Jump to content
Planeta.Ge

მიშა პარლამენტში მიდის


Recommended Posts

პარლამენტში ხვალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვებს მოისმენენ, - ამის შესახებ პარლამენტის ბიუროსს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტში მისვლის სურვილი თავად პრეზიდენტმა გამოთქვა. დეპუტატების თანხმობის შემთხვევაში, პრეზიდნეტი მათ ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით სამომავლო გეგმებსა და ხედვებს გააცნობს.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ, მთავრობა უკვე შეიმუშავებს ახალ კანონპროექტთა პაკეტს ეკონომოკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით.

პრეზიდენტი ხვალ პლენარულ სხდომაზე გამოვა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ენის სავარჯიშოდ მიდის თუ რაიმეს უნდა ველოდოთ ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ენის სავარჯიშოდ მიდის თუ რაიმეს უნდა ველოდოთ ?

უფრო ენის მოსაფხანად :)

Edited by licemer
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიმე რეებს ლაპარაკობს... ღმერთი გადაგვარჩინე/////

 

ელჩები იღიმებიან!!!!

 

მთელ პლანეტაზე, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკაშიოოო... დზედაა..უშველეეე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშა პარლამენტში მიდის

 

 

იქაც ვინმე არ შეეწინააღმდეგოს აი. :): მოჰყვება ზღაპრებს საქართველოს ზღაპრულ განვითარებაზე და პარლამენტარებიც დიდი აპლოდისმენტებით გამოაცილებენ.

 

 

წავედი სავარჯიშოთ. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარლამენტში ხვალ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ეკონომიკურ ხედვებს მოისმენენ

მეც მოვისმინე

 

მაგრამ ამას უფრო პრეზიდენტის ეკონომიკური ხედვის არქონას დავარქმევდი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის პრეზიდენტი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა შევა ‘’ეკონომიკის თავისუფლების აქტში’’, რომელსაც საზოგადოებას ეკონომიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით სთავაზობს.

‘’თავისუფლების აქტით უნდა აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნა, თუნდაც დასამქებისთვის, რომ ვერასოდეს ვერავინ ვერ გააჩინოს ახალი პარაზიტები რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის დაკმაყოფილების მიზნით’’, – განაცხადა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ აკრძალვა უკვე მოქმედ მარეგულერებელ ორგანოებს არ შეეხებათ.

 

 

 

 

 

ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობას და პარლამენტს ლიბერალური ეკონომიკის კონსტიტუციით გარანტირებულობას სთავაზობს.

ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც ‘’ეკონომიკის თავისუფლების აქტის’’ ფარგლებში ეკონომიკური ინიციატივები წარადგინა.

მისი თქმით, განვითარებადი ქვეყნების მთავრობები იტანჯებიან ფინანსური დეფიციტის ალბათობის გამო, რადგან ინვესტორებს შიში აქვთ, რომ ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება უცაბედად ცვლილებებს დაექვემდებაროს.

‘’თავისუფლების აქტი, პირველ, რიგში კონსტიტუციურად დაიცავს მკაცრ და გამჭვირვალე წესებს, რომელიც შეზღუდავს აღამსარულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას, გადახედოს ეკონომიკურ მმართველობას და გადაუხვიოს ლიბერალურ ეკონომიკურ მიმართულებას’’ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მანამდე პრეზიდენტმა ლიბარალური ეკონომიკის სიკთხებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ ლიბერალური ეკონომიკა იყო ილია ჭავჭავაძის აუხდენელი ოცნება.

 

ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბიუჯეტთან დაკავშირებით რამდენიმე საკონსტიტუციო ინიციატივით გამოდის.

ამის შესახებ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, თანამედროვე ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ისეთი შემთხვევები, როდესაც მთავრობა თავად მიისწრაფვის საკუთარი თავის შეზღუდვებისკენ, მონიტორინგისა და კონტროლისკენ.

მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით, კონსტიტუციურად უნდა განისაზღვროს, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან არ იქნება 30 პროცენტზე მეტი.

‘’ჩვენი პრინციპია, რომ გამოსავალი იყოს ქამრების მოჭერა და არა ხალხის და ბიზნესმენებისთვის ყელში წაჭერა’’, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ‘’ფისკალური პასუხისმგებლობა დემოკრატიული მართველობის ფუნდამეტური ვალდებულებაა’’.

შესაბამისად, სააკაშვილი კიდევ ორი ინიციტივით გამოვიდა. კერძოდ, კონსტიტუციურად დაფიქსირდეს, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან იყოს არა უმეტეს 3%, ხოლო სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არა უმეტეს 60%-ისა.

 

ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვის ინიციატივით გამოდის.ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას და ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტის’’ წარმოდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, ‘’ვარდების რევოლუციის’’ შემდეგ ბევრი რამ გაკეთდა, რომ მეწარმეები გათავისუფლებულიყვნენ ზედმეტი რეგულაციის და გაუმართლებელი ბიუროკრატიული ჩარევისგან, რისი მეშვეობითაც ბევრი კორუფციული ხვრელის ამოვსება მოხერხდა.

ამ პროცესის ფარგლებში, პრეზიდენტმა მთავრობას და პარლამენტს, დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვა შესთავაზა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 1995 წლიდან ქართული ვალუტა თავისუფლად კონვერტირებადია და დაუშვებელია ვალუტის კონვერტაციის შეზღუდვა. ‘’ამის ცდუნება ძალიან ბევრ ქვეყანას ჰქონდა და გააკეთა კიდეც, ჩვენ კი უნდა დაუშვებელი გავხადოთ ეს ყველაფერი’’, – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამას გარდა, სააკაშვილმა ისიც განაცხადა, რომ უკვე 12 წელია შეუზღუდავია მიღებული შემოსავლის და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება, რის მეშვეობით ბევრი მოქალაქე და ბიზნესმენი სარგებლობს.

’’თავისუფლების აქტი’’ აღნიშნულ პოლიტიკას ასახავს კანონში, კონსტიტუციაში, რადგან აცილებული იყოს ამ პოლიტიკის შეცვლა ოდესმე’’, – დასძინა სააკაშვილმა.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ღარიბი მოსახლეობის ჯანმრთლობის დაზღვევის პირდაპირი დაფინანსების ინიციატივით გამოდის.ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ახალი ინიციატივებით, რომელიც ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტის’’ ფარგლებში უნდა განხორციელდეს, მოსახლეობას თავად უნდა მიეცეს საშუალება არჩევანი თავად გააკეთოს და არ იყოს მიბმული მომწოდებლის პირდაპირ დაფინანსებაზე.

‘’ანუ, დავაფინანსოთ არა ინსტიტუტები და ორგანიზაციები, სადაც პაციენტი იძულებული იქნება არჩევანის გარშე მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ადამიანები’’, – განაცხადა სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ეს ინსტიტუტები, სწორედ ამ ადამიანის არჩევანის მიხედვით უნდა ფინანსდებოდნენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქვეყნის პრეზიდენტი მარეგულირებელი ორგანოების შექმნის აკრძალვის ინიციატივით გამოდის

 

 

ფასების რეგულაციაზეა ბაზარი? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასახადების გაზრდის ან ახალი გადასახადების დაწესების გადაწყვეტილების მხოლოდ რეფერენდუმის გზით მიღების მომხრეა.ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელზეც ეკონომიკური ინიციატივები ‘’ეკონომიკური თავისუფლების აქტი’’ წარადგინა.

მისივე თქმით, საქართველოს არსებულმა ხელისუფლებამ შეამცირა საგადასახადო განაკვეთები და ამით გაზარდა შემოსავლები, რაც სამუშაო ადგილებს და ინვესტიციებს აჩენს, ბიზნესს ფულს უტოვებს.

‘’ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა, ვუზრუნველყოთ ამ პოლიტიკის უცვლელობა. ნებისმიერ მთავრობას აქვს ცდუნება ახალი რეგულირებების შემოღებისა, ეს კი ჩვენ უნდა გამოვრიცხოთ. ღრმად მწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახლის დაწესების უფლება არ უნდა იყოს გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე’’, - განაცხადა პრეზიდენტმა და გამოვიდა ინიციატივით, რომ ნებისიმერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთის გაზრდა მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით იყოს შესაძლებელი.

 

 

ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოში არსებული ‘’იაფი დაზღვევის’’ მსგავსი პროგრამის განხორციელებას ამერიკაში ცდილობს.

ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრეზიდენტის თქმით, მიუხედევადა იმისა, რომ ამ პროგრამას ‘’ქრისტიან-დემოკრატები’’ ძალიან აკრიტიკებენ, ის მაინც ამაყობს, რადგან ბევრი ადამიანი უნახავს, რომლის სიცოცხლეც ამ პროგრამით პრაქტიკულად გადარჩა.

‘’ეს იდეალური არ არის, მაგრამ მუშაობს’’, – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ზუსტად იგივეს დანერგვას პრეზიდენტის ობამას ადმინისტრაცია საკმაოდ დიდი სირთულეებით ცდილობს.

‘’ეს პროგრამა შეესაბამება ჩვენი დაზღვევის იაფ პროგრამას’’, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

 

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მთელ პლანეტაზე, პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკაშიოოო... დზედაა..უშველეეე

ეს მართლა თქვა?!

 

machkatela

ქვეყნის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტკიცებით, აშშ-ს ახალი ადმინისტრაცია საქართველოში არსებული ‘’იაფი დაზღვევის’’ მსგავსი პროგრამის განხორციელებას ამერიკაში ცდილობს.

სერიოზულად უბერავს ეს კაცი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არადა... რაღაცეებს ლაპარაკობს, ინიციატივებით გამოდის, იმიჯებს იქმნის...

 

სულ მცირე უნდა ამ ყველაფერს ვანოს სახლში ( მინიმუმ ) გაშვება და სასამართლოს განთავისუფლება...

წინააღმდეგ შემთხვევაში აყენე ინიციატივები და იყავი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, სხვა ქვეყნებს დაეხმაროს და საქართველოსთვის ‘’დაწევის’’ მიზნით მათ ქართველი ექსპერტებს სთავაზობთ.

ასე მიმართა პრეზიდენტმა დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას იქ მყოფ დიპლომატიურ კორპუსს.

მისი თქმით, ~ფორბსის~ საგადასახადო ტვირთვის ინდექსის მიხედვით, საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მსოფლოში მეოთხე ადგილზეა.

‘’არაფერი არ მოგესმათ, მეოთხე ადგილზეა – კატარის, ემირატების, ჰონკონგის შემდეგ. ანუ მხოლოდ სამ ქვეყანაშია უფრო დაბალი საგადასახადო ტვირთი. ამას მე არ ვამბობ და ეს არ არის პიარი, როგორც უყვართ ლაპარაკი, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი, ამას არ ვამბობ მე - სააკაშვილი, ამას ამბობს ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ჟურნალი `ფორბსი~, - განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო პირველ ადგილზეა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში და უსწრებს იაპონიას, ფინეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ჰოლანდიას და შვედეთს.

აღნიშნული განცხადების შემდეგ სააკაშვილმა უკვე სხდომათა დარბაზში მყოფ ელჩებსაც მიმართა.

‘’პატივცემული ელჩები ხშირად გვაძლევენ რეკომენდაციებს, როგორ ვმართოთ ეკონომიკა. მზად ვართ, ზოგიერთ მათგანს გავუგზავნოთ ჩვენი ექსპერტები, რომ ბოლომდე თუ არ დაგვეწევიან, ცოტა წინ წავიდნენ’’, - განაცხადა სააკაშვილმა.

 

ამ ნიუსზე ვეცემი რააა

 

ჩვენი დიპლომატები კინაღამ გადაყირავდნენ საკმებიდან

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, სხვა ქვეყნებს დაეხმაროს და საქართველოსთვის ‘’დაწევის’’ მიზნით მათ ქართველი ექსპერტებს სთავაზობთ.

და ეს კაცი ჩვენი პრეზიდენტია?!

 

პ.ს. რა დავაშავეთ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...