McLaren Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 “აგვისტოს ომის შემდეგ წელიწადზე მეტი გავიდა. ვითარება უცვლელია - დაკარგული ტერიტორიები, სადაც ოკუპანტი რუსის ჯარი დგას”, - წერს გაზეთი “ვერსია” სტატიაში სათაურით ახალგორი - გმირი უნდა იყო, რომ იქ გაძლო.“თავიდან შემეშინდა, მაგრამ შევეჩვიე. ჩემი შვილები და შვილიშვილები წეროვანში მთავრობისგან მოცემულ სახლში ცხოვრობენ. მე სახლს ვერ ვტოვებ, მეშინია, მთელი ცხოვრების ნაშრომი და ნაწვალები არ გამინადგურონ. ხანდახან ვერ ვძლებ ხოლმე ამ სიცარიელეში. ჩემს უბანს მხოლოდ ერთი ქალი შემორჩა, ასეა სხვა უბნებშიც. გულის მომკვლელი სიჩუმეა. მოსავალი წლეულს ბევრი იყო, ეზოები სავსეა ქლიავითა და ჭანჭურით, ლპება და მეცოდება. ხანდახან თუ ჩამოვლენ და იმ დღესვე მიდიან, ეშინიათ ახალგაზრდებს ჩამოსვლა. მართალია, რუსები არაფერს გვიშავებენ, მაგრამ ხომ იცი მაგათი ამბავი, თუ დათვრნენ, მერე ყველაფრის ჩამდენი არიან”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ახალგორის ერთ-ერთი მცხოვრები.“პრობლემები ბევრია. მთელი სექტემბერი წყალი არ გვქონდა, “მატორი” გაფუჭებულა და თბილისში უნდა წაეღოთ გასაკეთებლად. ქართულ მხარეს საზღვარზე არ გაუტარებია. ამიტომ მერე ცხინვალში წაიღეს და იქიდან ორჯინიკიძეში გადაიტანეს. ახლა, როგორც იქნა, გააკეთეს და ონკანში წყალი რომ დავინახე, თვალებს არ ვუჯერებდი. შუქი საერთოდ არ გვაქვს, დღეში 1 საათი მოდის და მერე ქართული მხარე აქრობს. აქ ახალგაზრდამ როგორ უნდა გაძლოს? რამდენი ხანია საინფორმაციოსთვის არ მიყურებია, გმირი უნდა იყო, აქ რომ გაძლო. ახლა ამბობენ, რომ 20 ოქტომბრიდან რუსეთი მოგვაწვდის ელექროენერგიას, რომელიც ცხინვალიდან შემოვა. ბუნებრივი აირი ერთ წელზე მეტია, აღარ მოგვეწოდება, იმ დღიდან, როდესაც რუსები შემოვიდნენ. ზაფხულში ცხინვალიდან გაზი შემოიტანეს და ბალონები ძალიან შეღავათიან ფასად დაგვიტენეს. მეორედ შემოტანისას ცოტათი გააძვირეს... ჩვენი ქართული მხარე ქსოვრისელებსა და მუხრანელებს საზღვარზე არ უშვებს, ვერც ლამისყანელები შემოდიან, კასპის პოლიცია უკრძალავთ. ამიტომ მხოლოდ მთიდან ახერხებს ხალხი ჩამოსვლას, კერძოდ, სოფელ ქარჩოხიდან და ლარგვისიდან. რძის პროდუქტი მაგათ ჩამოაქვთ... საავადმყოფო მუშაობს და სასწრაფო მანქანებიც არის. ექიმები აქაური მცხოვრებლები არიან”, - აღნიშნავს ახალგორელი რესპონდენტი და შეკითხვას - “მათ ხელფასს ვინ უხდის?” - პასუხობს:“ოსური მხარე ყველა იმ ორგანიზაციას უხდის ხელფასს, ვინც ადგილობრივ ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ასევე ქართული მხარეც, მაგრამ მაისის მერე ხელფასები აღარ დარიგებულა. დანარჩენი ორგანიზაციები, მაგალითად ელექრო კავშირი, ფოსტა, საგზაო, რომლებიც თვითდაფინანსებაზე იყვნენ, მხოლოდ ქართული მხარის ხელფასით კმაყოფილდებიან. მდგომარეობა არცთუ სახარბიელოა. იმედია, მალე ყველაფერი შეიცვლება და ხალხი უშიშრად შეძლებს, მშობლიურ ტერიტორიას დაუბრუნდეს”.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/112050.html ამ ფორუმზე ხშირად მსმენია ფრაზა "ბრიყვი ხელისუფლება". არის კი ეს სიბრიყვე? თუ მიზანმიმართული პოლიტიკაა? ამ რაიონში სიტუაციის შეცვლა არც ახლაა გვიანი. რატომ არ გვინდა, რომ ხელი შევუწყოთ იქ დარჩენილ მოსახლეობას? რატომ არ ვარქმევთ ყველაფერს თავის სახელს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 (edited) lasalexx თემის სათაური არ შეესაბამება მოწოდებულ ინფორმაციას. მითხარით ახალი სათაური და ჩავასწორებ Edited October 7, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლ ი ც ი თემის სათაური არ შეესაბამება მოწოდებულ ინფორმაციასამ ინფორმაციაზე არ გამიხსნია თემა. თემა იმაზეა, რომ ქართული მხარე ახალგორის ქართველებისგან დაცლას ცდილობს. ეს სტატია ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. ასე რომ ჯობია სტატია წაიშალოს და თემის სათაური დარჩეს, რაც არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ამ ინფორმაციაზე არ გამიხსნია თემა. თემა იმაზეა, რომ ქართული მხარე ახალგორის ქართველებისგან დაცლას ცდილობს. ეს სტატია ამის ერთ-ერთი დადასტურებაა. ასე რომ ჯობია სტატია წაიშალოს და თემის სათაური დარჩეს, რაც არის.და საიდან მოიტანეთ ან საიდან აკეთებთ დასკვნას, რომ ქართული მხარე ახალგორზე უარს ამბობს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლ ი ც ი და საიდან მოიტანეთ ან საიდან აკეთებთ დასკვნას, რომ ქართული მხარე ახალგორზე უარს ამბობს?მთელი სექტემბერი წყალი არ გვქონდა, “მატორი” გაფუჭებულა და თბილისში უნდა წაეღოთ გასაკეთებლად. ქართულ მხარეს საზღვარზე არ გაუტარებია.შუქი საერთოდ არ გვაქვს, დღეში 1 საათი მოდის და მერე ქართული მხარე აქრობსბუნებრივი აირი ერთ წელზე მეტიაჩვენი ქართული მხარე ქსოვრისელებსა და მუხრანელებს საზღვარზე არ უშვებს, ვერც ლამისყანელები შემოდიან, კასპის პოლიცია უკრძალავთ. ამიტომ მხოლოდ მთიდან ახერხებს ხალხი ჩამოსვლასოსური მხარე ყველა იმ ორგანიზაციას უხდის ხელფასს, ვინც ადგილობრივ ბიუჯეტზეა დამოკიდებული, ასევე ქართული მხარეც, მაგრამ მაისის მერე ხელფასები აღარ დარიგებულამგონი ეს საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ: ქართულ მხარეს ამ რაიონში ქართველების დარჩენა არ უნდა. თან ეს არაა პირველი სტატია. უამრავი სტატია დაიწერა უკვე ამ თემაზე. ნანა ლეჟავას რეპორტაჟიც ქონდა ახალგორიდან. უბრალოდ ამ თემაზე რატომღაც ყველა დუმს. არადა ამ რაიონის ქართველებისგან დაცლა არაა უმნიშვნელო თემა. და ამის ხელშეწყობა საქართველოს ღალატი მგონია. ვცდები? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 მგონი ეს საკმარისია იმისთვის, რომ დავინახოთ: ქართულ მხარეს ამ რაიონში ქართველების დარჩენა არ უნდა.და მაინც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე ახალგორზე უარს ამბობს. კარგი, არც ჩავასწორებ და არც წავშლი, მაგრამ გთხოვთ მომავლისთვის გაითვალისწინოთ და სათაური თემას "მოარგოთ"...lasalexx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლ ი ც ი და მაინც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე ახალგორზე უარს ამბობსდა მაშინ რას ნიშნავს ეს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 (edited) და მაშინ რას ნიშნავს ეს?არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლების სტრატეგიაა. პ.ს. ჩემი აზრით, ძალიან ბრიყვული Edited October 7, 2009 by ლ ი ც ი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლ ი ც ი და მაინც, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარე ახალგორზე უარს ამბობს.ერთს ვიტყვი თუ იქ ჩაწერილი არ ხარ, ჩვენები როგორც ვიცი, ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გიშვებენ! თუ ჭორია გამიხარდება! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 თუ იქ ჩაწერილი არ ხარ, ჩვენები როგორც ვიცი, ადმინისტრაციულ საზღვარზე არ გიშვებენ! თუ ჭორია გამიხარდება!არ არის ჭორი...newstudio Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლ ი ც ი არ არის ჭორი...შესაბამისად გამოდის რომ ჩვენები შეგნებულად "კარგავენ" ახალგორს?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ეგრე გამოდის მაგრამ რატომ ????????????????? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 შესაბამისად გამოდის რომ ჩვენები შეგნებულად "კარგავენ" ახალგორს?!შესაბამისად გამოდის რომ ჩვენები შეგნებულად "კარგავენ" ახალგორს?!არ გამოვრიცხავ, რომ ეს ხელისუფლების სტრატეგიაა. პ.ს. ჩემი აზრით, ძალიან ბრიყვული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ლ ი ც ი შესაბამისად გამოდის რომ ჩვენები შეგნებულად "კარგავენ" ახალგორს?! ჩვენბები არა, მიშა კარგავს. სანამ გაპრეზიდენტდებოდა იმ დროიდა აქვს ეს ვალდებულება. საქართველო დარჩება აბაშა და თბილისი და ისიც "პრახადნოი დვორი" უნდა გახდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 J&B ეგრე გამოდის მაგრამ რატომ ?????????????????ერთერთი მიზეზი ისაა, რომ იქ გადასულს რუსეთის მოქალაქეობის მIღება უპრობლემოდ შეუძლია...აი ძალიან ადვილად რა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.