Jump to content
Planeta.Ge

ძლივს ოპოების ნორმალური განცხადება


Recommended Posts

ირაკლი ალასანიამ, სოზარ სუბარმა, დავით უსუფაშვილმა და დავით გამყრელიძემ განცხადება ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიას პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს.

 

“ჩვენ ვთვლით, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკურად უპასუხისმგებლო და წინდაუხედავმა გადაწყვეტილებამ, გაეხსნა ცეცხლი ცხინვალის მიმართულებით, საფრთხის ქვეშ დააყენა სახელმწიფოებრიობა და ქვეყნის განვითარების მომავალი. ამ გადაწყვეტილებამ არა მხოლოდ თავიდან ვერ აგვაცილა რუსეთის მხრიდან საქართველოს სამხედრო ოკუპაცია, არამედ აგრესორს შეუქმნა საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური შემოჭრის საბაბი”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

აქვე აღნიშნულია, რომ რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა სუვერენული საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის და ტერიტორიების ოკუპაციისთვის, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა; დღემდე ათეულობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის ეთნიკური წმენდა მოყვა შედეგად.

“ანგარიში კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ 7 აგვისტო იყო მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირების კულმინაცია. ეს ომი არ იყო გარდაუვალი, ის იყო წლების მანძილზე მიღებული არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ის გნაცხადებაა, რომელსაც მთლიანად ვეთანხმები და პლანეტაზე გახსნილი თემების შინაარსსაც ეხმიანება თითქოს!

 

თქვენ რას ფიქრობთ უზერებო?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

მასე ფიქრობს მხოლოდ სუბარი და ალასანია....

გამყრელიძე უსუფაშვილი?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ის გნაცხადებაა, რომელსაც მთლიანად ვეთანხმები და პლანეტაზე გახსნილი თემების შინაარსსაც ეხმიანება თითქოს!

 

თქვენ რას ფიქრობთ უზერებო?!

 

 

იასნად ჩემო დეპრეს. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეღარ მოვასწარი ჩამატება.საიტი ისევ არ მეხსნებოდა და ალასანია ამათ თუ გაეშვება კარგს იზამს.გამყრელიძეს მაინც.ის ტორმუზის როლს შეასრულებს მეტს არაფრისას. :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

.საიტი ისევ არ მეხსნებოდა

ძალიან მალე მოგვარდება ეს პრობლემა

 

ალასანია ამათ თუ გაეშვება კარგს იზამს.გამყრელიძეს მაინც.ის ტორმუზის როლს შეასრულებს მეტს არაფრისას.

ნელნელა და მეთოდურად...პირდაპირ კარის გაჯახუნება არ იქნება სწორი...ნელნელა....ფაქტია სუბარის შემოერთების შემდეგ გამყრელიძის როლი შემცირდა მანდ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ნელნელა და მეთოდურად...პირდაპირ კარის გაჯახუნება არ იქნება სწორი...ნელნელა....ფაქტია სუბარის შემოერთების შემდეგ გამყრელიძის როლი შემცირდა მანდ

 

 

ე.ი. მეთანხმები არა? :D უსუფაშვილი ისე არ მაღიზიანებს,მაგრამ მაგის ცოლი კი. :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეღარ მოვასწარი ჩამატება.საიტი ისევ არ მეხსნებოდა და ალასანია ამათ თუ გაეშვება კარგს იზამს.გამყრელიძეს მაინც.ის ტორმუზის როლს შეასრულებს მეტს არაფრისას. :D

რატომ :) სხვებთან შედარებიტ რა უჭირს მემარჯვენეებს, მრავალფეროვანი პოლიტ სპექტრია საჭირო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

რატომ სხვებთან შედარებიტ რა უჭირს მემარჯვენეებს, მრავალფეროვანი პოლიტ სპექტრია საჭირო

 

 

ადრე ოპოზიცია რომ გაერთიანდა,მაშინ ვსთქვი Лебедь,Рак да Щука–ს პონტში იქნებიან მეთქი და მართალი გამოვდექი.არ შეიძლება პოლიტიკური გაერთიანებაში პარტიების აზრის პატარა განსხვავებაც კი.

 

 

და საერთოდ.ალასანია არის ასე ვსთქვათ ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში და მარტო რომ იყოს უპრიანი იქნებოდა.ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და თვითონ უკეთესად იცის. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და საერთოდ.ალასანია არის ასე ვსთქვათ ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში და მარტო რომ იყოს უპრიანი იქნებოდა.ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და თვითონ უკეთესად იცის.

პლიუს სუბარი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ადრე ოპოზიცია რომ გაერთიანდა,მაშინ ვსთქვი Лебедь,Рак да Щука–ს პონტში იქნებიან მეთქი და მართალი გამოვდექი.არ შეიძლება პოლიტიკური გაერთიანებაში პარტიების აზრის პატარა განსხვავებაც კი.

და საერთოდ.ალასანია არის ასე ვსთქვათ ახალი სახე ქართულ პოლიტიკაში და მარტო რომ იყოს უპრიანი იქნებოდა.ნუ ეს მხოლოდ ჩემი აზრია და თვითონ უკეთესად იცის. :D

ერთი პიროვნება ვერაფერს გააწყობს, საჭიროა მრავლფეროვანი სპექტრი, რაც მთავარია ერთი მიზანი უნდა ჰქონდათ

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა,

ალასანიას გუნდი -დიპლომატია

რესპები-სამართალი

მემარჯვენეები-ეკონომიკა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ერთი პიროვნება ვერაფერს გააწყობს, საჭიროა მრავლფეროვანი სპექტრი, რაც მთავარია ერთი მიზანი უნდა ჰქონდათ

ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა,

ალასანიას გუნდი -დიპლომატია

რესპები-სამართალი

მემარჯვენეები-ეკონომიკა

სუბარი მიამატე ამას...და კიდე ბევრი წავა მაქეთკენ

 

ძლიერი ცენტრი შეიქმნა , ეგ უკვე ცხადია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძლიერი ცენტრი შეიქმნა , ეგ უკვე ცხადია

 

 

ალასანია სუბარი,შეიძლება დაგეთანხმო,მაგრამ დანარჩენზე არაფრით.

 

 

ალასანია უნდა მოერიდოს კომუნისტების დროინდელ ჩინოვნიკებს,რომლებიც ბლომად არიან ნაცებში. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ალასანია უნდა მოერიდოს კომუნისტების დროინდელ ჩინოვნიკებს,რომლებიც ბლომად არიან ნაცებში.

არადა რიგი დადგება ნაცების მანდ ცოტა ხანში (თუ არ დადგა)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...