newstudio Posted October 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 რეგულარული სქესობრივი პარტნიორის ცნების განმარტებაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე საკოამდ კურიოზულად იმსჯლელეს. საკითხი ‘’აივ ინფექცისა/შიდსის’’ შესახენ კანონპროექტს ეხება, სადაც ნათქვამი იყო, რომ აივ ინფიცირებული პირი, რომლისთვისაც ცნობილია საკუთარი აივ დადებითი სტატუსი, ვალდებულია დადგენილი წესით აცნობოს მეუღლეს თუ რეგულარულ სქესობრივ პარტნიორს საკუთარი აივ ინფიცირების შესახებ. კომიტეტის სხდომაზე კამათის თემა სიტყვა ‘’რეგულარული’’ გახდა, რომლზეც აღინიშნა, რომ საკითხი ინდივიდუალურია და შეუძლებელია დადგინდეს რომელი პარტნიორია რეგულარული და ან ‘’ერთჯერადი’’. დეპუტატებისთვის და ექსპერტებისთვისაც გაუგებარია, სასამართლო დავის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს იმის დადგენა, ინფიცირებული პარტნიორს რეგულარულ პარტნიორად მიიჩნევდა თუ არა. კომიტეტის სხდომაზე თითქმის ერთსაათიანი საკმაოდ კურიოზული განხილვის შემდეგ გადაწყდა, რომ სიტყვა ‘’რეგულარულს’’ ამოიღებენ და აივ ინფიცირებულს საკუთარი აივ დადებითი სტატუსის შეტყობინების ვალდებულება ექნება მეუღლისადმი და ზოგადად, სექსუალური პარტნიორისადმი. რაც შეეხება სასჯელს აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობისთვის, ის სისხლის სამართლის კოდექსით უკვე რეგულირდება. კერძოდ, სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრის საფრთხის შექმნა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე. ხოლო სხვისთვის შიდსის განზრახ შეყრა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. ხოლო იქგივე ქმედებები ჩადენილი წინასწარი შეცნობით, ორსული ქალის ან არასრულწლოვნის მიმართ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ------------ პ.ს. რას ნიშნავს დადგენილი წესით აცნობოს?-ნოტარიალურად უნდა გააფორმონ? კიდევ ერთი კითხვა...რატომ მარტო შიდსი...ვენერიულმა დაავადებებმა რაღა დააშავეს? მაგაზე რა ხდება?! ხო რ"რეგულარული პარტნიორი" ამოუღიათ, მადლობა ღმერთს , თორე რა გვეშველებოდა)))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 (edited) ვენერიულით განიკურნები... და ვენერიული თუ გჭირს, იმკურნალებ, თუ ნორმალური ადამიანი ხარ!!!!!! რაც შეეხება შიდსს, შიდსი განუკურნებელია და შვილიც შეიძლება შიდსიანი გეყოლოს... რაც შეეხება დადგენილ წესს.... ეს არის სიტყვიერი შეტყობინება, რომ კეთილი ინებო და პრეზერვატივი გამოიყენო... სრულიად ნორმალურია, დარჩე ადამიანად და რაკი შენ ხარ ინფიცირებული, სხვასაც არ შეყარო Edited October 1, 2009 by machkatela Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 machkatela რაც შეეხება დადგენილ წესს.... ეს არის სიტყვიერი შეტყობინება, რომ კეთილი ინებო და პრეზერვატივი გამოიყენო...და ვინ იქნება ამის მოწმე..აი რო უნდა შეატყობინოს? და სასამართლოზე როგორ დამტკიცდება შეატყობინა თუ არა?! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 machkatela და ვინ იქნება ამის მოწმე..აი რო უნდა შეატყობინოს? და სასამართლოზე როგორ დამტკიცდება შეატყობინა თუ არა?! როგორ და თუ კი შემეყარა, ე.ი არ შემატყობინა.. ხოდა ეგრე რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ზარაზა Posted October 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 შიდსის შესახებ კანონი საქართველოში 1995 წლიდან არსებობს... რაც შეეხება შიდსისგან დაცვას, კანონი კი არა, საკუთარი თავი დაგიცავს ყველაზე ეფექტურად... http://aidscenter.ge/profilaqtika_geo.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted October 1, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 machkatela როგორ და თუ კი შემეყარა, ე.ი არ შემატყობინა.. ხოდა ეგრე რამოიცა..დავუშვათ შეგატყობინა, მერე რატომღაც იჩხუბა წყვილმა და განაწყენებული მიდის და ჩივის, არ შემატყობინაო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted October 1, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted October 1, 2009 შიდსის შესახებ კანონი საქართველოში 1995 წლიდან არსებობს... რაც შეეხება შიდსისგან დაცვას, კანონი კი არა, საკუთარი თავი დაგიცავს ყველაზე ეფექტურად... http://aidscenter.ge/profilaqtika_geo.html ხო, არსებობს, მ არა მოძველდა და სრულიად ახალი კანონი იწერება... დაცვაზე კი ეგრეა რა.. მარა... კანონიც ხო უნდა იყოს რა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.