Jump to content
Planeta.Ge

რას მოუტანს ეს დასკვნა საქართველოს?


Recommended Posts

არ მესმის, რა შუაშია ვინ დაიწყო ომი, ვინ გაისრილა ტყვია პირველმა??? რატომ სვამთ ამ კითხვას?????

 

მე შემოვალ თქვენს ოჯახში, ვცემ თქვენს ოჯახის წევრებს, ერთი ორს გავაუპატიურებ, მერე ტყვიას რომ მესვრით, ვიჩივლებ და დაგადანაშაულებთ, ვიტყვი, პირველმა მაგან მესროლა თქო...

 

ასეთი აბსურდია, რაც რუსეთმა შეამოაგდო და სამწუხაროდ, ამ ქვეყანაშიც ბევრი აჰყევით

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

machkatela

თბილისში დარწმუნებულები არიან, რომ ევროკავშირი რუსეთ-საქართველოს ომის შემსწავლელი საერთაშორისო კომისიის მიერ დადებული დასკვნის მის ოფიციალურ პოზიციად აღიარებას არ აპირებს.

როგორც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა საპარლამენტო კომისიის ხელმძღვანელმა შოთა მალაშხიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ჰაიდი ტალიავინის კომისიის მიერ დადებული დასკვნა ევროკავშირისთვის წარმოადგენს ერთ-ერთ და არა ერთადერთ დოკუმენტს, რომელიც გასული წლის რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ მომზადებულა.

მისი თქმით, ევროკავშირი ამ დასკვნიდან აიღებს მის მხოლოდ იმ ნაწილს რომელსაც თავად იზიარებს, ხოლო რომელსაც არ იზიარებს – არა .

მალაშხია ხაზს უსვამს, რომ დასკვნაში მოყვანილი ფაქტები და შემდგომ ამ ფაქტებიდან გამომდინარე შეფასებები, ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

იმდენი მალაშხიას დდდდდდ შშშშშშშშშ./.......................

 

:D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს დასკვნა არაფერს ახალს და განსხვავებულს არ მოიტანს იმასთან შედარებით რაც 2008 წლის აგვისტოს მოვლენებმა მოიტანა და რაც ჩვენს რეალობაზე პრაქტიკაში უკვე აისახა და ისახება იმ დღიდან დღემდე.

 

წარმოიდგინეთ მომხდარი მიწისძვრა და მასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სეისმოლოგების რეპორტი.

იგივეა ილაპარაკო რას მოგვიტან სეისმოლოგების რეპორტი….. არაფერს! მოსატანი მიწისძვრამ მოიტანა.

 

დასავლეთში, ჩვენს მიმართა სკეპტიციზმი, ურთიერთობების და თანამშრომლობის სურვილის განელება, იმედგაცრუება და სინანული უკვე წელიწადზე მეტია არსებობს. ეს დასკვნა არის ახსნა იმისა თუ რატომ აღმოცენდა ასეთი დამოკიდებულება და სავარაუდოდ, რატომ გაგრძელდება ეს განუსაზღვრელი ვადით.

 

არანაირი რადიკალურ პრაქტიკულ ცვლილებებს არ გამოიწვევს ეს დასკვნა დანარჩენი მსოფლიოს ჩვენდამი უკვე არსებულ დამოკიდებულებაში. ემბარგოს არ დაგვადებენ და თავპირისმტვრევით არ დაიწყებენ კონფლიქტური რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებას. უბრალოდ ყველაფერი ისე გაგრძელდება როგორც აგვისტოდან დღემდე იყო და არის. რაც იყოს და რის თავის მხრივ ძალიან ცუდია და სამწუხაროა, რომ ამის აღსაქმელად ზოგიერთს ტალიავინსი დასკვნა სჭირდება.

 

პ.ს

ამ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს... საერთოდ? :resent:

Edited by შხარა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ ქვეყანას პრეზიდენტი ჰყავს... საერთოდ?

 

 

დიდი დიპლომატიური გამარჯვება მოგვიპოვებია თურმე,მააშ. :crazy:

 

 

 

 

ერთი კიდევ.რადგან ეს გაუვიდათ რუსებს,შემდეგი ჯავახეთი მგონია.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დიდი დიპლომატიური გამარჯვება მოგვიპოვებია თურმე,მააშ

ხო..ვნახე.

მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილმა რომელიც გაურკვეველი იყო სიტუაციაში, გუშინ მას-მედიის წამყვანი რესურსების პირველი გვერდებიდან დიდი ასოებით შეიტყო, რომ ესკალაციაში ბრალი საქართველოს ედება.

 

პლანეტა "მიშაზე" ეს გამარჯვებაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მსოფლიოს მოსახლეობის ნაწილმა რომელიც გაურკვეველი იყო სიტუაციაში, გუშინ მას-მედიის წამყვანი რესურსების პირველი გვერდებიდან დიდი ასოებით შეიტყო, რომ ესკალაციაში ბრალი საქართველოს ედება.

 

 

მაგასაა რომ ვამბობ.მთელმა მსოფლიომ ეს ფრაზა წაიკითხა და არა 900 გვერდიანი დასკვნა და თურმე უდიდესი დიპლომატიური გამარჯვება მოგვიპოვებია. :crazy:

 

ამ განცხადებიდან გამომდინარე დამებადა კითხვა.ვისზე? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაგასაა რომ ვამბობ.მთელმა მსოფლიომ ეს ფრაზა წაიკითხა და არა 900 გვერდიანი დასკვნა

რიგითი მოქალაქეები კი არა პოლიტიკოსები არ კითხულობენ მსგავს პროსტინებს.

 

რამდენი 500, 800, 900, 1000 გვერდიანი კანონპროექტი და ოფიციალური დოკუმენტი მუშავდება და არის მიღებული ამა თუ იმ მთავრობის და პოლიტიკური ორგანიზაცია მიერ წლიურად იცით?!

 

გგონიათ სხედან და ამ ყველაფერს გულდასმით კითხულობენ?

ნდობით აღჭურვილი პირთა ჯგუფი ამუშავებს და ქმნის ამ დოკუმენტებს. დანარჩენები კი ეცნობიან მონახაზს, კონცეპტს, ძირეული პრინციპებს და ეგ არის.

Edited by შხარა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...