Jump to content
Planeta.Ge

კვლავ ქართული კლუბი!


Recommended Posts

გარკვეული დრო გავიდა ,რაც ფორუმელთა ჯგუფმა ვცადეთ "ქართული კლუბის" შექმნა , მართალია აღნიშნულმა დიდი ინტერესი გამოიწვია , მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზით საქმე გაჩერდა. არ დავიწყებ შეცდომების ახსნას . იყო და გამოცდილება მიღებულია. მთავარია

ჩემი აზრით ეს იყოს

 

საზოგადოებრივი ორგანიზაცია , რომელშიც გაერთიანდება ადამიანები , ვისაც ექნება დამოუკიდებელი მოქმედების უნარი, თუმცა პარტიული ნიშნით შეზღუდვა არ იარსებებს

არ იარსებებს არანაერი ტაბუ მნიშვნელოვან საკითხებზე., მოხდება ოპონირება ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან თუ ზოგადად მოვლენასთან ,რასაც წევრთა უმრავლესობა მიზანშეწონილად ჩათვლის..

 

ზოგადად უმეტესობამ იცით"ქართული კლუბის" დეკლარირებული პრინციპები. ჯობია ჯერ ყველა პოტენციური წევრთა აზრი შეჯერდეს და შემდეგ ახლიდან მოხდეს როგორც პრინციპების დეკლარირება ,აგრეთვე სამუშაო გეგმის შედგენა,რეგისტრაცია, ახალი კოლეგია და ა.შ.....

 

ვიცი ,რომ ინტერესი არის ....ძალიან ბევრი კითხვა მომდიოდა და არა მარტო მე. იმედია ამჯერად შევძლებთ საქმის ბოლომდე მიყვანას და რომ არ მჯეროდეს მსურველთა პოტენციალის...ამას დაბეჯითებით არ ვიტყოდი.

 

 

თემები "ქართულ კლუბზე"

"ქართული კლუბი"

* * *

დავაკოპირებ მაინც ძველ დეკლარაციას....თუმცა რათქმაუნდა კორექტირება საჭირო იქნება.

“ქართული კლუბი”

 

“ქართული კლუბის” დამფუძნებელი დეკლარაცია

 

საინიციატივო ჯგუფი ვაფუძნებთ ახალ ორგანიზაციას “ქართული კლუბი”, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე, ერთ დროს სხვადასხვა ბანაკში მყოფი, უპარტიო, ან სრულიად არაპოლიტიკური ხალხი. მიგვაჩნია, რომ მთავარია, ვაკეთოთ საქმე, ჩვენი ენერგია საქართველოს მოვახმაროთ და ყველაფერი გამოვა! ამდენად მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ აქცენტი გაგვეკეთებინა სამოქალაქო ინიციატივის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედება, პანიკა, ნიჰილიზმი და უიმედობა აღმოფხვრილი უნდა იქნეს ჩვენი გონიერებითა და ქვეყნის სიყვარულით, უნდა გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მოსახლეობის მოქალაქეობრივი შეგნება. მნიშვნელოვნად ვთვლით ასევე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების, სხვა ეროვნების მქონე საქართველოს პატრიოტთა მონაწილეობას ჩვენს გვერდით.

 

ორგანიზაცია ზეპარტიულია, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელიც გვაერთიანებს:

 

ჩვენ ვგმობთ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, უხამსობის გამოვლინენებს პოლიტიკურ და ყოფით ურთიერთობებში. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს დაიცვან ელემენტარული ტაქტი და სახელმწიფოებრივი აზროვნება.

 

ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს , ვისაც სურს გუნდური საქმიანობა და სათანადო აქტიურობა.ეს გააფართოებს მოქმედებსა არეალს და წარმატების შესაძლებლობას.

 

 

ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები:

 

1) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა, რაც გულისხმობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის სათანადო სამუშაოების წარმოებას, ქართული პოლიტიკური სპექტრის სწორი გზით ევოლუციის მაქსიმალურ ხელშეწყობას, პოლიტიკური ეთიკის ნორმების დანერგვას საზოგადოებაში და დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტს;

 

2) დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობიდან გამომდინარე საარჩევნო კორუფციის ნებისმიერი სახით გამოვლენის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებები, საარჩევნო რეფორმის ხელშეწყობა;

 

3) საინფორმაციო ომის წარმოების სწორი პოლიტიკის შემოუშვება, ამასთან უშუალო მონაწილეობა საინფორმაციო ომის სხვადასხვა მიმართულებებზე;

 

4) პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;

 

5) ქართული სამხედრო ძალების სამოქალაქო თანადგომა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;

 

6) ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაერთიანების მხარდასაჭერი სამოაქალაქო ინიციატივები და პროექტები;

 

7) საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტიმულირება;

 

8) პოლიტიკური და სხვა სახის უფლებათა დაცვა;

 

9) ანალიტიკური საქმიანობა,პროექტების ,პროგრამების მომზადება ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე პრიორიტეტების შესაბამისად;

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

იქნებ შემადგენლობა დადო ამ კლუბის :)

და მერე მე ვეცდები აგიხსნა რატომ არაფერი გამოვა ამ იდეიდან :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

  dire said:
იქნებ შემადგენლობა დადო ამ კლუბის

ჯერჯერობით(თუ ვინმე გამომრჩება ბოდიში)

 

ლაშა-ალო

 

კინგ დეპრესი

 

ჩოხა

 

თაზო 200ტქს

 

გიორგიო-მატე

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  newstudio said:
ჯერჯერობით(თუ ვინმე გამომრჩება ბოდიში)

 

ლაშა-ალო

 

კინგ დეპრესი

 

ჩოხა

 

თაზო 200ტქს

 

გიორგიო-მატე

გედან მახსოვს აჩოტები ხალხმრავალი სხდომები გქონდათ და სადაა ეგ ხალხი? 5 კაცი ხართ ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

maliari

  maliari said:
ა სადაა ეგ ხალხი? 5 კაცი ხართ ?

თავიდან იწყება ბევრი რაღაცა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  maliari said:
3) საინფორმაციო ომის წარმოების სწორი პოლიტიკის შემოუშვება, ამასთან უშუალო მონაწილეობა საინფორმაციო ომის სხვადასხვა მიმართულებებზე;

ამით ხელისუფლების მხარეს დავდგებით ნებით თუ უნებლიეთ

  maliari said:
4) პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;

რა ბაზით აპირებ ამის განვითარებას? და რა საჭიროა როცა არსებობს უამრავი ენჯეო?

  maliari said:
8) პოლიტიკური და სხვა სახის უფლებათა დაცვა;

ამ საკიტხზე მომუშავე ორგანიზაციებიც არსებობს

  maliari said:
5) ქართული სამხედრო ძალების სამოქალაქო თანადგომა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;

ამაზეც არსებობს პირადად ვიცნობ ხალხს

  maliari said:
7) საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტიმულირება;

ეს როგორ უნდა გააკეთოთ?

 

 

მოდი ესე ვთქვათ, უნდა იყოს დაფინანსება, უნდა იყოს მცოდნე ხალხი და უნდა იყოს აქტივი, უნდა იყოს იდეა რომელიც ამ ხალხს გააერთიანებს..

უნდა იყოს ძირითადი ამოცანები, ეს რაღაც ამოცანათა კრებულია. ესე ხან იმას მიადგე ხან ამას, ვერ გამოვა დიდი ვერაფერი.

 

 

მე სხვა იდეა მაქვს, თუ ვინმეს დაანტერესებს გეტყვით. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  Nukriko said:
ამით ხელისუფლების მხარეს დავდგებით ნებით თუ უნებლიეთ

მიშას რეჟიმი რაცაა ვიცით . საინფორმაციო ომში მისი სურათების ფრიალი არ იგულისხმება.

  Nukriko said:
როცა არსებობს უამრავი ენჯეო?

ძალიან ცოტა თუ არსებობს რეალურად.

  Nukriko said:
ამ საკიტხზე მომუშავე ორგანიზაციებიც არსებობს

ასევე

  Nukriko said:
მე სხვა იდეა მაქვს, თუ ვინმეს დაანტერესებს გეტყვით.

დაგვაინტერესებს.

nikusha_marx

ნიკუშ განსხვავებული იდეოლოგიის მხარდამჭერები ვართ , მაგრამ ნამდვილად ვისურვებ შენაერი ნათელი გონების ადამიანებს მემარცხენეებში და მემარჯვენეებშიც :D

 

  newstudio said:
თავიდან იწყება ბევრი რაღაცა

ფაქტიურად ყველაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  lasha_alo said:
დაგვაინტერესებს.

მოდი ესე ვთქვათ, უმთავრესი მიზანი რა უნდა იყოს ორგანიზაციის?

 

მე თუ მკითხავთ მთავარი რაც უნდა იყოს ესაა სამოქალაქო საზოგადოების შექმნა..

 

როგორ უნდა მოვახერხოთ ეს?

 

შევქმნათ ინსტიტუტი, საკმადოდ დიდი, რომელიც იქნება დაყოფილი რამოდენიმე განყოფილებად და თითოეული განყოფილება იმუშავებს კონკრეტულად ერთ საკითხზე, მაგალითად ერთი განყოფილებამ იმუშავებს პრესის დამოუკიდებლობის საკითხზე, ხოლო მეორე განყოფილება ეთნიკურ უმცირესობებზე და ა.შ

 

ინსტიტუს ექნება თავის ფილიალები რეგიონებში და მთავარი ამოცანი იქნება რეგიონების განვითარება..

 

მთავარი სამუშაო იქნება, შევისწავლოთ კონკრეტული ჯგუფის მაგალითად ქცემო ქართლის გლეხების მოთხოვნილებები, პრობლემები და ა.შ და ეს მივიტანოთ იმ მთლიანად საზოგადოებამდე, მოვახდინოთ საინფორმაციო საშვალებებით იმ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება რაც არსებობს მაგრამ არ ჩანს მთლიანად საზოგადოებაში.

 

შევქმნათ აქტიური ნაწილი, რომელიც იაქტიურებს, გაავრცელებს საზოგადოებაში იმ იდეებს რა იდეებსაც შევიმუშავებთ, მაგალიტად აქციების გამართვა, პროკლანაციების გავრცელება და ა.შ

 

ერთი სიტყვით ერთი დიდი დემოკრატიული მოძრაობა შევქმნათ რომელიც ინტელექტუალურად იქნება გამართული და პოპულიზმი მეორეხარისხოვანი იქნება ჩვენი მოძრაობისთვის..

 

მაგრამ ამას დასჭირდება ფული და ენერგია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

უმეტესწილად გეთანხმები.შენ წინადადებებს დიდი ხარჯი უნდა და რაღაც ეტაპია გასავლელი მანამდე , მაგრამ კაცმა რომ შენობა ააგოს ფუნდამენტია საჭირო პირველი ნაბიჯი.პირდაპირ ვიტყვი პირველ ეტაპზე დიდი ენთუზიაზმიც საჭიროა .ასე რომ კლუბი არაა სამოთხე , თუმცა მართლა ვიცი არაა ცოტა მსურველი .და მართლა ანთებული ...ოღონდ რამე გამოვიდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

  lasha_alo said:
მაგრამ კაცმა რომ შენობა ააგოს ფუნდამენტია საჭირო პირველი ნაბიჯი

ამ მოძრაობით ფუნდამენტს ვერ ააგებთ, ეს იქნება დროებითი და არამყარი მოძრაობა, სანამ ერთ პატარა კონკრეტულ საკითხზე იქნება გაერთიანებული იქამდე შეუძლია არსებობა მსგავს ორგანიზაციას, მარა მერე რაღაც ქნას...

 

ანუ თავიდანვე ეს ორგანიზაცია იქნება:

 

1) არეული (აშკარად იქნება იდეებისა და ინტერესების სრული შეუსაბამობა, მონაწილე ადამინებში)

2) არამყარი იქნება, რაღაც ზოგად პრობლემას ებრძვის მასაა

3) არაორგანიზებულობა იჩენს თავს

 

ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას რომ "ქართული კლუბის" სრული მარგინალიზაცია მოხდება..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შეხვედრა როცა იქნება თუ მოხვალ კარგი იქნება . იქ გავარკვიოთ როგორ ჯობია .ასე ძნელია პოსტაობა პრინციპში ბევრ რამეში არ გეწინააღმდეგები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

  Nukriko said:
ამით ხელისუფლების მხარეს დავდგებით ნებით თუ უნებლიეთ

ხელისუფლების მხარეზე დგომა და საქართველოს მხარეზე დგომა სხვადასხვა რამაა :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

  nika choxa said:
მდებარ.: დიდი დიღომი მგონი ჯორჯია

რომელ მიკროში ცხოვრობ? :D

  lasha_alo said:
შეხვედრა როცა იქნება თუ მოხვალ კარგი იქნება

თქვი როდის იქნება და მოვალ ვნახავ რა არის..

choxa

  nika choxa said:
ხელისუფლების მხარეზე დგომა და საქართველოს მხარეზე დგომა სხვადასხვა რამაა 001.gif

დღევანდელ პირობებში კი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

×
×
  • შექმენი...