Jump to content
Planeta.Ge

The New York Times-ი ჰაიდი ტალიავინის წერილს აქვეყნებს


Recommended Posts

"The New York Times”-ი აქვეყნებს ჰაიდი ტალიავინის წერილს სათაურით - "საქართველოს კონფლიქტის გაკვეთილები"

საქართველოში 2008 წლის ომის მიზეზბის გამომწვევი ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისიის გავლენიანი ამერიკული გაზეთისთვის დაწერილ სტატიაში აღნიშნავს, რომ ერთი წლის წინ ევროკავშირმა იმ ომის დასრულებაში შეასრულა შუამავლის როლი, რომელმაც 850 ქართველის (მათ შორის ოსიც) და რუსის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო 138,000 ადამიანი იძულებით გადაადგილებულად აქცია.

ტალიავინის განცხადებით, შემდეგ, პირველად თავის ისტორიაში ევროკავშირმა ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი კომისია შექმნა, რათა გაერკვია, რატომ წარიმართა ყველაფერი ასე ცუდად და როგორ უნდა იყოს აცილებული თავიდან მსგავსი მოვლენების გამეორება.

~ჩემთვის პატივი იყო ის, რომ ამ ინიციატივის ხელმძღვანელად ამირჩიეს. ჩვენი ანგარიში უკვე საჯაროდ ხელმისაწვდომია და ევროპისთვის მნიშვნელოვან გაკვეთილებს შეიცავს. ისე, როგორც ყველა კატასტროფული მოვლენა, 2008 წლის ომს რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. უშუალო მიზეზი 2008 წლის 7 აგვისტოს ქართული ჯარის მიერ სეპარატისტული პროვინციის, სამხრეთ ოსეთის დედაქალაქის ცხინვალის დაბობვა გახდა, რასაც რუსეთის არაპროპორციული პასუხი მოყვა. მეორე ფაქტორი თხუთმეტ წელზე დიდი ხნის განმავლობაში ორი “გაყინული კონფლქიტის” გადაწყვეტის პროცესში პროგრესის უკმარისობა იყო~, - წერს ტალიავნი.

მისიის ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ 2002-2006 წლებში, როგორც საქართველოში გაერო-ს მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, მოწმე გახდა იმისა, თუ როგორ გაიხსნა ოდნავ იმედის სარკმელი და როგორ ჩაიკეტა 2005 წლის პირველ ნახევარში, რის შემდეგაც უთანხმოებამ რუსეთსა და დასავლეთს შორის კოსოვოს გამო და საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობათა გაუარესებამ რეალური მოლაპარაკებების პერსპექტივა მოსპო.

~რუსეთი სისტემატურად ურიგებდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს პასპორტებს და ამტიკიცებდა, რომ იმ სივრცეში, რომელსაც ის “ახლო საზღვარგარეთს” უწოდებს, რუსებზე პასუხისმგებლობა ეკისრება. ამას საქართველოსთან ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე აკეთებდა, რის გამოც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა სულ უფრო დგებოდა რისკის ქვეშ~, - ნათქვამია სტატიაში.

ტალიავინი ამბობს, რომ ამ დროს საქართველომ ნატო-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარება დაიწყო და შეერთებული შტატების, უკრაინისა და ისრაელის დახმარებით შეირაღებული ძალების ძირეულ მოდერნიზაციას შეუდგა. საქართველოს სამხედრო ბიუჯეტი მშპ-ს 1 პროცენტიდან 8 პროცენტმადე გაიზარდა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან განლაგებული სამხედრო ბაზები განახლდა.

~2007 წელს და 2008 წლის პირველ ნახევარში საზავო შეთანხმება, რომელიც პირველი ქართული ომის შემდეგ დაიდო, სულ უფრო დიდი დაძაბულობის ქვეშ ექცეოდა. რუსული ჯარი შეუზღუდავად ესროდა ქართულ თვითმფრინავების აფხაზეთის საჰაერო სივრცეში და ორივე მხარის მიერ პროვოცირებული ინციდენტები სულ უფრო და უფრო გახშირდა. გაერო-სა და ეუთო-ს იქ ყოფნის გამო, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციების ნაკლებობას არ განიცდიდა, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოება სხვაგან იხედებოდა ისე, თითქოს უარი თქვა არა მხოლოდ საბაზისო კონფლიქტების გადაწყვეტაზე, არამედ სულ უფრო მყიფე საზავო შეთანხმების მხარდაჭერაზე. ძალადობრივი კონფრონტაციისთვის გზა გახსნილი იყო~, - მიიჩნევს ტალიავინი.

შვეიცარიელი დიპლომატი წერს, რომ 2008 წლის კონფლიქტი პროგნოზირებადი და პრევენციისთვის ხელმისაწვდომი იყო.

~დღეს ყველა დამარცხდა: საქართველო გაყოფილია; სეპრატისტული რესპუბლიკების - აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მხოლოდ ერთმა მუჭა სახელმწიფოებმა აღიარეს; და რაც უფრო მნიშვნელოვანია, 35,000 ადამიანზე მეტი გაურკვეველი დროით იძულებით გადაადგილებულად იქცა. როგორ შეიძლებოდა ამ კატასტროფული შედეგების თავიდან აცილება? ყველაზე კარგი გადაწყვეტილება ნამდვილად იქნებოდა პროცესში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ჩართვა, მაგრამ ეს მოითხოვდა ყველა საკვანძო აქტიორის მიერ თავისი ვალდებულების სრულად შესრულებას, იმას, რასაც ევროკავშირი “ეფექტურ მულტილატერალიზმს” უწოდებს~, - ნათქვამია წერილში.

ტალიავინის განცხადებით, საქართველოს შემთხვევაში გარე სახელმწიფოების ჩარევამ, სამწუხაროდ, საერთო პოზიციების მოძიების ნაცვლას, მიდგომათა გამკაცრება გამოწივია.

~არავის უცდია კონფლიქტის ყველა მონაწილის რეალური წუხილის აღიარება. საბოლოოდ, უნილატერალიზმი - ინდიფერენტულობა იმისადმი, თუ როგორ აღიქმება ქმედება მეორე მხარეს - სახელმძღვანელო პრინციპად იქცა. საერთაშორისო საზოგადოებას მეტის გაკეთება შეეძლო და ამისთვის ბორბლის გამოგონება არ სჭირდებოდა. ის, უბრალოდ, უნდა მიბრუნებოდა გაერთიანებული ორგანიზაციის იმ პრინციპს, რომელიც 1975 წელს იქნა შეთანხმებული~, - წერს ტალიავინი.

აქვე ტალიავინი აღნიშნავს, რომ კარგი მეზობლობა უპირველეს ყოვლისა მოითხოვს, რომ ~მუქარა და ძალის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ სამხედრო დანაშაულზე, ისე, როგორც ეს 2008 წლის ომის დროს იყო ჩადენილი, მთლიანად უნდა იყოს აკრძალული, ისევე, როგორც დიდი ქვეყნების მიერ პატარების დაშინება. გარდა ამისა, საბჭოთა კავშირის დაშლით გამოწვეული და დღემდე გადაუჭრელი ბევრი პრობლემა ჭეშმარიტი თანამშრომლობის სულისკვეთებითა და კეთილსინდისიერად უნდა გადაწყდეს~, - წერს ტალიავინი.

მისივე აზრით, მისიის ანგარიში ადასტურებს, რომ უნილატერალიზმი და ძალადობა ჯერ კიდევ დიდ ადგილს იკავებს ევროპის პოლიტიკურ ლანდშაფტზე. ~სტაბილური ევროპული წესრიგი კი კანონის უზენაესობასა და მულტილატერალიზმისადმი ჭეშმარიტ ერთგულებას უნდა ეფუძნებოდეს~, - ასკვნის თავის სტატიაში ჰაიდი ტალიავინი.

სტატიის ქართულ თარგმანს “ფორინპრესი” ავრცელებს.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

ეს ყველაფერი უკვე გასაგებია.... მაგრამ, მე ყველაზე მეტად მაინტერესებს შემდეგი. რა მიზანს ემსახურებოდა ეს დასკვნა? იწვალეს, შეკრიბეს ფაქტები, დააბრეხვეს დასკვნები და ასევე წარმატებულად შემოიფრიალებენ ახლა ამ სქელტანიან დასკვნას ევროკავშირის რომელიმე თაროზე? ეს მხოლოდ თეორია უნდა იყოს თუ პრაქტიკული გამოსავალი უნდა ჰპოვოს ამ ჰაიდი ტალიავინის დასკვნამ? როგორ ფიქრობთ, რა ქმედება უნდა მოყვეს ყოველივე ამას და რა მოყვება, თქვენი აზრით?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

ჯდება ეს ნიუსი კონტექსტში:

 

""დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი პასუხისმგებლობის მქონე ყველა პოლიტიკურ ძალას მიმართავს, დაუყოვნებლივ დაიწყოს აქტიური კონსულტაციები იმ ქმედებების განსახორციელებლად, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს სააკაშვილის რეჟიმისაგან გათავისუფლებას.

ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს ევროკავშირის მისიის დასკვნასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

`სამართლიანობა მოითხოვს, გაიმიჯნოს საქართველოს სახელმწიფო და სააკაშვილის რეჟიმი, რომელმაც ჩაიდინა უმძიმესი დანაშაული საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინააღმდეგ, როცა საკუთარ ხალხზე ვლაპარაკობ ვგულისხმობ ქართველებს, აფხაზებს და ოსებს~, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

`დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერის განცხადებით, დღევანდელი ურთულესი რეალობიდან თავის დაღწევა შესაძლებელია მხოლოდ შეურიგებელი პოზიციით და ბრძოლით. ქართველმა ხალხმა უნდა შეძლოს სახელმწიფოებრიობის გადარჩენა და რაც უფრო სწრაფად დაიწყებს პოლიტიკური პარტიები ამასთან დაკავშირებით მოქმედებას, მით უფრო დიდი შანსი აქვს ქვეყანას გადარჩეს მოსალოდნელი საფრთხეებისაგან.

`საქართველოს სახელმწიფოებრიობის გადასარჩენად თითოეული ოჯახის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თითოეული ადამიანის ღირსების დასაცავად უნდა დავირაზმოთ ყველა, ვინც არ შეურიგდება და არ გაურიგდება ამ ხელისუფლება~, - აღნიშნა ბურჯანაძემ."

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

კოტექსტში ჯდება, თუმცა, ჩემის ღრმა რწმენით, ჯერ სხვა ნაბიჯებია გადასადგამი, უფრო სასწრაფო რომლებიც არის. მაგალითად, მთელს დასავლურ მედიას ატაცებული აქვს ფრაზა, ომი საქართველომ დაიწყო! რომელიც უკვე საკმარისია გარკვეული საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად. დამიჯერე, ბევრი არ დაჯდება და არ წაიკითხავს 900 გვერდიან დასკვნას, რომ სრული და ღრმა ანალიზი გააკეთოს და დასკვნა თავად გამოიტანოს, ერთ ფარატინა ფრაზაში კი: "ომი საქართველომ დაიწყო" ძალიან არასასურველი ვერდიქტი სჩანს, თუ დროულად არ მოხდა ამაზე რეაგირება.

 

მართალია, თავადაც არ წამიკითხავს ეს დასკვნა, თუმცა, სხვა საინფორმაციო წყაროებს თუ ვენდობით, დასკვნაში არ გაჟღერებულა ღია ფრაზა, თუ როგორ დაიწყო ჩვენმა ქვეყანამ ომი. ასევე არ დაუდანაშაულებიათ რუსეთი სამხედრო აგრესიასა და დანაშაულში ღიად, თუმცა, დასკვნაში მოყვანილი ყველა ფაქტი ამაზე მიუთითებს, თუმცა, არც ერთ პრესაში არ გამოჩენილა მგონი მსგავსი სახელწოდებიდ სტატია: "რუსეთმა სამხედრო დანაშაული ჩაიდინა".

 

ამიტომ, ამ ეტაპზე, სანამ ეს ატაცებული ფრაზა შედეგების მოტანას დაიწყებს (თუნდაც, ჩვენი კონფლიქტური რეგიონების აღიარება), ჯერ ამ საკითხს უნდა მოეაროს სასწრაფოდ და ამ საკითხში აბსოლუტური ერთსულოვნებაა საჭირო. როცა ეს მოგვარდება, მერე კი უკვე დასკვნის დეტალებზე გადასვლა და ბრალდებულების სათანადოდ დასჯა იქნება აქტუალური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

თუ დროულად არ მოხდა ამაზე რეაგირება.

აი ეს როგორ გესახება???

 

პ.ს. და ვაიდა შეტევა მართლა ჩვენ დაივწყეთ!? რუსების პროვოკაციების შემდეგ რა თქმა უნდა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ვაიდა შეტევა მართლა ჩვენ დაივწყეთ!? რუსების პროვოკაციების შემდეგ რა თქმა უნდა

ვაიდა კი არა ჩვენ დავიწყეთ. და რა მერე? გერმანიაში რუსეთიდან შეიარაღებული "ნაიომნიკები" რომ გადავიდნენ, გერმანიის სამხედრო ძალები არ შეუტევენ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ვაიდა კი არა ჩვენ დავიწყეთ. და რა მერე? გერმანიაში რუსეთიდან შეიარაღებული "ნაიომნიკები" რომ გადავიდნენ, გერმანიის სამხედრო ძალები არ შეუტევენ?

აი იდეალური პასუხი:

 

ფაქტი ერთია...

საქართველოს მთავრობამ დაუშვა საკმაო რაოდენობის შეცდომები ამ კონკრეტულ საქმეში.

ეს შეცდომები 3 ძირითად პუნქტამდე შეიძლება დავიდეს.

ეს არის

1. იურიდიული შეცდომა

2. ტაქტიკური შეცდომა

3. პროპაგანდისტული შეცდომა.

რაში მდგომარეობს ესენი.

1. იურიდიული შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ რუსი სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონში და ენგურზე) იდგნენ ჩვენივე თანხმობით. როგორც გინდა ატრიალე ეს ასეა და ფაქტს ვერ გავექცევით. საქართველოს თავი არ შეუწუხუებია მათთვის მანდატის თუნდაც ცალმხრივად გაუქმებით. შესაბამისად რაც არ უნდა საქმე გაეფუჭებინათ რუს სამშვიდობოებს, რაც არ უნდა კონფლიქტის მხარე ყოფილიყვნენ, იმის გამო, რომ ისინი იქ ჩვენი ფორმალური თანხმობით იმყოფებოდნენ, მათ მიმართ ცეცხლის გახსნა არის ფორმალური დანაშაული ჩვენი მხრიდან. ეს არის ამ ხელისუფლების ცალსახა შეცდომა .

2. ტაქტიკური შეცდომა მგომარეობს შედეგში. სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის დროს იკვეთებოდა 2 ძირითადი მომენტი. რუსული ოფიციალური საჯარისო ნაწილები, ფედერალური ძალები ან არ ჩაერეოდნენ ღიად ან ჩაერეოდნენ.

პირველ ვარიანტში ცხინვალის რეგიონში არსებული სეპარატისტული შეიარაღებული ძალები და არაფორმალური რუსული შენაერთები ვერ შეძლებდნენ ქართული არმიისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო რუსეთის მიერ ფართომაშტაბიანი სამხედრო კომპანიის წარმოების დაწყების შემთხვევაში ქართული შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებდნენ პოზიციების შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე ცალსახა ტაქტიკური შეცდომა იყო ცხინვალზე შეტევა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ცხინვალი ტაქტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ძნელი სამიზნეა და მის აღება-გაკონტროლებას საკმაოდ დიდი ძალები და დრო სჭირდება (ურბანულ პირობებში ბრძოლების წარმოება), თავად ქალაქის აღება და შენარჩუნება სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით ცალკე საკითხია და საკმაოდ რთული გადასაწყვეტი, მეორე მხრივ კი ცხინვალის აღება-გაკონტროლება რომც მომხდარიყო ჩვენს მიერ, სანამ გახსნილი იქნებოდა ტრანსკამი და როკის გვირაბიდან ცხინვალამდე გზა რუსული ნაწილებისთვის დაძლევადი საკითხი იქნებოდა, მანამ თავად ცხინვალის აღება-არაღება ტაქტიკური თვალსაზრისთი არსებითს არაფერს არ ცვლიდა.

უნდა მომხარიყო შემდეგი. ცხინვალი უნდა მოქცეულიყო ალყაში (რაც 7 აგვისტოსთვის უმეტესწილად განხორციელებული იყო უკვე), ხოლო ქართული ძალების ძირითადი დარტყმა უნდა მომხდარიყო ტრანსკამის მიართულებით მისი საფუძვლიანი ჩაკეტვის მიზნით. ტრანსკამის ჩაკეტვის შემდგეგ, ცხინვალი მწიფე ვაშლივით ჩაგვივარდებოდა ხელში. ეს შესაძლებლობას მოგვცემდა ძალების დაზოგვის და მისი ძირითად პრობლემაზე კონცენტრირებისა. ძირითადი პრობლემა კი რუსული საჯარისო შენაერთები იყო. ტრანსკამის ჩაკეტვა (რაც ტექნიკური თვალსაზრითი გაცილებით ადვილი მისაღწევია ვიდრე ქალაქის აღება-შენარჩუნება) რუსეთის ფედერალურ ძალებს აღმოსავლეთ საქართველოში დიდი ხნით გამოთიშავდა ბრძოლებისგან. ტრანსკამის გაწმენდა რუსებს დიდი სისხლის და ძალისხმევის ფასად მოუხდებოდათ და ეს სრულმაშტაბიანი ომის პირობებში.

გარდა ამისა გამოირიცხებოდა "მძინარე ცხინვალის" სინდრომი და ა.შ.

მაგრამ სამხედრო-ტაქტიკურ პრიორიტეტს პოლიტიკურმა პრიორიტეტმა სძლია.

3. პროპაგანდისტული შეცდომა მდგომარეობს შედეგში. ქართულმა შეიააღებულმა ძალებმა ფართომაშტაბიანი მოქმედება დაიწყეს "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" ფორმალური საბაბით. ეს იყო უხეში შეცდომა. ამ საბაბმა ფაქტიურად დაჩრდილა სმხედრო ოპერაციის დაწყების წინაპირობა, ქართულ სოფლებზე და ქართველ სამშვიდობოებზე სეპარატისტების და რუსების არაოფიციალური შეიარაღებული ძალების შეტევა და მათი განადგურების საფრთხე. ჩვენი მხრიდან ოპერაციის დაწყების ფორმალური საბაბი უნდა ყოფილიყო არა მშრალი "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა", არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამშვიდობო კონტიგენტის გადარჩენა განადგურებისაგან, მით უმეტეს რომ რუსმა სამშვიდობოებამ ამაზე (რაც მათ მოვალეობაში ოფიციალურად შედიოდა) კულახმეტოვის პირით უარი განაცხადეს. ამ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი ბრალდება, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

 

 

აქვე დავამატებ, რომ ომი დაიწყო 1801 წელს რუსეთის იმპერატორის მიერ გამოცემული მანიფესტით და ეს ომი პერმანენტული აქტივობით დღემდე გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დავამატებ იმასაც რომ არც ერთ ვარიანტში რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აპრიორი არ იქნება მართალი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ქართული ტანკები კი არ დგას მოსკოვიდან 20 კილომეტრში, არამედ პირიქით, რუსული ტანკები დგას თბილისიდან 20 კილომეტრში.

 

მაგრამ კიდევ გავიმეორებ ნიკოლო მაკიაველის ფრაზას...

"ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, გარდა შეცდომის დაშვებისა".

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

 

აი ეს როგორ გესახება???

 

პ.ს. და ვაიდა შეტევა მართლა ჩვენ დაივწყეთ!? რუსების პროვოკაციების შემდეგ რა თქმა უნდა

 

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ შეტევა მართლაც ჩვენ დავიწყეთ და ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით. მაგრამ საქმე აქ სულ სხვა რამეშია და შენ ვერ მიმიხვდი კარგად.

ტალიავინის დასკვნა გაცილებით ღრმაა და ყოვლისმომცველი, ვიდრე უბრალოდ ერთი ფრაზა თუ ერთი ფაქტი, ვინ დაიწყო პირველმა და ამ შემთხვევაში, ისიც კი მეორეხარისხოვანია უკვე, თუ ვინ დაიწყო, მთავარია შედეგი როგორი დადგა. თუმცა, დასავლური მედიის მიერ "გაპიარებული" ფრაზის "საქართველომ დაიწყო ომი" მეშვეობით, ეს ხდება მნიშვნელოვანი და იკარგება ყველა დანარჩენი შინაარსები დასკვნისა, სადაც მკაფიოდ ისახება რუსეთის პასუხისმგებლობა....

ამიტომ, აუცილებელია მოხდეს უპირველესად ამაზე რეაგირება, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ხმამაღალი, ერთსულოვანი განცხადებებით, როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ოპოზიციური სპექტრის მიერ, თუნდაც სარჩელი შეიტანონ სასამართლოებში ყველა იმ მედიის წინააღმდეგ, რომელმაც სპეკულაცია დაიწყო დასკვნაში არგაჟღერებული ფრაზით. ყველაფერ ამას იმხელა ხმაური უნდა მოჰყვეს, რომ ეს დაწყებული რუსეთის სასარგებლო პიარი მიიჩრდილოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვაიდა კი არა ჩვენ დავიწყეთ. და რა მერე? გერმანიაში რუსეთიდან შეიარაღებული "ნაიომნიკები" რომ გადავიდნენ, გერმანიის სამხედრო ძალები არ შეუტევენ?

 

 

ვააა, რით ვერ გაიგეთ, ხალხო, საქმეც მაგაშია, რომ დასკვნაში წერია, არ დადასტურდა ქართული მხარის განცხადებები ამასთან დაკავშირებითო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Goddess

რაც დაწერე ვეთანხმები...მაგრამ აგ დგება მეორე მომენტი...სანამ დასავეთის მედიას გაუხურებ და ასე შემდეგ

 

დგება კითხვა, რატომ არ უხურებ ქვეყნის შიგნით იმას ვინც ამ ავანტურაში ჩაგვიტრია?!?

 

მანამდე ეს პიარი ყოველთვის წაგებული ექნება საქართველოს..მენდე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

ვააა, რით ვერ გაიგეთ, ხალხო, საქმეც მაგაშია, რომ დასკვნაში წერია, არ დადასტურდა ქართული მხარის განცხადებები ამასთან დაკავშირებითო

არ დადასტურდა რეგულარული ჯარების შემოსვლა მანამდეო ასე წერია. ნაიომნიკებზე წერია შემოვიდნენო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თქვენ რა გგონიათ, ტალიავინის კომისია დასკვნას წერდა და იმავდროულად რუსეთი კართოფილს რგავდა????
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

არ დადასტურდა რეგულარული ჯარების შემოსვლა მანამდეო ასე წერია. ნაიომნიკებზე წერია შემოვიდნენო

 

რით ვერ გაიგე, რომ რეგულარებზეა საუბარი, თორემ ისე რუსი ნაიომნიკები ბოსნიაშიც ომობდნენ და კოლუმბიის კარტელებსაც უტარებენ კონსულტაციებს.

ჩვენი მთავრობა ამბობდა, რეგულარული ჯარი შემოვიდა როკიდანო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

რით ვერ გაიგე, რომ რეგულარებზეა საუბარი, თორემ ისე რუსი ნაიომნიკები ბოსნიაშიც ომობდნენ და კოლუმბიის კარტელებსაც უტარებენ კონსულტაციებს

მერე რო ომობდნენ იმიტომაც დაახურეს დედი მათისა თავზე. ჩვენთან უბრალოდ რეგულარული არმია დაეხმარათ და იმიტომ აღარ გვეყო ძალა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...