რწმენას შეუძლია

3) იდეათა ველი არ იყო ერთნაირი, როცა მაგალითად 20 კაცი იკრიბება და მათი იდეათა ველი არ არის ერთნაირი, პრინციპულ საკითხებში, ის ჯგუფი იქნება ძალიან სუსტი..

ალბათ აქეთკენ წავალთ..."ქ კ"-მ ერთი კაი საქმე გააკეთა...გამოიკვეთა ის ჯგუფი, ვისაც საერთო ხედვა აქვს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

შენ პირადად მზად ხარ ეხლა თავი გაწირო რომელიმე იდეისთვის?

 

მე ვფიქრობ რომ ისეთ ხალხის არჩევა არის საჭირო მოძრაობისთვის, ვისაც ცხოვრებაში ფუნქცია აქვს დაკარგული, ანუ თვითონაც არ ესმის რატომ ცხოვრობს, იმდენად უაზროა მათი ცხოვრება, ხოლო ეს მოძრაობა მისცემს მათ ცხოვრების აზრს, თუ კი მოძრაობა ადამიანებს ცხოვრების აზრს მიცემს, ისინი მზად იქნებიან გაწირონ თავი ამ მოძრაობისთვის. ესეთი ხალხი ბევრია საქართველოში.

 

მე დარწმუნებული ვარ იმაზე რომ ინტელექტუალი ადამიანი ნაკლებად ან საერთოდ არ გაწირავს თავს რაღაც იდეის გამო. ეს არ არის იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი, რომელსაც აქვს ინტელექტი და ცხოვრების აზრად მიაცნია შესწავლა და ა.შ

 

მოძრაობას ესაჭიროება, გაუნათლებელი (არ ვამბობ წერა-კიტხვის არ მცოდნეებზე) ხალხი, აი აიღე ჰიტლერის პარტია ნაციონალ-სოციალისტები უმრავლესობას, ლიდერებს არ ჰქონდათ უნივერსიტეტში ჩაბარებულიც კი.. ეს ის ხალხია ვინც შორს დგას რაღაც ინტელექტუალურ ფენისგან..

 

მთავარი ის არის რომ ეს ხალხი შეძლებს, მთების გადაადგილებას, თუ კი მათ ეს სწამთ, ხოლო ესეთ ხალხს უნდა რომ წამდეს, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო არ წამს არაფრის და ფუნქცია დაკარგულისავითაა, ამიტომ პირველ რიგში მოძრაობამ ამ სასოწარკვეთილ ადამიანებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოძრაობას ესაჭიროება, გაუნათლებელი (არ ვამბობ წერა-კიტხვის არ მცოდნეებზე) ხალხი, აი აიღე ჰიტლერის პარტია ნაციონალ-სოციალისტები უმრავლესობას, ლიდერებს არ ჰქონდათ უნივერსიტეტში ჩაბარებულიც კი.. ეს ის ხალხია ვინც შორს დგას რაღაც ინტელექტუალურ ფენისგან..

 

მთავარი ის არის რომ ეს ხალხი შეძლებს, მთების გადაადგილებას, თუ კი მათ ეს სწამთ, ხოლო ესეთ ხალხს უნდა რომ წამდეს, უბრალოდ რაღაც მიზეზების გამო არ წამს არაფრის და ფუნქცია დაკარგულისავითაა, ამიტომ პირველ რიგში მოძრაობამ ამ სასოწარკვეთილ ადამიანებზე უნდა გაამახვილოს ყურადღება..

 

 

საბჭოურ აზროვნებას ებრძვით და თქვენ თვითონ ამკვიდრებთ "კუხარკის" იდეოლოგიას,რომელსაც სახ-ოს მართვა შეუძლია? ნაც-სოციალისტები და ბოლშევიკები შვა ერთმა ეპოქამ, მართალი ბრძანდებით მათი უმეტესობა გაუნათლებელი იყო, მაგრამ ეს მათი სისუსტე იყო და არა ძალა, ვერ დავეთანხმები ამ თეზას.

 

არის სხვა მაგალითებიც,თუნდაც საქართველოს ისტორიიდან "თერგდალეულები" და ილია, ნერუ ინდოეთში, აშშ-ს "დამფუძნებელი მამები". ცოდნამ და განათლებამ შვა მათში პროტსტის გრძნობა და არსებულ სისტემასთან შეუგუებლობის მძაფრი გრძნობა.

 

იდეა საჭიროა და ზოგჯერ აუცილებელიც, განსაკუთრებით ისეთი ემოციური სოციუმისათვის ,როგორც ქართველები ვართ. თუმცა ზედმეტად იდეოლოგიზაციაც ვნებს და ხშირად იწვევს გადახრებს.

 

ჩემთვის, ყველაზე მისაღები იქნებოდა იდეები დაქმედებები,რომლებიც ყველაზე სწარაფად მიგვიყვანდა ევროპამდე, ვგულისხმობ ევროკავშირის წევრობას. მერე თავისით დალაგდება ყველაფერი და საბჭოეთის ვირუსიც გამოვა ჩვენი ორგანიზმებიდან. ესე გააკეთეს აღმოსვლეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებმა, რომლებიც არანაკლებად იყვნენ დასნევობნებულები ამ ვირუსით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოურ აზროვნებას ებრძვით და თქვენ თვითონ ამკვიდრებთ "კუხარკის" იდეოლოგიას,რომელსაც სახ-ოს მართვა შეუძლია? ნაც-სოციალისტები და ბოლშევიკები შვა ერთმა ეპოქამ, მართალი ბრძანდებით მათი უმეტესობა გაუნათლებელი იყო, მაგრამ ეს მათი სისუსტე იყო და არა ძალა, ვერ დავეთანხმები ამ თეზას.

რა შუაშია კუხარიკის იდეოლოგია. იდეოლოგიაზე საერთოდ არ მქონდა საუბარი, საუბარი მქონდა იმ კატეგორიის ხალხზე ვინც იდეებს ახორციელებს წარმატებით..

არის სხვა მაგალითებიც,თუნდაც საქართველოს ისტორიიდან "თერგდალეულები" და ილია

სახელმწიფო არის ძალადობის ინსტრუმენტი და როგორ გგონია სახელმწიფოებრიობა როგორ უნდა ჩამოაყალიბო?

თუ კი გადახედავ, ბევრი ამერიკელი პატრიოტი ჯარში, არის ფანატიკოსი, პატრიოტი ფანატიკოსი.. სახელმწიფოებრიობას მსგავს ადამიანებისგან დამოუკიდებლად ვერ შექმნი

ილიას დროს კი სახელმწიფო არ არსებობდა...

იდეა საჭიროა და ზოგჯერ აუცილებელიც, განსაკუთრებით ისეთი ემოციური სოციუმისათვის ,როგორც ქართველები ვართ. თუმცა ზედმეტად იდეოლოგიზაციაც ვნებს და ხშირად იწვევს გადახრებს.

ერთადერთი იდეა არის სახელმწიფოს იდეა... უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო..

ჩემთვის, ყველაზე მისაღები იქნებოდა იდეები დაქმედებები,რომლებიც ყველაზე სწარაფად მიგვიყვანდა ევროპამდე

მერე რას აკეთებ ამისთვის? ვერც ვერაფერს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ერთადერთი იდეა არის სახელმწიფოს იდეა... უპირველეს ყოვლისა სახელმწიფო..

უპირველეს ყოვლისა ადამიანი!

 

სახელმწიფო ადამიანისთვისაა და არა პირიქით!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

უპირველეს ყოვლისა ადამიანი!

და რა არის ადამიანი?

სახელმწიფო ადამიანისთვისაა და არა პირიქით!

სახელმწიფო ადამიანისთვისაა, მარაგმ პრობლემა მაშინ ჩნდება როცა ეს სახელმწიფო ცოტა ადამიანისთვისაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 8 months later...

Nukriko

ბოცვანა არის ერთერთი უიშვიათესი აფრიკული ქვეყანა სადაც რელურად დემოკრატია არსებობს, ამის მიზეზად კი შემეგი რამ სახელება: სხვებისგან განსხვავებიტ კოლონიზაცია არ განუცდიათ.

არადა ქვეყანას სერიოზული შიდსის პრობლემა აწუხებს, მაგრამ ფეხზე დგებიან ნელ-ნელა კი არადა საკმაოდ მაღალი სისწრაფით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...