Jump to content
Planeta.Ge

ტალიავანის დასკვნის მოკლე შინაარსი.


Recommended Posts

ეს იქით დაიდო.მე მგონი ის იუზერი გერმანიაში ცხოვრობს.მეც არ მეძინება ამ დედა აღრენილი დასკვნის გამო და დავგუგლავ ეგების მეტი ვიპოვნო რამე.რასაც ვამბობდით უმეტესობა ეგეთი გამოდის დასკვნაც,ანუ

 

Ganeli

რამდენიმე საათის წინ, ცნობილი გახდა ტალიავინის დასკვნის

მოკლე შინაარსი.

 

სტატია დაიდო ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გაზეთის

გერმანიაში, Frankfurter Allgemeine Zeitung - ის ონლაინზე.

 

იხილეთ ლინკი ქვემოთ.

 

მასში მოკლედ მოთხრობილია დასკვნის შინაარსი, რომელიც

პუნქტების სახით გითარგმნეთ.

 

 

1. ომი დაიწყო საქართველომ. ღამით, როდესაც მთვრდებოდა 7. აგვისტო და იწყებოდა 8.

მტკიცებულება, რომ ამ დროს რუსის ჯარს როკის გვირაბი გადმოკვეთილი ჰქონდა, ვერ იქნა მოპოვებული.

აი ამის მეშინოდა ყველაზე მეტად.მიშა შე დაუნო შენა.

 

 

 

2. ამიტომ რუსული მხარის პირველადი ქმედება დაეცვა (მოქმედი სამშვიდობო მანდატის ფარგლებში) სამშვიდობო ჯარის გამოყენებით, მშვიდობა, გამართლებულია და არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

 

3. თუმცა ეს არ ათავისუფლებს მოსკოვს მისი წილი დანაშაულისგან. რუსეთის ქმედებებმა 2008 წლის დასაწყისიდან დიდი წვლილი შეიტანა კონფლიკტის გამწვავებასა და ესკალაციაში.

 

4. ამიტომ: კომისია ადანაშაულებს რუსეთს საერთაშორისო სამართლის არაერთჯერად, უხეშ დარღვავაში.

რომელიც ჯერ კიდევ წლების წინ რუსული პასპორტების გაცემით დაიწყო. სწორედ ეს გახდა რუსული მხარის მიერ ომის გამართლების მიზეზიც.

ამის გარდა გაუმართლებელია, როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო ქმედებები, როგორიცაა აფხაზეთში ჯარების გაგზავნა და სხვა პროვოკაციები.

 

5. კომისია ასევე თვლის საერთაშორისო ნორმების უხეშ დარღვევად საქართველოს დანარჩენი რეგიონების დაბომბვასა და დაკავებას. როგორიცაა გორი და მისი მიმდებარე ტერიტორია, კოდორის ხეობა და ფოთი.

 

6. ამასთანავე კომისია ადგენს, რომ ადგილი ჰქონდა ქართველების ეთნიკურ წმენდას სამაჩაბლოს ტერიტორიაზე ! ! !

 

საგულისხმოა, რომ ვერ მოხერხდა დადგენა, კოორდინირებული იყო თუ არა მოცემული ქმედება და არსებობდა თუ არა ბრძანება ამის შესახებ, მაგრამ სავარაუდოდ განხორცილდა ჩრდილო კავკასიელი ფორმირებების მიერ. (ანუ რუსული ჯარის უშუალო მონაწილეობა ამ ფაქტში ვერ მტკიცდება).

 

კითხვად რჩება - თუ რატომ არ აღკვეთა რუსულმა ჯარმა ზემოთ ხსენებული ქმედება, აბა ვინ მოაწყო ქართველების ეთნიკური წმენდა?

 

7. დასკვნაში ნახსენებია აშშ და ევროპაც.

კერძოდ:

აშშ - აღინიშნება, რომ ომის დასაწყისში უამრავი ამერიკელი სამხედრო მოხელე იმყოფებოდა თბილისში. მართლია მასიური სამხედრო დახმარება საერთოაშორისო სამართლის დარღვევად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის ჯანმრთელ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს.

 

ევროპა - -ევროპამ, კი ძალიან დაგვიანებით და არასათანადო სიმტკიცით მოახდინა რეაგირება, მაშინ როდესაც დაძაბულობა მატულობდა.

ასევე როდესაც გაზაფხულიდან რუსეთსა და აფხაზეთ/ოსეთის მთავრობებს შორის ფორმალური ურთიერთობა განახლდა და თითქმის აღიარებულ იქნა. (აღიარების ზღვარს მიაღწია)

 

8. რუსული მხარის მოსაზრება, რომ თითქოს ქართულ მხარეს 7 აგვისტოს დღის განმავლობაში, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ სამშვიდობო მოლაპარაკებები მიმდინარობდა, უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ომის დაწყება არ მტკიცდება!

 

 

ლინკი: http://www.faz.net/s/RubDDBDABB9457A437BAA...n~Scontent.html

 

 

 

კაროჩე უფრო ღრმად გავიჩითეთ ტრაკში.მადლობა მიშას.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 172
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

http://www.faz.net/s/RubDDBDABB9457A437BAA...n~Scontent.html

 

ეს არის ლინკი და რავი დაველოდოთ ოფიციალურ ვერსიას.მითუმეტეს რომ გერმანულის გაგებაში არა ვარ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

მაგი გაზეთიც გაზპრომის მოსყიდული იქნება. :) :D :D

თუ სერიოზულად. ეს ძალიან გავს სიმართლეს.

ეხლა სრულ სიმძლავრეზე ჩაირთვება მიშვიზიები და 24 საათიან რეჟიმში დაიწყება ამ დასკვნის ტირაჟირება, ოღონდ დაწყებული მესამე პუნქტიდან. პირველი და მეორე იგნორირებული იქნება.

Edited by ძუკუ
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტალიავინის კომისიის დისკრედიტაციაზე უკვე ვმუშაობთ

 

გვაცალეთ ცოტა ხანი

 

© ერორიმედი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აშშ - აღინიშნება, რომ ომის დასაწყისში უამრავი ამერიკელი სამხედრო მოხელე იმყოფებოდა თბილისში. მართლია მასიური სამხედრო დახმარება საერთოაშორისო სამართლის დარღვევად არ შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ ის ჯანმრთელ ჩარჩოში უნდა ჯდებოდეს

ტრაკი მიაყენონ რა. უამრავი სამხედრო მოსამსახურე კი არა გაძეძგილი იყო და არის რუსი სამხედროებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მაგაზე არ ჰქონიათ პრაქტიკულად არანაირი რეაქცია არც ადრე და არც ახლა და რა უფლებით ლაპარაკობენ ამერიკელ სამხედროებზე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

უამრავი სამხედრო მოსამსახურე კი არა გაძეძგილი იყო და არის რუსი სამხედროებით აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. მაგაზე არ ჰქონიათ პრაქტიკულად არანაირი რეაქცია არც ადრე და არც ახლა
ამის გარდა გაუმართლებელია, როგორც პოლიტიკური ასევე სამხედრო ქმედებები, როგორიცაა აფხაზეთში ჯარების გაგზავნა და სხვა პროვოკაციები.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

1. ომი დაიწყო საქართველომ. ღამით, როდესაც მთვრდებოდა 7. აგვისტო და იწყებოდა 8.

მტკიცებულება, რომ ამ დროს რუსის ჯარს როკის გვირაბი გადმოკვეთილი ჰქონდა, ვერ იქნა მოპოვებული.

აი ამის მეშინოდა ყველაზე მეტად.მიშა შე დაუნო შენა.

მიშა შენი დედას შ.. და არა მარტო შენს დედას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაველოდოთ მაინც სრულ დასკვნას, რაღა დარჩა, მოთმინება მეგობრებო....

 

თუმცა ეგეთი დასკვნა რო იქნება, რის მოკლე შინაარსსაც ეხლა ვკითხულობთ, ვინმეს ეჭვი ეპარება?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დაველოდოთ მაინც სრულ დასკვნას, რაღა დარჩა, მოთმინება მეგობრებო....

 

თუმცა ეგეთი დასკვნა რო იქნება, რის მოკლე შინაარსსაც ეხლა ვკითხულობთ, ვინმეს ეჭვი ეპარება?!

და ეს იქნება სათანადო საფუძველი რომ მიშმაკაკებს გადავუაროთ?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

და ეს იქნება სათანადო საფუძველი რომ მიშმაკაკებს გადავუაროთ?

აი ეს არის მთავარი:

1. ომი დაიწყო საქართველომ. ღამით, როდესაც მთვრდებოდა 7. აგვისტო და იწყებოდა 8.

მტკიცებულება, რომ ამ დროს რუსის ჯარს როკის გვირაბი გადმოკვეთილი ჰქონდა, ვერ იქნა მოპოვებული.

თუ ფლობდნენ ინფორმაციას ჩვენები, რომ რუსებმა გადმოკვეტეს და იძულებულები ვიყავით დაგვერტყა, რატომ არ მიეწოდა მასალები ტელიავინს???????!!!!!!!!

 

თუ შეტევას ვაპირებდით (რისი წინააღმდეგიც არ ვიყავი და არც ვარ), რატომ არ გაუუქმდა მანდატი სამშვიდობოებს თუნდაც წინა დღით?

 

ანუ ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მიშა რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში გაება და ავანტურაში ჩაითრია ქვეყანა!

 

პ.ს. მიშას საერთაშორისო იმიჯსაც კიდე ერთი დარტყმა მიადგება, ამჯერად სამწუხაროდ, რადგან მის უკან ქვეყანაა

Edited by newstudio
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

თუ შეტევას ვაპირებდით (რისი წინააღმდეგიც არ ვიყავი და არც ვარ), რატომ არ გაუუქმდა მანდატი სამშვიდობოებს თუნდაც წინა დღით?

 

ანუ ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მიშა რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში გაება და ავანტურაში ჩაითრია ქვეყანა!

 

კი კინგ გეთანხმები მაგრამ... იმ ფორუმზეც დავწერე და ახლაც გამომდის ასე ქართული საზოგადოების დევიზად იქცა

 

"მთავარია საქართველო იყოს და ################## სიმართლეს"

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

"მთავარია საქართველო იყოს და ################## სიმართლეს"

პრინციპულად მიუღებელი კონცეფციაა....უსამართლო სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეებისადმიც უსამართლოა....

 

და მთავარი აქ შიდა მიდგომაა, განა მოსახლეობის უმრავლესობა ცხინვალზე დარტყმის წინააღმდეგი იყო?

 

არა და არა, უბრალოდ სხვა საქმეა რა მოყვა ამას და რა მთავარსარდლობა გვყავდა...

 

ეხლა მიშას მომხრეები შეეცდებიან ზუსტად იმ მიმართულებით წაიყვანონ საქმე, რაც შენ დაწერე, მთავარი კი აქ სხვააა...

 

დავარტყით, ძალიან კარგი, მაგრამ რატომ ასე მოუმზადებლად და უნიჭოდ? ვისი ბრალია?!

 

აქამდე გვიმტკიცებდნენ, რუსის ჯარი გადმოვიდა საზვარზე და იძულებულები ვიყავით გვეჩქარაო, ეს მითი დაიმსხვრა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

 

აი ეს არის მთავარი:

 

თუ ფლობდნენ ინფორმაციას ჩვენები, რომ რუსებმა გადმოკვეტეს და იძულებულები ვიყავით დაგვერტყა, რატომ არ მიეწოდა მასალები ტელიავინს???????!!!!!!!!

 

თუ შეტევას ვაპირებდით (რისი წინააღმდეგიც არ ვიყავი და არც ვარ), რატომ არ გაუუქმდა მანდატი სამშვიდობოებს თუნდაც წინა დღით?

 

ანუ ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ მიშა რუსების მიერ დაგებულ ხაფანგში გაება და ავანტურაში ჩაითრია ქვეყანა!

 

პ.ს. მიშას საერთაშორისო იმიჯსაც კიდე ერთი დარტყმა მიადგება, ამჯერად სამწუხაროდ, რადგან მის უკან ქვეყანაა

ხოდა იმუშავოს ოპომ თუკი დარჩა რესურსი და მე პირადად გვერდში დაგიდგებიტ, მეტი რა შემიძლია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Siknadmo

ხოდა იმუშავოს ოპომ თუკი დარჩა რესურსი და მე პირადად გვერდში დაგიდგებიტ, მეტი რა შემიძლია

მთავარი ინფო ამ ტელიავინის დასკვნაში (შიდა პოლიტიკას ვგულისხმობ) არის ის, რომ ფართომასშტაბიანი შეტაკების დაწყების მომენტში, რუსეთის ჯარს როგორც ჩანს საზვარი არ გადმოუკვეთია...

 

შესაბამისად ის ლეგენდა, რომლითაც ერთი წელი გვკებავდნენ, რომ თავს დაგვესხა რუსეთი და ვუპასუხეთო, ბათილდება

 

თორემ ვინც არ იცის, ურთიერთდაბომბვები და სროლები მაგ რეგიონში 15 წელი გრძელდებოდა!!!!!!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პრინციპულად მიუღებელი კონცეფციაა....უსამართლო სახელმწიფო საკუთარი მოქალაქეებისადმიც უსამართლოა....

 

 

კინგ პრობლემა იცი რაშია?? ჩემტვის ის ცხინვალელი ოსები ქართველები არიან, სულ ფეხებზე მკიდია რას ფიქრობს მე ჩემი მთარობა, ისინი ჩმეები არიან და მათზე შეტევა არის ####ობა, ვინ უფრო მართალია მე რომელსაც ერთი წუთიც არ შემიტანია ეჭვი რომ ისინი ჩემები არიან თუ ლოკუალური ლომები რომლებიც მზად იყვნენ "მიწის" გამო სისხლში ებანავებინათ ის ხალხი????

 

და მთავარი აქ შიდა მიდგომაა, განა მოსახლეობის უმრავლესობა ცხინვალზე დარტყმის წინააღმდეგი იყო?

 

ჯერ კიდევ ლიბერალიზმის მამები, დე ტოკვილი და სხვებს ეშინოდათ ურმავლესობის ტირანიის, არ შეიძლება სახელმწიფო იმრთოს ისე როგორც ფიქრობს უმრავლეოსბა, მით უემტეს პროპაგანდის გავლენით...

 

ჩემთვის 7 აგვისტო იყო ის დღე როდესაც ჩვენ რაციონალიზმზე უარი ვტქვით, მწარედ შეგვეშალა ჩვენ ოსებთან და ამის გამო რაც მოვიმკით ეს მეორეხარისხოვანია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...