Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

ჩემი ბრალი არაა, მაგათ დაიწყეს აი პირველები რომ წერიან და მე ავყევი :D

http://img3.imageshack.us/img3/13/82696514.jpg

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 55
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

ტომ გვეშინია, ერთმანეთთან მაინც ვაღიაროთ ეს?

 

 

რა ეხლა ვიტყუოთ თავი და ვთქვათ, არა ჩვენ არ დაგვიწყია ომი, რუსებმა დაიწყესო და რა მერე..

 

მე არ მეშინია... ომი ჩვენ დავიწყეთ :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

"საქართველოს შეტევა საერთაშორისო კანონის თანახმად გაუმართლებელია"- ამ სათაურით "The Guardin" დღეს წერილს აქვეყნებს.

იან ტრეინორის სტატიის ქართულ ვერსიას პროტალი ~ფორინპრესი~ ბეჭდავს. როგორც სტატიაშია ნათქვამი, ევროკავშირის გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ სამხრეთ ოსეთის არარეგულარულმა ჯარმა სამხედრო სამართალი დაარღვია, რადგან თავს ესხმოდა ქართულ სოფლებს. თუმცა, ”გასული წლის 5-დღიანი ომი რუსეთთან საქართველომ დაიწყო ქმედებით, რომელიც გაუმართლებელი იყო საერთაშორისო სამართლის თანამხმად”, – ნათქვამია წერილში.

სტატიის მიხედვით, მისიის დასკვნაში ნათქვამია, რომ “რუსეთმა, იდრე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავდასხმას დაიწყებდა, რუსეთმა სამხრეთ ოსეთში გადააადგილა დაქირავებული მებრძოლები და გასამხედროებული ძალები, რომელსაც რუსეთი უჭერდა მხარს, რაც აშკარად შეირაღებული დაპირისპირებისთვის მზადებას წარმოადგენდა~, - ნათქვამია სტატიაში.

ტრეინორი წერს, რომ ევროკავშირის გუნდმა, რომელშიც სამხედრო, პოლიტიკური, ადამიანის უფლებათა დაცვისა და საერთაშორისო სამართლის ექსპერტები შედიოდნენ და რომელსაც შვეიცარელი დიპლომატი ჰაიდი ტალიავინი ხელმძღვანელობდა, დაასკვნა, რომ სამხრეთ ოსეთის არარეგულარულმა სამხედრო შენაერთებმა ქართულ სოფლებზე თავდასხმებით დაარღვიეს სამხედრო კანონები, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ჯარებმა “არ ან ვერ” გააკონტროლეს ისინი.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ომი იყო გაყინულ სტადიაზე, განახლება ომის ამ ფართომშტაბური შეტევით დაიწყო...

 

მანამდე ერთი თვე სროლები იყო დიდი ინტენსივობით

 

 

მანამდე კიდევ ჩვენებმა მთა დაიკავეს და იქედან ოსები გამოყარეს, იმ მთის დაბრუნებისთვის იყო სროლები...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზარაზა

აფხაზეთსა და სამაჩაბლოში ომი 788-მდე იყო თუ არა მეტნაკლები ინტესივობით დაახლოებით 90-იანების დასაწყისიდან, როცა გორბაჩოვი დაემუქრა გამსახურდიას, თუ სსრკ-დან გახვალთ, გახვალთ აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" გარეშეო???

რუსების გამართლებას არავინ არ ცდილობს არც აქ, და არც იმ დასკვნაში. არავის არ ეპარება ეჭვი, რომ ორივე კონფლიქტი რუსების ინსპირირებულია. ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ შეგვეძლო კონფრონტაციის თავიდან აცილება. ტალიავინის დასკვნაშიც ეს წერია, ომის აცილება შესაძლებელი იყოო! გინდათ გაზპრომის მოსყიდული ეძახეთ, გინდათ შამბას ნაშა. ყველამ ვიცით რომ ეს ასე იყო. ჩვენს თვალწინ ხდებოდა ეს ყველაფერი. უბრალოდ გაიაზრეთ, რა მაშტაბის ზარალი მიადგა ქვეყანას ამ მოქმედებების შედეგად. რამდენიმე ავანტიურისტის გამო!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტალიავინის დასკვნაშიც ეს წერია

მართალი გითხრა, არ წამიკითხია ის დასკვნა და არ ვიცი რა წერია, ინტერპრეტირებებს კი ყველა თავის გემოზე წერს, ამდენად ეს ინტერპრეტაციები ნაკლებად სარწმუნოა...

ლაპარაკი იმაზეა, რომ ჩვენ ძალიან ბევრჯერ შეგვეძლო კონფრონტაციის თავიდან აცილება.

ჩემის ღრმა რწმენით, რუსეთთან კონფრონტაციას ვერ ავიცილებდით, ხოლო ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მთავრობა დამნაშავე ერთადერთ რამეშია, იმდენი გონი რომ არ ეყოთ, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში გაჩაღებული ომის დამწყები სადავო და სადავიდარაბო არ გაეხადა!!!

უბრალოდ გაიაზრეთ, რა მაშტაბის ზარალი მიადგა ქვეყანას ამ მოქმედებების შედეგად. რამდენიმე ავანტიურისტის გამო!

1990-91 წლებშიც ჩვენმა ავანტიურისტებმა დაძაბეს სიტუაცია სამაჩაბვლოში???

1993 წელსაც???

ის, რაც მაშინ დაიწყო რუსეთმა, ეხლა იგივე პროცესს აგრძელებს, არც შეუწყვეტია ეს საქმე არც 788-მდე და არც 788-ს მერე!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზარაზა

მართალი გითხრა, არ წამიკითხია ის დასკვნა და არ ვიცი რა წერია, ინტერპრეტირებებს კი ყველა თავის გემოზე წერს, ამდენად ეს ინტერპრეტაციები ნაკლებად სარწმუნოა...

დასკვნაში მკაფიოდ წერია, რომ ცხინვალზე შეტევა ვერ ჩაითვლება რეაქციად სეპარატისტების სროლებზე.

It is not possible to accept that the shelling of Tskhinvali during much of the night with GRAD multiple rocket launchers (MRLS) and heavy artillery would satisfy the requirements of having been necessary and proportionate in order to defend those villages.

აი ამის აღიარებაზეა საუბარი ამ თემაში. რა მოხდებოდა, რომ ჩვენ მარტო სეპარატისტების საცეცხლე წერტილების დახშობით შემოვფარგლულიყავით? უბრალოდ მოსახლეობა რომ გაგვეყვანა ხეობიდან და ჩვენი სოფლები რომ დაგვეცვა?

 

იგივეს ვიკითხავ 90-იანი წლების კონფლიქტებზე.

როდემდე უნდა ვიმშვიდოთ თავი იმით, რომ "რუსები მაინც შემოვიდოდნენ"?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

ტალიავინის დასკვნაშიც ეს წერია, ომის აცილება შესაძლებელი იყოო!

შესაძლებელი იყო თუ უკანალს გაანძრევდნენ და წაყრუების პოლიტიკას არ მიმართავდნენ რუსეთთან. აფხაზეთში რუსებმა ომამდე კარგა ხნით ადრე სამხედრო ნაწილები რომ შეიყვანეს რკინიგზის აღსადგენად, ან მათი სამხედრო თვითმფრინავები რომ დააფიქსირეს რადარებმა დოკუმენტალურად საქართველოს საჰაერო სივრცეში, რა ქნეს მაშინ? ამ და სხვა შემთხვევებზეც უამრავჯერ გაიგზავნა საქართველოდან თხოვნა, რომ რამე ეღონათ, მაგრამ რეაქცია - პრაქტიკულად ნული. ასე გაუხსნეს გზა აგრესიისკენ და ახლა ამბობენ აცილება შეიძლებოდაო? წავიდნენ ერთი მაგათიც რა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტი ერთია...

საქართველოს მთავრობამ დაუშვა საკმაო რაოდენობის შეცდომები ამ კონკრეტულ საქმეში.

ეს შეცდომები 3 ძირითად პუნქტამდე შეიძლება დავიდეს.

ეს არის

1. იურიდიული შეცდომა

2. ტაქტიკური შეცდომა

3. პროპაგანდისტული შეცდომა.

რაში მდგომარეობს ესენი.

1. იურიდიული შეცდომა მდგომარეობს იმაში, რომ რუსი სამშვიდობოები 2008 წლის აგვისტოში საქართველოს ტერიტორიაზე (ცხინვალის რეგიონში და ენგურზე) იდგნენ ჩვენივე თანხმობით. როგორც გინდა ატრიალე ეს ასეა და ფაქტს ვერ გავექცევით. საქართველოს თავი არ შეუწუხუებია მათთვის მანდატის თუნდაც ცალმხრივად გაუქმებით. შესაბამისად რაც არ უნდა საქმე გაეფუჭებინათ რუს სამშვიდობოებს, რაც არ უნდა კონფლიქტის მხარე ყოფილიყვნენ, იმის გამო, რომ ისინი იქ ჩვენი ფორმალური თანხმობით იმყოფებოდნენ, მათ მიმართ ცეცხლის გახსნა არის ფორმალური დანაშაული ჩვენი მხრიდან. ეს არის ამ ხელისუფლების ცალსახა შეცდომა .

2. ტაქტიკური შეცდომა მგომარეობს შედეგში. სამხედრო ოპერაციის დაგეგმვის დროს იკვეთებოდა 2 ძირითადი მომენტი. რუსული ოფიციალური საჯარისო ნაწილები, ფედერალური ძალები ან არ ჩაერეოდნენ ღიად ან ჩაერეოდნენ.

პირველ ვარიანტში ცხინვალის რეგიონში არსებული სეპარატისტული შეიარაღებული ძალები და არაფორმალური რუსული შენაერთები ვერ შეძლებდნენ ქართული არმიისთვის სერიოზული წინააღმდეგობის გაწევას, ხოლო რუსეთის მიერ ფართომაშტაბიანი სამხედრო კომპანიის წარმოების დაწყების შემთხვევაში ქართული შეიარაღებული ძალები ვერ შეძლებდნენ პოზიციების შენარჩუნებას. აქედან გამომდინარე ცალსახა ტაქტიკური შეცდომა იყო ცხინვალზე შეტევა. ჯერ ერთი იმიტომ რომ ცხინვალი ტაქტიკური თვალსაზრისით საკმაოდ ძნელი სამიზნეა და მის აღება-გაკონტროლებას საკმაოდ დიდი ძალები და დრო სჭირდება (ურბანულ პირობებში ბრძოლების წარმოება), თავად ქალაქის აღება და შენარჩუნება სამხედრო-ტაქტიკური თვალსაზრისით ცალკე საკითხია და საკმაოდ რთული გადასაწყვეტი, მეორე მხრივ კი ცხინვალის აღება-გაკონტროლება რომც მომხდარიყო ჩვენს მიერ, სანამ გახსნილი იქნებოდა ტრანსკამი და როკის გვირაბიდან ცხინვალამდე გზა რუსული ნაწილებისთვის დაძლევადი საკითხი იქნებოდა, მანამ თავად ცხინვალის აღება-არაღება ტაქტიკური თვალსაზრისთი არსებითს არაფერს არ ცვლიდა.

უნდა მომხარიყო შემდეგი. ცხინვალი უნდა მოქცეულიყო ალყაში (რაც 7 აგვისტოსთვის უმეტესწილად განხორციელებული იყო უკვე), ხოლო ქართული ძალების ძირითადი დარტყმა უნდა მომხდარიყო ტრანსკამის მიართულებით მისი საფუძვლიანი ჩაკეტვის მიზნით. ტრანსკამის ჩაკეტვის შემდგეგ, ცხინვალი მწიფე ვაშლივით ჩაგვივარდებოდა ხელში. ეს შესაძლებლობას მოგვცემდა ძალების დაზოგვის და მისი ძირითად პრობლემაზე კონცენტრირებისა. ძირითადი პრობლემა კი რუსული საჯარისო შენაერთები იყო. ტრანსკამის ჩაკეტვა (რაც ტექნიკური თვალსაზრითი გაცილებით ადვილი მისაღწევია ვიდრე ქალაქის აღება-შენარჩუნება) რუსეთის ფედერალურ ძალებს აღმოსავლეთ საქართველოში დიდი ხნით გამოთიშავდა ბრძოლებისგან. ტრანსკამის გაწმენდა რუსებს დიდი სისხლის და ძალისხმევის ფასად მოუხდებოდათ და ეს სრულმაშტაბიანი ომის პირობებში.

გარდა ამისა გამოირიცხებოდა "მძინარე ცხინვალის" სინდრომი და ა.შ.

მაგრამ სამხედრო-ტაქტიკურ პრიორიტეტს პოლიტიკურმა პრიორიტეტმა სძლია.

3. პროპაგანდისტული შეცდომა მდგომარეობს შედეგში. ქართულმა შეიააღებულმა ძალებმა ფართომაშტაბიანი მოქმედება დაიწყეს "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის" ფორმალური საბაბით. ეს იყო უხეში შეცდომა. ამ საბაბმა ფაქტიურად დაჩრდილა სმხედრო ოპერაციის დაწყების წინაპირობა, ქართულ სოფლებზე და ქართველ სამშვიდობოებზე სეპარატისტების და რუსების არაოფიციალური შეიარაღებული ძალების შეტევა და მათი განადგურების საფრთხე. ჩვენი მხრიდან ოპერაციის დაწყების ფორმალური საბაბი უნდა ყოფილიყო არა მშრალი "კონსტიტუციური წესრიგის აღდგენა", არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამშვიდობო კონტიგენტის გადარჩენა განადგურებისაგან, მით უმეტეს რომ რუსმა სამშვიდობოებამ ამაზე (რაც მათ მოვალეობაში ოფიციალურად შედიოდა) კულახმეტოვის პირით უარი განაცხადეს. ამ შემთხვევაში თითიდან გამოწოვილი ბრალდება, რომ თითქოს საქართველომ ომი დაიწყო, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელი იქნებოდა.

 

 

აქვე დავამატებ, რომ ომი დაიწყო 1801 წელს რუსეთის იმპერატორის მიერ გამოცემული მანიფესტით და ეს ომი პერმანენტული აქტივობით დღემდე გრძელდება და კიდევ დიდხანს გაგრძელდება.

დავამატებ იმასაც რომ არც ერთ ვარიანტში რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში აპრიორი არ იქნება მართალი იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ქართული ტანკები კი არ დგას მოსკოვიდან 20 კილომეტრში, არამედ პირიქით, რუსული ტანკები დგას თბილისიდან 20 კილომეტრში.

 

მაგრამ კიდევ გავიმეორებ ნიკოლო მაკიაველის ფრაზას...

"ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, გარდა შეცდომის დაშვებისა".

 

თეზამ-ის პოსტი

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მკიდია ვინ დაიწყო ომი.მიშას სიმართლე რომ ეთქვა ჩვენთვის ეხლაც გვერდზე დავუდგებოდი,მაგრამ საკუთარ ხალხს როცა ატყუილებს პრეზიდენტი თითქმის ყოველთვის,არ შემიძლია მის გვერდით დგომა. :D ეს არის პრობლემა მეტი არაფერი.

 

 

 

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს ვინ დაიწყო ომი. :)

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გამეორება: ომის დავიწყეთ, კიდეც დავიწყებთ/////

 

საქართველოში სულ ომია.....

 

დასკვნას თუ კარგად წაიკითხავთ..... შეფასებები ფაქტებს ეწინააღმდეგება....

 

დასკვნაში ნათქვამია, რომ მზადება რუსეთმა დაიწყო 7 აგვისტომდე.... შესული იყვნენ ბოევიკები და ა.შ..... ამის მერე განახორციელა საქართველომ მისავე ტერიტორიაზე შეტევა - მის ტერიტორიაზე...

 

კომისია ამბობს, რომ ცხინვალში პროვოკაციები იყო და საქართველო დაიწყო მისი აღკვეთა, თუმცა დისპროპორციულადო... ანუ, 10 ტანკი რომ შევიყვანეთ, 7 უნდა შეგვეყავანა ... ან რა მნიშვნელობა აქვს, 2 ტანკი რომ შესულიყო, მაინც მასე დაიწყებოდა.....

 

რა შუაშია კრეტინული კითხვა, ვინ დაიწყო ომი.....

 

პირადად მე, უარეს ველოდი....

 

რაც შეეხება რიგი უცხოური პრესის გამოშტერებულ ჟურნალისტებს, სხვა ქვეყანაზე იმის მიხედვით წერ, რასაც გიხდიან...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

რაც შეეხება რიგი უცხოური პრესის გამოშტერებულ ჟურნალისტებს, სხვა ქვეყანაზე იმის მიხედვით წერ, რასაც გიხდიან...

 

 

იქ მაინც უხდიან,მაგრამ საქართველოში რომ არ უხდიან და ისე წერენ? :):

 

 

ცუდი წარმოდგენა გაქვს აქაურ ჟურნალისტებზე.აქ პირველრიგში საკუთარ სახელს უფრთხილდებიან და მერე სხვა რამეს.ისე შპიგელის ჟურნალისტიც მართალი გამოდგა აი. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მკიდია ვინ დაიწყო ომი

ეს თუ გკიდიათ აბა რა აღარ გკიდიათ?

 

 

90-იან წლებში ტრაკში რომ აღმოვჩნდით ომის გამო, ეხლა აღარ უნდა გაგეთვალისწინებინა? ეხლაც ტრაკში რომ აღმოვჩნდით ვიღაც პოლიტიკოსების ავანტიურის გამო ესეც არ ყოფილა მნიშვნელოვანი.

 

ანუ მთავარი პრინციპი ვერ შევიგნეთ, რამდენ ომსაც დავიწყებთ იმდენჯერ აღმოვჩნდებით ტრაკში..

 

და თურმე ომი რომ გვინდა (ანუ ისევ ტრაკში აღმოჩენა) ეს არის ნორმალური...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეს თუ გკიდიათ აბა რა აღარ გკიდიათ?

90-იან წლებში ტრაკში რომ აღმოვჩნდით ომის გამო, ეხლა აღარ უნდა გაგეთვალისწინებინა? ეხლაც ტრაკში რომ აღმოვჩნდით ვიღაც პოლიტიკოსების ავანტიურის გამო ესეც არ ყოფილა მნიშვნელოვანი.

 

ანუ მთავარი პრინციპი ვერ შევიგნეთ, რამდენ ომსაც დავიწყებთ იმდენჯერ აღმოვჩნდებით ტრაკში..

 

და თურმე ომი რომ გვინდა (ანუ ისევ ტრაკში აღმოჩენა) ეს არის ნორმალური...

 

ზატო მანდ თბილა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზატო მანდ თბილა.

პოლიტიკოსებისთვის კი, მარა არა ხალხისთვის.. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...