newstudio Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 ევროკავშირის ექსპერტების კომისიამ შარშანდელი ზაფხულის სამხრეთ ოსეთის ომში საქართველო დაადანაშაულა, თუმცა ნაწილობრივ პასუხისმგებლობა რუსეთსაც დააკისრა, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა SPIEGEL იტყობინება. SPIEGEL-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ საქართველო-რუსეთის შარშანდელი ზაფხულის ომის გამოსაძიებლად შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ დაასკვნა, რომ ხუთდღიანი ომის დაწყებაზე პასუხისმგებელი თბილისია. ბრიუსელში, იმ დიპლომატების ინფორმაციით, რომლებიც საიდუმლო დოკუმენტის შინაარს იცნობენ, ევროკავშირის ექსპერტები ომზე პასუხისმგებლობას რუსეთსაც აკისრებენ. დასკვნა, რომელიც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და ბენელუქსის ქვეყნებიდან მისი კოლეგების ინიციატივის შედეგია, ასკვნის, რომ არმიის მასობრივი გადაადგილების გზით მოსკოვმა კონფლიქტის ესკალაცია მოახდინა. საერთაშორისო კომისიას, რომელსაც ჰეიდი ტალიავინი ხელმძღვანელობს, სურს დოკუმენტი მომავალ კვირამდე არ გამოაქვეყნოს, რადგან შვეიცარიელ დიპლომატს სურს, ეს სადაო დასკვნა პირველ რიგში ნიუ-ორკში, გაეროს გენერალურ მდივანს, ბენ კი მუნს წარუდგინოს. ამის შემდეგ, კომისიის დასკვნის შედეგების შესახებ ერთდროულად აცნობებენ ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ელჩებს ბრიუსელში და საქართველოს და რუსეთის მთავრობებს. SPIEGEL-ი წერს, რომ დასკვნის გამოქვეყნება, ომზე პასუხსისმგებელ მხარეზე დებატებს კვლავ განაახლებს. “საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკვე დაიჩივლა, რომ “ზოგიერთი იდიოტი ამტკიცებს, რომ ომი ჩვენ დავიწყეთ”-ო. თბილისს განსაკუთრებით იმის ეშინია, რომ დასკვნა უახლოეს მომავალში საქართველოს ნატოში გაწევრიანების შანსებს შეამცირებს”,-აღნიშნულია სტატიაში. წერილის თანახმად, კონფლიქტი 2008 წლის 7 აგვისტოს გაჩაღდა, როდესაც საქართველომ აჯანყებულ რეგიონზე, სამხრეთ ოსეთზე შეტევა წამოიწყო. რუსეთის არმიამ ქართველების შეტევა სასწრაფოდ მოიგერია და ღრმად საქართველოს ტერიტორიაზე შეიჭრა. როგორც ვარაუდობენ, ასობით ადამიანი, მათგან ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ვიდრე 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთნხმება არ გაფორმდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 newstudio დახურე ეს დეზინფორმაციული თემა! შპიგელი არა შვაინშტაიგერი კიდე.ტალიავინმა გააკეთა ამაზე ოფიციალური კომენტარი უკვე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 Tazo200X ტალიავინმა გააკეთა ამაზე ოფიციალური კომენტარი უკვე...http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 აგერ არის წყარო..ამის საწინააღმდეგო არის რამე>? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 newstudio კი,ტალიავინის განცხადება.მაინცდამაინც ღორების მიერ დაფინანსებული გაზეთი უნდა მოიყვანოთ წყაროდ?თან მეორედ ჭამს ქაქს ეგ "გაზეთი"... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 Tazo200X კი,ტალიავინის განცხადება.და რათქვა? არ მომისმენია((( Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Tazo200X Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 newstudio შპიგელმა ეგ რამდენიმე თვის წინ დაწერა, არიქაო...ხოდა გამოვიდა ტალიავინი და ოე, ხომ არ გაჟრიალებთო და ოფიციალურად უარყო ინფო. ანუ ის ინფო, რომელიც გამოქვეყნდა შპიგელში და რომელიც ჩვენმა მასმედიის საშუალებებმა ასე სწრაფად აიტაცეს.დეზაა ეგ, დეზა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 Tazo200X დეზაა ეგ, დეზაძალიან კარგი მაგრამ დასკვნა რომ მომავალ კვირას იქნება, ეგ მე მგონი უკვე ფაქტია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 მოდით ბატონებო ერთი ორი კვირა მოვითმინოთ და დასკვნა რომ გამოქვეყნდება მერე ვისაუბროთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
skiamakia Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 newstudio დახურე ეს დეზინფორმაციული თემა! შპიგელი არა შვაინშტაიგერი კიდე.ტალიავინმა გააკეთა ამაზე ოფიციალური კომენტარი უკვე... შვაინშტაიგერი მომეწონა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 ამ დასკვნის რა ნაწილი გახდება საჯარო უახლოეს ხანში არ ვიცი, მარა ის, რომ შარშან აგვისტოში მიშამ ამაყად განაცხადდა, რომ რუსი სამშვიდობოები გაგებით ეკიდებიან მის სურვილს წესრიგი დაამყაროს ცხინვალის რეგიონში, რასაც მოჰყვა ყურაშვილის აარანაკლები ყელმოღერებით განცხადება კონსტიტუციური წესრიგის აღდგენისა, ეს ხომ ფაქტია!7-ში ღამით გრადებით განათებული ცხინვალის შტურმის კადრები კი მთელმა მსოფლიომ ნახა.ასე რომ მხოლოდ მარტივი სურვილი ჭეშმარიტების დადგენისა და სინდისია საჭირო იმისთვის, რომ ითქვას, რა მოხდა იმ დღეებში.ამ შემთხვევაში სიმართლე, ,მგონია საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 liliko 7-ში ღამით გრადებით განათებული ცხინვალისმოიცა კაცო, განათებული თუ იყო როგორ ეძინათ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 liliko მოიცა კაცო, განათებული თუ იყო როგორ ეძინათ? მაგაშია ჩვენი პრობლემა, რომ ამაზეც კი ვღდაობთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 ერთი კვირა დარჩა რა... შპიგელმა სხვათა შორის დაბეჭდა სტატია, ჩვენო გაზპრომის შვილობილობა დაგვაბრალა რომელიღაც ქართულმა ნიუს სააგენტომო და აგერ ჩვენო, აგერ კომისიის დასკვნაო და მერე რას იტყვიან ძალიან გვაინტერესებსო, მაგათ გერმანიის გამოცემა საქართველო ხომ არ ჰგონიათო.... რაცხა მაგრად დგანან და იევიცი იევიცი... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ლ ი ც ი Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 რუსული მხარე “შპიგელის” მეშვეობით ტალიავინის კომისიაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენს “შპიგელი” კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თითქოს რუსეთან ომი საქართველომ დაიწყო. სტატია ანონიმი “ბრიუსელელი დიპლომატების” ინფორმაციაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ტალიავინის კომისია ქართულ მხარეს ომის დაწყებაში, რუსეთს კი ძალის გადამეტებაში დაადანაშაულებს. მართალია, ეს ინფორმაცია ტალიავინის, წინა შემთხვევების მსგავსად, ჯერჯერობით ოფიციალურად არ უარუყვია, მაგრამ ქართველი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ეს ინფორმაცია “სანდო არ არის” და ჯობს საზოგადოება ოფიციალური დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდოს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “შპიგელი”: ტალიავინის კომისია საქართველოს ადანაშაულებს / გერმანულმა ჟურნალმა თავის წყაროზე დაყრდნობით უკვე მესამედ გამოაქვეყნა ცნობები ევროკავშირის კომისიის გადაწყვეტილების შინაარსზე.“მართალია, წინა შემთხვევებში ტალიავინისა და მისი კომისიის წევრებს მოუხდათ განმარტების გაკეთება, რომ ჟურნალისთვის მათ ინფორმაცია არც ფორმალურად მიუციათ და არც არაფორმალურად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თემა ამ ჟურნალისთვის მაინც ერთ-ერთ საინტერესო თემად რჩება და გუშინ კიდევ გამოქვეყნდა სტატია, სადაც ისევ დასკვნის შინაარსზეა საუბარი. მართალია, ამ შემთხვევაში აღარ არის ნათქვამი, რომ მათ ეს ინფორმაცია კომისიის ხელმძღვანელისა თუ წევრებისგან აქვთ, როგორც წინა შემთხვევებში იყო, მარამ ფაქტია, რომ ამ ბოლო სტატიის თანახმადაც ტალიავინის კომისიის დასკვნა ისეთივე იქნება, როგორც ეს წინა სტატიებში იყო წარმოჩენილი. ბოლო სტატიის წყარო ანონიმი “ბრიუსელელი დიპლომატები” არიან. თუმცა “შპიგელი” იმასაც აღნიშნავს, რომ კომისია ომში ნაწილობრივ რუსეთსაც ადანაშაულებს, რომელმაც “გაამწვავა კონფლიქტი და მოქმედებაში ჩართო მსხვილი საარმიო შენაერთები”. ოფიციალური მონაცემებით, კომისიამ დასკვნა 30 სექტემბერს უნდა გამოაქვეყნოს”, - აღნიშნავს გამოცემა.“შპიგელის” ინფორმაციით, ჰაიდი ტალიავინის დასკვნის მოგვიანებით გამოქვეყნება სურს, რადგან აპირებს, გამოძიების საკამათო ეპიზოდები გაერო-ს გენერალურ მდივან პან გი მუნს წარუდგინოს. ამის შემდეგ კი, გერმანული გამოცემის მტკიცებით, ბრიუსელში შეიკრიბებიან ევროკავშირის 27 წევრი-სახელმწიფოს ელჩები, საქართველოსა და რუსეთის სამთავრობო დელეგაციების წარმომადგენლები და ტალიავინი მათ კომისიის დასკვნის საბოლოო ვარიანტს გააცნობს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით “შპიგელის” ინფორმაციაზე კომენტარების გაკეთება არ ღირს და სჯობს საზოგადოება კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას დაელოდოს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ის შემთხვევა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებას ეთანხმება ყველა ექსპერტი და იზიარებს ამ შეფასებას”, - დასძენს გამოცემა.“ცოტა ხნის წინაც ასე მოხდა. ჯერ გამოქვეყნდა ეს ინფორმაცია და მერე ტალიავინიმ უარყო და ახლაც ისევ ასე ხდება. ამაზე რა კომენტარის გაკეთება შეიძლება. ერთი ის არის, რომ ჩვენ უნდა დაველოდოთ ამ კომისიის დასკვნის გამოქვეყნებას და მერე ვილაპარაკოთ. იმიტომ, რომ ეს “შპიგელი” აშკარად წინ უსწრებს მოვლენებს და ძალიან ჩქარობს. როგორც ჩანს, უნდა შექმნას რაღაც საზოგადოებრივი აზრი და ამ ყველაფერზე სერიოზული კომენტარის გაკეთება რთულია. ამ ყველაფრის ერთობლიობა მიანიშნებს, რომ აშკარად უნდა ვეძებოთ კუდები, თუ ვინ არის ამ საკითხით დაინტერესებული”, - აცხადებს ექსპერტი ზურაბ აბაშიძე.“თუკი იმ ფაქტს გავითვალისწინებთ, რომ გამომცემლობის ვარიანტის დასკვნა ყველაზე მეტად რუსეთს უნდა აძლევდეს ხელს, ბუნებრივად ჩნდება ეჭვი, რომ ეს “კუდები” სწორედ რუსეთისკენ მიდის. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ “შპიგელის” ერთ-ერთი ოფიციალური მეპატრონე რუსული “გაზპრომია”. მიუხედავად ამისა, ექსპერტები მაინც მიიჩნევენ, რომ წინასწარ იმაზე საუბარი, რომ ეს რუსული დაკვეთით ხდება, არ შეიძლება. თუმცა რუსული ინტერესისადმი ლობირებას ცალსახად აღნიშნავენ”, - წერს სტატიის ავტორი.“ამ გამოცემას მაინცდამაინც არ ვენდობი იმის გამო, რომ აქამდეც ორჯერ იყო მსგავსი შემთხვევა, გაავრცელეს მცდარი ინფორმაცია და “შპიგელის” პუბლიკაციები ამ საკითხთან დაკაშირებით სერიოზულად არ აღიქმება. მე სულ ვცდილობ, ამ დასკვნასთან დაკავშირებით რაღაც ინფორმაცია მოვიპოვო, თუ რა პროგნოზები კეთდება ან რა ინფორმაციამ გაჟონა, მაგრამ ამ ინფორმაციას კომისიის წევრები საგულდაგულოდ მალავენ და ცდილობენ, წინასწარ არ გახმაურდეს და არანაირი პროგნოზი არ არსებობს. ამიტომ ჩემთვის ამ “ბრიუსელელი დიპლომატების” მოშველიებაც საეჭვოა და უფრო მეტიც - მიღრმავებს იმ ეჭვს, რომ ეს ყველაფერი შეგნებულად ვრცელდება. ის, რაც ხდება ამ გამომცემლობის მეშვეობით, ფსიქოლოგიურ ზეწოლას ჰგავს - როდესაც რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ჟურნალის ფურცლებზე კეთდება ისეთი დასკვნა, რომელიც არის რუსეთისთვის სასარგებლო, ეს სწორედ კომისიაზე ზეწოლას ჰგავს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ექსპერტი გოგი ხუციშვილი.“ტალიავინის კომისიის საერთო წონა არის ძალიან სერიოზული. ჩემი აზრით, ეს დასკვნა ალბათ იქნება ობიექტური და აქ იქნება ყველა მხარის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი. არ იქნება რომელიმე მხარე მთლიანად გამართლებული ან მთლიანად გამტყუნებული. ამასთან, ყველა მხარის პასუხისმგებლობის შესახებ, სავარაუდოდ, ლაპარაკი იქნება, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ მინდა წარმოვიდგინო, რომ რუსეთის, როგორც აგრესორის როლი არ იქნება სათანადად შეფასებული - იმიტომ, რომ ეს არ იყო პროპორციული რეაქცია იმაზე, რაც გააკეთა სააკაშვილმა. ეს იყო ჩაფიქრებული და განხორციელებული სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ტალიავინის დასკვნაში იქნება ასახული. გადახრა არ იქნება არსაით და ყველაფერი ობიექტურად იქნება შეფასებული”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გოგი ხუციშვილი.http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...ink/110215.html Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
liliko Posted September 22, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 22, 2009 newstudio შპიგელმა ეგ რამდენიმე თვის წინ დაწერა, არიქაო...ხოდა გამოვიდა ტალიავინი და ოე, ხომ არ გაჟრიალებთო და ოფიციალურად უარყო ინფო. ანუ ის ინფო, რომელიც გამოქვეყნდა შპიგელში და რომელიც ჩვენმა მასმედიის საშუალებებმა ასე სწრაფად აიტაცეს.დეზაა ეგ, დეზა თუ გულდასმით წაიკითხავ მაშინდელ ტალიავინის უარყოფას, მიხვდები, რა უარყო ოფიციალურად, მაგრამ ჩვენ ხომ დიპლომატიასთან მწყრალად ვართ, და გვესმის მხოლოდ ის, რაც გვინდა :eshmak: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.