lasha1997 Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 პ.ს. ამ თემის გახსნა გადავწყვიტე მას შემდეგ,რაც ჩემი ცოლი „ჭორიკნების“ (ჰოლივუდის ვარსკვლავებზეა გადაცემა )უყურებდა და იქ აჩვენეს შემდეგი რამ.ბრედ პიტი წვერებში და ანჯელინა თავშალ მოსხმული ერაყში იყვნენ ჩასულები და ფულით ეხმარებოდნენ ერაყელებს.თანაც ბავშვებს ეფერებოდნენ. კაიფობთ ვინმე ქართველი რომ ენახათ იმ სასტავს რუსეთში რა ისტერიკას ატეხდნენ? (ბურჭულაძე ) კარგით მაშინ ესე შეგეკითხებით. დაუძახებდნენ თუ არა ამ ვარიანტში ქართველებს მოღალატეებს? ანუ რუსეთში რომ ჩასულიყვნენ და გაეკეთებინათ ის,რაც ანჯლინამ(მევასება ეს ქალი : ) და მისმა მეუღლემ პიტმა გააკეთეს? არ არის მე მგონია რთული კითხვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 lasha1997 დაუძახებდნენ თუ არა ამ ვარიანტში ქართველებს მოღალატეებს? ანუ რუსეთში რომ ჩასულიყვნენ და გაეკეთებინათ ის,რაც ანჯლინამ(მევასება ეს ქალი ) და მისმა მეუღლემ პიტმა გააკეთეს?ასე გეტყოდი ამერიკის ცხოვრების დონე რო გვქონდეს არა, ისე კი ჩნდება კითხვა, ჩვენთან ნაკლები გაჭირვებული ბავშვები არიან?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) ამერიკის ცხოვრების დონე რო გვქონდეს არა, ისე კი ჩნდება კითხვა, ჩვენთან ნაკლები გაჭირვებული ბავშვები არიან?! რა შუაშია აქ დონე თანაც ცხოვრების? თუ ცხოვრობ დემოკრატიულ ქვეყანაში რასაც გინდა იმას აკეთებ.ანუ კანონი არ დაარღვიო მთავარი ეგ არის. გაჭირვებულები არიან საქართველოში ,რომლებსაც ბურჭულაძე უანგაროთ ეხმარება,მაგრამ ქორწილში თავისი რუსი მეგობრებს დაპატიჟებით და საქველმოქმედო კონცერტზე სიმღერის გამო,მოღალატედ შერაცხეს.ეს კიდევ არ აკმარეს და ყველაფერი ორ შაურად უტრიალეს. ბლენა საქართველოში და თან მაგრათ. Edited October 6, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 dire მორალური პასუხისმგებლობარაზე? მონაცემთა ბაზის შექმნისათვის თუ ამ ბაზის კლიენტი პროგრამის დაწერისთვის? ხელმძღვანელ თანამდებობზე თუ ხარ, მინიმუმ დაქვეითება. დაწინაურებაზე უარი მინიმუმ უახლოვესი 10 წელი.რომელი კანონის საფუძველზე? მაშინ მაგას საკანონმდებლო ბაზის ცვლილება დასჭირდება. შესატანი იქნება ცვლილება კანონში, რომ ის ვინც შსს-ში მსახურობდა ამა და ამ წლებში, უნდა დაქვეითდეს და არ შეიძლება დაწინაურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში გამკეთებელი თავად აღმოჩნდება კანონ გარეშე. და ასეთი ცვლილებას რომ არავინ არ შეიტანს კანონში ხომ ხვდები? ამ საშინელ შსს მენტალობას მოწყდეჩემი მენტალობა საშინელი შენს გარდა მე მგონი არავის ეჩვენება newstudio ჩვენთან ნაკლები გაჭირვებული ბავშვები არიან?!აი მაგაშია ზუსტად საქმე. აქ ბევრს არ ესმის რომ იქ ჩასვლა და სიმღერა უკვე პოლიტიკური ნაბიჯი იყო და არა უბრალოდ ბავშვებზე ზრუნვა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 Saturn ამ თემაში მესამედ ერთი და იგივეს ვიმეორებ. დავიღალე რა... კარგი ერთხელაც გაგცემ და პასუხს და შეგეშვები.რაზე?იმ სისტემის ხელის შეწყობაზე რომელიც ქვეყნის ინტერესებს არღვევს. გერმანელები დღემდე იხდიან მეორე სამამულო ომის რეაპტრიაციებს... რა დააშავა მუშამ რომელიც იმ ქარხანაში მუშაობდა რომელიც ტანკებს აწყობდა? რატომ უწევს მას თავის გადასახადებიდან ვიღაც ჰიტლერის დანაშაულის გადახდა? ის, რომ იგი ეხმარებოდა რეჟიმს დანაშაულის ჩადენაში.შენ ეხმარები ქვეყნის განვითარების უდიდეს დამაბრკოლებლებს. და იმისთVის რომ1. შენ თვითონვე გაათვითცნობიერო შენი შეცდომა.2. მზად იყო ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში საცხოვრებლად და არ ნატრულობდე ისევ ვანოსთანა "ხერხემლების მოსვლას".3. რათა დავუშვათ და ისევ ასეთი დამღუპველი "ხერხემალი" მოვიდა რამენაირად, სხვას შენს ადგილას არ გაუჩნდეს ჩუმათ ყოფნის ცდუნება.4. სამართლიანობისთვის.კანონი შესაქმნელია. და უნდა შეიქმნას. და ასეთი კანონების პრეცენდენტები არსებობს. ( შსს არ ვიცი, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებზე რამდენიც გინდა ) . და არა მარტო შსს-ზეა ეს კანონები მისაღები. აუცილებლად ნაცმოს საქმიანობის აკრძალვა და მათი წევრების მიმარტ იგივე ქმედებების განხორციელებაა საჭირო, იგივე პროკურატურა, იგივე სასამართლო. როგორ შეიძლება დღევანდელი მოსამართლეების დატოვება? ისინი ხომ სრულიად დისკრედიტირებულები და არასამართლიანები არიან? ვინ მიიღებს? თუ გვინდა რომ ქვეყანა რამეს დავამსგავსოთ... ძალიან ბევრი მტკივნეულის გადატანა მოგვიწევს. მაგრამ... გვინდა კი? მემგონი ჩვენს ერს თვითგანადგურების სენი აქვს შეყრილი... სამწუხაროდ ყველაფერი ამისკენ მიუთითებს... ხოდა... ან მივიღებთ... ან გავნდაგურდებით... მე არ ვიცი ვის რა ჰგონია ამ ფორუმზე.მე ვიცი რომ თქვენი სისტემა მოიწამლა. დაუსჯელობა, ყოვლისშემძლეობა, კანონის თავზე დახევის უფლება... ეს კარგს არაფერს იწვევს ადამიანის გონებაში. მკვლელის დამხმარე შეიძლება კანონმორჩილად ჩათვალო? ხოდა... ძააალიან დიდი გზა გაქვს გასავლელი ჩემი აზრით... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 ბურჭულაძე თავისით ჩავიდა და გონება შეზღუდულ ბავშვებს დაეხმარა.არა აქვს მნიშვნელობა ის რუსი იქნება თუ სხვა ეროვნების(ბავშვი ბავშვია) და ამიტომ პოლიტიკურს არქმევენ ბელადის მომხრეები და ამავე დროს ის ავიწყდებათ,როცა თვითონ მთავრობა აგზავნიდა იურმალაზე და ევროვიზიაზე ქართველებს სატაშფანდუროთ. ბურჭულაძე მოღალატეა და ის ქარაფშუტა ქართველი მომღერლები რომლებიც ერთი წლის შემდეგ არავის აღარ ემახსოვორებათ,წმინდა გიორგის ორდენის კავარლები. სად არის სამართალი ამიხსენით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) სახელმწიფოს ღალატი შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), ერთი შენი აზრი მაინტერესებს. ასეთი შეთქმულების მფარველობა, ან ამ შეთქმულებაში მონაწილეთა მფარველობა, დამალვა არ არის სიხლის სამრთლის დანაშაული? babuagiorgi არის. მერე? მერე ბატონოჩემო გამოდის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, არის სისხლი სამართლის დამნაშავე. Edited October 6, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 ხო ეს ბურჭულაძეზეც ძალიან საინტერესო თემაა ჩაატარა ვინმემ კონცერტი საქართველოში და არ იმღერა ბურჭულაძემ ? და მოღალატე ის ადამიანია რომელიც უამრავ გაჭირვებულს ეხმარება ქვეყანაში და ამ დროს არანაირ დივიდენდს აქედან არ ელის? რატომ? მიშას ბოდვები რომ კიდია იმიტომ? მეც მოღალატე ვარ რა... თანაც კლასიკური.ისიც მჯერავს რომ მხოლოდ ##ე გაუხსნიდა ცეცხლს ცხინვლას იმ მოცემულობებში რაც იყო.ისიც რომ ბურჭულაძე მოღალატე არ არის.ისიც რომ ვანო-ადეიშვილი-კუბლაშვილის ტანდემი დამღუპველია საქართველოსთვის.ისიც რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ერთადერთი გამოსავალია ქვეყნისთვის. მოღალატე ვყოფილავარ... დამხვრიტეთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) dire რა დააშავა მუშამ რომელიც იმ ქარხანაში მუშაობდა რომელიც ტანკებს აწყობდა?არაფერი არ დაუშავებია. გერმანიამ ომი წააგო და ეს გადასახადები ამ წაგებული ომის შედეგი იყო. 1. შენ თვითონვე გაათვითცნობიერო შენი შეცდომა.2. მზად იყო ნორმალურ, დემოკრატიულ სახელმწიფოში საცხოვრებლად და არ ნატრულობდე ისევ ვანოსთანა "ხერხემლების მოსვლას".3. რათა დავუშვათ და ისევ ასეთი დამღუპველი "ხერხემალი" მოვიდა რამენაირად, სხვას შენს ადგილას არ გაუჩნდეს ჩუმათ ყოფნის ცდუნება.4. სამართლიანობისთვის.კანონი შესაქმნელია.არანაირი შეცდომა არ ჩამიდენია. არც არანაირი კანონი არ შეიქმნება. მორჩა კინო. ბურჭულაძე თავისით ჩავიდა და გონება შეზღუდულ ბავშვებს დაეხმარა.არა აქვს მნიშვნელობა ის რუსი იქნება თუ სხვა ეროვნებისაქვს. გონება შეზღუდულიც და ყველანაირი ავადმყოფობიანი ბავშვები საქართველოშიც საკმარისადაა. ერთი განსხვავებაა რომ იქ პუტინ-მედვედევის დუეტი დაესწრებოდა მის სიმღერას და აქ - არა. მე არ ვამბობ, რომ ეს კაცი მოღალატეა. თავის საქმე თვითონ იცის, უნდა რუსეთში ჩავა და უნდა პუერტო-რიკოში. უბრალოდ ჩემს თვალში პატივისცემას არ იმსახურებს რუსულ პოლიტ ელიტისათვის (ვინც ერთი წლის წინ მისი თანამემამულეების სისხლი დაღვარა) მომღერალი ხალხი. კიკაბიძე და ბრეგვაძეც იყვნენ მოსკოვში და აწყობილი ჰქონდათ ცხოვრება, არც კონცერტები აკლდათ და არც ფული, მაგრამ ომის დროს უარი თქვეს ყველაფერ ამაზე და აღარც ჩასულან რუსეთში სამღერად. babuagiorgi მერე ბატონოჩემო გამოდის ის, რომ დღევანდელი ხელისუფლება, არის სისხლი სამართლის დამნაშავევერ ჩავწვდი ლოღიკურ ჯაჭვს Edited October 6, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 ბურჭულაძის "მოღალატეობასთან" დაკავშირებით გამახსენდა ნინო ანანიაშვილი, მინისტრ ვაშაძის მეუღლე შარშან ომის შემდეგ ბტძანდებოდა რუსეთში გასტროლებით - არის თუ არა ეს ქალბატონი მოღალატე? რაღაც არსად არ მინახავს ესეთი განცხადება და საერთოდ მიმაჩნია, რომ ხელოვნების მოღვაწეები ეკუთნიან მთელ მსოფლიოს ტავისი უნიკალურობით - ასე რომ მათზე ეს კლიშეები და იარლიყები არ ეკრობა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) babuagiorgi ვერ ჩავწვდი ლოღიკურ ჯაჭვს ძალიანაც კარგად ჩაწვდი აღიარება გიჭირს ოღონდ.ამ ხელისუფლებამ დასაჯა ამბოხებაში და გადატრიალებაში მონაწილეები?არა.მთავარი გადმტრილებელი ბანდიტი ედო ზის რეზიდენციაში?ზის.არიან ხელისუფლებაში ყოფილი სამხედრო პუტჩის მონაწილეები.არია.რა მიხვედრა უნდა ამას. ისე გავაგრძელებ თუ გინდა.შენ ამ ხელისუფლებას ემსახურები??????? დანარჩენს მიხვდები ალაბათ. Edited October 6, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 Saturn "არაფერი არ დაუშავებია. გერმანიამ ომი წააგო და ეს გადასახადები ამ წაგებული ომის შედეგი იყო" კიე... რაფერ არა მერკელი ბოდიშებს რომ იხდის დღეს ეგეც იმიტომაა რომ ომი წააგო "არანაირი შეცდომა არ ჩამიდენია". - ამიტომ საჭიროა როგორც დავწერე ფსიქოლოგიური გადამზადება "არც არანაირი კანონი არ შეიქმნება. მორჩა კინო." - შენთვის გეუბნები შენთვის... მაგასაც ვერ ხვდები... თორემ... სულ ცოტა ღა დაგრჩათ.. დაგერევიან და მერე ნახე, დაჭერები და სამსახურებიდან გაგდებები... მაგას ჯობია ცივილური სახე მიეცეს და ხალხსაც სამართლიანობის ზეობის განცდის გაჩენა... ამ ორიდან ერთ ერთი რომ არ აგცდებათ უკვე ფაქტია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) babuagiorgi ძალიანაც კარგად ჩაწვდი აღიარება გიჭირს ოღონდ.ამ ხელისუფლებამ დასაჯა ამბოხებაში და გადატრიალებაში მონაწილეები?არა.მთავარი გადმტრილებელი ბანდიტი ედო ზის რეზიდენციაში?ზის.არიან ხელისუფლებაში ყოფილი სამხედრო პუტჩის მონაწილეები.არია.აააა, აი თურმე რაში ყოფილა საქმე შენ ამ ხელისუფლებას ემსახურები???????არ ვემსახურები ხელისუფლებას, გაგიწყდა ლოგიკური ჯაჭვი dire სულ ცოტა ღა დაგრჩათ.. დაგერევიან და მერე ნახე, დაჭერები და სამსახურებიდან გაგდებები...სამსახურიდან გაგდებებიო? როგორ გეტყობა ცაში რომ დაფრინავ ორიდან ერთ ერთი რომ არ აგცდებათ უკვე ფაქტიაშენ არ აგცდეს არცერთი თუ კაია მერკელი ბოდიშებს რომ იხდისმერკელი ქინძია. გდრ-ში დაბადებულ და გაზრდილ ადამიანს რომ ფსიქოლოგია ჰქონდეს გაბანძებული, რა გასაკვირია. Edited October 6, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) ნინო ანანიაშვილი, მინისტრ ვაშაძის მეუღლე შარშან ომის შემდეგ ბტძანდებოდა რუსეთში გასტროლებით - არის თუ არა ეს ქალბატონი მოღალატე? ჩემის აზროვნებით არავითარ შემთხვევაში,მაგრამ აქ ორმაგ სტანდარტებთან გვაქვს საქმე. ის არის დღევანდელი ხელისუფლების მინისტრის ცოლი და მასზე „ფას“ არ იყო ნათქვამი ბელადის მხრიდან. მითუმეტეს რომ ორდენიც აიღო დამატებით. კარგით.ხელოვან ხალხზე ასე ვსთქვათ ამოვწურეთ და მივედით იმ დასკვნამდე რომ არ არიან მოღალატეები,მაგრამ ზოგის აზრით უბრალოდ უტაქტოთ მოიქცნენ. მოსულა. ეხლა ვილაპარაკოთ იმ ხალხზე ვისაც რუსეთთან სურს კარგი ურთიერთობა.სახელების დასახელებიდან თავს ვიკავებ და ზემოთ მიწერია უკვე. Edited October 6, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 lasha1997 ეხლა ვილაპარაკოთ იმ ხალხზე ვისაც რუსეთთან სურს კარგი ურთიერთობა.სახელების დასახელებიდან თავს ვიკავებ და ზემოთ მიწერია უკვე.რას ნიშნავს კარგი ურთიერთობა და რა პირობებით?! ეგაა ფუნდამენტური კითხვა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.