Saturn Posted September 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2009 Siknadmo ხო, მაგრამ მისი კურსის გამგრძელებლები შეძლებთაუცილებლად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2009 Siknadmo ხო, მაგრამ მისი კურსის გამგრძელებლები შეძლებთ კი მაგრამ რა კურსი აქვს მიშას? დასავლეთის ფულებით არაფერი არ გამოვა თუ ჩვენი საკუთარი არ გვექნა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 25, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 25, 2009 ”ახალი ბერლინის კედლის ნგრევა” დემოკრატიით - სააკაშვილის გამოსვლა გაეროში სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 სექ.'09 / 11:22 საქართველოს ხელისუფლება ერთგული რჩება თავისი ვალდებულებისა გააღრმავოს დემოკრატიული რეფორმები, რადგანაც ”სიცოცხლისუნარიანი დემოკრატია ერთადერთი საუკეთესო გზაა იმ ახალი კედლის დასანგრევად”, რომელიც აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს დანარჩენი საქართველოსგან ჰყოფს, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე გამოსვლისას. თავის გამოსვლაში სააკაშვილმა ყურადღება ძირითადად რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციაზე გაამახვილა და პარალელები გაავლო ბერლინის კედელსა და ”ახალ ხელოვნურ გამოყოფ ხაზს შორს... რომელიც სწორედ იმ ხალხმა ააშენა, რომელთა იდეებიც ერთობლივად და მტკიცედ იქნა დამარცხებული და უარყოფილი 20 წლის წინ,” ბერლინის კედლის ნგრევისას. ”ეს ახალი კედელი გვეუბნება, რომ კიდევ ერთხელ ძალის უზენაესობამ სძლია კანონის უზენაესობას და საღი აზრის უზენაესობას,” - განაცხადა მან. მომავალ განვითარებაზე საუბრისას სააკაშვილმა აღნიშნა, რომ სურს პირდაპირ განაცხადოს, რომ საქართველო არ ელის, რომ ეს ”ახალი კედელი” ”ერთი ღამეში გაქრება”. ”ბერლინის კედელი მხოლოდ იმიტომ დაინგრა, რომ თავისუფლების მგზნებარე, დისციპლინირებულმა, ენერგიულმა დამცველებმა, კედლის ორივე მხრიდან, იმუშავეს დისციპლინირებულად და მამაცურად, რათა შეეხსენებინათ მსოფლიოსთვის იმ კედლის არალეგიტიმურობის და უკანონობის შესახებ და განეხორციელებინათ ქმედებები მისი დასასრულის დასაჩქარებლად,” - დასძინა მან. სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი კვლავაც ასრულებს საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებასთან დაკავშირებით გენერალური ასამბლეისთვის ერთი წლის წინ მიცემულ დანაპირებს. ”ჩვენ უკვე ავამოქმედეთ რეფორმები, რომლებიც მომდევნო წლის მანძილზე კიდევ უფრო განავითარებს ვარდების რევოლუციის მონაპოვარს და შეუქცევადად გააღრმავებს ჩვენს, როგორც რეგიონის ყველაზე თავისუფალი სახელმწიფოს, იდენტურობას,” - განაცხადა მან. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ”სერიოზული ვალდებულება” პლურალიზმის და ”განსხვავებული აზრის პატივისცემასთან” დაკავშირებით ნათლად აისახა იმაში, რომ ხელისუფლებამ საშუალება მისცა ოპოზიციას სამი თვის მანძილზე საპროტესტო აქციები გაემართა, ”მიუხედავად იმისა, რომ მათ ცენტრალური ქუჩა გადაკეტეს და სამთავრობო შენობების პარალიზება მოახდინეს”. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ”ოპოზიციის მიერ კონტროლირებად მაუწყებლობებს ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობის ლიცენზია მისცა” - ტელეკომპანია ”მაესტრომ” სატელიტური ლიცენზია ივლისში მიიღო. ”ჩვენ უკვე მოვიყვანეთ ოპოზიციური პარტიები ჩვენი ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომებზე, მათ არაფერს ვუმალავთ და სახელმწიფო ინფორმაციაზე სრული ხელმისაწვდომობა აქვთ, რათა უზრუნველყოთ, რომ ჩვენი უსაფრთხოების პოლიტიკა მთელი ერის ერთიან ნებას გამოხატავს, და არა მხოლოდ ფრაქციებისა და პარტიებისა,” - განაცხადა მან. 2010 წლის 30 მაისს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების შესახებ საუბრისას პრეზიდენტ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ”გამოხატა მზადყოფნა ყველა მერის პირდაპირი წესით არჩევის თაობაზე”. მან ასევე აღნიშნა, რომ დაიწყო ახალი საარჩევნო კოდექსის შემუშავება ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის ”კონსენსუსის საფუძველზე”. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დაგეგმილია კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც ”დაისჯება ყველა ის ხელისუფლების წარმომადგენელი ან რომელიმე გარეშე მხარე”, რომელიც სასამართლო სისტემის საქმეში ჩაერევა. ”და ჩვენ გავატარებთ საკონსტიტუციო რეფორმებს, რათა ძალაუფლება პრეზიდენტიდან უფრო ძლიერ პარლამენტს გადაეცეს,” - დასძინა მან. თავის გამოსვლაში მან ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი გაკეთდა ბერლინის კედლის დანგრევის შემდეგ, ”ჩვენ უნდა ვაღიაროთ წარსულის გადმონაშთები”. ”რადგანაც არსებობს რეალური საფრთხე იმისა, რომ იდეალიზმის და პროგრესის ამ დიდ თემაზე დაყრდნობის ნაცვლად, სახელმწიფოები და ლიდერები დაუშვებენ იმ თვითკმაყოფილების და ცინიკური ძალაუფლების მქონე პოლიტიკის დაბრუნებას, რომელმაც ამდენი ცუდი მომენტები გამოიწვია ბოლო 100 წლის მანძილზე,” - განაცხადა სააკაშვილმა. ”ეს შესაძლოა არაპოპულარული ნაბიჯი იყოს - მაგრამ მე ვალდებული ვარ სიმართლე ვთქვა. და სიმართლე ის არის, რომ ამ კედლის არსებობა უსარგებლოს ხდის იმ პროგრესს, რომელსაც თითქოსდა ჩვენ მივაღწიეთ 20 წლის წინ ბერლინის იმ ბრწყინვალე დღის შემდეგ”. ”მე სულაც არ მამშვიდებს ის ფაქტი, რომ ისინი, ვინც ფიქრობდნენ, რომ კედლის დანგრევა მე-20 საუკუნის ერთადერთი უდიდესი ტრაგედია იყო, ახლა ამ სავალალო მცდელობებს ახორციელებს,” - განაცხადა მან. იგი რუსეთის პრემიერ-მინისტრის ვლადიმერ პუტინის მიერ 2005 წელს გაკეთებულ განცხადებას გულისხმობდა, როდესაც მან საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის ”უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა” უწოდა. სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ სეპარატისტულ რეგიონებში განხორციელებული ეთნიკური წმენდა ”უყურადღებოდ დარჩა”. ”მათ, ვინც დაიწყეს ომი ჩემს რეგიონში და ეთნიკური წმენდის კამპანიას უძღვებოდნენ ჩემს ქვეყანაში, თქვეს გუშინ სწორედ ამ დარბაზში, რომ მათ ეს უნდა გაკეთებინათ, რათა ”განეხორციელებინათ უსაფრთხოების დაუყოფლობის პრინციპი,” - განაცხადა სააკაშვილმა. მას მხედველობაში რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის გამოსვლა ჰქონდა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე. ”მათ თქვეს, რომ ეს უნდა გაეკეთებინათ... ისევე როგორც მათ წინამორბედებს უნდა დაეპყროთ პოლონეთი 1939 წელს, ფინეთი 1940 წელს, უნგრეთი 1956 წელს, ჩეხოსლოვაკია 1968 წელს და ავღანეთი 1979 წელს. და მათ უნდა გაენადგურებინათ 400 ათასიანი მოსახლეობის დედაქალაქი - გროზნო, რათა გაენადგურებინათ და ამოეძირკვათ ჩეჩენი ერის სიამაყე და დაეხოცათ ათიათასობით უდანაშაულო ქალი და ბავშვი”. თავის გამოსვლაში სააკაშვილმა კლიმატის ცვლილების საკითხიც დააყენა და აღნიშნა, რომ საქართველო კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლის ”ავანგარდშია”, რადგანაც ის თავისი ელექტროენერგიის 85%-ს ბუნებრივი და განახლებადი წყაროებისგან აწარმოებს”.http://www.civil.ge/geo/article.php?id=21806 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.