ლ ი ც ი Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 (edited) გურამ ოდიშარია: განა-იძულებით გადაადგილებული პირი, განა-დროებით გადაადგილებული, ან კიდევ სხვა, არამედ ლტოლვილი! ახლა სულ რამდენიმე მინი-ისტორია. ამ ისტორიებს იმიტომ კი არ ვწერ, რომ ვინმეს თანაგრძნობის ცრემლი მოვგვარო, არამედ იმიტომ, რომ თქვენ , ისევე როგორც საკუთარ თავსაც, ერთხელ კიდევ შევახსენო ზოგი რამ. ერთ-ერთ გაზეთში განცხადება წავიკითხე, დაახლოებით ასეთი: ლამაზი ახალგაზრდა ქალი ვარ, განათხოვარი. მაქვს ბინა, მანქანა და ა. შ. მეუღლეს ვეძებ ორმოც წლამდე ასაკის მამაკაცს. დაბლები, მელოტები, ჭარბწონიანები და ლტოლვილები ნუ გამომეხმაურებიანო.მახსენდება ერთი საგაზეთო განცხადებაც, რომელსაც რამდენიმე მოქალაქე აწერდა ხელს, თითოეული მათგანის სახელისა და გვარის ქვეშ მინიშნებული იყო მისი პროფესიაც-ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი...და მხოლოდ ერთი მათგანის სახელი და გვარი იყო გამორჩეული, ის მოხსენიებული იყო არა პროფესიის მიხედვით, არამედ, როგორც "ლტოლვილი" ლტოლვილი თვისობრივად სხვა ადამიანი გახდა. ის ნაღალატევია ყველა მთავრობისაგან, ყველა პოლიტიკოსისაგან, ის არ დაინდო არავინ. ხანდახან, როცა სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ცნობილ ადამიანებს ვუსმენ , ან მათ ინტერვიუებს ვკითხულობ, მიკვირს, როგორი არაჰუმანური, ვიტყოდი არაადამიანური დამოკიდებულება აქვს ზოგიერთ მათგანს ლტოლვილთან, როგორ ცუდად იცნობენ მათ ცხოვრებას. ასეა, ლტოლვილის არსებობა ბევრს ხელს აძლევს, ზოგიერთისთვის იგი პოლიტიკური ქულების მოპოვების საშუალებაა, ზოგიერთისათვის -სატრენინგო-სასემინარო მასა. ჩვენ ყველანი სტერეოტიპების ოკეანეში ვტივტივებთ, საკუთარი თუ სხვა საზოგადოების, პირადი, მცდარი, ლოგიკური, არალოგიკური თუ უამრავი სხვა სახის სტერეოტიპის ოკეანეში. ეს ოკეანე განსაკუთრებით ლტოლვილს არ ინდობს და მას ხშირად ხან მოულოდნელი , არარეარული, ხანაც ერთმანეთის საპირისპირო თვისებებით აჯილდოვებს.აი, ზოგიერთი მათგანიც:ზოგიერთისთვის ლტოლვილობა ფიზიკური ნაკლია: "მელოტები, დაბლები და ლტოლვილები ნუ გამომეხმაურებიან"ლტოლვილი პროფესიაა: წერილს ხელს აწერენ: ექიმი, ინჟინერი, მასწავლებელი და ლტოლვილი.ლტოლვილი ლაჩარიალტოლვილი დამნაშავეალტოლვილი ზვიადისტიალტოლვილი მიშისტიალტოლვილის ჩართვა მოლაპარაკებებში არ შეიძლება, იმიტომ, რომ:1. ის ემოციურია, მოლაპარაკებისას ტირის2.ის აგრესიულია და შურისმაძიებელია3კონსტრუქციული მსჯელობა არ შეუძლია4. ვერ მიაღწევს კონსენსუსს, იმიტომ რომ არ არის დამთმობი5. ვერ მიაღწევს კონსენსუსს, იმიტომ რომ ყველაფერს დათმობს და საშიშია არ "გაყიდოს" საქართველოს ეროვნული ინტერესები6. და ა.შ და ა. შ.ზოგისთვის ლტოლვილი ლამის ეროვნებასაც ნიშნავსლტოლვილს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ დარჩეს.ლტოლვილს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ არ დარჩეს.ლტოლვილი უნდა დაბრუნდეს.ლტოლვილი არ უნდა დაბრუნდესლტოლვილი...ლტოლვილი...ასე გრძელდება პრიმიტიულ-პარტიული ჩოგბურთი და ბობოქრობს სტერეოტიპების ოკეანეუზერებო, ნუ განვიხილავთ მათ როგორც დამნაშავეებს, ან ზედმეტ ადამიანებად. ნუ ავკიდებთ მათ დაპირისპირების მთელ სიმძიმეს. ასეა, ურთულეს დროში ვცხოვრობთ, უამრავი რამ გადასაფასებელია და თუ ამ თემიდან გამომდინარე,თუნდაც ერთმა უზერმა თუ შეიცვალა წარმოდგენა მათზე და კეთილი თვალით შეხედავს მათ, მაშინ ჩავთვლი, რომ ამდენი ტყუილად არ მიპოსტია mash, ase, რაში ეთანხმებით , baton gurams და რაში არ ეთანხმებით? თუ არ ეთანხმებით, მაშინ საინტერესოა-რატომ? პ.ს. ეს თემა გე-ზე მქონდა გახსნილი. ჩემი აზრით, აქტუალობა არ დაუკარგავს da upriani iqneba Tu აქაც გავხსნი Edited October 5, 2009 by licemer Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Helena222 Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 გურამ ოდიშარია: განა-იძულებით გადაადგილებული პირი, განა-დროებით გადაადგილებული, ან კიდევ სხვა, არამედ ლტოლვილი! ზოგისთვის ლტოლვილი ლამის ეროვნებასაც ნიშნავსლტოლვილს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ დარჩეს.ლტოლვილს არ უნდა მიეცეს იმის საშუალება, რომ არ დარჩეს.ლტოლვილი უნდა დაბრუნდეს.ლტოლვილი არ უნდა დაბრუნდესლტოლვილი...ლტოლვილი...უცხოეთში მყოფი ქართველების უმრავლესობას ლტოლვილის სტატუსი აქვს მინიჭებული. იმისათვის, რომ მოიხსნან ეს სტატუსი სახელმწიფოს სთხოვენ მიიღონ იმ ქვეყნის მოქალაქეობა, სადაც იმყოფებიან. არ შეიძლება საქართველოს "ლტოლვილებმა" საქართველოს პრეზიდენტს მოსთხოვონ საქართველოს მოქალაქეობა?(მწარედ ვიხუმრე) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 საქართველოს პრეზიდენტს მოსთხოვონ საქართველოს მოქალაქეობა?(მწარედ ვიხუმრე)დავაზუსტებ:ძალიან მწარედ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 უსახელოდ იძირება თემა, : არადა აქტუალური საკითხია Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 licemer უსახელოდ იძირება თემა, არადა აქტუალური საკითხიაჩემი აზრით მარტივია, თუ დავიბრუნეთ ტერიტორიები...ლტოლვილების დიდი ნაწილი დაბრუნდება, განსაკიუთრებით აფხაზეთში... არ არის ეს ჩემი აზრით ძალიან სადარდებელი სადარდებელია დავიბრუნებთ როო?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 სადარდებელია დავიბრუნებთ როო?!როგორც დანიის პრინცმა ბრძანა: "საკითხავი აი ეს არის" Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 ლტოლვილი. დროებით გადაადგილებული თუ სამუდამოდ, გადაადგილებულები? თუ მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას მაშინ დაბრუნდებიან,ისე ვერა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 თუ მიიღებენ აფხაზეთის მოქალაქეობას მაშინ დაბრუნდებიან,ისე ვერა.რა იცი რა ხდება, ჩემო დიტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 (edited) რა იცი რა ხდება, ჩემო დიტო რა ხდება და უსაშველოთ გაჭირვებაში ცხოვრობენ ეს ხალხი,როცა ამ ქვეყნის პრეზიდენტი არ იკლებს რესტორნებში სიარულს და პრასტიტუტკებში ბიუჯეტის ფულებს ხარჯავს. აი ეს ხდება ლიც. Edited October 5, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 აი ეს ხდება ლიც.მარტო ეს რომ იყოს, მაშინ რა უჭირს, ჩემო დიტო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 მარტო ეს რომ იყოს, მაშინ რა უჭირს, ჩემო დიტო -------------------- კაცო შენ რა გამოცანებით მელაპარაკები? თუ იცი დაწერე მერე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 licemer ჩემი აზრით მარტივია, თუ დავიბრუნეთ ტერიტორიები...ლტოლვილების დიდი ნაწილი დაბრუნდება, განსაკიუთრებით აფხაზეთში... არ არის ეს ჩემი აზრით ძალიან სადარდებელი სადარდებელია დავიბრუნებთ როო?! არ ასე ადვილად არის საქმე. ლტოლვილთა შვილები რომლებიც სხვაგან გაიზარდნენ, ამათ გაუჭირდებათ ახალ ადგილზე გადასვლა. მქონდა ამ თემაზე საუბარი რამოდენიმე ოჯახთან. თან ბევრი აფხაზთეთიდან რუსეთში დ უკრაინაში ცხოვრობს. გარუსდებიან ეს ბავშვები და მერე დაბრუნდებიან? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted October 5, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 კაცო შენ რა გამოცანებით მელაპარაკები? თუ იცი დაწერე მერე.რომ არ ვიცი იმიტომ გელაპარაკები გამოცანებით Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 ლტოლვილთა შვილები რომლებიც სხვაგან გაიზარდნენ, ამათ გაუჭირდებათ ახალ ადგილზე გადასვლა ვინ გადაუშვებს თორემ მე ამერიკასაც მოვერგე კარგათ. რომ არ ვიცი იმიტომ გელაპარაკები გამოცანებით მე მეგონა იცოდი და მიმალავდი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 5, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 5, 2009 babuagiorgi არ ასე ადვილად არის საქმე. ლტოლვილთა შვილები რომლებიც სხვაგან გაიზარდნენ, ამათ გაუჭირდებათ ახალ ადგილზე გადასვლა. მქონდა ამ თემაზე საუბარი რამოდენიმე ოჯახთან. თან ბევრი აფხაზთეთიდან რუსეთში დ უკრაინაში ცხოვრობს. გარუსდებიან ეს ბავშვები და მერე დაბრუნდებიან?ნუ უცხოეტში მაცხოვრებლების დაბრუნებაზე არავის ეწყინოს მაგრამ ძალიან სკეპტიკურად ვარ განწყობილი...კაი ხანს ყოველ შემთვევაში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.