Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

არის თუ არა რისკი კეთილშობილი საქმე?!

...ვერ გეტყვით, ალბათ კი,მაგრამ მისი თანმდევი ყოველთვის არის წარუმატებლობაც და თუ მიზანი განსაკუთრებით დიდია უნდა ველოდოთ პოტენციურ სასოწარკვეთილებასაც.

 

ტალიავინის კომისიამ სარკეში ჩაგვახედა და ჩვენს წარმოსახვაში არსებული გადაბრუნებული წარმოდგენები მნიშვნელოვანწილად შეარყია.

 

იქნებ ღირდეს სიტყუაცია გავაანალიზოთ სხვადასხვა რაკურსიდან.

 

გთავაზობთ მიმოვიხილოთ მოვლენათა ჯაჭვი ერთი მიმართულებით და დავფიქრდეთ ,თუ რა ხდებოდა საქართველოში 2003 წლიდან დღემდე.ესაა იმჰო ,რომელიც გარკვეულ ლოგიკაზე ავაგე....,შეიძლება მცდარი ....თქვენი გადასაწყვეტია.

 

გავიხსენოთ ჯერ "ვარდების რევოლუციად" წოდებული დიდი ცვლილებები, იმედები და მომავალი პრეზიდენტის მხრიდან გარისკვა.

 

გადამწყვეტ სხდომაზე შესვლას მოყვა არნახული ტრიუმფი,რომელმაც შეცვალა არსებული პოლიტიკური ელიტა ახლით. კოკამ წყალი მოიტანა ,ხოლო "მიშა" იქცა "ბატონ პრეზიდენტად". ეს იყო რისკი ,მან გაბედა ,გადალახა რუბიკონი,თუმცა იყო დიდი შანსი მასთან ერთად წყალში ჩაძირულიყო ოცნებების გემი მთელი ქვეყნისათვის......

 

ასლან აბაშიძის საფაშოდ ქცეული აჭარა. კვლავ ზღვარი,რომლიც სამართლებლის პირზე გავლას უდრიდა. ერთი შეცდომა და შესაძლებელი კრახი.

 

სააკაშვილმა მიიღო გადაწყვეტილება და საოცრება-ბოროტი ბაბუ განიდევნა.....

 

ამ მოვლენებმა პრეზიდენტი გამაერთიანებელ ნაციონალურ ლიდერად აქცია ,მაგრამ მისივე შემდგომი აღიარებით- ეს "რისკი" შეამჩნია რუსეთის მეუფემაც და მისცა გაფრთხილება-კარგი ეს გაგივიდა..... აფხაზეთში და "ოსეთში" ასე არ გამოვა ალბათ ყურადსაღები იყო.

 

პრობლემები დარჩა. დროება ითხოვდა კორექტივებას,თუმცა შიდაპოლიტიკას გამჭოლ ხაზად დაედო მუდმივი რისკი. სააკაშვილმა "გაბედა" და პატრული შექმნა, ბასილი ციხეში მოამწყვდია თუ სადარბაზოებთან ავტოფარეხების მოშთობის გადაწყვეტილებები მიიღო...

 

რისკი, რისკი, რისკი, რისკი. რისკმა შვა მეტნაკლებად წარმატებული რეფორმები,მაგრამ რისკმა შექმნა უკმაყოფილებაც ,რომელიც ასევე "რისკიანი" იმედის დარბევით თუ 7 ნოემბერს განხორციელებული ვანდალიზმით დასრულდა.

 

შიდამღელვარება მაჩვენებელი იყო -ძველი მიდგომები სერიოზულ ცვლილებებს საჭიროებდა, მაგრამ შამპანურის დალევის სურვილი კვლავ აფორიაქებს სახელმწიფოს მეთაურს ...თან მაშინ , როცა ოკუპანტების "სამშვიდობოები" აშკარად უბიძგებენ "გადამწყვეტ" ნაბიჯს და მიშამ კვლავ "გაბედა" კონტრშეტევა , პრობლემის ერთი ხელის მოსმით მოგვარება, ხოლო რუსეთი უკვე მზად იყო ამისათვის.მათაც "გაბედეს " და შამპანური მათ ხვდა წილად, ხოლო სააკაშვილმა ასფალტის მწარე სუნი იგემა.

 

ეს ყველაფერი მოვლენათა ერთი ჯაჭვია, სადაც მთავარი გმირი ერთი თამაშის წესით თამაშობს. რაც არ უნდა კეთილშობილური ზრახვები ჰქონოდა მას დაავიწყდა მთავარი-მოწინააღმდეგე მუდმივად გსწავლობს და რაც თავის დროზე გახდა დიდი გამარჯვებათა ლაკმუსის ქაღალდი ამჯერად ჰალსტუხის არომატით დასრულდა მთლიანად ქვეყნისათვის.

 

ჩვენ წავაგეთ დიდი ანგარიშით და ეხლა დგება დღის წესრიგში რისკის მთავარი ფილოსოფია. რამდენად მართლზომიერია, როცა პოლიტიკოსი ერთიდაიგივე სვლებს აკეთებდა ....საერთოდ იყო კი "განავარდება", ფაშის მოშორება , 7 ნოემბერი, ვულგარული რეფორმები სწორი გზა?

 

პირდაპირ ვიტყვი-სტრატეგიულად კი, ტაქტიკურად არა. რადგანაც განგრძობად დროში პრაგმატიზმი ყოველთვის ჯაბნის ემოციურ აფექტურ ქმედებებს და აკადემიური პოლიტიკის სტილი კი თინეიჯერულ ქცევას, თუმცა ასევე აუცილებელია გაბედულობა და ამგვარად ერთმნიშვნელოვან ნეგატიურ შეფასებას საწყის მოვლენებს არ გავუკეთებდი, მაგრამ როდესაც რისკის ქვეშ დადგა ქვეყნის ტერიტორიების საკითხი მაშინ ალბათ ბევრ სხვა ფაქტორზე იყო დასაფიქრი.

 

ერთი არასწორი სვლა ჭადრაკის დაფაზე წაგების ტოლფასია....თან უკვე დებიუტში თუ მიტელშპილში გაცვეთილი ტაქტიკით.

 

პრეზიდენტ failed . ასე რომ ჩვენ წავაგეთ, ხოლო მას ეკისრება უშუალო უპასუხისმგებლობა იმ რისკიანი სვლისათვის, რაც ამჯერად კრახით დასრულდა.

არანერი ტოლერანტობა მის მიმართ. მესმის მოტივაცია, მაგრამ თვითიმედოვნება თუ დაუდევრობა ისეთივე დანაშაულია როგორც სხვა. კი ბატონო .....თუ ......მოიგებდა ბლიცკრიგს , ჯარი "გაუძლებდა " რამდენიმე დღეს მტრის შემოტევას, საჰაერო თავდაცვა იმუშავებდა მას როგორც გამარჯვებულს არავინ გაასამართლებდა, მაგრამ დღეს მისი დამარცხების სადღეგრძელოს ვერ შევსვავთ. დამარცხებულები უკვე პოლიტიკურ მოვლენათა განსასჯელის სკამზე თავსდებიან და ზოგადი კითხვა რისკიანი პოლიტიკის წარმატებულობის შესახებ ლოგიკურია.

 

გამოსავალი? მიშა უნდა წავიდეს, მშვიდობიანად , სახელმწიფოებრივი სიფრთხილით...

 

საქართველოში მიღებული გადაწყვეტყილებით. ის უნდა შეიცვალოს არააფექტური ჯუჯაოპოპოლიტიკანებით,არამედ გაწონასწორებული პოლიტიკური გუნდით,რომელიც ტალიავინებს ანუ ევროპას შეხედავს არა გამრუდებული მზერით და მოახდენს ევროპის იდეალიზაციას , ხოლო შემდეგ დეპრესიას მიეცემა გაზზე გაყიდულებს დაარქმევს,არამედ მიიღებს ისეთს როგორიც არის . ხოლო "პროდასავლურობა" საჭიროა ევროპის უმთავრესი ღირებულებებით -მენტალიტეტის არაბოლშევიზმით ,რომელიც გზაა როგორც ეკონომიური, ასევე პოლიტიკური წინსვლისთვის

 

პს-მტერი მტრად რჩება მომიტევეთ ############### მძინარე ცხინვალი , მაგრამ საკითხი სხვა თემას შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ჩადენილზე და უკვე გამოტანილ ვერდიქტზე " შუამავლის" მხრიდან.

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მინდა ვთქვა, რომ ჩემი აზრით ცხინვალის ოპერაციაში ც ქონდა მიშას გამარჯვების შანსები...მაგრამ "ბედმა" გვიმტყუნა უკვე!

 

არ შეიძლება გამუდმებით გვიმართლებდეს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ შეიძლება გამუდმებით გვიმართლებდეს!

ამაშია საქმე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისკიანი პოლიტიკა, ანუ რას ვერჩით მიშას?!

 

 

მეც ეგრე მეგონა ადრე,მაგრამ ეს ყვარყვარე ყველაფერს რისკავდა ამერიკის ტრაკით.რაც ჩამოთვალე აბსოლიტურად ამ ქვეყნის მხარ დაჭერით და ამ ქვეყნის ფულებით კეთდებოდა.ამ ყველაფერმა „უნახავმა რა ნახა,დედიმისი..“ იმუშავა და ამ ვაჟბატონმა დაუსჯელად იგულა თავი.ეს ყველაფერი რაც მივიღეთ არის, მისი უდიდესი წარმოდგენის საკუთარ თავზე შედეგი.

რისკი არა შვანცკი.სახეზე შეხედე რისი გამრისკველია ეგ სხვის გარეშე? :D

 

გამოსავალი? მიშა უნდა წავიდეს, მშვიდობიანად , სახელმწიფოებრივი სიფრთხილით...

 

 

ეგრე არ გამოვა,უნდა გასამართლდეს თავის კამანდასთან ერთად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

სკამის დაკარგვის შიშით,შეიძლება რუსეთსაც თანამშრომლობაზეც წავიდეს ყვარყვარე.

 

 

ეს დაიმახსოვრე კარგად.პირველად მე ვსთქვი. :D:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

სკამის დაკარგვის შიშით,შეიძლება რუსეთსაც თანამშრომლობაზეც წავიდეს ყვარყვარე.

ეს დაიმახსოვრე კარგად.პირველად მე ვსთქვი. :D:

lasha1997

მეტი რაღა თანამშრომლობაზე უნდა წავიდეს?!

ისედაც ყველაფერი რუსეთს გადააბარა, გინდა ტერიტორიები, გინდა ბიზნესი... :brr:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არის თუ არა რისკი კეთილშობილი საქმე?!

 

სხვისი ტაკუნებით და სხვების საფრთხის ჩაგდების ხარჯზე რისკი არის არაკაცობა,

რეალურად მიშა პირადად არ რისკავს, არასდროს,

რისკი მხოლოდ მაშინაა კეთილშობილური საქმე როდესაც საკუთარ სიცოცხლეს ან ქონებას წირავ რაღაც ამაღლებული მიზნისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მოკლედ აზრი შევიცვალე. შენ რომ ამბობდი ის განყოფილება, სადაც სერიოზული მსჯელობა იქნებოდა და არა "მიშა მაგარია" ან "მიშა მოვდივარ"-ის ბღავილი, შესაქმნელია. მხოლოდ იუზერები, ვისაც ექნება იქ პოსტვის უფლება უნდა შეირჩეს IQ -ს მიხედვით, რათა პრიმიტივებმა არ გააბანძონ კარგი წამოწყება. თავიდან ალბათ ცოტა ხალხი დაპოსტავს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეემატება ხალხი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

მოკლედ აზრი შევიცვალე. შენ რომ ამბობდი ის განყოფილება, სადაც სერიოზული მსჯელობა იქნებოდა და არა "მიშა მაგარია" ან "მიშა მოვდივარ"-ის ბღავილი, შესაქმნელია. მხოლოდ იუზერები, ვისაც ექნება იქ პოსტვის უფლება უნდა შეირჩეს IQ -ს მიხედვით, რათა პრიმიტივებმა არ გააბანძონ კარგი წამოწყება. თავიდან ალბათ ცოტა ხალხი დაპოსტავს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეემატება ხალხი.

შეეგუები იმას რომ მკითხველად მოგიწევს დარჩენა? :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რისკიანი ის პოლიტიკაა, სადაც გამარჯვების შანსი 80-20ზე მაინცაა პროცენტილად, იქ სადაც მოგების შანსი 10% იც კი არ გაქ, მაგას რისკი არ ჰქვია უკვე :D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მოკლედ აზრი შევიცვალე. შენ რომ ამბობდი ის განყოფილება, სადაც სერიოზული მსჯელობა იქნებოდა და არა "მიშა მაგარია" ან "მიშა მოვდივარ"-ის ბღავილი, შესაქმნელია. მხოლოდ იუზერები, ვისაც ექნება იქ პოსტვის უფლება უნდა შეირჩეს IQ -ს მიხედვით, რათა პრიმიტივებმა არ გააბანძონ კარგი წამოწყება. თავიდან ალბათ ცოტა ხალხი დაპოსტავს, მაგრამ დროთა განმავლობაში შეემატება ხალხი.

 

ამაზე როცა ეხლა ეს ფორმალური მხარე დასრულდება.ერთად გადაწყვეტენ აქაურობის მოდერები. ნუ აიქუს ვერავის დავუტესტავთ. აკადემიურ მსჯელობაზე ვნახოთ :D

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

შეეგუები იმას რომ მკითხველად მოგიწევს დარჩენა?

მკითხველად დარჩენა ვის მოუწევს მაგას მერე ვნახავთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მოდერი არჩევნების მერე? :D

 

აბა ისე შენ იქ რა უნდა დაფოსტო? :D

 

ერთწინადადებიანი კომენტები? :D :D :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ის ეხება სხვა განყოფილებას და შეიქმნება თუ არა მერე გადაწყდება.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...