nikusha_marx Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 (edited) რამდენიმე თვის წინ ერთი იდეა დამებადა ეს იდეა ჩვენი ქართული კონტრელიტისი მოსმენის შემდეგ დამებადა, იდეა ასე ჟღერს საქართეველოში ხელისფულებაში ”ალტერნატივშიკები არიან” თუ რას ნიშნავს ეს ჩემს ამ არცთუ პატარა პოსტში მაქვს ახსნილი... რაც მთავარია მგონი ამ აზრს აქვს არსებობის უფლება:siriko: ნებისმიერი ქვეყანაში თუ საზოგადოებაში ალტერნატიული აზრის არსებობს არის განვითარების ყველაზე დიდი ლოკომოტივია,დემოკრატიულ ქვეყნებში ეს გამოხატულებას ჰპოვებს არჩევნების სახით ხოლო ავტორიტარულ ქვეყნებში პარტიული დემოკრატიის სახით(ნუ იდეის დონეზე),საინტერესოა რომ თვით ისეთი ერთპარტიული ტირანი კი როგორიც იოსებ ბესარიონის ძე იყო 1952 წელს თავის უკანასკნელ ნაშრომში რომელიც ეხებოდა საბჭოთა კავშირის ეკონომიკური განვითარების პერქსპექტივებს საუბრობს იმის აუცილებლობაზე რომ საჭიროა მართველი კომუნისტური პარტიის გვერდით უნდა შექმნილიყო ახალი პარტია, ბერია აზუსტებდა რომ ეს უნდა ყოფილიყო გლეხთა პარტია, ამის აუცილებლობა იმიტომ დადგა რომ ქვეყანაში არსებული ალტერნატიული აზრის გამოხატულებას ჰქონოდა მიმართულება. ახლა სანამ უშუალოდ საქმეზე გადავალ მოკლედ ვეცდები დავწერო რას ვეძახი მე ალტერნატიულ აზრს, ეს არის აზრი რომელიც გაბატონებული იდეური ბაზისების გვერდით არსებობს და ცდილობს თავისი ხმა მიაწოდოს ფართო მასებს, თავის დროზე სწორედ ალტერნატიული აზრი იყო ქრისტიანობა, პროტესტანტიზმი, კომუნიზმი და ასე შემდეგ. მრავალ დეგენერატულ იდეურ ერთობებს შორის(სექტები,რაღაც კლუბები და ტაკ დალეე) გამოერევა საინტერესო მიმდინარეობები და დროთა განმავლობაში ის პოზიტიურ როლს თამაშობს პროგრესის საქმეებში.ასეთი იყო ქრისტიანობა,პროტესტანტიზმი და კომუნიზმი. საქართველო როგორც კონტრასტების ქვეყანა აქაც ორიგინალურია, ალტერნატიული აზრი.... ხელისუფლებაშია... მხოლოდ საქართველოში შეიძლება მომხდარიყო ისე რომ ხელისუფლებაში მოვიდა ხალხი რომელთა აზროვნება პატარა უხეირო სექტის დონეს ვერც ერთ ქვეყანაში ვერ გაცდებოდა.... საქართველო რომ უცნაური და ალოგიკური ქვეყანაა ამას ბევრი საუბარი არ სჭირდება მთელი ეპოქების განმავლობაში ჩვენი ვახერხებდით და მუდამ წინასწარ განწირულ თამაშს ვთამაშობდით, კომუნისტური ეპოქის მოსვლასთან ერთად(ყველაზე დიდი ალტერნატივშიკები ისტორიაში) საქართველოში დაიწყო სრულიად ახალი საზოგადოების ჩამოყალიბება, რომელიც 70 იან წლებში ჩამოყალიბდა ისეთი ადამიანის ჩამოყალიბებით დასრულდა,რომელიც მარქს და ენგელს კოშმარებში თუ დაესიზმრებოდათ: ნაციონალიზმით გაჟღენთილი ჰომო სოვეტიკუსები. უძრაობის ხანამ ამ ადამიანებში დიდი ცვლილებები მოახდინა, დაგროვდა ბევრი ნეკროფილური იდეები, სწორედ ამიტომ როდესაც 80 იანების ბოლო გამოჩნდა მარაზმატიკები, ზვიადის და მისი ძმები თამადობით მთელმა ერმა რამდენიმე წელში არამარტო გაიზიარა არამედ აიტაცა და მათ სრული კარტბლანში მისცა, მოკლე დროში ამას მოჰყვა ნგრევა და სრული დეფორმირება სახელმწიფოს. 91 წელს ზვიადი ჩამოაგდეს, დაწყებულმა არეულობა მოკლე დროში შთანთქა ის რასაც 70 წელი ქმნიდა ბოლშევიკური სახელმწიფო, აღსრულდა ჩვენი ოცნება ათეულობით წლობით ნაშენები სისტემა დაინგრა და მის ადგილას ნანგრევებიღა დარჩა. დაახლოებით იმ პერიოდში საქართველოში გამოჩნდა პირველი თაობა ქართული პოსტ საბჭოთა ალტერნატიული აზროვნების, ეს იყო თაობა რომელიც გაიზარდა საბჭოთა კავშირთან ბრძოლის ლოზუნგით და როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი ეს თაობა აღმოჩნდა ფაქტის წინაშე შეპირებული ედემი არსად ჩანდა მხოლოდ დანგრეული საქართველოს ნანგრევები იყო ირგვლიც,ადამიანს ასეთ დროს ადამიანი იეყებს მიზეზების ძებნას, იმის გამო რომ ეს თაობა გაიზარდა ნაციონალისტურ იდეებზე მათთვის აღიარება იმის რომ საკუთარი იდეები იყო დესტრუქციული ავტომატურად ნიშნავდა იმას რომ მთელი შინაგანი აზროვნება დაინგრეოდა, ამიტომაც მოძებნილი იქნა მტერი ეს მტერი იყო საბჭოთა კავშირი და შემდეგ რუსეთი. მაშ ასე პოსტ ნაციონალისტური ალტერნატივშიკების თაობას უკვე ჰყავდა პირველი მტერი. მეორე ალტერნატივშიკები რომლებიც იმ პერიოდში გამოჩნდა ეს იყო ხალხი ალტერნატიული ინტექტუალების პლეადა, რომლებიც იმის გამო რომ ყველაფერი მემარცხენე ასოცირდებოდა საბჭოეთთან დაიკავეს მკვეთრად მემარჯვენე პოზიციები, მათვის საკუთარი ფსიქოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე პრობლემის არსი იყო თავად ქართველები და მუდამ ძიება იმის თუ რატომ არაფრად ვარგოდა ჩვენი ერი, რაც მთავარია მალე ამ ალტერნატიული აზრის ბიჭებს გამოუჩნდათ მფარველები მოხალისე ევროპელების სახით რომლებიც უხვად აძლევდნენ გრანტებს მათ მავანი სექტების დასაცავად თუ სხვა სახის საქმიანობის საკეთებლად, მოკლე დროში მოახერხეს იდეალური ალტერნატივშიკების ადგილის დაკავება, მიუხედავად იმისა რომ მათ მიმართ მასების დამოკიდებულება ოდნავ თუ ჩამორჩებოდა სერგო ორჯონიკიძისადმი ჩვენი ხალხის ”სიყვარულს”. უძრაობის ანუ ედუარდის ეპოქაში ორივე იდეოლოგია რეალურად განზე იდგა და მათ კუთვნილ ადგილს სხვადასხვა ტელევიზიებში თუ გაზეთებში იკავებდა, უნდა აღინიშნოს რომ ორივე იდეური ჯგუფი სანამ ოპოზიციაში იყო გამორიჩეოდა პროგრესული იდეებით და მათი საქმინობაც აშკარად დადებითი ნიშის მატარებელი იყო. შემდეგ იყო სააკაშვილის აღზევება და ორივე ჯგუფის და პლუს მაგათ დამატებული არტ ხელოვნების რევოლუცია და სისტემა როდესაც ხელისუფლებაში აღმოჩნდა ორი ჩაგრული და დევნილი იდეური ჯგუფის ხალხი, სწორედ მათ მიერ დაწყებული ნგრევის შედეგია ის რაც მოხვდა. საინტერესოა რომ ეს ძალიან ჰგავს ნაცისტების მოსვლას გერმანიაში, ნაცისტების თავიანთ ადრეულ წერილებში ხომ მუდამ აფიქსირებდნენ თავიანთ სიძულვილს ძველი პლეადის მეშჩანი მდიდრების მიმართ, მათ ხომ ჰყავდათ მთელი პლეადა მტრების, ასეა მოხვდა საქართველოშიც მათი მოსვლის დღიდან დაიწყო ცდა იმის რომ მომხდარიყო ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერის და ქართველი პატრიოტის იდენტიფიცირება, აქ პირველი ჯგუფის წარმომადგენელები აქტიურობდნენ მოკლე შეიცვალა დროშა, ჰიმნი, დაიწყო პატრიოტული თამაშები. საერთოდ თანამედროვე ადამიანი ავტომატისთის ხომ არ არსებობს იმაზე უფრო ცუდი ვიდრე იყოს გარკვეული ჯგუფის გარეთ, რეკლამის და პროპაგანდის მიერ შემოთავაზებულ თამაშის წესებზე უარის თქმა მას არ ძალუძს, სწორედ ამიტომ მალე პატრიოტული გრძნობებზე თამაშის შედეგად ქართველისთვის თითქმის მოხერხდა იდენტიფიცირება ნაციონალურ მოძრაობასთან. პარარელურად მეორე ჯგუფი მის საქმიანობას ეწეოდა მოკლე დროში მოხერხდა სტუდენტობაში და ალტერნატიული აზრის მქონე ახალგაზდრობაში გავლენის მოპოვება, პოტენციურმა მოწინააღმდეგემ დაკარგა ყველაზე რეალური ძალა მომავალი ბრძოლების წინ, პირველმა ჯგუფმა ბრძოლიდან გამოთიშა არმია, პატრიოტები, და ჩვეულებრივი ობივატელები, მეორე ჯგუფმა კი მის თავზე აიღო პროტესტანტები და უბრალოდ განსხვავებულად მოაზროვნეებიი. პირველმა ჰგუფმა საპროტესტო მუხტი მთლიანად რუსეთთან საბრძოლველად გადასწია, მეორე ჯგუფი გადაღძუებულ კონსერვატორებს დაუწყებს ბრძოლას. ყველაფერი კარგად იქნებოდა მაგრამ არც ერთ იდეოლოგიას არ შეუძლია იბრძოლოს ისე რომ არ მოახდინოს მისი მტრების მუდმივი გაშიშვლება და მასთან ომი, პირველმა ჯგუფმა მოკლე დროში მოახერხა და მთლიანად გადაიმტერა საბჭოთა ნოსტალგიით დაავადებული ხალხი, სამსახურებიდან გაყარეს მათი აზრით არასანდო ხალხი და მათ ადგილას ახალი ყაიდის პატრიოტულად გაზრდილი ჰუნვეიბინები დანიშნეს, მეორე ჯგუფმა კიდევ უფრო დიდ წმენდას მიჰყო ხელი მათ მთლიანად დარტყეს იმ ყველა იდოლს რომლებიც არსებობდა იმდროინდელ ქართულ საზოგადოებაში. ყველაფერი კარგად იქნებოდა რომ არა ორი დიდი შეცდომა 7 ნოემბერი და 7 აგვისტო, ეს ორი მაგიური შვიდიანი იყო ის რამაც ორივე ჯგუფი გააშიშვლა და დატოვა ჩვეულებრივი ობივატელების წინაშე შიშვლები. მიუხედავას იმისა რომ ქართული ოპოზიცია იმპოტენტია და ამაში ორივე სახელისულფებო ალტერნატივშიკებსაც მიუძღვით გარკვეული როლი, მათ მოახერხეს და ოპოზიციას წაართვეს ყველაზე მებრძოლი ძალა(პატრიოტების ნაწილი და ახალგაზრდობა)ხოლო კლასიკური წინააღმდეგობის ლიდერები მუშები მარქსისა და ენგელისადმი უზომო პატივისცემის მიუხეავად საქართველოში აღარ არის რევოლუციური ძალა. ბოლო სიტყვად კი მინდა ქართველი ალტერნატიული მომღერლის, კულტურის სამინისტროს თუ მერიის ”თანამშრომლის” სიტყვებით დავასრულო, მაისში ჩატარებულ როკ კონცერტზე კომენტირებისაც რომ გააკეთან, ”მხოლოდ იმისთვის ღირდა 2003 წლის ვარდების რევოლუცია რომ 2009 წელს როკ ფესტივალი გამართულიყოო”. პ.ს wtayjs ioklsi polfgsd (გადაშენებული სიბძრნის კიდევ ერთი ტიპური ნიმუში) ორიგინალი http://geoleft-marx.blogspot.com/2009/07/b...5.html#comments Edited October 5, 2009 by nikusha_marx Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 (edited) 80 იანების ბოლო გამოჩნდა მარაზმატიკები, ზვიადის და მისი ძმები თამადობით მთელმა ერმა რამდენიმე წელში არამარტო გაიზიარა არამედ აიტაცა და მათ სრული კარტბლანში მისცა, მოკლე დროში ამას მოჰყვა ნგრევა და სრული დეფორმირება სახელმწიფოს. არ დაგეთანხმები. ზვიად გამსახურდია საინტერესო ადამიანი იყო, მაგრამ ნაციონალურმა იდეამ შთანთქა მისი, როგორც ყოფილი დისიდენტის მოღბაწეობა და მთელი ქვეყანა შეიპყრო, მაგრამ 1. ეს იდეა მოყვა გარკვეულ უკმაყოფილებას საზოგადოებაში ; 2.ამის შედეგი არაა ნგრევა, არამედ მტრის მიერ ინსპირირებულ ძალთა აქტიურ შეტევის რეზულტატი გახლავთ.დღეს ეჭვი არავის უნდა გვეპარებოდეს-ზვიად გამსახურდია დაამხო ბურბულისის და სხვა დემოკრატ არაკაცთა ხროვამ რენეგატი პოლიტიკოსების მეშვეობით. 3. დეფორმირება კი რეზულტატია კანონიერი ხელისუფლების არარსებობისა.ახალი პარტია, ისინიც კი ხვდებოდნენ დემოკრატიის ფასს, რომელიც ჩვენთან ღირებულებას მხოლოდ გარე კავშირების ან მიტინგების დროს იძენს. ალტერნატიული აზრი.... ხელისუფლებაშია... ამაშიც ვერ დაგეთანხმები."ალტერნატიულები" ერთგვარი კეთილგანწყობით უყურებენ მხოლოდ ბოკერიას გუნდს ,მაგრამ ესაა პოლიტიკური სპექტრის დიდი შეცდომა და უყურადღებობა. პარტიებს მათთვის მაამებელი განცხადებები უნდა გაეკეთებინათ ოცი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. რისკს ერიდებიან.... :siriko: რაც შეეხება ხელისუფლებას,ესააა ცუდად გაზრდილ ობლომოვთა ერთობა, შედეგი საბჭოური განათლებისა, როცა მამა ემონებოდა შვილის კაპრიზებს.სწორედ ეს მენტალიტეტია მათ გადაბრუნებულ ტვინებში და ცდილობენ სხვა თაობები კი არა, თავიანთივე თაობა არაფრად ჩააგდონ.კლასიკური ეგოცენტრისტ ნებიერათა სექტაა და მეტი არაფერი.არანაერი "ალტერნატიულობ"ა.ერთადერთი ეს რაშიც გამოიხატება ...არის უნარი თავიანთ თავზე იფიქრონ . Edited October 5, 2009 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 ხოოოო.. მე მგონი, განმათავისუფლებელი მოძრაობა იწყება :papa: :papa: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 6, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 6, 2009 არ დაგეთანხმები. ზვიად გამსახურდია საინტერესო ადამიანი იყო, მაგრამ ნაციონალურმა იდეამ შთანთქა მისი, როგორც ყოფილი დისიდენტის მოღბაწეობა და მთელი ქვეყანა შეიპყრო, მაგრამ კი იყო ლაშა საინტერესო ადამიანი მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმას რომ რაც მე დავწერე...ის იყო იმ არარაციონალური აზროვნების წარმომადგენელი რომელიც ასე უყვართ საქართევლოში.... 1. ეს იდეა მოყვა გარკვეულ უკმაყოფილებას საზოგადოებაში ; ბუნებრივია....მეც მაგ აზრზე ვარ... 2.ამის შედეგი არაა ნგრევა, არამედ მტრის მიერ ინსპირირებულ ძალთა აქტიურ შეტევის რეზულტატი გახლავთ.დღეს ეჭვი არავის უნდა გვეპარებოდეს-ზვიად გამსახურდია დაამხო ბურბულისის და სხვა დემოკრატ არაკაცთა ხროვამ რენეგატი პოლიტიკოსების მეშვეობით. ზვიადის ჩამოგდება წინასწარ იყო განსაზღვრული იმ ერტი მიზეზი გამო რომ იმ ბიუროკრატიულ რეჟIმს რომელმაც გამოაცხადებინა დამოუკიდებლობა ზვიადს აღარ დასჭირდა ზვიადი... 3. დეფორმირება კი რეზულტატია კანონიერი ხელისუფლების არარსებობისა. დეფორმირება იმის ბრალია რომ ჩამოაგდეს ხელისუფლება მაგრამ გნრევა სწორედ იმ ხელისუფლებამ დაიწყო..მათმა მოყვანილმა ხალხმა.,.. ამაშიც ვერ დაგეთანხმები."ალტერნატიულები" ერთგვარი კეთილგანწყობით უყურებენ მხოლოდ ბოკერიას გუნდს ,მაგრამ ესაა პოლიტიკური სპექტრის დიდი შეცდომა და უყურადღებობა. პარტიებს მათთვის მაამებელი განცხადებები უნდა გაეკეთებინათ ოცი წლის განმავლობაში ერთხელ მაინც. რისკს ერიდებიან.... ლაშა მე ჩემი თაობიდან ვმსჯელობ...ასევე იმ ხალხიდან ვინც ჩემს პოსტში დავწერე1. 90 აინებში ჩარჩენილებზე2. ულტრა ლიბერალებზე რაც შეეხება ხელისუფლებას,ესააა ცუდად გაზრდილ ობლომოვთა ერთობა, შედეგი საბჭოური განათლებისა, როცა მამა ემონებოდა შვილის კაპრიზებს.სწორედ ეს მენტალიტეტია მათ გადაბრუნებულ ტვინებში და ცდილობენ სხვა თაობები კი არა, თავიანთივე თაობა არაფრად ჩააგდონ.კლასიკური ეგოცენტრისტ ნებიერათა სექტაა და მეტი არაფერი.არანაერი "ალტერნატიულობ"ა.ერთადერთი ეს რაშიც გამოიხატება ...არის უნარი თავიანთ თავზე იფიქრონ . ლაშა არსებობს ასეთი თეორია რომელიც ლევ ტროცკიმ შეიმუშავა და რეალურად ასეა, ეს თეორია გულისხმობს იმას რომ რევოლუციის ჩემდეგ სტალინის თერმიდორის რევოლუცია მოხდა, შემდეგ მან იწინაწარმტეყბველა რომ ბიუროკრატია კლასად გადაქცეული ჯერ სტალინს ჩამოაგდებდა შემდეგ კი მოახდნედა კაპიტალიზმის რესტავრირებას, ეს ხალხი ანუ ჩვენები არიან სწორედ იმ ბიუროკრატიის დანამატნი.... ლაშა შენ კი ემოცია გიშლიც ხელს მათ სეფასებაში,..ისინი რა არიან და რა ინტელქტუალურ დონზე იმყოფებიან ეს არ არის მთავარი, იმიტომ რომ ასეა თუ ისეა ხელისუფლეაბში არიან და უნდა შეიმუშაო მათთან ბრძოლის პრინციპები... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 იმ ბიუროკრატიულ რეჟIმს რომელმაც გამოაცხადებინა დამოუკიდებლობაამაში ცდები .ძალიან არ უნდოდათ. უბრალოდ კულუარებში გადაინაცვლეს და პოლიტიკური ნიღაბი შეიცვალეს.....როცა დაინახეს შეტევა შეიძლებოდა.....დაგვისვეს ედუარდ ბრძენი, შემდეგ კი უკვე ამ ოლიგარქთა შვილებმა მიხეილ ედუარდიდი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 ამაში ცდები .ძალიან არ უნდოდათ. უბრალოდ კულუარებში გადაინაცვლეს და პოლიტიკური ნიღაბი შეიცვალეს.....როცა დაინახეს შეტევა შეიძლებოდა.....დაგვისვეს ედუარდ ბრძენი, შემდეგ კი უკვე ამ ოლიგარქთა შვილებმა მიხეილ ედუარდიდი მერე ეს ლაშა არ გამორიცხავს იმას რაც მე დავწერე... დამოუკიდებლობა იყო გზა იმ სარგებლის(ფულის, ეკონომიკის) ჩასაგდებად... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted October 7, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 nikusha_marx დამოუკიდებლობა იყო გზა იმ სარგებლის(ფულის, ეკონომიკის) ჩასაგდებად...ეს კაი რამე გამახსენეაბა ეს წაიკითხე - რას იტყვი? Свобода за полценыАндрей Солдатов Известный британский журналист Джон Кампфнер, бывший главный редактор The New Statesman, а сейчас Index on Censorship, только что выпустил книгу Freedom for sale. How we made money and lost our liberty («Свобода на продажу. Как мы заработали деньги и потеряли независимость»). http://www.agentura.ru/press/about/jointpr...ts/ej/kampfner/ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 7, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 7, 2009 kisa კარგი წიგნი ჩანს ისე მე სულ მასეთებს ვკითხულობ ბოლო დროს, ოგონდ მაგ ტიპს გამოკვეტილი პოზიცია არ აქვს, მე ვისა ვკითხულობ იმათ უფრო left პოზიციები აქვთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 პროგრესისკენ მიმავალი გზა სამწუხაროდ არ არის ია-ვარდებით მოფენილი ხოლო თემის ავტორის აზრი "მსოფლიო შეთქმულების" ტეორიებს მაგონებს ქართულ რეალობაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted October 8, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ხოლო თემის ავტორის აზრი "მსოფლიო შეთქმულების" ტეორიებს მაგონებს ქართულ რეალობაში ხო ვიცი... მაგრამ არ მჯერა შეთქმულების თეორიების უბრალოდ ეს იყო ცდა მოვლენების ახსნის...ისე ნებისმიერი ანალიზი საბოლოოდ შეთქმულებამდე დადის... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 nikusha_marx ისე ნებისმიერი ანალიზი საბოლოოდ შეთქმულებამდე დადის.კი, როცა ცდილობ ვიღაცის იდიოტობის ლოგიკურად ახსნას))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ჩვენმ ყველანი შეთქმულნი ვართ..... და ვცდილობთ კოსმოსში საკუთარ მოვლინებას ახსნა მოვუძებნოთ.. ხოდა, ვერთიანდებით, ვსექტანტდებით და ვმმიმართულდებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
შხარა Posted October 8, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 8, 2009 ქართველი უფრო კაპიტალისტია და სოციალისტი? მარქსზე გამახსენდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 9, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 9, 2009 შხარა ქართველი უფრო კაპიტალისტია და სოციალისტი? მარქსზე გამახსენდაპოხუსიტი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.