lasha1997 Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 კრიზისია მსოფლიოში,მაგრამ ყველა ნორმალური ქვეყნის ხელისუფლება ეხმარება თავის ხალხს.ობამა არ მევასება,მაგრამ ასე ვთქვათ გაჭირვებულ ამერიკელებს და კომპანიებს რაღაც დახმარებას უწევს. ამ ყვარყვარეს ხელისუფლებას ყველაზე მეტის გაკეთება შეეძლო წინა ხელისუფლებებთან შედარებით.გინდა ფულით დახმარების მხრივ და გინდ მხარდაჭერით.თითქმის ყოველ დღე ველაპარაკები თბილისში ჩემებს და სულ ცუდი ამბები მესმის.უფრო მეტად სოციალურ გაჭირვებაზე და დაუცველობაზე. რითი გეხმარებათ ხელისუფლება? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 lasha1997 რითი გეხმარებათ ხელისუფლება?მაღაზიებს ხურავს გადასახადების გადაუხდელობის გამო :jump: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ამ ხელისუფლების დადებითი მხარე ისაა რომ "თავის ხალხს" რასაც ჰქვია ეხმარება, როგორც შეუძლია,შემეტენე და მშიშარა ბიზნესმენების გაწეწვის ხარჯზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ისე ეს აშშ-ს და საქართველოს შედარება მაგარია ეგ მოწმობს რომ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში აშკარად აქვს პროგრესი. 5-6 წლის წინ ამ ორი ქვეყნის შედარება აზრადაც არავის მოუვიდოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 აი კიდე რითი ეხმარება: გაზეთ ``ყველა სიახლის`` მიხედვით ``ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის`` განცხადებით, ვაზიანი–გომბორი–თელავის გზის მშენებლობაზე თანხები არასწორად იხარჯება. ორგანიზაციის წარმომადგენლის ლინა ღვინიანიძის განმარტებით, გზის შეკეთების სამუშაოებზე უკვე დაიხარჯა 2,3 მილიონი ლარი და ახლა იწყება მეორე ეტაპი, რომლის ფარგლებშიც გზის რეაბილიტაცია იგეგმება. ამის გამო კი ათი კილომეტრი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გაიხსნა, ხელახლა უნდა დაიგოს. ``ახლადშეკეთებული გზა სრულ რეაბილიტაციაში ხვდება. ეს კი ნიშნავს, რომ ხარჯი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტა გასწია, არ არის შედეგიანი. უახლოეს მომავალში ჩვენ ამ საკითხზე დასკვნას დავდებთ``, – ამბობს ღვინიანიძე. აღნიშნული გზის დაგებაზე, მაშინდელი პრემიერის ლადო გურგენიძის განცხადებით, 5 ათასამდე ადამიანი დასაქმდება, თელავამდე გზა კი იმდენად შემცირდება, რომ იქ ჩასვლას 40–50 წუთი დასჭირდება. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...=11545&ct=6 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ისე ეს აშშ-ს და საქართველოს შედარება მაგარია ეგ მოწმობს რომ საქართველოს ბოლო წლების განმავლობაში აშკარად აქვს პროგრესი. 5-6 წლის წინ ამ ორი ქვეყნის შედარება აზრადაც არავის მოუვიდოდა.რამდენი აქვს ხელფასი პატრულს? რიგითს, ოფიცერს, მაღალი თანამდებობის პირებს,პრემიები რამდენჯერ გაიცემა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 Siknadmo რამდენი აქვს ხელფასი პატრულს? რიგითს, ოფიცერს, მაღალი თანამდებობის პირებს,პრემიები რამდენჯერ გაიცემა?პატრულის ხელფასი სადღაც 800 ლარიდან იწყება რამდენადაც ვიცი. მაღალ თანამდებობებზე არ ვიცი. პრემიები დამსახურებისამებრ. ზოგი ყოველთვიურად იღებს, ზოგი სამ თვეში ერთხელ, ზოგი უფრო იშვიათად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 Saturn ისე პოლიციის რაიონულ უფროსებს რატომ აქვთ 8-10 ათასი ლარი ხელაფსი ვერაფრით გამიგია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 კიდე ასე ეხმარება: საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნიუ-იორკში ქართველ ემიგრანტებს შეხვდა. პრეზიდენტმა ემიგრანტებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ყველა ქართველის არსებობა და შესაძლებლობები იქ, არის მომზადება იმისთვის, რომ ისინი დაბრუნდნენ და იცხოვრონ საქართველოში. მისი თქმით, საქართველომ ბოლო წლებში მსოფლიოში თავისი ადგილი დაიმკვიდრა და ქვეყანა ყველამ გაიცნო. პრეზიდენტის განცხადებით, მტრებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოს არ უნდა ეარსება. ~ის ხალხი ვინც ჩვენ გვებრძვის დაკომპლექსებული ხალხია, ბოღმით აღსავსე და თავისი არასრულფასოვნებით დაავადებული. ეს ის ხალხია, ვისთვისაც საქართველო გახდა სიმბოლო იმისა, თუ რა არ უნდათ მათ, რომ მსოფლიოში არსებობდეს~, - განაცხადა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოს არავის დასამცირებელი და წამოსაძახებელი არაფერი სჭირს. ~მთავრობა, რომელმაც არ გაწია წინააღმდეგობა, ისე გარდაიცვალა, რომ ბოლომდე ნანობდა ამას. მე არ ვნანობ, რომ გავწიეთ წინააღმდეგობა, არც ერთი ჩვენი დევნილი ამას არ ნანობს, ამიტომაა, რომ დღეს ერთადერთი მოკავშირე, რომელიც პუტინმა მსოფლიოში იპოვა ესაა უგო ჩავესი~, - აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, საქართველოს ბევრი დამპყრობელი ჰყოლია, მაგრამ იგი ყოველთვის გადარჩება და დაიბრუნებს იმას, რაც მათ დროებით მიტაცებული აქვთ. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველომ აჩვენა, რომ საერთო მტრის წინაშე ერთად დადგება. ~იყო თბილისში მიტინგები და დემონსტრაციები, მაგრამ მე დარწმუნებული ვიყავი, რომ არაფერიც არ მოხდებოდა, რადგან საერთო ჯამში ჩვენი ხალხი ზუსტად ხვდება, სად არის ამბიცია და სად მისი ქვეყნის ინტერსი~,- აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. ნიუ-იორკში ქართველების მონაწილეობით საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართა, რომლიდან შემოსული თანხა ნიუ-იორკში ქართული ეკლესიის მშენებლობას მოხმარდება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 რითი ეხმარება ეს ხელისუფლება საკუთარ ხალხს?1) ხელისუფლების უმთავრესი ამოცანაა, მოსახლეობა დაიცვას ომის დროს, ეს არ გააკეთა, მიატოვა მოსახლეობა2) ხელისუფლების მიზანი უნდა იყოს, დაეხმაროს საშვალო ფენას რომ განვითარდეს, რაც მან არ გააკეთა, არსებობს მდიდრები (ნაც. მოძრაობა და მისი მხარდამჭერნი) და ღარიბები..3) ხელისუფლების ამოცანაა, კანონის უზენაესობა დაიცვას, რასაც არ აკეთებს, შერჩევითია კანონი, მათთვის არ მოქმედებს, ხოლო მათ მოწინააღმდეგეებზე ყველაზე მკაცრად მოქმედებს. (ბევრი მაგალითი დაგროვდა ამისა)4) ხელისუფლების ამოცანაა აღასრულოს ხალხის ნება, ის მარტო ბელადის ნებას ასრულებს დღეს ხელისუფლეა კი არ ემსახურება ხალხს, არამედ ხალხს აიძUლებს ემსახუროს ხელისუფლებას, მისი მიზნებით იცხოვროს და არა ხალხსი, ტოტალიტარიზმზე ვერ ქაჩავენ მთლად, მაგრამ ავტორიტარიზმი ნამდვილად არის. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 nikusha_marx პოლიციის რაიონულ უფროსებს რატომ აქვთ 8-10 ათასი ლარი ხელაფსი ვერაფრით გამიგია...არ აქვთ მაგხელა ხელფასი. საიდან მოიტანე? Nukriko არსებობს მდიდრები (ნაც. მოძრაობა და მისი მხარდამჭერნი) და ღარიბები..ანუ თუ კაცი მდიდარია, ის აუცილებლად ნაც მოძრაობის მხარდამჭერია? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 Saturn ანუ თუ კაცი მდიდარია, ის აუცილებლად ნაც მოძრაობის მხარდამჭერია?ადამიანს თუ ბიზნესი საქართველოში აქვს, მაშინ ის იძულებულია ითანამშრომლოს ნაც. მოძრაობასთან, არჩევნების დროს "შემოწირულობებითა" და სხვადსხვა ქმედებებით... თუმცა უკვე სიმდიდრის დიდი ნაწილი ხელთ იგდეს პარტიულმა ხალხმა......... ელიტარული კორუმპირებულობა მოდაშია ეხლა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ძალიან ძალიან მცირედით...კრიმინალის დასუსტება, უბრალო მოკვდავისთვის ბიუროკრატიის შემსუბუქება... რა ვიცი... მეტი ვერაფერი ვერ მახსენდება... როგორც მოქალაქე ქვეყნის, საზღვარგარეთ არაფერს წარმოადგენ და არავის დახმარების იმედი არ ნდა გქონდეს - ეს ობიექტური და სუბიექტური მიზეზებითაც არის გამოწვეული, შიგნით... საერთოდ კოშმარია... ღმერთმა არ ქნას, ბობოლა ნაციონალის ან სულ მთლად უბედურება - პოლიციელის ინტერესებს გადაეკვეთოს შენი ინტერესები... დაღუპული ხარ... გაგსრისავენ - " ბეზ სუდა ი სლედსტვია" - როგორც იტყვიან ჩვენი ნაბოზარი და გაუმაძღარი მეზობლები... სუვერენული დემოკრატია და ძლიერი ხელი... რუსული მიდგომა... და შედეგად უკიდურესად ცუდი ბიზნეს კლიმატი, განვითარება ფაქტობრივად მოკვდა, სტაგნაცია ( უკეთეს შემთხვევაში), ქვეყნის დაფინანსება ხდება გარედან ვალების აღების ხარჯზე... ვალის აღებაა არაა ცუდი,მაგრამ მას გადახდაც უნდა, და გარდა ამის ხელის შეწყობა უნდა რომ ამ ვალის გადახდის მომენტისთვის მთელი ბიუჯეტი ვალის მომსახურეობაში არ წავიდეს... რა ვიცი... რა გითხრათ კიდევ..ხელისუფლება ჩემის აზრით ვერ ასრულებს თავის მტავარ ფუნქციას... ქვეყნის მოქალაქეებისთვის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფას... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 იმის თქმა რომ მდიდარი ადამიანები უჭერენ მხარს ნაცმოძრაობას, სიმართლეს ნაწილობრივ შეეფერება,უჭერენ მხარს, მაგრამ იძულებით-ძირითადად ენგრეა, ეხლა სოც. გამოკითხვის მასალებს ნაღდად ვერ დავდებ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის მიღებაზე კახეთის რეგიონში ყველა ღვინის ქარხანა ამ დრომდე უარს აცხადებს. გლეხები კი ვაზის გაჩეხვით იმუქრებიან. კახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი მდგომარეობიდან ერთ-ერთ გამოსავალს, გლეხების ღვინის ქარხნების მესაკუთრეებთან მოლაპარაკებაში ხედავს. როგორც ღვინიაშვილმა განაცხადა, საქართველოში ბევრი ღვინის ქარხანა არსებობს, სადაც შესაძლოა ჰიბრიდული ჯიშის ყურძნის ჩაბარება, თუმცა მას არცერთი კონკრეტული ქარხანა არ დაუსახელებია. “ჩვენ პრიორიტეტი სუფთა ღვინის წარმოებაზე გავაკეთეთ, რაზეც სახელმწიფო რქაწითელზე და საფერავზე სუბსიდიებს გასცემს და ქარხნებიც იბარებენ”- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა. ჰიბრიდული, ანუ უწამლის, ვაქირულას, კაბერნე სავინიონისა და შანიძის ჯიშის ყურძენზე სახელმწიფომ სუბსიდიის გამოყოფაზე უარი განაცხადა. http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&a...11554&ct=17 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.