Jump to content
Planeta.Ge

რა ქვია ეხლა ამას ა?>?!


Recommended Posts

რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5

 

კახა ბაინდურაშვილი: ეს გზა გადაწყვეტილებების მიღებაში ხალხის მონაწილეობას გაზრდის

 

საქართველოში გადასახადების გაზრდა და საგადასახადო კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მომავალში შესაძლოა რეფერენდუმის გზით განხორციელდეს. აღნიშნულს მთავრობის პოსტკრიზისიული სტიმულირების გეგმა ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერ–მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან ერთად განიხილა.

 

როგორც ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი აცხადებს, მთავრობის მიერ მომზადებული ეკონომიკური პაკეტი მიზნად ისახავს ეკონომიკის გრძელვადიან ზრდის სტიმულირებას და რეფორმების შეუქცევადობას. „ამასთან, გადასახადების გაზრდასთან მიმართებაში ჩვენ ვფიქრობთ რეფერენდუმის გზის არჩევას, რაც გადასახადების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ხალხის მონაწილეობას გაზრდის"-განაცხადა ბაინდურაშვილმა.

 

http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11683&ct=18

 

პ.ს. შეიძლება ვინმემ ტქვას რა არის ამაში ცუდიო...არადა გადასახადები არაა მთავარი პრობლემა, პრობლემა უუფლებო სასამართლო და ბიზნესის დარეკეტირებაა!

 

შესაბამისად ამაზე იმუშაონ და არა ფასადურ რეფორმებზე და ფასადურ "ბიზნესის დაცვაზე", არ მობერდათ თვალებში ნაცრის შეყრა?!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

nikusha_marx

გვეკაიფებიან

არა,

 

უფრო არფრის კეტების გადაფარვას ცდილობენ ამ ქაღალდების და "ინიციატივების" კორიანტელით

 

არჩევნები ახლოა! მოსახლეობაშI კი სიახლის მოლოდინია, ხოდა ცდილობენ რა რაცხას...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

არჩევნები ახლოა! მოსახლეობაშI კი სიახლის მოლოდინია, ხოდა ცდილობენ რა რაცხას...

გადასახადების მომატების იდეა შენი აზრით ამომრჩეველს დადებითად განაწყობს მომმატებლის მიმართ? :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

გადასახადების მომატების იდეა შენი აზრით ამომრჩეველს დადებითად განაწყობს მომმატებლის მიმართ?

იტყვიან გადასახედბს გავზრდითო, სამაგიეროდ პენსიებს და სოციალურ დახმარებებსაც გავზრდით.

 

ხოდა საქართველოში ბიზნესმენი უფრო მეტია რაოდენობრივად, თუ პენსიონერი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მე მინდა გადასახადები გამეზარდოს....

 

მინდა, ჩემი ხელფასიდან ქვეყნსი ბიუჯეტში 50% მიდიოდეს....

 

მინდა ჩემი ბიზნესიდან 60 პროცენტი დამექვითოს...

 

ხოდა, ვიღებ მონაწილეობას რეფერენდუმში და მხარს ვუჭერ გადასახადებისგაზრდას.....

 

მე მაზოხისტი ვარ და დაიცავით ჩემი უფლებები...

 

:buchti:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საქართველოში გადასახადების გაზრდა და საგადასახადო კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა მომავალში შესაძლოა რეფერენდუმის გზით განხორციელდეს

 

 

ვინ დაითვლის იმ რეფერენდუმის შედეგებს? მე მგონია სტალინის სიტყვებია „არჩევნებს იგებს ის,ვინც ხმებს ითვლისო“ :)

 

 

მაგარი უჭირთ ბიჭებს.დასავლეთი პიარის ფულს აღარ აძლევს. :):

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

და ამის ნაცვლად... მაგალიტად საპარლამენტო არჩევნების იდეა რომ დადგეს რეფერნდუმზე ამაზე რა აზრის არის ბატონი კახა? :) :):D
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...