Jump to content
Planeta.Ge

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს, "სიმართლის დრო" წაიყვანს


Recommended Posts

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს

 

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს.

როგორც “ინტერპრესნიუსს" შალვა რამიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ გადაცემას "თიბისი თივი" ამზადებს და იგი ეთერში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავა.

"გადაცემაში ჩეულებრივი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, დაისმება სულ 21 შეკითხვა. პასუხების სისწორე კი სიცრუის დეტექტორის მიხედვით დადგინდება", - განაცხადა რამიშვილმა.

მონაწილე, რომლის 21-ვე პასუხი სწორი აღმოჩნდება 100 000 ლარს მიიღებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

უზერებო, გაიყიდა შალვა?

 

 

 

პ.ს. დარდუბალა არა იხვის ტოლმა :ena:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს

 

შალვა რამიშვილი ტელეკომპანია "იმედზე" შოუს "სიმართლის დრო" წაიყვანს.

როგორც “ინტერპრესნიუსს" შალვა რამიშვილმა განუცხადა, აღნიშნულ გადაცემას "თიბისი თივი" ამზადებს და იგი ეთერში ოქტომბრის შუა რიცხვებში გავა.

"გადაცემაში ჩეულებრივი ადამიანები მიიღებენ მონაწილეობას, დაისმება სულ 21 შეკითხვა. პასუხების სისწორე კი სიცრუის დეტექტორის მიხედვით დადგინდება", - განაცხადა რამიშვილმა.

მონაწილე, რომლის 21-ვე პასუხი სწორი აღმოჩნდება 100 000 ლარს მიიღებს.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

უზერებო, გაიყიდა შალვა?

 

 

 

პ.ს. დარდუბალა არა იხვის ტოლმა :ena:

 

ვისთვისაც პრინციპებზე უფრო მნიშვნელოვანი ფინანსებია, ასეთი მრავლადაა, და ისევე იყიდებ შალვა, როგორც უმეტესობა, ასე რომ არც პირველია და არც უკანასკნელი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა ქნას, შიმშილით მოკლას 3 შვილი?

და ის ბოღმა, რაც გულში აქვს იმათ მიმართ, ვინც ციხეში აყურყუტა საშინელ პირობებში, გაუქრებოდა ? თუ შეუყვარდებოდა ის ხალხი?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აბა რა ქნას, შიმშილით მოკლას 3 შვილი?

და ის ბოღმა, რაც გულში აქვს იმათ მიმართ, ვინც ციხეში აყურყუტა საშინელ პირობებში, გაუქრებოდა ? თუ შეუყვარდებოდა ის ხალხი?

 

 

კონფორმიზმი სხვა კი არაფერია

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მახსოვს, როცა ბორკილებით მიყავდათ, იძახდა მე ჩემი მაყურებლის იმედი მაქვს, სხვა არავისიო.

ხოდა იმ მაყურებელს დიდად არ გამოუდია თავი მაგის გულისთვის.

 

დაე, წაიყვანოს ეგ გადაცემა თავისი ყოფილი თანამშრომლების და "მეგობრების" გულის გასახეთქად და მიიღოს მათზე მაღალი ხელფასი.

 

ეჭვი მეპარება, მაგათსავით ნაცბოლშევიკურ აგიტაციას მიჰყოს ხელი, მოვა დრო და სადაც საჭირო იქნება, იქ დადგება.

ჯერჯერობით კი მოითქვას სული. მე ვერ დავძრახავ. რა ვიცი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

არ ვიცი ვიზე მაღალ ხელფასს მიიღებს ან ვიზე ნაკლებს,არც ის ვიცი ვისზე ნაკლებ კაცობას დაანახებს ამით ან ვისზე მეტს... მაგრამ 1 დამანდვილებით ვიცი :D ეს არ უნდა ექნა... რატომ? მიშას მიეყიდა! ვინმე სვავს კითხვას "რატომ"? ეს კითხვა უკვე ამაზრზენია და მეტი არაფერი :)
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

კონფორმიზმი სხვა კი არაფერია

კი მაგრამ, თავიდანვე შეტენოდა მიშას და ხოშიანად იქნებოდა, გარდა ამისა შეწყალების თხოვნითაც შეეძლო მიემართა პრეზიდენტისთვის და ციხე არ ეხეხა ბოლომდე

 

მახსოვს, როცა ბორკილებით მიყავდათ, იძახდა მე ჩემი მაყურებლის იმედი მაქვს, სხვა არავისიო.

ხოდა იმ მაყურებელს დიდად არ გამოუდია თავი მაგის გულისთვის.

 

დაე, წაიყვანოს ეგ გადაცემა თავისი ყოფილი თანამშრომლების და "მეგობრების" გულის გასახეთქად და მიიღოს მათზე მაღალი ხელფასი.

 

ეჭვი მეპარება, მაგათსავით ნაცბოლშევიკურ აგიტაციას მიჰყოს ხელი, მოვა დრო და სადაც საჭირო იქნება, იქ დადგება.

ჯერჯერობით კი მოითქვას სული. მე ვერ დავძრახავ. რა ვიცი.

გეთანხმები, ყველამ დაიკიდა ეს კაცი და მერეც, ციხიდან რომ გამოვიდა,

ადგა და ასეთი ნაბიჯი გადადგა, ღმერთმა ხელი მოუმართოს

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხოო.

რთული თემაა...

ერთის მხრივ მორალი...

მეორეს მხრივ მუცელი..

მოდი და თქვი რამე.

არადა :)) მემგონი ხალხს იმიტომ უფრო უტყდება ეს საქციელი რომ, ამ კაცის იმედი ჰქონდა :)) მე კი არ მქონია და არც გამიკვირდა :D)

 

ისე ერთი რამ უდავოა, მაგისგან ვინც წამოვიდნენ ასი თავით ყველაზე ნიჭიერია.

 

ამის დასტურად ის უგემოვნო და უნიჭო პროდუქტებიც საკმარისია რასაც ის ადამიანები ქმნიან...

 

სვარკის აპარატის ყურებას მაგონებს მაგათი გადაცემების ყურება :D :D :(

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ერთის მხრივ მორალი...

მეორეს მხრივ მუცელი..

მუცელი ყოველთვის ცუდად ამთავრებს ხოლმე)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

ერთის მხრივ მორალი...

მეორეს მხრივ მუცელი..

მუცელი ყოველთვის ცუდად ამთავრებს ხოლმე)))

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აგერ ბატონმა iraklion-მა დადო ეს წერილი მეზობელ თემაში.

მე მგონი ამ თემის რაღაც კითხვებზე პასუხია

 

ახლა, როცა მალე კომფორტულ სტუდიაში შევალ და ძვირად ღირებულ შოუს წავიყვან - ხშირად ვუფიქრდები ერთ რამეს: ხომ არ ვღალატობ თაგვის ცურცლით სავსე 105-ის სტუდიაში ჩამჯდარ იმ ხულიგან შალვა რამიშვილს, რომელიც 10 წლის წინ თავის პანკი მეგობრებთან ერთად ასე აშფოთებდა თბილისს. ცხადია, რომ ფედერალური არხის ეთერი, კარგი ვიზუალი და ეფექტური მენეჯმენტი ერთი-ორად გაზრდის ჩემი მომავალი ტელენაკეთობების რეიტინგს. მაგრამ უფასო ყველი მხოლოდ სათაგურშია ხომ არ მომიწევს შემოქმედების გაუპატიურება,

ხომ არ დამღრღნის კომფორმიზმის ჭია და ხო მარ დავემსგავსები მაგალითად გია ჭანტურიას. Gგია ძალზედ ნიჭიერი კაცია. ამასთან მისი შესაძლებლობები არ ამოიწურება მხოლოდ პაროდირების უნარით. ამას მასზე ბოროტი და დაბოღმილი ადამიანები ამბობენ. რა თქმა უნდა ჭანტურია შესაძლებლობები ძალზედ დიდია. მაგალითად ყველამ უნდა იცოდეს, რომ გია მხატვარ ვიკა წიკლაურთან ერთად “დარდუბალას” ავტორი და შემოაქმედებითი მოტორი გახლდათ. ძალზედ ხშირად ჭანტურიას ბრწყინვალე იდეას გამოვუყვანივართ სასცენარო ჩიხიდან. მის სასახელოდ ისიც უნდა ითქვას, რომ ერთ დროს გია ქართული სამამულო მულტიპლიკაციის ახალი ერის სტარტზე იმყოფებოდა და პირველი ჩაეშვა მარათონში ანიმაციური 3 განზომილებიანი ნოვაციების ზეობისა. ამასთან ამ კაცმა კარგად იცის ხალხის გაჭირვებაც და სნობიც არაა, რადგან ახალგაზრდობაში მიწისქვეშა გადასავლელებში მოხეტიალე მუსიკოსებთან ერთად (აწ წარმატებულ ზუმბა და მისთ) უმღეროდა მოსახლეობას ორ გროშად. იმ ხანად მე ერთ რამეში ვიყავი დარწმუნებული: ყველგან, სადაც არ უნდა ყოფილიყო გია, ზვიად გამსახურდიას მომხრეებთან ერთად მთავრობის სახლის ბუნკერში, მიწისქვეშა გადასასვლელში ქუჩის მუსიკოსების გარემოცვაში, მოხეტიალე ძმაკაცებთან ერთად აჭარის პლაჟზე უკაპიკოდ წასული - იგი იყო თავისუფალი სულის მატარებელი სუბიექტი და კლასიკური ლუზერ-ნონკომფორმისტი.

დროება შეიცვალა და ახლა გია I არხის უფროსია. გაექცევა თუ არა ის ძველ ჭანტურიას?! იმ ჭანტურიას, რომელიც 2001 წლის 9/11-ის ტრაგედიისას ბენ ლადენის მომხრეებს გულშემატკივრობდა (დარწმუნებული ვარ ამას რაღაც ახირებით აკეთებდა), რომელმაც დარდუბალას სტუდია დატოვა იმ მიზეზით, რომ სააკაშვილთან ძმაკაცობაში დამდო ბრალი. ნეტავ შეინარჩუნებს ის ბრემენელი მუსიკოსების სულისკვეთებას?! არ ვიცი.. არ ვიცი.. მანამდე კი მსურს მეგობრულად ვთხოვო მას. ნუ ეცდება საკუთარ თავს უღალატოს. რა თქმა უნდა იგივე რამ საკუთარ თავსაც მინდა რომ ვუსურვო. ასევე მსურს, რომ გიამ თავისი გამოცდილებაც გამანდოს მე ხომ მაინტერესებს თუ როგორ ახერხებს დიდ კაბინეტში დისლოცირებული გიაბოსი მეამბოხე სულის კვეთების შენარჩუნებას. მსგავსი გამოცდილება ძალზედ მჭირდება ახლა. იმედია ჭანტურია დახმარების ხელს გამომიწვდის და მეგობრულ რჩევებს დამიმეილებს.

დასასრულ მინდა ყველას შევახსენო ის, თუ როგორები ვიყავით ჩვენ 105-ელები ადრე. მოუსმინეთ ამ სიმღერას, რომლის ავტორიც გია ჭანტურიაას. მოდით ყველამ გავიხსენოთ ის კეთილი დრო როცა გიას ხშირად ფენოვანი ხაჭაპურის ფული არ ჰქონდა და უნივერსიტეტის ბაღში მდელოზე გაუთენებია. ნახეთ სამაგიეროდ რა სულისკვეთება ჩანს მის ნახელავში, როგორ მღერის ის I არხზე. დატკბით ისიამოვნეთ და გაიხარეთ.

 

 

თქვენი შალვა რამიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შალვა რამიშვილი - “თუ რევოლუციის ერთი ადგილი არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაწყნარდე და სხვებს აცალო საქმის კონსტრუქციულად კეთება”

 

“ერთ რამეს ვიტყვი - როდესაც ახსენებ რევოლუციას ამისი ერთი ადგილი უნდა გქონდეს და თუ რევოლუციის ერთი ადგილი არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაწყნარდე და სხვებს აცალო საქმის კეთება - სულ ეს არის! მე არც პრეზიდენტობას ვაპირებ და არც პოლიტიკოსობას, ღმერთმა დამიფაროს”, - აცხადებს შალვა რამიშვილი გაზეთ “ალიასთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით რატომ ალაპარაკდა შალვა რამიშვილი კონსტრუქციულ დიალოგზე?

“არის ორი ალტერნატივა - ან ვაწყობთ რევოლუციას, რისი ერთი ადგილიც ოპოზიციას არ აღმოაჩნდა ან კონსტრუქციულად, აყალმაყალის გარეშე ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად. მინდა მკითხველმა შეიგნოს, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. მე არ ვარ პოლიტიკოსი და რევოლუციას ვერ ჩავუდგები სათავეში, მაგრამ თუკი ოდესმე ხალხს დავუძახებ მიტინგზე, ვეტყვი, რომ ისინი მიდიან სერიოზულ რისკზე. ეს მავანმა არ გააკეთა, ამიტომაც პროფესიონალებმა უნდა აკეთონ თავისი საქმე. რაც შეეხება ჩემს შესაძლო გარიგებას ხელისუფლებასთან - დღეს გავიდა სიუჟეტი, სადაც საზოგადოებას ვაუწყე ყველა ის პრობლემა, რაც ხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მოდით, მომავალმა განსაზღვრომ და ყველაფერს დაარქვას თავისი სახელი. დღეს პრესკონფერენციაზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თემა წამოვწიე. ჩემი მეგობრები არიან ძალიან ცუდ დღეში, მე არ მაქვს იმის რესურსი, რომ ციხეში მივვარდე, დავამტვრიო გისოსები. ამას არც გავაკეთებ, კონსტრუქციულად ვიმუშავებ. ეს ნიშნავს, რომ აყალმაყალისა და ქვების სროლის გარეშე ვიბრძოლებ, რათა ჩემს მეგობრებს - 500 პატიმარს ნორმალური ძილის საშუალება ჰქონდეს. ასევე იქნება კონკრეტული თემები, ჩემი პოზიციები გამყარებული იქნება სამართლებრივად, ზნეობრივად - ამას ვგულისხმობ კონსტრუქციულობაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას შალვა რამიშვილი.

“შაშკინმა ჟურნალისტები წაიყვანა არა რუსთავის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არამედ გლდანში. ასეთი რამე გაგიგიათ ხალხო? მიუხედავად ასეთი სიყალბისა, მაინც მიმაჩნია, რომ კონსტრუქციული ქმედებაა საჭირო. და აქ ერთი გზაა - კიდევ უნდა ჩატარდეს პრესკონფერენცია, სერიოზული ბრძოლა უნდა დავიწყოთ და ვამხილოთ მინისტრი შაშკინი მინიმუმ არაპროფესინალიზმში და მოტყუების მცდელობაში. გამორიცხულია, შაშკინს შენობაში არ მივუვარდები, შუშებს არ ჩავუმტვრევ და არ ვცემ. შაშკინის ეს ქმედება ნიშნავს, რომ მას შეკითხვებზე პასუხი არ აქვს. კიდევ ვიმეორებ - ვრჩები კონსტრუქციული, თავში აგურის ჩარტყმას არავისთვის არ ვაპირებ, იმიტომ, რომ ეს არის კონტრპროდუქტიული. ოთხი წელი ციხეში ვიჯექი, შეწყალება არ მითხოვია და რამე რომ იყოს, კიდევ ჩავჯდები, მაგრამ ასეთი იდიოტური ქმედებებისთვის - არა! როცა იქადი, რევოლუციას მოგიწყობო და ყველა კარგად ხედავთ, რა დღეშიც ვართ - ამის გამკეთებელი არ ვარ, ჩემს სიტყვას ვუფრთხილდები”, - დასძენს გამოცემის რესპონდენტი. და შეკითხვას - “უკვე უჭვს იწვევს, რომ “ტი-ბი-სი ტივიში” მომზადებული გადაცემა “სიცრუის დეტექტორი” “იმედის” არხზე გავა. პირდაპირ გკითხავთ - გაყიდეთ თუ არა თქვენი პროფესიონალიზმი?” - პასუხობს:

“ფულით ყველაფრის ყიდვა არ შეიძლება, მით უმეტეს, ასეთ პატარა ქვეყანაში. რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, თუ რას გავაკეთებ - ამას ძალიან მალე დავუმტკიცებ მოსახლეობას”.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110215.html

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

licemer

 

ვნახოთ რამაზ ბატონო. ეს ხომ ადვილად გამოჩნდება. მე უფრო ოპტიმიზმისკენ ვიხრები შალვას მიმართ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...