Jump to content
Planeta.Ge

არარსებული ღმერთის ძიებაში


Recommended Posts

საქართველომ დღეს მორიგი მწარე გაკვეთილი მიიღო

 

ეს არც პირველია და არც უკანასკნელი ჩვენი არსებობის ისტორიაში

 

დღეს ევროპამ პირდაპირ და არაორაზროვნად განაცხადა, რომ შარშან აგვისტოში ომის დაწყება განაპირობა ქართული შენაერთების ფართომასშტაბიანმა შეტევამ ცხინვალზე

 

ძნელია არ დაეთანხმო ევროპას

 

ეს მართლა ასე იყო

 

რა უძღოდა ამას წინ?

 

ეს მე და შენ ვიცით ამ თემის მკითხველო, ვიცით რამდენი სისხლი დაიღვარა მანამდე, რამდენი ჭურვი აფეთქდა ქართულ სოფელში, რამდენი ტყვია გაცივდა ძირძველი სამაჩაბლოელის სხეულში, რამდენი ოჯახი დაწიოკდა........

 

ევროპას ეს არ აინტერესებს!

 

უფრო სწორად გაკვრით, პრეისტორიის კონტექსტში განიხილავს მხოლოდ მას.

 

არ აინტერესებს ეს არც ჩვენ "სტრატეგიულ მოკავშირე" ამერიკას

 

მასაც, ევროპის დარად თავისი ინტერესები აქვს და ჩვენ იმდენად ვართ დაცულნი, რამდენადაც ამ ინტერესების სფეროში ეპიზოდური როლი გვერგება.

დღეს კი ჩვენი როლი სტრატეგიულმა პარტნიორმა სტრატეგიული მოთმინებით განსაზღვრა

 

შენ მეტს ელოდი?

 

- მეც!

 

და რატომ?

 

რატომ გვეგონა რომ დასავლეთი, ევროპა თუ ამერიკა ბოლომდე უერთგულებდა პატარა საქართველოს?

რატომ გვეგონა, რომ იმპერიასთან წამგებიან ბრძოლაში ჩაებმებოდა პატარა ქვეყნის გულისათვის?

რატომ გვეგონა, მუდამ, მთელი ისტორიის მანძილზე, რომ არ მიგვატოვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, ყოველთვის მარტონი აღმოვჩნდებოდით ხოლმე ბევრად აღმატებულ მტერთან პირისპირ?

 

იმიტომ რომ მუდამ პატრონს ვეძებთ, მუდამ მფარველს ვეძებთ, ვეძებთ "გეოპოლიტიკურ ღმერთს", რომელიც არ არსებობს!!!

 

მე შემთხვევით არ დამიწერია ეს ყველაფერი პირველ პირში და მრავლობითში

 

მეც მჯეროდა, მეც მეგონა და მეც ვცდებოდი!

 

ეს პოსტი შარშან დავწერე და სამწუხაროდ შევცდი, შევცდი ოპტიმიზმში, რეალობაში კი ასევე სამწუხაროდ არ შევმცდარვარ

 

რატომ 7 აგვისტო?!

არაერთი ექსპერტი დაგიდასტურებთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ძალიან დიდი ალბათობით 2008 წლისათვის ვარაუდობდა, სეპარატისტულ რეგიონებში შეიარაღებული საბრძოლო მოქმედებების დაიწყებას. უფრო მეტიც, ამ მოქმედებების დაწყების სავარაუდო თარიღად მოიაზრებოდა მაისის თვის მეორე ნახევარი, ამისათვის მზად იყო როგორც სახელმწიფოს შეიარაღებული ძალები, ასევე ეკონომიკა, ამისათვის არსებობდა მთელი რიგი ხელსაყრელი პირობებისა, კერძოდ: რუსეთში არჩევნები ახალი ჩატარებული იყო და ორთავიანი (პირდაპირი მნიშვნელობით) იმპერია ჯერ კიდევ სახელისუფლებო გადაადგილებებითა და გავლენის გადანაწილებით იყო დაკავებული (ასეთ დროს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრის გადაწყვეტილების მიღება ორმაგად რთულდება), მაისის თვისათვის რუსეთის 58–ე არმია არ იყო მზად ასე სწრაფად მოეხდინა გადაადგილება საქართველოს მიმართულებით, მაისის თვისათვის აფხაზეთში არ იყო აღდგენილი რკინიგზა, ოჩამჩირეში და მთლიანად აფხაზეთში განლაგებული რუსული შეიარაღებული ძალები, მათ შორის სადესანტო ნაწილები იმდენად მცირერიცხოვანი იყო როგორც პირადი შემადგენლობით, ასევე შეიარაღების მხრივ, რომ ვერანაირად ვერ მოახერხებდა კოდორის შტურმს და ვერც ენგურს გადმოკვეთდა. შესაბამისად , ცხინვალზე შეტევის შემთხვევაში ქართულ მხარეს დამატებით ექნებოდა ის აუცილებელი, სულ მცირე 36 საათი რაც საჭირო იყო როკი–ჯავის გზაზე გასასვლელად და როკის გვირაბის დასაკავებლად.

და მაინც, მაისში შტურმი არ შედგა!!!

მთელი ივლისის განმავლობაში რუსეთი დაჩქარებული ტემპებით ახდენდა საკუთარი შეიარაღებული ძალების მობილიზაციას საქართველოს საზღვართან, სასწრაფოდ იქნა აღდგენილი რკინიგზა აფხაზეთში, ოჩამჩირეში თავმოყრილი იქნა რუსული სადესანტო ნაწილები, რომლებც უშუალოდ მიმართული იყო ზემო აფხაზეთისაკენ, რუსულმა ავიაციამ მოუხშირა საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევას და ჰაერიდან დაზვრევას, თითქოს ყველაფერი იქითკენ მიდიოდა რომ სწორედ აფხაზეთში ღვივდებოდა ნაპერწკალი, მაგრამ ბევრისათვის (მათ შორის ხელისუფლებაში) მოულოდნელად, მაშინც, როცა ნერვების თამაში ზღვრამდე იყო მისული, გასროლა ცხინვალიდან გაისმა. რატომ იყო ეს გასროლა ასეთი მნიშვნელოვანი და რატომ ითამაშა მან საბედისწერო როლი? დამეთანხმებით ალბათ, ეს ქართული სოფლების დაცხრილვის პირველი შემთხვევა არ იყო, არც როკის გვირაბის გავლით შემოსულა რუსული ტექნიკა პირველად (7 აგვისტოს შემოსული ტექნიკა არ იყო იმ მასშტაბის, რომ სერიოზული პრობლემები შეექმნა), შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ამაზე რეაგირება არ უნდა მოეხდინა, აქამდეც ყოფილა რეაქცია და ის ძირითადად სეპარატისტთა საცეცხლე პოზიციების ჩახშობით შემოიფარგლებოდა (თუნდაც ისინი ცხინვალში ყოფილიყვნენ განლაგებული). ბუნებრივია ისმის კითხვა, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მაინცადამაიც 7 აგვისტოს გაეცა ადეკვატურრი პასუხი, მაშინ, როცა რუსეთის სამხრეთში განლაგებული თითქმის ყველა საჯარისო შენაერთი სრულ მზადყოფნაში იყო მოყვანილი და 58–ე არმიაც საზღვართან იყო მობილიზებული?!

ქართული მხარის სასარგებლოდ ერთადერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი (გნებავთ ვერსია) შემდეგია: რუსული არმია ემზადებოდა საქართველოში შემოსაჭრელად, საქართველომ დაასწრო!

 

უნდოდა თუ არა რუსეთს საქართველოსთან ომი?!

 

–არა!

რუსეთს საქართველოსთან ომი (მითუმეტეს ასეთი საერთაშორისო რეზონანსით) არანაირად არ აძლევდა ხელს; მაგრამ პუტინი რუსეთი არაა, ისევე როგორც მედვედევი არაა რუსეთის პრეზიდენტი. ეს ამბიციური, იმპერიული და ნაციონალისტური იდეებით გაჟღენთილი ჩია კაცი ომით მოვიდა ხელისუფლებაში, ომით განიმტკიცა სავარძელი და მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც საომარი და აგრესიული რიტორიკის გარეშე წარმოუდგენელია. მისთვის აუტანლად მტკივნეული იყო საქართველოს ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის მხრიდან დემონსტრაციულად გადადგმული არაერთი შეურაწმყოფელი ნაბიჯი, მან ეს პირად შეურაწყოფად მიიღო (გავიხსენოთ რუსი ჯაშუშების დაკავება) და ყველანაირად ცდილობდა შურისძიებას (რუსულ–ქართულ ურთიერთობებში ასეთი მცდელობების მაგალითი მრავლადაა), სააკაშვილი პუტინის პირად მტრად იქცა და სწორედ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა ორივემ, პუტინმაც და სააკაშვილმაც, არავინ იცის ეს შეცდომა წინასწარ დაიგეგმა თუ სპონტანურად მოხდა, მაგრამ ფაქტია – ეს შეცდომა ბრწყინვალედ იქნა გამოყენებული საჭირო დროს მათ მიერ, ვინც პუტინის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და აქედან გამომდინარე მის სავარაუდო რეაქციებს დიდი ხნის განმავლობაში გულმოდგინედ აანალიზებდა!

დავუბრუნდეთ კითხვას – რატომ არ აწყობდა რუსეთს ეს ომი?

აი ყველასათვის თვალნათელი და უდავო პასუხები:

1. დიდი ხნით გაფუჭდა რუსეთის იმიჯი მსოფლიოში. (ნურავინ მეტყვის, რომ რუსეთს ეს არ ანაღვლებს)

2. უდიდესი მატერიალური ზარალი (არა მარტო საფონდო ბირჟის კრახი, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და უახლოეს წლებში ეს აისბერგი მთელი სიმაღლით წამოიმართება აქედან გამომდინარე მეტად მძიმე შედეგებით რუსული ეკონომიკისათვის)

3. სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის თუ არა, ბოიკოტის რეალური საფრთხე.

4. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი სამუდამოდ დასამარდა.

5. ევროპაში ძალიან დიდი ხნით შეირყა რუსეთის, როგორც საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორის სახელი (ევროპა ალტერნატიულ ენერგორესურსებზე ლაპარაკის ეტაპიდან, მოქმედების ეტაპზე გადავიდა).

6. პერსპექტივაში უდიდესი საფრთხე ფედერაციის ერთიანობისათვის, რაც აფხაზეთისა და კოკოითის კანტორის აღიარებით გამოიწვია.

7. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რუსეთმა მთლიანად და საბოლოოდ დაკარგა „დასავლეთ ფრონტი“ და „სამხრეთის ფრონტი“, თუ აქამდე კიდევ არსებობდა მცირე შანსი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში რუსული – „უფროსი და მზრუნველი ძმის“ პოლიტიკის წარმოებისა, ეს შანსი აგვისტოში საბოლოოდ დასამარდა, რუსეთმა ყველა დააშინა, მაგრამ ეს შიში მორჩილების საწინდარი კი არა, წინააღმდეგობის გარანტიაა.

ალბათ კიდევ არაერთი „წვრილი“ თუ „მსხვილი“ მიზეზი არსებობს, რის გამოც რუსეთს ეს ომი არ აწყობდა, თუმცა ჩემი აზით ჩემოთვლილი 6 ყველაზე მნიშვნელოვანია.

დასკვნა კი ასეთია, ობიექტურად ეს ომი რუსეთს, როგორც სახელმწიფოს ,არანაირად არ სჭირდებოდა, აი რაც შეეხება პუტინს, მის გენერალიტეტსა და ობივატელ ვანიას ეს ომი უნდოდათ, დიდი ხანია მათ შოვინისტურ ხახას ჟანგი მოედო და ახალი სისხლი სჭირდებოდათ, თუნდაც საქართველოზე ბუტაფორიული და არაფრისმომტანი გამარჯვების ხარჯზე.

 

 

უნდოდა თუ არა ომი საქართველოს?

 

 

– არა!

მე ვიტყოდი, რომ საქართველოს ეს ომი არ უნდოდა, ჩვენ უბრალოდ გვჭირდებოდა ის!! გვჭირდებოდა, რათა დაკარგული ტერიტორიები დაგვებრუნებინა, დამატებითი მოტივაციები (დამატებითი საფრთხეების პარალელურად) ჰქონდა ხელისუფლებასაც, თუმცა ალბათ დღესაც ბევრი გაოგნებულია თვით ხელისუფლებაში და დღემდე ვერ იჯერებენ, რომ საქართველომ რუსეთთან იომა!

გავუსწოროთ თვალი სიმართლეს – ჩვენ ომი წავაგეთ. რა დავკარგეთ ამ წაგების შედეგად?

1. ნაწილობრივ დანგრეული სამხედრო ინფრასტრუქტურა.

2. რამდენიმე ერთეული მძიმე და მსუბუქი ჯავშანტექნიკა.

3. „ქართული ფლოტის“ თითქმის ნახევარი.

4. ზემო აფხაზეთი

5. ახალგორის რაიონი (ნაწილობრივ და ისიც ძალიან ცოტა ხნით, დარწმუნებული ვარ)

6. გადამწვარი და დარბეული ქართული სოფლები სამაჩაბლოში.

7. ყველაზე მნიშვნელოვანი და სამწუხარო – რამდენიმე ასეული ქართველის სიცოცხლე.

ვთქვათ პირდაპირ, ხელისუფლებას რომ გარკვეული გარანტიები არ ჰქონოდა ის ომს არ დაიწყებდა!!! ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ პენტაგონმა და თეთრმა სახლმა კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის სპეცოპერაციის დაწყების შესახებ 7 აგვისტოს, რუსთავი2–ის ეთერით გენერალ ყურაშვილისაგან შეიტყვეს. თეთრი სახლი, რომელმაც მილიარდები ჩადო კავკასიურ პროექტში არანაირად არ მოსწყდებოდა პროცესების მართვის პულტს და ნურავინ იფიქრებს, რომ ასე ადვილად აუნთებდა რუსეთს ან საქართველოს მწვანე შუქს კავკასიაში ომის დასაწყებად,

მაგრამ................................................

 

 

ვინ მოიგო ომი?!

 

არაერთხელ მსმენია მოსაზრება, რომ დასავლეთს კავკასიაში სტაბილურობა აძლევს ხელს, რომ საქართველოს ხელისუფლებას თეთრი სახლი არ მისცემს ნებას ძალისმიერი გზით დაიბრუნოს ტერიტორიები, რომ ნავთობსადენი უსაფრთხოების გარანტიაა და ა.შ. ამ მოსაზრებების ტყვეობაში არამარტო საზოგადოება, თვით ხელისუფლების ბევრი (თუ ყველა არა) წარმომადგენელი იყო. მოდით ისიც ვთქვათ, ვის ვგულისხმობთ ამ შემთხვევაში „დასავლეთში“?

რა თქმა უნდა არა ევროპას და რა თქმა უნდა უშუალოდ შეერთებულ შტატებს! ევროპა ჯერ კიდევ ძალიან სუსტი და ნაკლებად ერთიანია იმისათვის, რომ დამოუკიდებელი შემტევი და „აგრესიული“ პოლიტიკა აწარმოოს თავისი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესების გასატარებლად, მითუმეტეს რუსეთის წინააღმდეგ. ევროპაში არ უყვართ ამერიკელები, მაგრამ ძალიან ეშინიათ რუსების, მათ ჯერ კიდევ კარგად ახსოვთ რუსული ჩექმის კვალი და ახსოვთ ამერიკული დახმარება, რისი თქმა მსურს ალბათ მიხვდით – რაც არ უნდა დამოკიდებული იყოს ევროპა რუსულ ენერგორესურსებზე ის ყოველთვის, უფრო მეტად ამერიკულ თამაშს ითამაშებს, ვიდრე რუსეთს გაუხდება თანამოაზრე მის ხისტ, სპონტანურ და ევროპისათვის ხშირ შემთხვევაში პრინციპულად მიუღებელი პოლიტიკის წარმოებაში.

ზემოთ აღვნიშნე, რომ თეთრი სახლი აუცილებლად წინასწარ ფლობდა ინფორმაციას, პენტაგონში სრული ინფორმაცია ჰქონდათ როგორც რუსული არმიის, ასევე შავი ზღვის ფლოტისა თუ ავიაციის მზადყოფნის შესახებ, ჰქონდათ ინფორმაცია ქართული არმიის მანევრების შესახებაც. ვფიქრობ ასეთ შემთხვევაში ლეგიტიმურია კითხვა – რატომ ვერ (არ!!) შეძლო ვაშინგტონმა კონფლიქტის თავიდან აცილება?! შევთანხმდეთ, რომ რაოდენ დასუსტებულადაც არ უნდა გვეჩვენოს დღეს ბუშის ადმინისტრაცია, მას აუცილებლად შესწევდა და შესწევს ძალა თავიდან აეცილებინა ეს ომი............რა თქმა უნდა იმ შემთხვევაში თუ მოინდომებდა! გაიხსენეთ რა თქვა პუტინმა პეკინის ოლიმპიადაზე მისი და ბუშის შეხვედრის შესახებ, ცხინვალში მოსალოდნელი კონფლიქტის თაობაზე ბუშის შეფასება ამ სიტყვებით შემოიფარგლა : „ომი არავის უნდა“?! ამ შემთხვევაში მე მჯერა პუტინის, პუტინმა კი ამ ორაზროვანი ფრაზიდან დაიჯერა ის, რაც თავად სურდა – „რაც გინდათ ის ქენით“ და ბუშმაც მშვენივრად იცოდა, რომ პუტინი სწორედ ამ დასკვნას გამოიტანდა მისი სიტყვებიდან, ზემოთ აღვნიშნე, რომ ვაშინგტონში პუტინის ფსიქოლოგიური პორტრეტი დეტალურად ჰქონდათ და აქვთ შესწავლილი, ისიც კარგად უწყიან ვის უდევს რუსეთში დღეს თითი ჩახმახზე და ისიც, თუ როგორ უნდა მოახდინონ გასროლის (თუნდაც ფუჭის) პროვოცირება. გაიხსენეთ, როდის გაისმა ვაშინგტონიდან პირველად მკაცრი შეფასებები და პირდაპირი მინიშნება იმაზე, რომ კავკასია ამერიკის ინტერესის სფეროა და რუსეთს მოუწევს შეჩერება.......თუ ვინმეს არ გახსოვთ, მე შეგახსენებთ – მას შემდეგ, რაც ქართულმა საჯარისო შენაერთებმა თბილისისკენ დაიხიეს უკან და რუსული არმია იგოეთს მოუახლოვდა!!! „კავბოიმ“ მხოლოდ მაშინ ამოიღო „კოლტი“, როცა დათვი ორივე თათით გაება ხაფანგში – ქართულ ხაფანგში!!! ამ მომენტიდან დასავლეთმა ერთიანი ფრონტით გაილაშქრა რუსული საფრთხის წინააღმდეგ, ა.შ.შ.–მ კი უკვე საყვედურის ტონით დაუწყო საუბარი იმ „ურჩ“ ევროპელ ლიდერებს, რომელთაც საქართველოსთვის აპრილში მაპ–ი ვერ გაიმეტეს!!!

 

 

მონადირე, მსხვერპლი და სატყუარა

 

რატომ უნდოდა ვაშინგტონს ომი რუსეთ–საქართველოს შორის?

თუ იმ მიზეზებს არ ჩავთვლით რატომაც არ აწყობდა რუსეთს ომი (რუსული ეკონომიკის კოლაფსი, რუსული გავლენის შემცირება და რიგ შემთხვევაში სრული გაქრობა დასავლეთ და სამხრეთ ფრონტებზე და ა.შ.) ვაშინგტონმა ამ ომიდან უამრავი სარგებელი ნახა, მე მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგახსენებთ:

1. ბოლო დროს აშკარად შესუსტებული პოზიციების და გავლენის აღდგენა ევროპაზე.

2. ნატოს აღმოსავლეთისაკენ გაფართოების კიდევ უფრო მყარი არგუმენტები.

3. ა.შ.შ.–ს როგორც მსოფლიოში ერთადერთი მშვიდობისმყოფელის როლის განმტკიცება (სულ ტყუილად ჰგონია სარკოზს რომ ომი მან შეაჩერა, ომი ა.შ.შ.–ს მოქმედებაში მოყვანილმა სამხედრო ფლოტმა და თავდაცვის მინისტრის მიერ ჰუმანიტარულ!!!! დახმარებაზე პასუხისმგებლობის აღებამ შეწყვიტა)

4. ამერიკა ძალიან დიდ ხანს გამოიყენებს რუსულ – ქართულ ომს იმ ბურთის სახით, რომელსაც მაშინ ჩასჩრის რუსეთს ხახაში, როცა საჭიროდ ჩათვლის და წინააღდეგობის საშუალებას მოუსპობს ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.

5. ევროპული პროექტი „დემოკრატიული რუსეთ“ ჩავარდა – იწყება ამერიკული პროექტი „დასუსტებული ან სულაც დაშლილი რუსეთი“!!!

ჩემთვის ძალიან ძნელია ყველა იმ სარგებელზე საუბარი, რაც ვაშინგტონმა ამ ომით მიიღო, ასევე ძნელია ყველა იმ ზიანის ჩამოთვლა, რაც რუსეთმა განიცადა და მომავალში განიცდის, ერთი კი ნამდვილად ვიცი, სატყუარა ამ შემთხვევაში გადარჩა და იმედია მეორედ აღარ შეძვრება სხვის ხაფანგში.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

რატომ გვეგონა რომ დასავლეთი, ევროპა თუ ამერიკა ბოლომდე უერთგულებდა პატარა საქართველოს?

რატომ გვეგონა, რომ იმპერიასთან წამგებიან ბრძოლაში ჩაებმებოდა პატარა ქვეყნის გულისათვის?

მე პირადად არაფერიც არ მეგონა....და ვისაც ეგონა იმათი სიბრიყვის გამკვირვებია!

 

პ.ს. გაგრძელება იქნება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

რატომ გვეგონა რომ დასავლეთი, ევროპა თუ ამერიკა ბოლომდე უერთგულებდა პატარა საქართველოს?

რატომ გვეგონა, რომ იმპერიასთან წამგებიან ბრძოლაში ჩაებმებოდა პატარა ქვეყნის გულისათვის?

რატომ გვეგონა, მუდამ, მთელი ისტორიის მანძილზე, რომ არ მიგვატოვებდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პირველივე ხელსაყრელ შემთხვევაში, ყოველთვის მარტონი აღმოვჩნდებოდით ხოლმე ბევრად აღმატებულ მტერთან პირისპირ?

 

 

ალბათ წაკითხული გექნება ჩემი პოსტები ამ ყველაფრის გარშემო და რაც მთავარია ყოველთვის ამას ვიძახდი,რომ საქართველო მინდა პროქართული იყოს და არა პოდასავლური მეთქი და მითუმეტეს პროამერიკული.იმასაც ვიძახდი,რომ ეს ქვეყანა არავის არაფერს არ აძლვეს ისე,თუ ერთი ათათ არ ამოიღო უკან მეთქი,მაგრამ მიშასი ეჯერათ და აი რა მოგვიტანა ესე ბრმად მიყოლამ ყვარყვარეზე.აზრებს ვერ ვაყალიბებ.დავიღალე ძალიან და ნერვი მაქვს მოშლილი ჩვენ ბრმა საზოგადოებაზე.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი არსებობსსსს... ოღონდ ჩვენ თავში და არა სხვაგან........

 

უბრალოდ ჯვარს ვეცვით და აღვდსგებით!!!!!!!!!!!!!!!!!

Edited by machkatela
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ღმერთი არსებობს და ღმერთი ჭეშმარიტებაა,

პილატეს და ქრისტეს დიალოგი გაიხსენეთ,

როდესაც პილატემ კითხა მას, "რა არის ჭეშმარიტება"?

ჰო, ამაშია საქმე, მაგრამ პილატესგან განსხვავებით ეს კითხვაც კი არ ისმება,

კი, გასაგებია ის ირონია რაც სახარებაშია, გასაგებია,

საერთოდ ბევრი რამაა ძველ და ახალ აღთქმასი ირონიით დაწერილი,

ეპოქის შესაბამისი ირონიიით,

პილატე უყურებდა ჭეშმარიტებას, მის წინაშე მდგარს და ვერ ხედავდა და აწუხებდა მაინც, მაინც აწუხებდა მარადიული კითხვა,

ის კითხვა რომელიც ძალიან ბევრს სულ ცალ ფეხზე კიდია,

 

 

ნაცმოძრაობა არის ანტიმართლმადიდებლური მოძრაობა

და არა იმიტომ რომ ეკლესიებს ანგრევენ :D: არა, მილიონი ეკლესია რომ ააშენონ, საკუთარი ხელით მაინც ფარჩაკები, ანუ უღმერთოები იქნებიან,

იმიტომ რომ ისინი ცხოვრობენ სიყალბეში და ტყუილში და ტყუილს ახვევენ მთელს საზოგადოებას,

ხოლო მართლმადიდებლობა და ტყუილი შეუთავსებელია

 

ამიტომაც გაუგეს მიშმაკაკებმა და ზვიადისტებმა ერთმანეთს, მიუხედავად იმისა რომ სულ სხვა ტიპაჟები არიან,

 

მაგრამ ტყილი და ის რომ სამშობლო ჭეშმარიტებაზე მაღლა დგას,

 

არა ბატონებო, არა და არა,

ამას ვერ მიხვდებით თქვენ, თქვენ სხვანაირები ხართ, უცხოები და სირცხვილი ამ მიწის, ქართველობის სირცხვილი

ჩვენი ერის ყველაზე სამარცხვინო ნაწილი, მატყუარები ხართ თქვენ და თქვენი სამყაროს ფანტაზიების, ილუზიების სამყარო,

ამტიომაც არის რომ საქართველო ერთ კუთხეში ძალინ უყვარხართ :D

Edited by Siknadmo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

არაა ეს თემა ღმერთზე და რელიგიაზე

ხო აბა რა გეგონა, წაიკითხავდა ვინმე?! :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

machkatela

არაა ეს თემა ღმერთზე და რელიგიაზე :D

 

მივხვდი ბატონო და არც მე მითქვვამ ღმერთული..

 

ვეძებთ მფარველს, მაგრამ, ჩვვენი საქმე, ჩვენივე გასაკეთებელია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აქ იყო ერთი მომენტი, აშშ-ის მხრიდან გარანტიის მიცემა ომის შემთხვევაში რომ ანვითარებენ ტიპები..

 

 

აი მითხარით ვინც ამ აზრს ანვითარებთ, ერთი ოფიციალური განცხადება ამერიკელი პირისგან ნათქვამი, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოს ომის შემთხვევში.

 

პირიქით ამერიკელებს არასდროს არ უთქვიათ მსგავსი არაფერი. მაშ რატომ ჰქონდათ ზოგიერთებს ამის იმედი?

 

 

P.S ღმერთი არ არსებობს :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უნდოდა თუ არა რუსეთს საქართველოსთან ომი?!

 

–არა!

რუსეთს საქართველოსთან ომი (მითუმეტეს ასეთი საერთაშორისო რეზონანსით) არანაირად არ აძლევდა ხელს; მაგრამ პუტინი რუსეთი არაა, ისევე როგორც მედვედევი არაა რუსეთის პრეზიდენტი. ეს ამბიციური, იმპერიული და ნაციონალისტური იდეებით გაჟღენთილი ჩია კაცი ომით მოვიდა ხელისუფლებაში, ომით განიმტკიცა სავარძელი და მისი პოლიტიკური მოღვაწეობაც საომარი და აგრესიული რიტორიკის გარეშე წარმოუდგენელია. მისთვის აუტანლად მტკივნეული იყო საქართველოს ხელისუფლების და პირადად სააკაშვილის მხრიდან დემონსტრაციულად გადადგმული არაერთი შეურაწმყოფელი ნაბიჯი, მან ეს პირად შეურაწყოფად მიიღო (გავიხსენოთ რუსი ჯაშუშების დაკავება) და ყველანაირად ცდილობდა შურისძიებას (რუსულ–ქართულ ურთიერთობებში ასეთი მცდელობების მაგალითი მრავლადაა), სააკაშვილი პუტინის პირად მტრად იქცა და სწორედ აქ დაუშვა ყველაზე დიდი შეცდომა ორივემ, პუტინმაც და სააკაშვილმაც, არავინ იცის ეს შეცდომა წინასწარ დაიგეგმა თუ სპონტანურად მოხდა, მაგრამ ფაქტია – ეს შეცდომა ბრწყინვალედ იქნა გამოყენებული საჭირო დროს მათ მიერ, ვინც პუტინის ფსიქოლოგიურ პორტრეტს და აქედა

 

ამაში გეთანხმები.,.... მაგრამ არგუმენტაციაში არა, რუსეთს და პუტინსაც არ აწყობდა ომი, იმიტომ კი არა რომ პუტინი არის კარგია ადამიანი არამედ მათვის იმ პერიდოში ეს წამგებიანი იყო, მაგრამ არის ჩემი აზრით მეორე მომენტი იმის გამო რომ ჩვენ ომს ვაპირებდით და ეს ყველამ იცოდა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა ისე რომ მაქსიმალური სარგებელი მიეღო...

 

აანალიზებდა!

დავუბრუნდეთ კითხვას – რატომ არ აწყობდა რუსეთს ეს ომი?

აი ყველასათვის თვალნათელი და უდავო პასუხები:

1. დიდი ხნით გაფუჭდა რუსეთის იმიჯი მსოფლიოში. (ნურავინ მეტყვის, რომ რუსეთს ეს არ ანაღვლებს)

2. უდიდესი მატერიალური ზარალი (არა მარტო საფონდო ბირჟის კრახი, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და უახლოეს წლებში ეს აისბერგი მთელი სიმაღლით წამოიმართება აქედან გამომდინარე მეტად მძიმე შედეგებით რუსული ეკონომიკისათვის)

3. სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის თუ არა, ბოიკოტის რეალური საფრთხე.

4. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი სამუდამოდ დასამარდა.

5. ევროპაში ძალიან დიდი ხნით შეირყა რუსეთის, როგორც საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორის სახელი (ევროპა ალტერნატიულ ენერგორესურსებზე ლაპარაკის ეტაპიდან, მოქმედების ეტაპზე გადავიდა).

6. პერსპექტივაში უდიდესი საფრთხე ფედერაციის ერთიანობისათვის, რაც აფხაზეთისა და კოკოითის კანტორის აღიარებით გამოიწვია.

7. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რუსეთმა მთლიანად და საბოლოოდ დაკარგა „დასავლეთ ფრონტი“ და „სამხრეთის ფრონტი“, თუ აქამდე კიდევ არსებობდა მცირე შანსი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში რუსული – „უფროსი და მზრუნველი ძმის“ პოლიტიკის წარმოებისა, ეს შანსი აგვისტოში საბოლოოდ დასამარდა, რუსეთმა ყველა დააშინა, მაგრამ ეს შიში მორჩილების საწინდარი კი არა, წინააღმდეგობის გარანტიაა.

ალბათ კიდევ არაერთი „წვრილი“ თუ „მსხვილი“ მიზეზი არსებობს, რის გამოც რუსეთს ეს ომი არ აწყობდა, თუმცა ჩემი აზით ჩემოთვლილი 6 ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

1. პირველ არგუმენტზე შეიძლება კამათი იმიტომ რომ რეალურად იმიჯი სათუთი რამეა, ფაქტი არის ასეთი რუსეთს ევროპულ ქვეყნებში ისედაც ყველა უყურებს როგორც ნახევრად ცივილურ ველურს რომელიც მზად არის ნებისმიერი გაბზარების დროს იარაღზხე იტაცოს ხელი, მაგრამ არაბულ სამყაროში და ლათინურ ამერიკაში რუსეთის ეს ნაბიჯი პოზიტიურად შეფასდა რუსეთმა ომი ამერიკის გოშიას დაუწყო, ცუდი ტერმინია მაგრამ როდესაც ალხა ვათვალიერებ იმ პერიოდის არაევროპულ პრესას ფაქტია რუსეთის ეს ნაბიჯი პოზიტიურად შეფასდა.. იმიჯი რუსეთს არ შელახვია... რადგან მას არც ჰქონია არაფერი, შეუძლებელია შეგელახოს ის რაც არ გაქვს...

 

2. უდიდესი მატერიალური ზარალი (არა მარტო საფონდო ბირჟის კრახი, ეს მხოლოდ აისბერგის წვერია და უახლოეს წლებში ეს აისბერგი მთელი სიმაღლით წამოიმართება აქედან გამომდინარე მეტად მძიმე შედეგებით რუსული ეკონომიკისათვის)

 

რუსეთში ზარალი იყო მაგრამ რეაურად ეს კრიზისის ბრალი იყო და არა ომის, მატერიალური ზარალი რეალურად არ ყოფილა ასე რომ არც ამ თეზისში გეთანხმები, რუსეთისნაირი ქვეყნისთვის ვერ იქნება საქართველოსთან ომი ეკონომიკური კატალიზატორი, იმიტომ რომ ინვესტორორები რომლებიც რუსეთსი დებენ ფულს წიანსწარ მზად არიან ასეთი მოვლემებისთვის...

 

3. სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის თუ არა, ბოიკოტის რეალური საფრთხე.

 

ესლი სერიოზნა ჩოხა ეს არგუმენტი ყველაე უფრო სუსტია:D იმიტომ რომ ზამთრის ოლიმპიადას ბოიკოტს ვრიადლი ვინმე თუ ოდემსე გამოუცხადებს... თვით 1980 და 1984 წლებში ვერ მოხერხდა სრული ბოიკოტი.... ოირვე ბლოკის რიგმა წევრებმა მიიღეს მონაწილეობა ოლიმპიადებზე,...

 

4. რუსეთის, როგორც მშვიდობისმყოფელის როლი სამუდამოდ დასამარდა.

 

ამაში გეთანხმები... მშვიდობლისყოფელის როლი ისევ მე-19 საუკუნისდროინდელმა ჟანდარმმა ჩაანაცვლა...

 

5. ევროპაში ძალიან დიდი ხნით შეირყა რუსეთის, როგორც საიმედო ეკონომიკური და პოლიტიკური პარტნიორის სახელი (ევროპა ალტერნატიულ ენერგორესურსებზე ლაპარაკის ეტაპიდან, მოქმედების ეტაპზე გადავიდა).

 

იმედია ახლანდელი გადასახედიდან სამწუხაროდ ასე ჩანს ....

 

6. პერსპექტივაში უდიდესი საფრთხე ფედერაციის ერთიანობისათვის, რაც აფხაზეთისა და კოკოითის კანტორის აღიარებით გამოიწვია.

 

კი გეთანხმები...მაგრამ, არა მგონია რუსეთს რამე დაემუქროს...

 

7. და ბოლოს, ყველაზე მთავარი – რუსეთმა მთლიანად და საბოლოოდ დაკარგა „დასავლეთ ფრონტი“ და „სამხრეთის ფრონტი“, თუ აქამდე კიდევ არსებობდა მცირე შანსი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში რუსული – „უფროსი და მზრუნველი ძმის“ პოლიტიკის წარმოებისა, ეს შანსი აგვისტოში საბოლოოდ დასამარდა, რუსეთმა ყველა დააშინა, მაგრამ ეს შიში მორჩილების საწინდარი კი არა, წინააღმდეგობის გარანტიაა.

აი ამაში სრულიად გეთანხმები...

 

ახლა გეტვყი ჩემს თეორიას...

 

შარშანდელი საქართველო-რუსეთის ომი რეალურად იყო ომი რომელიც აწყობდა ორივე მხარეს, არა ლოგიკა არ მესლება ომი აწყობდა ორივე მხარეს და აწყობდა სწორედ ის შედეგი რომელიც მირებული იქნა, ბუნებრივია ჩვენ არ ვიტყოდით უარს ომში გამარჯვებაზე მაგრამ ნებისმიერი შედეგი გვაწყობდა...

 

რატომ აწყობდა ომი რუსეთს....

 

სანამ ამ თეზისზე გადავალ ერთი რამ უნდა განვმარტო, რუსეთს ომი არ უნდოდა მაგრამ როდესაც დაინახა რომ საქართევლო მზად იყო ომი დაეწყო და იაპირებდა ომის დაწყებას მოიქცე ჩვენი პოზიიციის საპირწონედ და გადადგა ეს ნაბიჯი... ანუ ომი არ უნდოდა მაგრამ როდესაც დაიწყო რამ უბიძგა მას დაწყებისკენ

 

1. 17 წლიანი უკანდახევა... 1991 წლიდან რუსეთ რეალურად იმყოფება მარადიული უკანდახევის რეჟიმში, ეს ძალიან მწარედ მოქმედებდა რუსული იმპერიული აზროვნებაზე და სწორედ ამიტომ საჭირო იყო რაიმე მცირე გამარჯვება..

2. ეკონომიკური ბუმი უახლოვდება ბოლოს და იწყებოდა კონდრატიევის ციკლისეული კრიზისი, სწორედ ამიტომ საჭირო იყო სანამ ჯერ კიდევ იყო ფული რაიმე გამარჯვების მოპოვება...

3. ახალი რუსული მართლმადიდებლური იმპერიის ადეპტებს სჭირდებოდათ გამარჯვება ამერიკულ იდეოლოგიაზე...

4. რუსულ სამხედრო ისტებლიშმენტს სჭირდებოდა ომი რათა გაემართლებინათ სურვილი სამხედრო მოდერნიზაციის...ასევე ომი დიდი ფულის კეთებნის საშუალება...

 

რატომ აწყობდა ომის საქართველოს...

 

საქართევლოში მოვიდა ხელისუფლება რომელიც, თან რაც მტავარია პირველად ძალიან დიდი ხნის განმავლობასი საქარტველოში ხელისუფლების მოვიდა კონტრკულტურის წარმომადგენლები(რაზე ვბოდიალობ აი აქ :D http://geoleft-marx.blogspot.com/2009/07/blog-post_15.html)

 

1. 5 წლიანი სამხედრო მილიტარისტული რიტორიკას სჭირდებოდა უკვე საქმეში დამტკიცება რომ ფული არ იყო წყალსი გადაყრილი(რა დამტკიცდა ეს უკვე სხვა საუბრის თემაა)

2. ანტირუსულ ისტერიას სჭირდებოდა თავისი ორთქლის გამოშვება და ეს მოერხდა ბრწყინდვალედ, რომ არ ჩარეულიყო რუსეთი ალბათ ადვილი წარმოსადგენია რა ზეიმი გაიმართებოდა..მაგრამ როდესაც ჩაერია არც ეს დარჩა შეუმჩნეველი ფაქტია ეს ანტირუსულ წრეებს აწყობდათ... ბოლო ბოლო მათ სიძულვის აქვს საფუძველი.

3. მოახლოებული ეკონომიკური კრიზიის გადაფარვა, ფაქტია ომის გამო მიღებულმა თანხებმა გადაატანია საქართველოს ეკონომიკური ტრაგედია...

4. ხელისუფლებამ ყურადღება დროებით გადაიტანა,

 

 

ეს იყო ომი რომელიც აწყობდა ორივე სახელმწიფოს რუსეთსაც და საქართევლოსაც...

არ გვაწყობდა მოხლოდ ჩვენ რუსეთის და საქარტველოს ინტელექტუალურ თუ ჩვეულებრივ წრეებს, ცუდია რომ საბოლოოდ ამ ომიდან გამარჯვებული ორივე მხარის ქსენოფობები და ფაშისტები გამოვიდა....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

აი მითხარით ვინც ამ აზრს ანვითარებთ, ერთი ოფიციალური განცხადება ამერიკელი პირისგან ნათქვამი, რომ ამერიკა დაეხმარება საქართველოს ომის შემთხვევში.

ასეთ განცხადებებს საჯაროდ არავინ აკეთებს :D

 

რუსეთს და პუტინსაც არ აწყობდა ომი, იმიტომ კი არა რომ პუტინი არის კარგია ადამიანი არამედ მათვის იმ პერიდოში ეს წამგებიანი იყო, მაგრამ არის ჩემი აზრით მეორე მომენტი იმის გამო რომ ჩვენ ომს ვაპირებდით და ეს ყველამ იცოდა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა ისე რომ მაქსიმალური სარგებელი მიეღო...

ნუკუშ შენ პუტინის მართვის სტილს და პუტინის რუსეთის თავისებურებებს არ ითვალისწინებ.

 

ეგ ავაზაკი ომის წყალობით მოვიდა ხელისუფლებაში და მისთვის ხელისუფლების შენარჩუნების თუ განმტკიცების საუკეთესო საშუალება ომი, მტრის ხატია.

 

რუსეთში ზარალი იყო მაგრამ რეაურად ეს კრიზისის ბრალი იყო და არა ომის, მატერიალური ზარალი რეალურად არ ყოფილა ასე რომ არც ამ თეზისში გეთანხმები, რუსეთისნაირი ქვეყნისთვის ვერ იქნება საქართველოსთან ომი ეკონომიკური კატალიზატორი, იმიტომ რომ ინვესტორორები რომლებიც რუსეთსი დებენ ფულს წიანსწარ მზად არიან ასეთი მოვლემებისთვის...

არა, ომის გამოც იზარალა რუსეთმა და აქ არ ვგულისხმობ ჩამოგდებულ საფრენ აპარატებს ან განადგურებულ ტექნიკას, მილიარდები გავიდა ომის შემდეგ რუსეთიდან და ეს ორგანიზებულად მოხდა, ეს არ იყო მთლად შემთხვევითი და მთლად კრიზისის ბრალი.

 

 

შარშანდელი საქართველო-რუსეთის ომი რეალურად იყო ომი რომელიც აწყობდა ორივე მხარეს, არა ლოგიკა არ მესლება ომი აწყობდა ორივე მხარეს და აწყობდა სწორედ ის შედეგი რომელიც მირებული იქნა, ბუნებრივია ჩვენ არ ვიტყოდით უარს ომში გამარჯვებაზე მაგრამ ნებისმიერი შედეგი გვაწყობდა...

და კიდევ უფრო მეტად მესამე მხარეს ხო? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

ასეთ განცხადებებს საჯაროდ არავინ აკეთებს 001.gif

როგორ არ აკეთებს, რუსეთმა მილიონჯერ გააკეთა განცხადება რომ ომის შემთხვევაში ის შორიდან არ უყურებდა სიტვაციას. დავიკიდეთ მათი განცხადებები და რა მივიღეთ ვნახეთ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

ამაში გეთანხმები.,.... მაგრამ არგუმენტაციაში არა, რუსეთს და პუტინსაც არ აწყობდა ომი, იმიტომ კი არა რომ პუტინი არის კარგია ადამიანი არამედ მათვის იმ პერიდოში ეს წამგებიანი იყო, მაგრამ არის ჩემი აზრით მეორე მომენტი იმის გამო რომ ჩვენ ომს ვაპირებდით და ეს ყველამ იცოდა რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება და იმოქმედა ისე რომ მაქსიმალური სარგებელი მიეღო...

 

 

პუტინს თუ ომი არ უნდოდა აბა ვის უნდოდა? ამერიკას რომ არ გაეტრაკებინა თბილისსაც აიღებდნენ.სარგებელი მეტი რაღა გინდა ნიკუშ,აფხაზეთი და სამაჩაბლო ამ ყველა ხარჯებს გადაფარავს ათასჯერ და ათი ათასჯერ.

 

 

ამას დაამატე ფლოტის ბაზის შექმნა ოჩამჩირეში და სამაჩაბლოთი მთელი საქართველოს და არა მარტო საქართველოს კონტროლი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...