newstudio Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 გარკვეული დრო გავიდა ,რაც ფორუმელთა ჯგუფმა ვცადეთ "ქართული კლუბის" შექმნა , მართალია აღნიშნულმა დიდი ინტერესი გამოიწვია , მაგრამ სამწუხაროდ სხვადასხვა მიზეზით საქმე გაჩერდა. არ დავიწყებ შეცდომების ახსნას . იყო და გამოცდილება მიღებულია. მთავარია ჩემი აზრით ეს იყოს საზოგადოებრივი ორგანიზაცია , რომელშიც გაერთიანდება ადამიანები , ვისაც ექნება დამოუკიდებელი მოქმედების უნარი, თუმცა პარტიული ნიშნით შეზღუდვა არ იარსებებსარ იარსებებს არანაერი ტაბუ მნიშვნელოვან საკითხებზე., მოხდება ოპონირება ნებისმიერ სახელმწიფო სტრუქტურასთან თუ ზოგადად მოვლენასთან ,რასაც წევრთა უმრავლესობა მიზანშეწონილად ჩათვლის.. ზოგადად უმეტესობამ იცით"ქართული კლუბის" დეკლარირებული პრინციპები. ჯობია ჯერ ყველა პოტენციური წევრთა აზრი შეჯერდეს და შემდეგ ახლიდან მოხდეს როგორც პრინციპების დეკლარირება ,აგრეთვე სამუშაო გეგმის შედგენა,რეგისტრაცია, ახალი კოლეგია და ა.შ..... ვიცი ,რომ ინტერესი არის ....ძალიან ბევრი კითხვა მომდიოდა და არა მარტო მე. იმედია ამჯერად შევძლებთ საქმის ბოლომდე მიყვანას და რომ არ მჯეროდეს მსურველთა პოტენციალის...ამას დაბეჯითებით არ ვიტყოდი. თემები "ქართულ კლუბზე""ქართული კლუბი" * * *დავაკოპირებ მაინც ძველ დეკლარაციას....თუმცა რათქმაუნდა კორექტირება საჭირო იქნება.“ქართული კლუბი” “ქართული კლუბის” დამფუძნებელი დეკლარაცია საინიციატივო ჯგუფი ვაფუძნებთ ახალ ორგანიზაციას “ქართული კლუბი”, რომელშიც გაერთიანდებიან სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე, ერთ დროს სხვადასხვა ბანაკში მყოფი, უპარტიო, ან სრულიად არაპოლიტიკური ხალხი. მიგვაჩნია, რომ მთავარია, ვაკეთოთ საქმე, ჩვენი ენერგია საქართველოს მოვახმაროთ და ყველაფერი გამოვა! ამდენად მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ აქცენტი გაგვეკეთებინა სამოქალაქო ინიციატივის ისეთ ფორმაზე, როგორიცაა არასამთავრობო ორგანიზაცია. ყოველგვარი გარე ფაქტორების ზემოქმედება, პანიკა, ნიჰილიზმი და უიმედობა აღმოფხვრილი უნდა იქნეს ჩვენი გონიერებითა და ქვეყნის სიყვარულით, უნდა გაძლიერდეს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა და მოსახლეობის მოქალაქეობრივი შეგნება. მნიშვნელოვნად ვთვლით ასევე ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლების, სხვა ეროვნების მქონე საქართველოს პატრიოტთა მონაწილეობას ჩვენს გვერდით. ორგანიზაცია ზეპარტიულია, მაგრამ არსებობს გარკვეული პრინციპები, რომელიც გვაერთიანებს: ჩვენ ვგმობთ რადიკალიზმის, ექსტრემიზმის, უხამსობის გამოვლინენებს პოლიტიკურ და ყოფით ურთიერთობებში. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსს დაიცვან ელემენტარული ტაქტი და სახელმწიფოებრივი აზროვნება. ვიწვევთ ყველა დაინტერესებულ ადამიანს , ვისაც სურს გუნდური საქმიანობა და სათანადო აქტიურობა.ეს გააფართოებს მოქმედებსა არეალს და წარმატების შესაძლებლობას. ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი პრინციპები: 1) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში აქტიური მონაწილეობა, რაც გულისხმობს საქართველოში პოლიტიკური კულტურის ამაღლებისთვის სათანადო სამუშაოების წარმოებას, ქართული პოლიტიკური სპექტრის სწორი გზით ევოლუციის მაქსიმალურ ხელშეწყობას, პოლიტიკური ეთიკის ნორმების დანერგვას საზოგადოებაში და დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტს; 2) დემოკრატიული რეფორმების აუცილებლობიდან გამომდინარე საარჩევნო კორუფციის ნებისმიერი სახით გამოვლენის წინააღმდეგ სათანადო ღონისძიებები, საარჩევნო რეფორმის ხელშეწყობა; 3) საინფორმაციო ომის წარმოების სწორი პოლიტიკის შემოუშვება, ამასთან უშუალო მონაწილეობა საინფორმაციო ომის სხვადასხვა მიმართულებებზე; 4) პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა; 5) ქართული სამხედრო ძალების სამოქალაქო თანადგომა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა; 6) ნატოში და ევროკავშირში საქართველოს გაერთიანების მხარდასაჭერი სამოაქალაქო ინიციატივები და პროექტები; 7) საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტიმულირება; 8) პოლიტიკური და სხვა სახის უფლებათა დაცვა; 9) ანალიტიკური საქმიანობა,პროექტების ,პროგრამების მომზადება ორგანიზაციის წესდებიდან გამომდინარე პრიორიტეტების შესაბამისად; Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 იქნებ შემადგენლობა დადო ამ კლუბის და მერე მე ვეცდები აგიხსნა რატომ არაფერი გამოვა ამ იდეიდან Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 dire იქნებ შემადგენლობა დადო ამ კლუბისჯერჯერობით(თუ ვინმე გამომრჩება ბოდიში) ლაშა-ალო კინგ დეპრესი ჩოხა თაზო 200ტქს გიორგიო-მატე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 ეს რომელი მათეა მოღალატეები რომ გვეძახა მე და პიოს პოლიტფორუმზე???? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 ჯერჯერობით(თუ ვინმე გამომრჩება ბოდიში) ლაშა-ალო კინგ დეპრესი ჩოხა თაზო 200ტქს გიორგიო-მატეგედან მახსოვს აჩოტები ხალხმრავალი სხდომები გქონდათ და სადაა ეგ ხალხი? 5 კაცი ხართ ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 30, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 maliari ა სადაა ეგ ხალხი? 5 კაცი ხართ ?თავიდან იწყება ბევრი რაღაცა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 3) საინფორმაციო ომის წარმოების სწორი პოლიტიკის შემოუშვება, ამასთან უშუალო მონაწილეობა საინფორმაციო ომის სხვადასხვა მიმართულებებზე;ამით ხელისუფლების მხარეს დავდგებით ნებით თუ უნებლიეთ4) პოლიტიკური მეცნიერების განვითარების ხელშეწყობა;რა ბაზით აპირებ ამის განვითარებას? და რა საჭიროა როცა არსებობს უამრავი ენჯეო?8) პოლიტიკური და სხვა სახის უფლებათა დაცვა;ამ საკიტხზე მომუშავე ორგანიზაციებიც არსებობს5) ქართული სამხედრო ძალების სამოქალაქო თანადგომა და სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე მუშაობა;ამაზეც არსებობს პირადად ვიცნობ ხალხს7) საქართველოში ჯანსაღი ბიზნეს-გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიზნესის განვითარების სტიმულირება;ეს როგორ უნდა გააკეთოთ? მოდი ესე ვთქვათ, უნდა იყოს დაფინანსება, უნდა იყოს მცოდნე ხალხი და უნდა იყოს აქტივი, უნდა იყოს იდეა რომელიც ამ ხალხს გააერთიანებს.. უნდა იყოს ძირითადი ამოცანები, ეს რაღაც ამოცანათა კრებულია. ესე ხან იმას მიადგე ხან ამას, ვერ გამოვა დიდი ვერაფერი. მე სხვა იდეა მაქვს, თუ ვინმეს დაანტერესებს გეტყვით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 ამით ხელისუფლების მხარეს დავდგებით ნებით თუ უნებლიეთმიშას რეჟიმი რაცაა ვიცით . საინფორმაციო ომში მისი სურათების ფრიალი არ იგულისხმება. როცა არსებობს უამრავი ენჯეო?ძალიან ცოტა თუ არსებობს რეალურად.ამ საკიტხზე მომუშავე ორგანიზაციებიც არსებობსასევემე სხვა იდეა მაქვს, თუ ვინმეს დაანტერესებს გეტყვით.დაგვაინტერესებს.nikusha_marx ნიკუშ განსხვავებული იდეოლოგიის მხარდამჭერები ვართ , მაგრამ ნამდვილად ვისურვებ შენაერი ნათელი გონების ადამიანებს მემარცხენეებში და მემარჯვენეებშიც თავიდან იწყება ბევრი რაღაცაფაქტიურად ყველაფერი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 დაგვაინტერესებს.მოდი ესე ვთქვათ, უმთავრესი მიზანი რა უნდა იყოს ორგანიზაციის? მე თუ მკითხავთ მთავარი რაც უნდა იყოს ესაა სამოქალაქო საზოგადოების შექმნა.. როგორ უნდა მოვახერხოთ ეს? შევქმნათ ინსტიტუტი, საკმადოდ დიდი, რომელიც იქნება დაყოფილი რამოდენიმე განყოფილებად და თითოეული განყოფილება იმუშავებს კონკრეტულად ერთ საკითხზე, მაგალითად ერთი განყოფილებამ იმუშავებს პრესის დამოუკიდებლობის საკითხზე, ხოლო მეორე განყოფილება ეთნიკურ უმცირესობებზე და ა.შ ინსტიტუს ექნება თავის ფილიალები რეგიონებში და მთავარი ამოცანი იქნება რეგიონების განვითარება.. მთავარი სამუშაო იქნება, შევისწავლოთ კონკრეტული ჯგუფის მაგალითად ქცემო ქართლის გლეხების მოთხოვნილებები, პრობლემები და ა.შ და ეს მივიტანოთ იმ მთლიანად საზოგადოებამდე, მოვახდინოთ საინფორმაციო საშვალებებით იმ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება რაც არსებობს მაგრამ არ ჩანს მთლიანად საზოგადოებაში. შევქმნათ აქტიური ნაწილი, რომელიც იაქტიურებს, გაავრცელებს საზოგადოებაში იმ იდეებს რა იდეებსაც შევიმუშავებთ, მაგალიტად აქციების გამართვა, პროკლანაციების გავრცელება და ა.შ ერთი სიტყვით ერთი დიდი დემოკრატიული მოძრაობა შევქმნათ რომელიც ინტელექტუალურად იქნება გამართული და პოპულიზმი მეორეხარისხოვანი იქნება ჩვენი მოძრაობისთვის.. მაგრამ ამას დასჭირდება ფული და ენერგია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
SHARI Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 თქვენა შეხვედრას რო დაგეგმავთ დამიძახეთ .. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 Nukriko უმეტესწილად გეთანხმები.შენ წინადადებებს დიდი ხარჯი უნდა და რაღაც ეტაპია გასავლელი მანამდე , მაგრამ კაცმა რომ შენობა ააგოს ფუნდამენტია საჭირო პირველი ნაბიჯი.პირდაპირ ვიტყვი პირველ ეტაპზე დიდი ენთუზიაზმიც საჭიროა .ასე რომ კლუბი არაა სამოთხე , თუმცა მართლა ვიცი არაა ცოტა მსურველი .და მართლა ანთებული ...ოღონდ რამე გამოვიდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 lasha_alo მაგრამ კაცმა რომ შენობა ააგოს ფუნდამენტია საჭირო პირველი ნაბიჯიამ მოძრაობით ფუნდამენტს ვერ ააგებთ, ეს იქნება დროებითი და არამყარი მოძრაობა, სანამ ერთ პატარა კონკრეტულ საკითხზე იქნება გაერთიანებული იქამდე შეუძლია არსებობა მსგავს ორგანიზაციას, მარა მერე რაღაც ქნას... ანუ თავიდანვე ეს ორგანიზაცია იქნება: 1) არეული (აშკარად იქნება იდეებისა და ინტერესების სრული შეუსაბამობა, მონაწილე ადამინებში)2) არამყარი იქნება, რაღაც ზოგად პრობლემას ებრძვის მასაა 3) არაორგანიზებულობა იჩენს თავს ეს ყველაფერი გამოიწვევს იმას რომ "ქართული კლუბის" სრული მარგინალიზაცია მოხდება.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 Nukriko შეხვედრა როცა იქნება თუ მოხვალ კარგი იქნება . იქ გავარკვიოთ როგორ ჯობია .ასე ძნელია პოსტაობა პრინციპში ბევრ რამეში არ გეწინააღმდეგები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
choxa Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 Nukriko ამით ხელისუფლების მხარეს დავდგებით ნებით თუ უნებლიეთხელისუფლების მხარეზე დგომა და საქართველოს მხარეზე დგომა სხვადასხვა რამაა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 30, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 30, 2009 lasha_alo მდებარ.: დიდი დიღომი მგონი ჯორჯიარომელ მიკროში ცხოვრობ? შეხვედრა როცა იქნება თუ მოხვალ კარგი იქნებათქვი როდის იქნება და მოვალ ვნახავ რა არის..choxa ხელისუფლების მხარეზე დგომა და საქართველოს მხარეზე დგომა სხვადასხვა რამაა 001.gifდღევანდელ პირობებში კი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.