newstudio Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 აშშ-ს მიზანია, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში ინტეგრირებული ნახოს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. “სახელმწიფო მდივანმა ნათლად განაცხადა, რომ ჩვენი მიზანი არის არა მხოლოდ ის, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი სხვებმა არ აღიარონ, არამედ ვნახოთ ისინი საქართველოში ინტეგრირებული. ასევე ჩვენი მიზანია, საქართველო ისეთი ძლიერი და მიმზიდველი ქვეყანა გახდეს, რომ ამ ხალხს უკან, საქართველოში დაბრუნების სურვილი გაუჩნდეს. ვფიქრობ, ქართველებსაც ასე მიაჩნიათ”, - განაცხადა გორდონმა. მან აქვე აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების რჩევა არ არის საქართველომ სრულიად არაფერი გააკეთოს. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აშშ არ აპირებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას და მიაჩნია, რომ რუსეთმა აუცილებლად უნდა შეასრულოს შეთანხმებების პირობები, მათ შორის ჯარების კონფლიქტამდე პოზიციებზე დაბრუნების შესახებ და ეს ნაბიჯები დაუყოვნებლივ უნდა გადადგას. გორდონის განცხადებით, კლინტონთან შეხვედრაზე სააკაშვილმა ნათლად დააფიქსირა, რომ საქართველოს ესმის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის სწრაფად ან სამხედრო გზით მოგვარება სტრატეგიული შეცდომა იქნება. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 პ.ს. იტოგში ამ დიპლომატიური ლაილაის უკან სტატუს ქვოს შენარჩუნების სუნი მცემს... თქვენ რას ფიქრობთ უზერებო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 არ მჯერა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 22, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 nikusha_marx არ მჯერარა არ გჯერა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nikusha_marx Posted September 23, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 23, 2009 არ მჯერა რა არ გჯერა? არ მჯერა რომ ინტერგირება აწყობთ.... იმიტომ რომ გაერთიანებბყული საქარტველო ძლიერი საქარტვლო იქნება, ხოლო ძლიერი საქართველოს კიდევ ფეხებზე ეკიდება ამერიკის შნირობა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 ეხლა რუსეთთან ამერიკა რაღაც ძალიან დატკბა შეიძLება ჩვენი ინტერესები ანაცვალეს ირანს ამ ეტაპზე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 newstudio ეხლა რუსეთთან ამერიკა რაღაც ძალიან დატკბა შეიძLება ჩვენი ინტერესები ანაცვალეს ირანს ამ ეტაპზეარ ახასიათებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას მოკავშირეების გადაგდება-გაცვლა. გამორიცხულია რასაც შენ წერ და არა ერთხელ დამტკიცდა ეგ უკვე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 24, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 Saturn არ ახასიათებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას მოკავშირეების გადაგდება-გაცვლა. გამორიცხულია რასაც შენ წერ და არა ერთხელ დამტკიცდა ეგ უკვე.მე ვრაუდს გამოვთქვავ, რომ საქართველოშI სტატუს ქვო ირანის სანაცვლოდ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 Saturn არ ახასიათებს აშშ-ს საგარეო პოლიტიკას მოკავშირეების გადაგდება-გაცვლა. მაგი ყველას ახასიათებს.ერაყის პირველი ომის დროს ააბუნტეს ქურთები და მერე შეატოვეს სადამას. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 24, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 24, 2009 (edited) newstudio გორდონის განცხადებით, კლინტონთან შეხვედრაზე სააკაშვილმა ნათლად დააფიქსირა, რომ საქართველოს ესმის, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემის სწრაფად ან სამხედრო გზით მოგვარება სტრატეგიული შეცდომა იქნება. ამ კუთხეების დაბრუნება შეუძლებელია და ეს უნდა გავიგოთ ყველამ.ერთი გზა არის,რუსეთის დანგრევა,მაგრამ.................დაჟე რუსეთის სატელიტობაც არავითარ შედეგს არ გამოიღებს. ამას პოლიტიკოსები ვერ იტყვიან.ეს მათი კარიერის სიკვდილი იქნება. ეს გაეროს თემაში დავპოსტე და ამ თემას უფრო უდგება ეს პოსტი. ყველაზე საინტერესო ამ სამიტზე იყო,მედვედევი ობამას შეხვედრა.სადაც მედვედევი დაეთანხმა ობამას ირანის შესახებ,რომ ისაც წინააღმდეგია ირანს ატომური ბომბი რომ ჰქონდეს.სანქციებზეც დათანხმდა. კარგათ თუ დავუფიქრდებით ვაჭრობა შედგა ჩემის აზრით და ეს ძალიან ცუდია ჩვენი ქვეყნისთვის.ყოველთვის იმას ვამბობდი,რომ ეს ქვეყანა თავის ინტერესებს აყენებს პირველ რიგში მეთქი და ეს ობამამაც სთქვა გაეროში. Edited September 24, 2009 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.