Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 იმ დროს მე მგონია ატონომიური რესპუბლიკა იყო აფხაზეთი და არძიმბასათვის უნდა ეკითხათ ისე მაინცშეთანხმებული იყო ეგ არძინბასთან. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) სახელმწიფოს ღალატისახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ.308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ.309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ.310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ.311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ.312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ.313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ.318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა. მუხლი 308. საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (28.04.2006. N2937)1. საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედება, მიმართული უცხო ქვეყნისათვის საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის გადაცემისაკენ ანდა საქართველოს ტერიტორიიდან მისი ნაწილის გამოყოფისაკენ,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. 2. იგივე ქმედება, რამაც საქართველოს მთელი ტერიტორიის ან მისი ნაწილის დაკარგვა ანდა სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მუხლი 309. ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (28.04.2006. N2937)1. უცხო ქვეყანასთან, უცხოეთის ორგანიზაციასთან ან მათ წარმომადგენელთან ანტიკონსტიტუციური მოლაპარაკების წარმოება საქართველოს სუვერენიტეტის შეზღუდვის ან მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის სხვაგვარი ზიანის მიყენების მიზნით,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.2. საქართველოს სახელით უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება, რომელიც ზღუდავს საქართველოს სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, მის სუვერენიტეტს ან საფრთხეს უქმნის სხვა სახელმწიფოებთან საქართველოს მშვიდობიან თანაარსებობას, აგრეთვე ამგვარი ხელშეკრულების დასადებად სხვისთვის რწმუნების მინიჭება,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 310. საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (28.04.2006. N2937)1. საქართველოს საგარეო უშიშროების საზიანოდ უცხო ქვეყნის ან უცხოეთის ორგანიზაციის სამხედრო სამსახურში შესვლა, აგრეთვე ასეთი ქმედების ჩასადენად სხვისი დაყოლიება,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.2. უცხო ქვეყანასთან ან უცხოეთის ორგანიზაციასთან ისეთი ურთიერთობის დამყარება, რომლის მიზანია საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების ან აგრესიის სხვა აქტის მომზადება ან განხორციელება, აგრეთვე სხვაგვარი ქმედება ასეთი აქტის პროვოცირების მიზნით,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 311. უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (28.04.2006. N2937)უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა ან საქმიანობა საქართველოს წინააღმდეგ,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 312. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (28.04.2006. N2937)1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სამხედრო ნაწილის, ტექნიკის ან თავდაცვის სხვა საშუალების უკანონოდ გადაცემა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე.2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ საქართველოს სამხედრო ტექნიკის ან სამხედრო ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება, აგრეთვე სამხედრო ან თავდაცვითი მნიშვნელობის სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე.3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ანდა რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. მუხლი 313. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (28.04.2006. N2937)1. სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა, ესე იგი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების მიწოდება ან მისი საჯაროდ გამჟღავნება, აგრეთვე ამავე მიზნით სხვა ქმედება, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას გარეშესათვის ხელმისაწვდომს ხდის, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ასეთი საიდუმლოება იცოდა თავისი სამსახურებრივი მდგომარეობის გამო ან ვისაც ის გაანდეს განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თხუთმეტ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.2. იგივე ქმედება, ჩადენილი ომიანობის დროს, ან რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. მუხლი 314. ჯაშუშობა (8.04,.2006. N2937)1. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან მათი წარმომადგენლისათვის საქართველოს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ნივთის, დოკუმენტის, ცნობის ან სხვაგვარი მონაცემის შეგროვება, შენახვა ან გადაცემა ანდა გამოძალვა ან გატაცება მათთვის გადაცემის მიზნით, აგრეთვე საქართველოს ინტერესის საზიანოდ უცხო ქვეყნის დაზვერვის ან უცხოეთის ორგანიზაციის დავალებით სხვა ინფორმაციის შეგროვება ან გადაცემა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.2. ჯაშუშობა, ჩადენილი ომიანობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს, ან რამაც საქართველოს ინტერესისათვის მძიმე შედეგი გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თორმეტიდან ოც წლამდე. მუხლი 315. შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (27.04.2007 N4698)1. შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.2. ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი, –ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე. მუხლი 316. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება ან კანონიერი ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობა (28.04.2006. N2937)1. სამხედრო ხელმძღვანელობის უკანონოდ ხელში ჩაგდება,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე. 2. სამხედრო ხელმძღვანელის მიერ უკანონოდ სამხედრო ძალის ან ტექნიკის გადაადგილება, თავმოყრა ან დისლოკაციის ადგილის შეცვლა, ანდა კანონიერი ხელისუფლებისადმი სხვაგვარი დაუმორჩილებლობა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თორმეტ წლამდე. 3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ომიანობის, შეიარაღებული კონფლიქტის, საგანგებო მდგომარეობის ან მასობრივი არეულობის დროს, ანდა რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან თხუთმეტ წლამდე. მუხლი 317. მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ (28.04.2006. N2937)საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, ანდა ასეთი მოწოდების შემცველი მასალის გავრცელება, აგრეთვე ამავე მიზნით შეიარაღებისაკენ მოწოდება,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე. მუხლი 318. საბოტაჟი(28.04.2006. N2937) 1. საქართველოს დასუსტების მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. საქართველოს დასუსტების მიზნით საწარმოს, სატრანსპორტო, კავშირგაბმულობის ან მასობრივი მაუწყებლობის საშუალების, გზის, ნაგებობის, ტექნიკის, დოკუმენტის, დიდი რაოდენობით სტრატეგიული ნედლეულის, მასალის ან პროდუქციის, აგრეთვე მოსახლეობისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობის დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი, საზოგადოებრივი უშიშროების ან წესრიგის დაცვისათვის განკუთვნილი ან სხვა განსაკუთრებული დანიშნულების ობიექტის დაზიანება, მწყობრიდან გამოყვანა ან განადგურება,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ათ წლამდე.3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი აფეთქებით, ცეცხლის წაკიდებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით, აგრეთვე ბირთვული ენერგიის კონტროლიდან გამოყვანა, ეპიდემიის ან ეპიზოოტიის გავრცელება, მასობრივი მოწამვლა ანდა სხვა ქმედება, რომელმაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან მისი ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ათიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით. მუხლი 319. უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (28.04.2006. N2937)უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის დახმარება ისეთ საქმიანობაში, რომლის მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესის ხელყოფა, თუ არ არის ამ კოდექსის 308-ე, 310-ე–314-ე, 318-ე, 322-ე–325-ე და 329-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე ქმედების ნიშნები,-ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე. Edited October 6, 2009 by Saturn Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 მოღალატეა ვინც ამბობს რომ 2008 წლის "ომი" ჩვენ დავიწყეთ მე მოღალატე ვყოფილვარ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 მოღალატეა ვინც ამბობს რომ 2008 წლის "ომი" ჩვენ დავიწყეთუფრო ბრმაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 თქვენ ვერ გაიგეთ რაზეა თემა ძვირფასო პლანეტელებო. მე ვიქნები იმ ადამიანების ადვოკატი,რომლებსაც სასამართლო( არა გვაქს საქართველოში) კი არა ჩვენნაირი ხალხი აწებებს მოღალატეობას.დიმპიტა,ძენი,ასიდა,ბურჭულაძე და ა.შ.ეს ის ხალხია ვისაც უპრობლემოთ ეძახიან ამ სახელს და იმასაც გაგიასნებთ,რომ მთავარი მოღალატეები ხელისუფლების სათავეში არიან. ანჯელინასაც სიამოვნებით დავიცავდი :, მაგრამ ამერიკაში მას და მის ქმარს არავინ ეძახის ამერიკის მოღალატეებს. მე მოღალატე ვყოფილვარ მომეხმარე შენც. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 (edited) სახელმწიფოს ღალატი შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), ერთი შენი აზრი მაინტერესებს. ასეთი შეთქმულების მფარველობა, ან ამ შეთქმულებაში მონაწილეთა მფარველობა, დამალვა არ არის სიხლის სამრთლის დანაშაული? Edited October 6, 2009 by babuagiorgi Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 babuagiorgi ასეთი შეთქმულების მფარველობა, ან ამ შეთქმულებაში მონაწილეთა მფარველობა, დამალვა არ არის სიხლის სამრთლის დანაშაული?არის. მერე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 მოღალატე ისეტივე აფსურდული იარლიყია ამ ქვეყანაში როგორც გმირი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 თქვენი პოსტებიდან გამომდინარე მე მოღალატე ვარ... მამენტ დავიგინები რომ არ ვარ... მაგრამ აზრი? სამშობლო არ გამიყიდია, რაც შემეძლო გამიკეთებია, არაფერი მივნია... და რაღაც რაღაცეებზე ჩემი აზრი გამაჩნია და ამიტომ ვარ მოღალატე? სასაცილოა რა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 dire სამშობლო არ გამიყიდია, რაც შემეძლო გამიკეთებია, არაფერი მივნია... და რაღაც რაღაცეებზე ჩემი აზრი გამაჩნია და ამიტომ ვარ მოღალატე?მე რომ გისვამ მაგ კითხვას როგორ მპასუხობ ხოლმე? ერთი შემახსენე გეთაყვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 Saturn შენ ხელს უწყობ იმ სისტემის ფუნქციონირებას რომლიც უდანაშაულო ადამიანების გამწარებაზე მუშაობს და ქვეყნის დანგრევის წინაპირობა გახდა. პ.ს. მოღალატე მე შენთვის არ მიწოდებია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 dire მოღალატე მე შენთვის არ მიწოდებიააბა რომელი მუხლი მომიყენე? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 Saturn თუ დაკვირდები და გაანალიზებ ჩემს სიტყვებს... რაც აშკარად გეზარება და რატომაც მე შენთან კამათი მეზარება... ყველგან არის ნახსენები პოლიტიკური პასუხიმგებლობა... და არა დაჭერა, დახვრეტა და ა.შ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 dire ყველგან არის ნახსენები პოლიტიკური პასუხიმგებლობაპოლიტიკური პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს პირს, რომელიც იმყოფებ(ოდ)ა პოლიტიკურ თანამდებობაზე. მეც რამდენჯერ გითხარი ეს და ისიც, რომ არ მაქვს პოლიტიკური თანამდებობა? არა დაჭერა, დახვრეტა და ა.შდაჭერა ახსენე ისე გაკვრით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 Saturn კარგი... თუ ძალიან არ გინდა რომ "მიხვდე" რასაც ვგულისხმობ... სახელს შევცვლი- მორალური პასუხისმგებლობა. თუ ოდნავი ბრალი მაინც მიგიძღვის რაომე ფორმის უკანონობაში თუნდაც სულ მცირე. მაშინ უნდა დაგიჭირონ. არანაირი დანდობა... თუ არა, მაშინ მორალური პასუხისმგებლობა. ბარემ ბევრი რომ არ მბურღო ეგ რას ნიშნავსო. ხელმძღვანელ თანამდებობზე თუ ხარ, მინიმუმ დაქვეითება. დაწინაურებაზე უარი მინიმუმ უახლოვესი 10 წელი. პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა, სავალდებულო ფსიქოლოგიური გადამზადება ( რომ ამ საშინელ შსს მენტალობას მოწყდე ). აი ეს... და არა მოხსნა, დაჭერა დახვრეტა. თუ გინდა ამ ქმედებების მოტივაციასაც აგიხსნი თუ ძალიან გაინტერესებს... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.