Jump to content
Planeta.Ge

როგორ ზრუნავენ ომშI დაღუპულებზე


Recommended Posts

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მშობლები ხელისუფლებისაგან მარჩენალის პენსიის აღდგენას ითხოვენ.

 

როგორც “ინტერპრესნიუსს” აფხაზეთიდან დევნილმა ამირან ნორგიძემ განუცხადა, მან აფხაზეთის ომში ერთადერთი შვილი დაკარგა, ოთხი წლის წინ კი ხელისუფლებამ მარჩენალის პენსია მოუხსნა იმ მოტივით, რომ მას პენსია ასაკის მიხედვით დაენიშნა.

 

ნორგიძის ინფორმაციით, მარჩენალის პენსიის აღდგენის მოთხოვნით მან სასამართლოსაც მიმართა, თუმცა ჯერჯერობით არანაირი შედეგი არ მოჰყოლია.

მარჩენალის პენსიასთან დაკავშირებით იგივე პრეტენზია “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას გაგრიდან დევნილმა ინდიკო ხვიბლიანმაც გამოთქვა. იგი მთავრობისგან ითხოვს ახსნა-განმარტებას, თუ რატომ წაართვეს შვილმკვდარ მშობლებს ისედაც მიზერული დახმარება.

 

მათი ინფორმაციით, მარჩენალის პენსია ყოველთვიურად 40 ლარით განისაზღვრებოდა, რომელიც მთავრობის გადაწყვეტილებით ოთხი წლის წინ გაუქმდა.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა მშობლები და ოჯახის წევრები დღეს, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, გმირთა მოედანზე, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულთა მემორიალთან შეიკრიბნენ.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ჯარისთვის ვზრუნავთ არა ? და საბრძოლო შემართების ასამაღლებლად?! ვჩპუ...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როგორ ზრუნავენ ომშI დაღუპულებზე

 

 

ეს ძალიან მტკივნეული თემა ჩემთვის.ადრე იქით გიორგიმ გახსნა თემა ამ საკითხზე და პირზე დუჟმოდებულები მიმტკიცებდნენ,რომ დაღუპულების ოჯახებს ფინანსურად არ უჭირთო.იმ დღეს კიდევ ჯარისკაცის თემა წავიკითხე იქით,თუ რა პასუხით უშვებენ ბანკებიდან სესხის ასაღებათ მისულ სამხედროებს.იმასაც „გადაურბინეს“ და თურმე კაცი ჯარში რომ მიდის,ოჯახი უნდა დაიკიდოს და ამ განდილებს უნდა შესწიროს სიცოცხლე.სამშობლოს არა,ამ განდილებს მეთქი.იმიტომ რომ ამათ თვითონ კიდიათ სამშობლო და პირადულისთვის იბრძვიან მხოლოდ.

 

 

ჯარის გაფარჩაკება იყო ამ ახალაიას დანიშვნა მინისტრად.

Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha1997

ჯარის გაფარჩაკება იყო ამ ახალაიას დანიშვნა მინისტრად.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში მისას ეს მიზანიც ქონდა...თორემ ჯარი ძალაა!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...