Jump to content
Planeta.Ge

საკნის ოპოზიციის ერთი უცნაურობა


Recommended Posts

ვაკვირდები და მინიგრეჩიხა არასდროს არ ახსენებს რუსეთს უარყოფით კონტექსტში.

ზოგადად იტყვის ,რომ ნებისმიერი იმპერია ბუაა და მორჩა.

ანალოგიური ტენდენციები ოპოზიციის დიდი ნაწილის საქმიანობაშიც შევნიშნე, ხოლო ტალიავინის დასკვნის განხილვის დროს , მათი რეაქციები აბსოლიტურად არაადეკვატურად მომეჩვენა.

 

ცხადია მიშამ წამოიწყო არამართლზომიერი კონტრშეტევა , კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა დაგვღუპა და დაგვაქცია ,ხოლო ეს ტერიტორიები ათწლეულობის განმავლობაში მტრის ხელში იქნება .

 

მაგრამ

 

ეს ხომ არ ნიშნავს შევამსუბუქოთ მტრის აგრესიის შეფასება? რუსეთმა 90ნი წლებიდან იმდენი ბოროტება გააკეთა,რომ უნდა გვახსოვდეს ყველაფერი,თუმცა ყოველთვის ცივი გონებით ვიმოქმედოთ.

 

ასე რომ... ოპოზიციის ის ნაწილი ,ვისაც ეს არ ესმის არის ან ნაძირალა ან ბრიყვი ან ასე წამს(რაც იშვითაობაა )

 

რატომ ჩუქნით მიშა ედუარდიდს რუსეთის თემას?

 

რატომ აძლევთ შანსს ნაძირლებს იპოვონ პატრიოტიზმში უკანასკნელი თავშესაფარი? ალბათ....?!

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაკვირდები და მინიგრეჩიხა არასდროს არ ახსენებს რუსეთს უარყოფით კონტექსტში.

ზოგადად იტყვის ,რომ ნებისმიერი იმპერია ბუაა და მორჩა.

ანალოგიური ტენდენციები ოპოზიციის დიდი ნაწილის საქმიანობაშიც შევნიშნე, ხოლო ტალიავინის დასკვნის განხილვის დროს , მათი რეაქციები აბსოლიტურად არაადეკვატურად მომეჩვენა.

დასტურ!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

ვაკვირდები და მინიგრეჩიხა არასდროს არ ახსენებს რუსეთს უარყოფით კონტექსტში

ფული ბაბა ფული, ბევრი ფული

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

კაი, დადგნენ და აგინონ რუსეთი. მერე რა? რა ხეირი?

რომ მოვიდნენ ოდესმე ხელისუფლებაში და შეეცადონ ბრაზიან მეზობელთან ურთიერთობის გამოსწორება ქვეყნის სასიკეთოდ, ხომ წამოაძახებენ მერე რუსები შენ არ იყავი, რომ გვაგინებდიო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მათი რეაქციები აბსოლიტურად არაადეკვატურად მომეჩვენა.

მეც

 

თუ არ ჩავთვლით ალიანსის განცხადებას

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რომ მოვიდნენ ოდესმე ხელისუფლებაში და შეეცადონ ბრაზიან მეზობელთან ურთიერთობის გამოსწორება ქვეყნის სასიკეთოდ, ხომ წამოაძახებენ მერე რუსები შენ არ იყავი, რომ გვაგინებდიო?

რუსს ოკუპირებული აქვს ქართული მიწები.ასე რომ პირდაპირ უნდა ითქვას სათქმელი. ცალმხრივი კომპრომისები არ ამართლებს.პრინციპულად, კორექტულად უნდა დავიცვათ ჩვენი პოზიციები .

რათქმაუნდა სააკაშვილის პოპულიზმი სახეზეა,მაგრამ არ გამოგვადგება ყველაფერი ძველ ხელისუფლებებს დავაბრალოთ.ეს პრობლემები დაკავშირებულია საქართველოს არჩევანთან 89 წლის შემდეგ.

თუ არ ჩავთვლით ალიანსის განცხადებას

გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მინიგრეჩიხა

უყურეთ რა მამის ტოლა კაცს როგორ ელაპარაკება ეს... (არ ვიცი რა ვუწოდო):

 

 

:mad2:

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ უნდა ვაღიარო, რომ დიდია ერორების ძალა. მთელი საქართველო დედას აგინებს, მაგრამ გარკვეულწილად ხალხში მაინც ილექება მათი პროპაგანდა.

 

რადიო თავისუფლებისთვის სალომე ზურაბიშვილი მიცემული ინტერვიუ:

რა გაკვეთილი უნდა მიიღონ ქართველებმა საგამოძიებო კომისიის დასკვნებიდან?

 

სალომე ზურაბიშვილი

 

დამოუკიდებელი კომისიის დასკვნები, რომლებიც 2008 წლის ომს ეხება და რომლებიც 30 სექტემბერს ევროკავშირის მანდატით მომზადებულ ანგარიშში გამოქვეყნდა, მხედველობაში არა მხოლოდ ევროპის კავშირმა უნდა მიიღოს, არამედ ყველა მხარისთვის სერიოზული დაფიქრების საფუძველი უნდა გახდეს

 

მთავარ კითხვაზე, კონფლიქტის გამო თუ ვინაა პასუხისმგებელი, დიდი ხანია გაიცა პასუხი. ამაში დამნაშავე რუსეთისა და საქართველოს ლიდერები არიან: რუსები იმის გამო, რომ შეირაღებული კონფლიქტის თავიდან აცილების ნაცვლად, მისი პროვოცირება მოახდინეს, ხოლო შემდეგ არაპროპორციულად მოახდინეს რეაგირება, საქართველოს ლიდერი კი იმისთვის, რომ კატასტროფული სამხედრო შეტევა დაიწყო, რაც საქართველოსთვის და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქისთვის უბედურებით დასრულდა.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადადაა პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე იმისთვის, რომ ცხინვალის წინააღმდეგ წამოიწყო სამხედრო აგრესია და შესაბამისად გზა გაუხსნა რუსეთის შემოჭრის, ოკუპაციისა და ორი სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

 

ასეთი შეფასება მისცა მოვლენებს ქართველების უმეტესობამ თვეებით ადრე მანამდე, სანამ კომისია რომელსაც დილომატი ჰეიდი ტალიავინი ედგა სათავეში, თავის დასკვნებს საჯაროდ გამოამზეურებდა. განაჩენი ამ გაზაფხულს გამოცხადდა, როდესაც თითქმის 100 დღის განმავლობაში სააკაშვილის გადადგომისა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით უწყვეტ დემონსტრაციებში ასობით-ათასმა ქართველმა მიიღო მონაწილეობა.

 

პრეზიდენტმა, რომელმაც საკუთარ ქვეყანას მცდარი და ჯიუტი გადაწყვეტილებებით ნგრევა მოუტანა, ამ ქმედებების გამო პასუხი უნდა აგოს. უეჭველია, რომ კიდევ იქნება მასობრივი გამოსვლები, რათა სააკაშვილს საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა და თავისი ხალხის ნების შესრულება აიძულონ.

 

ტალიავინის დასკვნით კი ერთი რამ შეიცვალა - მოხდა ამ შეფასების ლეგიტიმაცია და მას დაეთანხმა საერთაშორისო საზოგადოება. პასუხისმგებლობას და ბრალეულობას ვერც საქართველოს პრეზიდენტი და ვერც რუსეთის ხელისუფლება ვერ გაექცნენ.

 

წინსვლის დროა

 

როგორც დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერი, ვფიქრობ რომ ჩვენი ვალი ქართული და საერთაშორისო საზოგადოების წინაშე ამ რეალობასთან დაპირისპირება და მისი უკან მოტოვებაა.

 

თუ მომავალში ოდესმე გვინდა ჩვენი კავშირები განვაახლოთ აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის მოსახლეობასთან, ვინც არ უნდა შეცვალოს სააკაშვილი, მან უნდა გადაჭრას მისი ქმედებებით დატოვებული პრობლემები. ჩვენ ცხინვალზე შეტევისათვის პატიება უნდა ვითხოვოთ. ჩვენ, ოპოზიციამ, რახან ჩვენც გვაბარია საქართველოს ბედზე პასუხისმგებლობა, თვალი უნდა გავუსწოროთ იმ ფაქტს, რომ ჩვენც გვეკისრება პასუხისმგებლობა, თუმცა ბევრად უფრო ნაკლები, იმის გამო რომ უფრო ეფექტურად არ დავუპირისპირდეთ სააკაშვილის აგრესიულ რიტორიკასა და ინსტინქტებს.

 

საქართველოს ოპოზიციისთვის ეს ნიშნავს ილაპარაკოს ომზე სიმართლე და არ შეუშინდეს იმას, რომ სამთავრობო პროპაგანდა მას “მეხუთე რუსული კოლონის” იარლიყს მიაკერებს. ნებისმიერი ოპოზიციური მოძრაობის შერაცხვა უცხო მტრის სასარგებლოდ მოქმედ ტროას ცხენად, არის და დარჩება სააკაშვილის მმართველობის ნიშანთვისებად. ჩვენ უნდა გავიგოთ, რომ ასეთი განცხადებები ტიპურია სააკაშვილის ყაიდის მატყუარა მთავრობებისთვის.

 

ვაცნობიერებთ რა რუსეთის პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საქართველოს სუვერენიტეტი ხელყო, ჩვენ მაინც უნდა ვეძიოთ კონფრონტაციის დასრულების გზები და დავიწყოთ ისეთი ახალი ურთიერთობების შენება, რომლებიც უფრო მწარე სიმართლეს დაეფუძნება, ვიდრე დემაგოგიურ სიცრუეს ორივე მხრიდან.

 

ჩვენს საზღვრებს მიღმა, ჩვენი მეგობრები უნდა შეურიგდნენ ანგარიშის შედეგებს, მათ შესახებ უმრავლესობამ იცოდა, მაგრამ არ სურდათ ამის ბოლომდე აღიარება. პირველი გაკვეთილი იმაში მდგომარეობს, რომ თუმცა სააკაშვილი თავის თავს ვლადიმერ პუტინის უძლიერეს მამხილებლად მიიჩნევს, მხოლოდ ეს ფაქტი მას უკეთეს დემოკრატად, ან ევროპის შორეულ საზღვრებთან, საკვანძო რეგიონში სტაბილურობის უკეთეს მცველად ვერ აქცევს.

 

რეალურად აგვისტოს ომი, თუ სიმართლეს ვიტყვით, ავტოკრატების ომი იყო. ეს ომი ზუსტად იმიტომ მოხდა, რომ არც ერთ ამ ქვეყანაში არ მიმართავენ გადაწყვეტილების მიღების დემოკრატიულ პროცედურებს მანამდე, სანამ სამხედრო ძალის გამოყენებას გადაწყვეტენ.

 

აუცილებელია ცხადი მოთხოვნები

 

რადგან ორივე რეჟიმი ადგილზე რჩება, გამორიცხული არ არის კიდევ ერთი კატასტროფა. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ განმეორება, ახალი კონფრონტაცია და დესტაბილიზაცია, ევროპამ და შეერთებულმა შტატებმა ღიად უნდა განაცხადონ რას ელიან და მოითხოვენ ორი დამნაშავისგან.

 

სააკაშვილს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე რეალური პროგრესი უნდა მოეთხოვოს. სწორედ ამას ითხოვს, საქართველოს მოსახლეობაც 2003 წლის “ვარდების რევოლუცი”-ის შემდეგ. დემონსტრაციები, რომლებიც რეგულარულად ტარდებოდა 2007 წლის ნომებრიდან იმის დასტურია, თუ როგორ სურს ქართველ ხალხს ჭეშმარიტად დემოკრატიული მმართველობა.

 

დასავლურმა მთავრობებმა ღიად უნდა დაასახელონ თავისი მოთხოვნები: მედიის თავისუფლება, ნამდვილად დამოუკიდებელი სასამართლო, კერძო საკუთრების დაცვა, მაგრამ ოფიციალური დაპირებები ნომინალურად არ უნდა მიიღებოდეს: დასავლურმა მთავრობებმა ფინანსური დახმარების ნებისმიერი სახისთვის მკაცრი პირობები უნდა დააწესონ.

 

რუსეთს, დასავლეთთან ურთიერთობების ნამდვილი “გადატვირთვის” პირობად, არსებული შეთანხმებების პატივისცემა უნდა მოსთხოვონ. ადრეული კონფლიქტური ზონებისა და მათი საქართველოსთვის დაბრუნების საკითხი, დღეს ვერ გადაწყდება. ის უნდა განიხილოს და განიხილება კიდეც როდესმე მომავალში, როგორც ევროპის უსაფრთხოების გლობალური დისკუსიის სეგმენტი. აფხაზეთი და სამხრეთ-ოსეთი დაუბრუნდება საქართველოს, როგორც ევროპას, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის დიდი გარიგების ნაწილი.

 

ეს არ ეხება ორ რეგიონს, რომელიც გასული ზაფხულის ომის დროს “ძალისმიერად იქნა ოკუპირებული და ანექსირებული” და ასევე დარჩა, რაც სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევას წარმოადგენს. რუსეთს უნდა მოეთხოვოს იმ პოზიციებზე დაბრუნება, რომლებიც 7 აგვისტომდე ჰქონდა ოკუპირებული. ახალგორი/ქსანი და ლიახვის ხეობები სამხრეთ-ოსეთში და კოდორის ხეობა, რომელიც აფხაზეთს ესაზღვრება დღეს ოკუპირებულია, რაც მოსკოვის მიერ ევროკავშირის პრეზიდენტთან ხელმოწერილი შეთანხმების აშკარა დარღვევაა. ტალიავინის კომისიამ ანგარიშში სამართლიანად მიუთითა კოდორის ხეობაზე და აღნიშნა, რომ ომამდე ის არ ექვემდებარებოდა აფხაზეთის კონტროლს და აქ აგრესიული ქმედებებისთვის საქართველოს მთავრობას პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

 

ჩვენ საქართველოს დემოკრატიულ ოპოზიციას არც ერთი წუთით არ გვეპარება ეჭვი იმაში, რომ ტალიავინს და მის კოლეგებს სიმართლე და ობიექტურობა ამოძრავდებათ და სურვილი იმისა, რომ ხელი შეუწყონ პოლიტიკურ სტაბილურობასა და კანონის უზენაესობას, მაგრამ ანგარიში რეგიონში მხოლოდ მაშინ მოემსახურება მშვიდობასა და სტაბილურობას, თუ ჩვენ მას ჩვენი საერთო მომავლის ახალ განზომილებაში გააზრების შესაძლებლობად განვიხილავთ. თუ ასე არ მოხდა, ის სხვად არაფრად დარჩება, თუ არა 1000 გვერდიან ნაბეჭდად, რომელმაც შენიღბა ის, რომ ევროკავშირს არა აქვს სურვილი უფრო დიდი მონდომებით ჩაერთოს პროცესებში და რომელმაც რუსეთისა და საქართველოს ცალმხრივი ბრალდებების დადასტურებით, შეიძლება ახალ კონფლიქტს დაუდოს სათავე.

 

ჩვენ გვინდა, რომ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარისთვის ანგარიშით ახალი რეალობის დასაწყისი აღინიშნოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში აღმოჩნდება, რომ ანგარიშში ჩადებული ხარჯები და ძალისხმევა ამაო არ იყო.

http://foreignpress.ge/?p=9343

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

მოკლედ უნდა ვაღიარო, რომ დიდია ერორების ძალა. მთელი საქართველო დედას აგინებს, მაგრამ გარკვეულწილად ხალხში მაინც ილექება მათი პროპაგანდა.

ანუ? რისი თქმა გინდა მაგით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირადადაა პასუხისმგებელი თავისი ხალხის წინაშე იმისთვის, რომ ცხინვალის წინააღმდეგ წამოიწყო სამხედრო აგრესია და შესაბამისად გზა გაუხსნა რუსეთის შემოჭრის, ოკუპაციისა და ორი სეპარატისტული რეგიონის აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

 

ტერმინების ხმარებასაც ჭირდება მეტი დაფიქრება.წამოიწყო " მიზანშეუწონელი კონტრშეტევა "..."აგრესიის" დეფინიცირებას კარგი იურისტები მოახერხებენ , ვეჭვობ ეს არაა მართალი განმარტება,თუმცა ზოგადად რუსეთზე აქცენტები ამ განცხადებაში სალომეს მართებულად აქვს ხაზგასმული,სანამ სააკაშვილზე არ გადადის.

 

როცა საუბარია საქართველოს ხელისუფლება ,იქ ავტომატურად იგულისხმება საქართვველოს სახელმწიფო.(ასეთ დროს)...როდესაც ედუარდმა გენოციდში დასდო ბრალი ზვიადის, ვიცით ამას კარგი არაფერი მოუტანია და არც შევარდნაძეზე ხელების შეხოცვას სააკაშვილის მმართველობის საწყის ეტაპზე.

 

ასე რომ მივეჩვიოთ-სააკაშვილმა მიქარა , შარში გაგვხია,მაგრამ მტერს არ დავუდოთ ისეთი არგუმენტები...მერე გემრიელად რომ წამოგვაძახონ-უი რა კარგია ,რომ ხვდებითო.....:), ჩვენ სხვა აზრი გაგვაჩნია ჩვენს მომავალზე და მადლობა ,რომ გვეთანხმებითო.....შეცდომებზე ,მაგრამ ვეღარაფერი ვეღარ გასწორდებაო....

 

ჩვენ ცხინვალზე შეტევისათვის პატიება უნდა ვითხოვოთ.

 

კარგით რა ,კარგით რა. ესაა თვითგვემა.არანაერი ბოდიში.ამაყად ჩაგვესვლება ცხინვალში და თუ კაცი დაგვხვდება ....დაგვხვდეს წელგამართულ ქართველებს. ხელის ჩამორთმევის შემდეგ, თუ შეცდომებზე ვისაუბრებთ კი ბატონო, მაგრამ საბოდიშო იმ ნაძირლებსაც აქვს , ვის გამოც გაწამებულია სამაჩაბლოს მოსახლეობა.

 

იმედია მიმიხვდით ლოგიკას.თავაწეული ქართველი უფრო გაუგებს ოსს და აფხაზს , ვიდრე შეშინებული.მეტ კომპრომისსაც მიაღწევს და იგივე მერაბ კოსტავა და ზურაბ ჭავჭავაძე ამის მაგალითი იყო.

 

არაა საჭირო ეს ზედმეტი ბოდიშვიშვიში. მიქარა ,მაგრამ საქართველოს ხელისუფლებას ქონდა იურიდიული უფლება ასე ემოქმედა .არ ქონდა უფლება არ გაეთვალისწინებინა ხაფანგის ძალა. ცხინვალი ორი დღით ადრე დააძინეს.სატელიტით ვუცქერდი რუსებს და ეს მოსახლეობის ევაკუაცია, ლენტა რუს ომამდე გახსნილი თემა -"კონფლიქტის ქრონიკა" აღნიშნულის დასტურია. მტერმა შეიტყუილა ეს იდიოტი....და საბოდიშო არაფერია....

სააკაშვილი კი უნდა გადადგეს თვითიმედოვნების გამო,რადგანაც ვერ გაითვალისწინა უამრავი ფაქტორი და არა "ომის დაწყებისათვის" ,რომელიც რუსებმა დაიწყეს 9 აპრილს და ეს მხოლოდ ამის ნაწილია.

 

სააკაშვილს დემოკრატიისკენ მიმავალ გზაზე რეალური პროგრესი უნდა მოეთხოვოს.

ეს სავალდებულოა.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ანუ? რისი თქმა გინდა მაგით?

სტერეოტიპებს ქმნიან. "შემდგარი სახელმწიფო", "წარმატებული განათლების რეფორმა", "სამშობლოს მოღალატეები" და ა.შ.

 

lasha_alo

ტერმინებსაც ჭირდება მეტი დაფიქრება.წამოიწყო " მიზანშეუწონელი კონტრშეტევა "

ტალიავინის კომისიის დასკვნაში წერია, რომ ცხინვალზე შეტევა ვერ იქნებოდა პასუხი სეპარატისტების სროლებზე. ამიტომ კონტრშეტევაც არაა ზუსტი ტერმინი.

 

როცა საუბარია საქართველოს ხელისუფლება ,იქ ავტომატურად იგულისხმება საქართვველოს სახელმწიფო...

ამაში გეთანხმები, მაგრამ საქართველოს სახემწიფომ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას მსგავსი რამეების ჩადენის უფლება. და არა ხელისუფლებამ რაც უნდა ის ქნას, და მთელმა სახელმწიფო უსიტყვოდ დაემორჩილოს მათ.

 

lasha_alo

კარგით რა ,კარგით რა. ესაა თვითგვემა.არანაერი ბოდიში.

ევაკუაცია იყო თუ რა იყო, ხალხი მაინც ჩარჩენილი იყო იმ ქალაქში. 162 მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა. თუ შენ მათ აქედანვე არ მიიჩნევ საკუთარ თანამოქალაქედ, რთული იქნება ამ კონფლიქტის მოგვარება. ანუ ერთი მხრივ გინდა საქართველოს გამთლიანება და მეორეს მხრივ იმ ხალხს უცხო სხეულად აღიქვამ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...