Jump to content
Planeta.Ge

ფრონტი და ისიც დემოკრატიულიო


Recommended Posts

ბურჯანაძე დემოკრატიული ფრონტის შექმნის იდეით გამოდის

05.10.09 15:12

`დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს` ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმთან შეურიგებელ ძალებს დემოკრატიული ფრონტის შექმნას სთავაზობს. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

მისი თქმით, აღნიშნული კოალიციის ძირითადი მიზანი საქართველოს არსებული რეჟიმისგან გათავისუფლება იქნება.

 

როგორც ბურჯანაძე განმარტავს, კონკრეტული იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ ის ძალები, რომლებიც დარწმუნდნენ, რომ არსებული ხელისუფლების და რეალობის პირობებში, ბრძოლის ერთადერთი გზა არის არა დიალოგი, არამედ უფრო მკვეთრი ქმედებები, თუმცა კონსტიტუციური.

 

მისივე თქმით, ბრძოლის მეთოდები შეიძლება იყოს, როგორც კონსულტაციები, ისე ქუჩის გამოსვლები, რადგან ორივე გზა ცივილიზებული და დემოკრატიულია.

 

`მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით და შეურიგებელი ბრძოლით შევძლებთ ამ რეჟიმის დასრულებას. მოვუწოდებ ყველას, გაერთიანდნენ სამშობლოს გადასარჩენად,`- აღნიშნა ბურჯანაძემ, რომელსაც `ხელისუფლებასთან ყოველგვარი დიალოგი და კომპრომისი უშედეგოდ და ფუჭად მიაჩნია`.

 

აბა ერთი მითხარით ფრონტი და დემოკრატიული გაგიგიათ?

საქართველოში უნდა შეიქმნას "ეროვნულ რადიკალური ფრონტი", რომლებიც ყველანაირი მეთოდებით იბრძოლებენ, რათა განდევნონ ისინი, ვინც იბრძვიან არა საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის, არამედ ან სხვისი ინტერებისთვის ან კიდევ პირადი გამორჩენის მიზნით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

სერიოზულად ეშინია ფქვილოვნას თამაშგარედ დარჩენის და ცდილობს რომ პოლიტიკაში მნიშვნელოვანფიგურად დარჩეს, აქედან გამომდინარეა ეს ფაფხურიც იმჰო...
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...