McLaren Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 babuagiorgi დიტო, რას ვარკვევთ აქ, იმას რომ მიშამ დაიწყო? ეს დალოცვილი ომი დაიწყო 20 წლის წინათ, ამ რეგვენმა დაიბრალა უბრალოდ.მაშინ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წლის წინ კი არა, 1801 წელს დაიწყეს რუსებმა ომი. მაგრამ ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამ ისტორიას ვისაც როგორც უნდა ისე ატრიალებს. აქ ლაპარაკია კონკრეტულ თარიღზე. 2008 წლის 7 აგვისტოზე. გაიხსენეთ იგივე 2003 წელი. რატომ გახსოვთ მარტო ცუდი გზები და გაუნათებელი ქუჩები. ისიც გაიხსენეთ, რომ რაჭაში ავტობუსები ცხინვალის გავლით გადიოდნენ. ოსებს დიდი ლიახვის ხეობის გავლით შეეძლოთ მოძრაობა. კონფლიქტის მოგვარების მარტო პოლიტიკური ნაწილი იყო გადასაწყვეტი. "სამხრეთ ოსეთის" დამოუკიდებლობაზე ხომ საერთოდ არც იყო ლაპარაკი. ბოლოსდაბოლოს კოკოითი ამ რეგიონის მხოლოდ 60%-ს აკონტროლებდა. ამან კიდევ რა ქნა. ჯერ ტემპერატურა გაზომა ცხინვალში (მაია ნადირაძის კომენტარია 2004 წლის მოვლენებზე). თურმე ცხელოდა. მოსპო ერგნეთის ბაზრობა და მერე ოსებს დაუკეტა თამარაშენი-კეხვის გზა. შემდეგ ჩაატარა სპეც. ოპერაცია კოდორის ხეობაში, რომელსაც ზემო აფხაზეთის დაბრუნება დაარქვა. მერე ძალით ამწვავებდა ურთიერთობას რუსეთთან. თუნდაც ის გაიხსენეთ 7 ნოემბერს რუსები "გადატრიალებას" რომ გეგმავდნენ. შემდეგ 2008 წლის მაისში უარი თქვა "ალასანიას მომზადებული გეგმის" ხელმოწერაზე. ამ გეგმით სხვა თუ არაფერი კოდორის ხეობას არ დავკარგავდით და ლტოლვილების რაღაც ნაწილი დაბრუნდებოდა სახლებში. შეიძლება რუსეთსაც უკან დაეხია ამ გეგმის ხელმოწერაზე, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება რომ უარი პირველმა სააკაშვილმა თქვა. შემდეგ 7 აგვისტო და "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" მცდელობა. ყველანაირი მითი მოისპო, რომ ეს ოპერაცია რუსების შესაკავებლად დაიწყო. ამ ოპერაციას მოყვა რუსეთ-საქართველოს ომი. ქართულმა ჯარმა უბრძოლველად დატოვა დიდი და პატარა ლიახვის ხეობა, საჩხერე, გორი, ახალგორი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი. აქედან თავდაცვითი ზღუდე მხოლოდ გორთან იყო გაკეთებული, და ისიც არა ხელისუფლების ბრძანებით, არამედ უშუალოდ სამხედრო მეთაურების მიერ. უბრძოლველად ჩაბარდა კვიციანისგან განთავისუფლებული კოდორის ხეობა, ისე რომ ქართული დროშაც დატოვეს მანდ. ამ კატასტროფას ვერც ერთი დაგებული გზა თუ განათებული ქუჩა ვერ გადაწონის. და იმის ძახილი, რომ ამაში მხოლოდ რუსები არიან დამნაშავენი, რომლებმაც 20 თუ 30 წლის წინ დაგვიწყეს ომი და ჩვენ რაც არ უნდა გვექნა, მაინც იგივე შედეგი დადგებოდა ნიშნავს იმას, რომ მომავალ ხელისუფლებასაც ვაძლევთ იგივეს გამეორების უფლებას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
prologic Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 ფაქტია, რომ რუსეთი 20 წელია გვებრძვის, ხან ღიად ხან ფარულად. მაგრამ ის რაც შარშან აგვისტოში მოხდა იყო მიშას დიდი შეცდომა, ის თავით გადაეშვადა ჩვენც გადაგვიყოლა კარგად მომზადებულ ხაფანგში, რომელსაც წლობით ამზადებდა მტერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 არ უნდა ზემდეტი ლაი ლაი ამას.,.. რუსეთმა ომი დაიწყო იმის შემდეგ რაც ჩვენებს ომობანა კაზაკების თამაში ეგონათ,,,რუსეთმა რა გააკეთა და ამას ვინ ამართლებს ეს სხვა თემაა და ნუ მიგყავთ იქეთკენ საუბარი...იმიტომ რომ არავის ასეთი რამ არცკი გაუფიქრია... ისე ომის ღირსეული წაგებაც კი არ შეგვიძლია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 6, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 babuagiorgi მაშინ ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ 20 წლის წინ კი არა, 1801 წელს დაიწყეს რუსებმა ომი. მაგრამ ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ამ ისტორიას ვისაც როგორც უნდა ისე ატრიალებს. არ არის ეს სწორი განმარტება. ზუსტად ეს უნდა რუსეთს და მიშა დებილიც ამას აწვება.1801 წლიდან თუ 1000 წლიდან ომების ათვლა არასწორია, ამ ომებს დაწყება დამთავრება აქვს. 1991-92 წლებში დაწყებული კი ჯერ არ დამთავრებულა. უფროსწორედ ჩვენი ტერიტორიების სრული ოკუპაცია 2008 წლის აგვისტოში მოხდა და თუ ეხლა გავჩერდებით, მომავალი თაობისათვის ეს ომიც იმ 1801 წლის ისტორიაში ჩაიწერება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.