Jump to content
Planeta.Ge

ანალიზი, პოლიტიკური მეცნიერება ,საგარეო პოლიტიკა


Recommended Posts

choxa

სწორედაც, ჰარტლანდ–რიმლანდის თეორიებზეა ჩემს პოსტში მსჯელობა, თუმცა მე პოლიტოლოგი ნამდვილად არ ვარ.

არც მე არ ვარ პოლიტოლოგი ისტორიკიული მაქვს დამთავრებული და ჯერ-ჯერობით შემდგარ ისტორიკოსად არ ვთვლი თავს..

გპირდებით დიდი ინტერესით გავეცნობი თქვენ აქაურ სტატიებს 001.gif

დიდს არაფერს არ დავწერ აქ :)

 

ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეოპოლიტიკური ხედვა რომელიც მან ჩამოაყალიბა მის ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“ დიდ მნიშვნელობას იძენს, თანამედროვე ამერიკულ გეოპოლიტიკისთვის. მისი აზრით მსოფლიოში ყველაზე მნიშნველოვანი ადგილი არის ევრაზია და განსაკუთრები ე.წ „ევრაზიული ბალკანეთი“ რომელშიც იგი მოიაზრებს კასპიისპირა რეგიონებს და კავკასიას. მისი აზრით ამერიკამ იმისთვის რომ შეინარჩუნოს ჰეგემონია მსოფლიოში სჭირდება, თავის გავლენა დაამყაროს „ევრაზიულ ბალკანეთში“ და მომავალი გლობალური პოლიტიკა მსოფლიო სხვადასხვა დიდ სახელმწიფოების მიერ იწარმოება სწორედაც ამ რეგიონზე კონტროლისთვის. ბჟეზინსკი ასევე მიიჩნევს რომ რუსეთს იმისთვის რომ იმპერიად იქცეს ესაჭიროება უკრაინის დამორჩილება, დამორჩილებულ უკრაინით კი ის ავტომატურად იქცევა იმპერიად. მისი ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ თანამედროვე გეოპოლიტიკოსის ნაშრომად და მნიშვნელოვანია ისიც რომ იგი დღეს-დღეობით წარმოადგენს პრეზიდენტ ობასმას მრჩეველს, რომელსაც შეუძლია დიდი გავლენა მოახდინოს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენზე.

 

 

ვისაც აინტერესებს ბჟეზინსკის უფრო დეტალურად გაცნობა ლინკს დავდებ და გაეცანით თუ სურვილი გექნებათ:

 

http://lib.ru/POLITOLOG/AMERICA/bzhezinskij.txt

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კულტურათა დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართულ გეოპოლიტიკისთვის, რადგან მას პოტენციურად შეუძლია გახდეს ის რეგიონი სადაც კულტურებს შორის მიმდინარეობს დიალოგი, ამიტომაც მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობა ამითაც იზრდება.

 

სემუელ ჰანტიკტონმა თავის სტატიაში „ცივილიზაციათა შეჯახებებში“ წამოაყენა ახლებური კონცეპცია. მისი აზრით მე-20 საუკუნეში ძირითადი დაპირისპირებები ხდებოდა იდეოლგოიის გამო, ანუ იდეოლოგიათა დაპირისპირებება იყო მე-20 საუკუნის ისტორია, ხოლო 21-ე საუკუნეში კი ცივილიზაციათა ან რელიგიათა შორის მოხდებოდა დაპირისპირებები. 1996 წელს ჰანტიკტონმა გამოსცა წიგნი „ცივილიზაციათა შეჯახებები და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“ რომელშიც მან შეავსო, მისი ადრე გამოცემული სტატიის იდეები. მისი აზრით „მსოფლიოში, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ერებს შორის - არა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური არამედ კულტურული ფაქტორი იქნება“ ადამიანებმა დაიწეს საკუთარი თავის იდენტიფიქაცია არა სახელმწიფოსთან ან ერითან, არამედ უფრო ფარტო კულტურულ გაერთიანებასთან - ცივილიზაციასთან. „უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ეს პოლიტიკრურ იდეოლოგიური თუ პოლიტიკრუი რეჟიმებია, არის რელიგია, რომელიც უფრო ყოფს ადამიანებს ვიდრე ეთნიკური კუთვნილება. ადამიანი შეიძლება იყოს ნახევრადფრანგი და ნახევრადარაბი, ორივე ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ შეუძლებელია იყოს ნახევრადმუსულმანი ან ნახევრადკათოლიკე“ ჰანტიკტონმა დაასახელა ექვსი არსებული ცივილიზაცია - ინდური, ისლამური, იაპონური, მართმადიდებლური, ჩინური და დასავლური ცივილიზაციები. ასევე კიდე ორ ცივილიზაციის არსებობას განიხილავს - აფრიკულისა და ლათინო-მექსიკურის. მისი აზრით მთავარი დაპირისპირებები რომლებიც მოხდება 21-ე საუკუნეში იქნება ცივილიზაციათა შორის კონფლიქტები, ძირითადად დასავლურ ცივილიზაციასა და დანარჩენ ცივილიზაციებს შორის. ჰანტიკტონის მოსაზრებით დასავლური ცივილიზაციის ბატონობა ბოლო ახლოვდება. მსოფლიო პოლიტიკის არენაზე გამოვლენ ახალი სახელმწიფოები რომლებიც უარყოფენ და დაუპირისპირდებიან დასავლურ ღირებულებებს. ჰანტიკტონის ხედვით განსაკუთრებულად საშიში ძალას დასავლურ ცივილიზაციისთვის წარმოადგენს ისლამური ცივილიზაცია, მათი დემოგრაფიულ ბუმისა და კულტურულ აღორძინეით, ხოლო მეორე საფრთხე მოდის აზიიდან კონკრეტულად ჩინურ ცივილიზაციიდან, მომავალში კი მოსალოდნელია ისლამური და ჩინური ცივილიზაციის დაახლოება. იმისთვის რომ დასავლურმა ცივილიზაციამ გამოწვევას პასუხი გასცეს, აუცილებელია თავის გავლენა გააფართოვოს, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაციით სხვადასხვა ქვეყნებში. ის მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას. ჰანტიკტონის მოსაზრებით ლათინური ამერიკა უნდა მოექცეს დასავლურ ცივილიზაციის ორბიტაზე და ყველაფერი ქნას რომ იაპონიასა და ჩინეთს შორის არ მოხდეს დაახლოება. ასევე რუსეთს უნდა შეუწყონ ხელი გააფართოვოს თავის გავლენა რათა, ჩინური და ისლამური ცივილიზაციები, რამენაირად გააკონტროლონ.

 

 

ვისაც დააინტერესებს ჰანტიკტონი ნახოს: http://www.gumer.info/bibliotek_Buks/Polit/Hant/index.php

Edited by Nukriko
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კარგი იქნება:)

 

მე მართალია არ მაქვს პროფესიული ცოდნა მაგრამ ვცდილობ გავიღმავო პოლიტიკაში და მინდა ჩამოვყალიბდე კარგ ექსპერტად, ეს კი კრიიკის გარეშე შეუძლებელია....

 

მგონი შეიძლება ამით რამდენიმე სერიოზული ბლოგერიც გადმოვიბიროთ რომლებიც ამა თუ იმ თემებზე წერენ და შემდეგ მიდიოდეს მისი გარჩევები, ეს აააცილებს ავტორეს იმ მარაზმს რაც სხვა ფორუმზე ხდება და შანს მისცემს მას ეკემათონ საინტერესო ადამიანებმა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მის ნავთობით და გაზით მდიდარი რეგიონებში ჩამოყალიბდა ახალი სახელმწიფოები, ეს იყო შუა აზიის და ამიერკავკასიური სახელმწიფოები.

რა თქმა უნდა აშშ-სთვის მნიშვნელოვანი იყო ნედლეულების გატანის საკითხი დასავლეთში. 1993 წელს, როდესაც ტარასეკ-ის პროექტის შემუშავება გადაწყდა, ერთამენეთის პარალელურად იხილებოდა რამდენიმე მარშრუტი, თუ რა გზით გახდებოდა შესაძლებელი ცენტრალური აზიიდან ევროპაში ნავთობის გადაზიდვა. მაშინტ პრეზიდენტ კლინტონის ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა ნავთობის ტრანსპორტაციას აზერბაიჯანისა და საქართველოს გზით გავლას. მათი ექსპერტთა მტკიცებით, აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობდა საბჭოეთისგან განთავისუფლებულ სახელმწიფოებს სრულ ეკონომიკურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, აგრეთვე რეგიონში შემავალი ქვეყნების ევრიპის სახელმწიფოებთან დაახლოებას.

გავლენის სფეროების გადანაწილებაში უდიდესი როლი გეოეკონომიკურ პოლიტიკას დაეკისრა. პოსტსოციალისტურ სივრცე აყღცუსებელი დასავლურ კაპიტალის მიერ, სწრაფად მოექცა მაღუ გეოეკონომიკურ სტრატეგიის ორბიტაში. სამხრეთ კავკასია, რომლის გეოპოლიტიკური მდებარეობა მრავალფეროვანი ინტერესების გადაკვეთის სფეროს წარმოშობს, ბუნებრივია, არ დარჩებოდა დასავლეთის და არა მხოლოდ დასავლეთის ინტერესების მიღმა. კავკასია, და კერძოდ სამხრეთ კავკასია, ყოველთვის იყო რეგიონალური სახელმწიფოების - რუსეთის, ირანისა და თურქეთის ინტერესის სფერო. უფრო ადრე ამ რეგიონში ხალიფატი, ბიზანტია, რომი და სხვა ბატონობდნენ. რუსეთის მიერ პოზიციების შესუსტებასთან ერთად განაახლა თურქეთმა გავლენის სფეროების ზრდა ამიერკავკასიის მიმართულებით.

დასავლეთისთვის ცხადია, რომ ეკონომიკური მიზნების მიღწევა კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებში უზრუნველყოფს მათ გავლენის სფეროს გაზრდას რეგიონში და ხელს შეწყობს პოზიციების გამყარებას კასპიის ყურის ქვეყნებსა და ევვრაზიის სამხრეთ საზღვრებზე.

ასევე დასავლეთისთვის ნათელია რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე ღიად და არაორაზროვნად აღინიშნა, რომ ეს რეგიონი სასიცოცხლოდ მნუიშცენოვანი ეროვნული ინტერესის ზონაა. სამხრეთ კავკასიის რეგიონისადმი ინტერესს განსაკუთრებულ აქტუალობას და სიმძაფრეს წარმოადგენს, რეგიონში არსებული ნავთობის ხარისხი და რაოდენობა.

კასპიისა და ცენტრალურ აზრიის ნახშირწყალბადის რესურსებისადმი ინტერებს დამატებით აძლევს სტიმულს დასავლეთის მონაწილეობა ინტერესი, დამატებით სტიმულს აძლევს დასავლეთს, რათა მონაწილეობა მიიღოს რეგიონის პოლიტიკურ პროცესებზე. გაეროს, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხაზით ორმხრივ საფუძველზე, ისინი მონაწილეობენ კავკასიაში ეღნიკურ და სეპარატიუკლ კონფლიქტების დარეგულირებაში. დასავლური სახელმწიფოები მხარს უჭერენ საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას.

განსაკუთრებით დიდ აქტივობას რეგიონში ავლენს აშ, მთელი რიგი დოკუმენტებია ხელმოწერილი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და ემერიკულ მხარეს შორის. გეოეკონომიკური სტრატეგიის რეალიზაციაში უდიდესი როლს გიგანტი ამერიკული კორპორაციები ასრულებენ.

კასპიის ნავთობისადმი განსაკუთრებული ინტერესის გამო აშშ-მ გამოყო საგარეო პოლიტიკის ცალკე მიმართულება, შექმნა ცალკეული განყოფილება პრეზიდენტის უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში, რომლებიცმ დაკავებულნი არიან ნავთობის კონტროლისათვის. პოლიტიკური პროეცესების განვითარებაზე დაკვირევისა და ნავთობის სიმდიდრის შეფასებისთვის შექმნილია აშშ-ის სადაზვერვო უუწყების განსაკუთრებული ქვეგანყოფილება, რომლის ამოცანაშიც შედის მორიტორინგის ჩატარება რეგიონში.

აშშ-ს ენერგეტიკის სამინისტროს შეფასებით, აზერბაიჯანული საბადოები შეიცავენ დაახლოებით 11 მილიარდ ბარელს და დაახლოებით 4 მლიარდ ბუნებრივი გაზის კუბურ მეტრს. საერთო რეზვერი შეფასებულია 100-200 მილიარდ ბარელ ნავთობით, რომელიც უფრო მეტია ვიდრე მთელ ჩრდილო ამერიკის მარაგი და 7,9 ტრილიონ გაზის კუბურ მეტრი. მთავარი მიზანი აშშ-ს პოლიტიკის ამიერკავკასიაში და ცენტრალურ აზიაში იყო (ფორმულიერბული და გამზადებული იყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მიერ 2001 წლის დოკუმენტში: „აშშ-ს ნაციონალური ენერგეტიკის პოლიტიკაში“) დახმარებოდნენ ამ რეგიონში სუვერენიტეტულ სახელმწიფოებს დასავლეთთან ურთიერთობებში; დახმარებოდა ამ რეგიონს შეექმნათ ხელსაყრელი ბიზნეს-კლიმატი და დახმარებოდნენ რათა შეექმნათ ნავთობსადენები და გაზსადენები და რათა რუსული გავლენა ამ რეგიონში შეემცირებინათ.

აშშ-ის მართველ წრეებს კასპიის რეგიონის ენერგორესურსების კონრტოლიც მიზნით „კასპიის სტრატეგიის“ დამუშავებაზე რამდენიმე ასეული პროფესიონალია დასაქმებული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, კონგრესსა და სამეცნიერო-კვლევითი ცენტრებში. აშშ-ის პოზიციის გაფართოებას და გაძლიერებას, ხელს უწყობს ასევე აქ არსებული სხვადასხვა სახის საკმადო მნიშვნელოვანი, მოქმედი ამერიუკლი არასამთავრობო ფონდები და ორგანიზაციები. მათი ოფიციალური წასრმომადგენლები აღნიშნავენმ, რომ აშშ-ის პოლიტიკის მიზანია - დამოუკიდებლობსის ხელშეწყობა, საბაზრო ეკონომიკის ინსტიტუტების დაფუძნება, რეგიონალური კონფლიქტების ალბათობის შემცირება, ახალი სახელმწიფოთა და ინდუსტრულად განვითარებულ ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გამყარება. მაგრამ აშშ-ს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტად იქცა ენერგორესურსები, რონლის კონტროლსაც, ვაშინგტონის სპეციალური მრჩეველი ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა საკითხში ს. სესტრონოვიჩი „კასპიის აუზის ენერგოატესურსების საკიხში სტრატეგია და საკვანძო მოტივი ამერიკის ადმინისტრაციის ძალისხმევისა დამოუკიდებლობის მხარდაჭერისა და კავკასიის ქვეყნების აყვავების ხელშეწყობისადმი, ენერგორესურსებისადმი ინტერესით განისაზღვრება არა მარტო გეოპოლიტიკურ და გეოეკონომიკურ ფაქტორებით განისაზღვრება, არამედ კონკრეტული შიდა ეკონომიკური საქტორებით, უკანასკნელ წლებში, არამედ არაერთხელ გაჟღერდა ამერიკის შეერთებულ შტატების ენერგოკრიზისის საფრთხისა და შესაბამისად უცხოურ ნავთობის წყაროების დამოკიდებულებაზე გაზრდის შესახებ. ბუნებრივია, ეს უბიძგებს ენერგორესურსების წყაროების დივერსიფიკაციას. გასათვალისწინებელია ის, რომ ვარაუდობე ენერგომოხმარების ზრდას, ალტერნატიული ენერგიის წყარო კი ჯერჯერობით ვერ ცვლის ნავთობს.“ ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდიღ ნავთობზე მოთხოვნა 2015 წლისთვის 100% გაიზრდება 2000 წელთან შედარებით. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს სპარსეთის ყურეში დამოკიდებულეს საკითხი, თავად ამერიკელებს ეშინიათ როგორც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა რომ შესაძლებელია მომავალში ნავთობი უცხო სახელმწიფოებმა შანტაჟის მექანიზმად გამოიყენონ. მთლიანად კავკასიის ზონის განვითარება კი დაამატებს კიდევ მსხვილ წყაროს ნავთობის მსოფლიო მიწყოდებაში და გაამყარებს საყოველთაო უშიშროებას.

ამ კონტექსტში აშშ-ის ძალისხმევა კონცენტრირდება ინდრასტრუქტურის განვითარებაზე, რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ტრანსპორტიტების პრობლემის დამუშავებაზე. კასპიის რეგიონის ენერგეტიკული რესურსების ათვისებაში უკვე ჩართულია ისეთი მსხვილი ამერიკული კონპანიები როგორიცაა: „ექსონი“, „შევრონი“, „იუნოკალი“, „არკო“, „პებზიული“, „დელტაოილი“ და სხვებუი. რომლებიც მონაწილეობენ ტრგიონის ნახშირწყალბადი რესურსების ათვისების თითქმის ყველა მსხვილ პრექტში. ზოგიერთ უმსხვილეს კორპორაციაში ფუნქციონირების სპეციალური ფანყოფილება, რომელთა ამოცანაში შედის კასპიის პრობლემების შესწავლაც.

როგორც აშშ-ის ხელმძღვალელობა, ისე ამერიული ნავთობ-გაზის კოპორაციები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ევროაზიული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობას. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არა მხზოლოდ ენერგორესურსებიოს ტრანზიტი, არამედ მნისვნელოვანი სასარებლო ნედლეულით მდიდარ ცენტრალურ აზიის ფაქტორიც ფიგურირებს. თვით აზერბაიჯანის პოლიმეტალური წიაღისეული საბადოების დაზვერვის და მუშაობის შესახებ. რომელის საქერთო მარაგი შეფასებებით 400 ტ ოქრო, 2,5 მლ ტონა ვერხლ და 1,5 მლ ტ სპილენძია. დამუშაცების 40% ხარჯებს ამერიკულ მხარე აწარმოებს.

ამერიკის კომპანიების ეკონომიკური მიზნები გადაჯაჭულია აშშ-ის საგარეო-პოლიტიკურ ინტერესების რეალიზაციასთან. ცნობილია, რომ კასპიის ზღვის ბუნებრვი სიმდიდრის გადასაზიდად უმოკესი და ეკონომიკურად მომგებიანი გზა ირანის გავლით სპარსეთის ყურემდეა. ცხადია, შეერთებული შტატები არ დაუშვებდა ამ მიმართულებით მაჰმადიანურ სამყაროს ნებაზე დამოკიდებლებას. ჩრდილოეთის (რუსეთის) ვარიანტიც არ არის მისაღებ, ამიტომ ყურადღება სამხრეთ კავკასიურ ვარიანტზე განიხილება. აშშ-მ დიდი როლი შეასრულა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის 2,4 მლრდ დოლარიანი პროექტოს მომზადებაში, სადაც შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტმა ბ. კლინტონმა დიდი როლი ითამაშა ამ პროექტის განხორციელებაში.

შეერთებული შტატებისგან მომავალში უნდა ველოდოთ, სწორედ იმ პოლიტიკის გაგრძელებას რასაც იგი აწარმოებდა, ანუ უფრო განვითარდებნა ენერგომატარებლების ტრანსპორიტების ინფრასტურქტურა და უფრო აქტიურად ჩაერევა ამ პრეცესებში შეერთებული შტატები, რუსეთს კი მოუწევს ამ პოლიტიკაზე შეგუება, რადგან მონოპოლისტურ რუსეთი უკვე ხშირად იყენებს შანტაჟის იარაღად ენერგორესურსების ფაქტორს, დასავლეთი კი ყველაფერს იზამს იმისთვის რომ რუსულ შანტაჟისგან განთავისუფლდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

90-იან წლებიდან დაწყებული და დღევანდელ დღემდე დამთავრებული, საქართველოში მიმდინარეობს გეოპოლიტიკური დაპირისპირებები რამოდენიმე კუთხით:

1) „ჰართლედნის“ რკალის შექმნისთვის, რომელის უმნიშვნელოვანეს ნაწილს წარმოადგენს საქართველო.

2) ენერგეტიკული დაპირისპირებება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე საქართველოა.

3) კავკასიის საკითხი, ანუ პრინციპი „ვინც ფლობს საქართველოს ის მართავს კავკასიასაც“.

4) ცივილიზაციათა დიალოგისა და დასავლურ ცივილიზაციის გაფართოება აღმოსავლეთისკენ, სადაც საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი ენიჭება.

5) საქართველო უნდა იქცეს აშშ-სთვის პლაცდარმად ირანზე კონტროლისთვის

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 months later...
Guest ჭანო
ცოტა სადაოა , მაგრამ აბა დავფიქრდეთ -

არიან ავტორები, რომელთაც ანალიტიკის უნარი არ აკლიათ. მათ თემებს ხშირად ესაჭიროება აკადემიური მსჯელობა და თავისუფალი მარტივი პოსტებისგან დაცულობა. ასევე არსებობს პოლიტიკური მეცნიერება ,რომელსაც ყურადღება ესაჭიროება . ხომ არ შეგვექმნა ასეთი განყოფილება(სახელი მოვიფიქროთ) ,სადაც იქნება ამ ტიპის მსჯელობა. მკვეთრად შეიზღუდება პოსტინგი მარტივი დასკვნებით და ბანალური ფრაზებით . გასაგებია არ იქნება ანშლაგი, მაგრამ ვიმუშაოთ,რომ მუდმივად იყოს დისპუტი.

პს ავტორს თუ ესურვება და კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს საჭიროების შემთხვევაში ცენტრალურ პოლიტიკის განყოფილებაში , იქაც შეეძლება თავისი მოსაზრებების დადება,ხოლო მკითხველს ეცოდინება , თუ სურს გაეცნოს მსჯელობას სად ნახოს უფრო კომპაქტური სახით.

 

კარგი იდეა და სარისკოც არაფერია, თავიდან ალბატ ბევრი არაფერი დაიწერება მაგრამ რაც დაიწერება იმის წაკითხვას აზრიც ექნება.

 

 

 

სიმართლე გითხრა მომბეზრდა ეს პოლიტიკური ჭორაობა :pupuza: რაც ფაქტიურად ქართულ ცხოვრების წესად იქცა როგორს ვირტუალურ ასევე რეალურ ცხოვრებაში

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეიქმნა . იაქტიურეთ :D

http://planeta.ge/index.php?showtopic=14028

Edited by lasha_alo
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
This topic is now closed to further replies.
×
×
  • შექმენი...