Jump to content
Planeta.Ge

ალასანია მერობაზე იყრის კენჭს!!!


Recommended Posts

Saturn

არა შენი პროგნოზ-ანგარიშების ამბავი ვიცი კარგად

მიშაც მაგის იმედზეა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 34
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

choxa

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიდ ედაქალაქის მერის პოსტი საპრეზიდენტო ტრამპლინია

 

ჩვენთანაც ფაქტიურად იგივე მოხდა, როცა მიშა საკრებულოს თავჯდომარე გახდა. მშვენივრად გამოიყენა ტრამპლინად.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

ჩვენთანაც ფაქტიურად იგივე მოხდა, როცა მიშა საკრებულოს თავჯდომარე გახდა. მშვენივრად გამოიყენა ტრამპლინად.

ეხლა ალასანიას ჯერია?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

ეხლა ალასანიას ჯერია?

 

მე ძალიან ძნელად წარმომიდგენია, მიშამ ვინმეს რამე დაუთმოს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

 

ეხლა ალასანიას ჯერია?

 

"ამერიკიდან ჩამოსულებს", რაღაც ეჭვის თვალით უყურებ ამ ბოლო დროს... :papa:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიდ ედაქალაქის მერის პოსტი საპრეზიდენტო ტრამპლინია

თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, მერი იქნება გეგენავა, და შემდეგი პრეზიდენტი - იაკობაშვილი.

 

ვთქვათ მერის პოსტი მოიპოვა ოპოზიციამ. თბილისის ბიუჯეტიდან უამრავი თანხები იფლანგება ნაც მოძრაობის და მათი მხარდამჭერების გამოსაკვებად. არჩევნების წინ აგიტაციაში ძალიან დიდ როლს ასრულებენ მერიის ჩინოვნიკები. ბოლოდაბოლოს ყველა ტაშფანდურისთვის ხალხის სატარებლად ყვითელ ავტობუსებს იყენებენ. ანუ მერის პოსტის დაკარგვით დორბლიანი კარგავს მთელ ამ სიამოვნებას.

 

გაყალბების შემთხვევაში რა ხდება? საპროტესტო აქციები, რომლებიც ალბათ არაფრით არ დამთავრდება. და უცხოეთიდან ცნობილი ფრაზები, რომ საარჩევნო გარემო დასახვეწია, რომ ხარვეზები გამოსასწორებელია. მერე ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით რაღაც კომისიების შექმნა და შემდეგი არჩევნებისთვის მზადება.

 

თქვენი აზრით რომელ ვარიანტს აირჩევს დორბლიანი?

 

"დასავლეთი აიძულებს" ვერსიისაც ნაკლებად მჯერა. მათი თვალსაწიერიდანაც შევხედოთ სიტუაციას. ერთი მხრივ რეჟიმი, რომელიც ასე თუ ისე კონტროლირებადია (ხანდახან წამოყრანტალებულ სისულელეებს თუ არ ჩავთვლით). მეორე მხარეს კიდევ ოპოზიცია. გინდაც კონტროლირებადი ალასანია ავიღოთ. მაგის გასაყვანად რაღაც რესურსის ჩადებაა საჭირო. სხვა თუ არაფერი დრობლიანი რომ აიძულო სამართლიანი არჩევნები ჩაატაროს, რაღაცით უნდა დაემუქრო. ესეც გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. და რატომ გარისკავენ ვიღაც ალასანიას გამო? რას მოიგებენ ამისთანას ალასანიას ხელისუფლებაში მოსვლით? დემოკრატიის იმპორტის არაეფექტურობა ბუშის ადმინისტრაციამ დაამტკიცა, და აშშ-ში ჩვენგან განსხვავებით როგორც წესი სწავლობენ საკუთარ შეცდომებზე.

 

მოკლედ მერობა თუ უნდა ალასანიას, ისეთი სიტუაცია უნდა შექმნას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რეალური იყოს ამ რეჟიმის დამხობა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

choxa

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშიდ ედაქალაქის მერის პოსტი საპრეზიდენტო ტრამპლინია

 

ამის მაგალითები უამრავია

 

 

თუმცა საბოლოო ჯამში ყველაფერი მაინც პირობითია და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

 

გეთანხმები.

 

თავიდან ეს ნიუსი ცოტა მეხამუშა, თუმცა, რომ დავუფიქრდი, მომწონს იდეა.

 

ამ ეტაპზე, გარკვეულწილად, წინ წამოიწია ალასანია, როგორც ახალი და საინტერესო პოლიტიკური ფიგურა, რომელიც, ჯერ ხმამაღლა და აღიარებით არა, თუმცა, უკვე მოიაზრება, როგორც საინტერესო საპრეზიდენტო კანდიდატურად.

 

აი, პირდაპირ საპრეზიდენტო კანდიდატურად მაინც მეხამუშებოდა (მიუხედავად იმისა, რომ ჩემთან მისნაირი პოლიტიკის წარმოება უფრო ახლოა, ვიდრე ჟივილხივილიანობა და გულზე მჯიღების ცემა), ვინაიდან მაინც უცნობია, არ ვიცით, რისი გამკეთებელია..

 

აი მერის პოსტი კი შესანიშნავია. თუ გაიმარჯვებს, ვერც ქვეყანას დააქცევს, ვინაიდან აბსოლუტური ძალაუფლება არ ექნება, თუმცა, ბევრის გაკეთების შესაXლებლობა ექნება (გარკვეული ძალაუფლება) და ამით ეძლევა შანსი, დაამტკიცოს, რომ გაწონასწორებული პოლიტიკოსის უკან, ჭკვიანი და კეთილისმსურველი პოლიტიკოსიც იმალება.

 

აი სუბარისათვის კი მართლა მომწონს საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

თუ ასე გაგრძელდა ყველაფერი, მერი იქნება გეგენავა, და შემდეგი პრეზიდენტი - იაკობაშვილი.

 

კი, ან საერთოდ აღარაფერი აღარ იქნება

 

მე უბრალოდ ლოგიკური გაგრძელებების პროგნოზირებას ვცდილობ, მანდ კი ძალადობა უკვე ძალიან არალოგიკურია, თვით ამ ხელისუფლებისთვსიაც კი :D

 

Goddess

თავიდან ეს ნიუსი ცოტა მეხამუშა, თუმცა, რომ დავუფიქრდი, მომწონს იდეა.

აჰა, ეგრე იყო ჩემკენაც

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

მერობა თუ უნდა ალასანიას, ისეთი სიტუაცია უნდა შექმნას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რეალური იყოს ამ რეჟიმის დამხობა

ალასანიას ეგ რომ შესძლებოდა გასულ გაზაფხულზე შექმნიდა მაგ სიტუაციას :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasalexx

 

ალასანიას ეგ რომ შესძლებოდა გასულ გაზაფხულზე შექმნიდა მაგ სიტუაციას :D

დრო სჭირდება ამ საქმეს და საზოგადოებაშიც უნდა გაჩნდეს მოთხოვნილება ალასანიას ტიპაჟის მსგავს ლიდერზე,

გიჟი-ჭკვიანი, გიჟი-ეხლა ჭკვიანის დროა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ალასანიას ეგ რომ შესძლებოდა გასულ გაზაფხულზე შექმნიდა მაგ სიტუაციას

რევოლუციური სიტუაციები ასე არ იქმნება....

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მერობა თუ უნდა ალასანიას, ისეთი სიტუაცია უნდა შექმნას, რომ არჩევნების გაყალბების შემთხვევაში რეალური იყოს ამ რეჟიმის დამხობა

 

ალასანიას ეგ რომ შესძლებოდა გასულ გაზაფხულზე შექმნიდა მაგ სიტუაციას

 

შესძლებოდა არა, რომ სდომებოდა

 

ისე კი, ძალიან მეეჭვება არჩევნების გაყალბების შემთხვევაში საერთოდ ვინმემ შესძლოს სიტუაციის დაჭერა

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აუცილებლად მოიგებს სუბართან ერთად არჩევნებს და თუ გააყალბეს,ჩოხას თქმის არ იყოს,ვეღარაფერი უშველით.გაუკეთებენ იმ დრინებს ერთ ადგილში,რომლებსაც ნოემბერში იქნევდნენ. Edited by lasha1997
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ალასანიას ეგ რომ შესძლებოდა გასულ გაზაფხულზე შექმნიდა მაგ სიტუაცია

მარტო ალასანია ვერც შექმნიდა. ხალხის ნებაა ამისთვის საჭირო. დემოკრატია ხალხის მმართველობაა. ხოდა ალასანიამ, თუ ვინც იქნება, გზა უნდა აჩვენოს ხალხს, რომლითაც გამარჯვება შეიძლება. თუ ხალხი გაყვება ამ გზას გაიმარჯვებს, თუ არა დამარცხდება. მაგრამ გეგმა ყველა ვარიანტში უნდა არსებობდეს. თორე მიშას პატიოსნების და თინა კეიდენაუს იმედით ჩემმა მტერმა იაროს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...