Jump to content
Planeta.Ge

ხელისუფლების პასუხისმგებლობის წილი აგვისტოს მოვლენებზე


ეკისრება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აგვისტოს მოვლენებზე და   

12 members have voted

  1. 1. ეკისრება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აგვისტოს მოვლენებზე და მის შედეგებზე, აწ გამოქვეყნებული ტალიავინის დასკვნის ფონზე?

    • კი
      7
    • არა
      1
    • არ ვიცი
      0


Recommended Posts

ეკისრება თუ არა საქართველოს ხელისუფლებას თავისი წილი პასუხისმგებლობა აგვისტოს მოვლენებზე და მის შედეგებზე, აწ გამოქვეყნებული ტალიავინის დასკვნის ფონზე?

ვლაპარაკობთ ჩვენ წილ პასუხისმგებლობაზე, რუსები, აფსუები, ოვსები ცუდები რომ არიან ვიცით, ევროპა რომ გაზპრომმა იყიდა და ამერიკამ რომ გაგვყიდა ეგეც...

 

შენ რომ ყოფილიყავი ქვეყნის პრეზიდენტი, 2008 წლის 7 აგვისტოს, რას იზამდი???????

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაგ დასკვნას აქვს ექნება ასეთი ეფექტი: რაც მეტი დრო გავა მისი გამოქვეყნებიდან, მით უფრო კარგი იქნება ეს საქართველოსთვის და მით უფრო ცუდი რუსეთისათვის. ეთნიკური წმენდა არ არის ხელწამოსაკრავი ამბავი.

თავი რომ არ მოვიტყუოთ, ეს დასკვნა არის რუსებისთვისაც და ქართველებისთვისაც არის ცუდი..

 

მარა ეს დასკვნა სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არაფერ კარგს არ აძლევს ეს კი უკვე ჩანს...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

 

თავი რომ არ მოვიტყუოთ, ეს დასკვნა არის რუსებისთვისაც და ქართველებისთვისაც არის ცუდი..

 

მარა ეს დასკვნა სააკაშვილის ხელისუფლებას რომ არაფერ კარგს არ აძლევს ეს კი უკვე ჩანს...

 

რა შუაშია გვარი ''სააკაშვილი"??????? ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, მასე იქნებოდა.... და ჩვენ ყველას ერთად მაგრად გავიხარდებოდა

:D :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

შენ რომ ყოფილიყავი ქვეყნის პრეზიდენტი, 2008 წლის 7 აგვისტოს, რას იზამდი???????

 

 

არ ვიცი...

 

 

ესეიგი თუ სურვილი გვაქვს ვპასუხობთ გამოკითხვის სათაურში დასმულ შეკითხვას და არა იმას ვინ რას მოიმოქმედებდა სრუტუნას ადგილზე რომ ყოფილიყო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IG2006

 

 

ეკისრება.სრული კრახი საგარეო დიპლომატიაში.ვისაც არ ეზერებოდა ბელადის თამადობით ყველა რუსეთს აგინებდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

IG2006

ეკისრება.სრული კრახი საგარეო დიპლომატიაში.ვისაც არ ეზერებოდა ბელადის თამადობით ყველა რუსეთს აგინებდა.

 

არც მეზარებოდა და არც დამეზარება...

 

:D

 

 

საგარეო დიპლომატიაში კი აც მთლად წაქცეულები ვართ....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რა შუაშია გვარი ''სააკაშვილი"???????

იმ შუაშია რომ რუსეთის საქმე გააკეთა. მისი ნაბიჯების შედეგად რუსი ჯარი დგას ახალგორსა და კოდორში ასევე იმ ტერიტორიებზე რომელსაც ადრე ჩვენ ვაკონტროლებდით..

 

ვინც არ უნდა ყოფილიყო ხელისუფლებაში, მასე იქნებოდა.... და ჩვენ ყველას ერთად მაგრად გავიხარდებოდა

ტალიავინის დასკვნაში ეწერა რომ შეიძლებოდა ომის აცილებაო, ჩემი ნდობა ამ შემთხვევაში ტალიავინისკენაა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

ტალიავინის დასკვნაში ეწერა რომ შეიძლებოდა ომის აცილებაო

ამისათვის ორივე მხარის სურვილი იყო საჭირო.

 

 

 

პირველი გასროლა არ არის აგრესიის ნიშანი

 

რუსეთ-საქართველოს ომის მიზეზების შემსწავლელმა კომისიამ 2008 წლის აგვისტოს ომის გაჩაღებაში ბრალი ორივე მხარეს დასდო. საქართველოს ქმედებებიც

დაგმობილია, მაგრამ აი, მოვლენების რუსული ვერსიიდან ქვა ქვაზე არ დარჩენილა.

შვეიცარიელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ექსპერტთა მცირე არმიის დახმარებით უკვე ერთი წელია არკვევს იმ ომის მიზეზებს, რომელმაც ჯერ ევროპა შეძრა, მერე კი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის გამო მივიწყებას მიეცა. როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე მხარე ამტკიცებს, რომ ორმოც გვერდზე განთავსებული მასალა მათ მიერ წარდგენილ ვერსიებს არ შეესაბამება. მიუხედავად ამისა, დოკუმენტის გაცნობა საკმარისია იმის მისახვედრად, რომ კონფლიქტზე პასუხისმგებლობის ლომის წილი მოსკოვს ეკისრება. მოკლედ რომ ითქვას, დოკუმენტში, შარშანდელი ომის გამომწვევი მიზეზების რუსეთისეული ვერსია სრულიად იგნორირებულია. აქამდე პრესაში ყურადღება მახვილდებოდა დოკუმენტში გაკეთებულ დასკვნაზე, რომ ომი საქართველომ დაიწყო. მაგრამ პასუხისმგებლობის დაკისრებისას გასათვალისწინებელია, რომ პირველი გასროლა აუცილებლად აგრესიის ნიშანი როდია. დოკუმენტში ეს აღნიშნულია. გაკეთებულია დასკვნა, რომ "არ არსებობს იმის საფუძველი, რომ კონფლიქტზე მთელი პასუხისმგებლობა რომელიმე მხარეს დაეკისროს". ამავე დროს, დოკუმენტში ჩამოთვლილია რუსეთის მიერ ჩადენილი პროვოკაციები, რომლებიც 2008 წლის ომს უძღოდა წინ.

დოკუმენტის ავტორთა შეფასებით, საქართველოს ბრალი მიუძღვის საკანონმდებლო ბაზის უქონლობაში - მასზე დაყრდნობით ცხინვალზე თავდასხმა და იქ ძალის გადამეტებული გამოყენება გამართლებული იქნებოდა, მათ არ გაითვალისწინეს საქართველოს პოზიცია ამ საკვანძო პუნქტთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქართული მხარე დამაჯერებლად ვერ ასაბუთებს თავის ვერსიებს. არადა მომდევნო წინადადებაში ლაპარაკია იმაზე, რომ რუსეთი ამბოხებულებს სამხედრო ინსტრუქტორებით და იარაღით ამარაგებდა. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველოს თავდასხმამდე რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე შევიდნენ "მოხალისეები და დაქირავებულები". გასაკვირია, რატომ არ შეიძლებოდა აქაც ყველაფერს თავისი სახელი დარქმეოდა? დოკუმენტში გაცამტვერებულია რუსეთის მიერ თავის მართლება: საკუთარი მოქალაქეების დაცვა, ჰუმანიტარული ინტერვენცია, საქართველოს მიერ ოსი მოსახლეობის გენოციდი, რეაქცია რუსეთის სამშვიდობოებზე თავდასხმაზე. მაგრამ დოკუმენტის ავტორებმა დაადგინეს, რომ აფხაზებისა და ოსებისთვის რუსული პასპორტების გაცემა უკანონო იყო, რადგან არავითარი რუსეთის მოქალაქეები იქ არ არსებობდნენ! ასევე უარყვეს ავტორებმა მოსკოვის მტკიცებულებები ჰუმანიტარული ინტერვენციის შესახებ.

არანაირად არ დასტურდება რუსეთის ბრალდება, რომ საქართველომ ოსების წინააღმდეგ გენოციდი განახორციელა - ეს მტკნარი სიცრუეა! დოკუმენტის ავტორები არ უარყოფენ, რომ რუსეთს უფლება ჰქონდა თავისი სამშვიდობოების დაცვისა, მაგრამ "მათ არც ისეთი საშიშროება ემუქრებოდათ, როგორც ამას მოსკოვი წარმოაჩენდა". მეორე მხრივ, რუსეთი დადანაშაულებულია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართველი მოსახლეობის ეთნიკური წმენდის წაქეზებაში, რაც ომის დროსაც თვალნათელი იყო და ომის შემდეგაც. დაბოლოს, უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის დარღვევად არის მიჩნეული რუსეთის მიერ საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარება. გარდა ამისა, დაგმობილია რუსეთის საქციელი ომის შემდეგ - მოსკოვი ამ წუთამდე არღვევს ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას. ისტორიკოსებისთვის ამ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა ექნება. მაგრამ ახლაც მეტად მნიშვნელოვანია, რადგან ომი 2008 წლის აგვისტოში არ დაწყებულა, და არც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი დასრულებულა. გრძელდება საქართველოსთან დიპლომატიური, პოლიტიკური და ეკონომიკური ომი, ისევე როგორც საბოტაჟის მცდელობა ქვეყნის შიგნით. მთავარი კი ის არის, რომ რუსეთი კვლავ აცხადებს, რომ უნდა საქართველოს მმართველი რეჟიმის შეცვლა და მისი სახელმწიფო სუვერენიტეტის მოსპობა.

 

http://www.kvirispalitra.ge/politic/886-pi...is-nishani.html

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...