Jump to content
Planeta.Ge

ალიანსი საქართველოსთვის საარჩევნო ცვლილებების კომისიასთან


Recommended Posts

“ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან დოკუმენტს საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფი მომავალ შეხვედრებზე განიხილავს.

როგორც ჟურნალისტებს “რესპუბლიკელმა” დავით ბერძენიშვილმა განუცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მათ დოკუმენტის ტექსტი გადასცეს, რომელიც ჯერ უნდა შეისწავლონ და შემდეგში განიხილონ.

ბერძენიშვილის ინფორმაციით, დოკუმენტში ასახული წინადადებები ეხება საპარლამენტო საარჩევნო სისტემას. “ჩვენ მომხრე ვართ რეგიონული პროპორციული სიების, თუმცა, მზად ვართ განვიხილოთ პროპორციულობის სხვა ტიპიც”, - აღნიშნა ბერძენიშვილმა.

მისი თქმით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული უნდა იყოს კანდიდატი, რომელიც ხმათა 50 პროცენტს მოიპოვებს. ამასთან, ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ რეალური თანამშრომლობის ფარგლებში ამ დოკუმენტის მთელი რიგი პუნქტები შეიცვალოს.

“მთავარია რეალურად ვითანამშრომლოთ. ალიანსის სამივე სუბიექტი დაინტერესებულია ნორმალური საარჩევნო პირობებით, რადგან ჩვენ ვემზადებით არჩევნებისთვის”, - განაცხადა ბერძენიშვილმა.

ალიანსის დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერეს შემდეგმა პოლიტიკურმა პარტიებმა: “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”, მოძრაობა “ერთიანი საქართველოსთვის”, “კონსერვატორებმა” და “ხალხის პარტიამ”.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

პ.ს. ესეთი ტიპის თანამშრომლობა მისაღებია თუ არა ?! რას იტყვით უზერებო?

 

მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება არ წამოვა რაიმე სერიოზულ ცვლილებაზე...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

რაც უფრო მალე დაიწყებს ალასანია ინდივიდუალურ მოქმედებას, მით უფრო კარგი იქნება მისთვის და მისი პარტიისთვის..ბერძენიშვილები, გამყრელიძეები და ძმანი მათნი წარსულს უნდა ჩაბარდნენ ერთხელ და სამუდამოდ რა..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ალიანსი საქართველოსთვის საარჩევნო ცვლილებების კომისიასთან, თანამშრომლობს

ძალიან კარგი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პარტიული ინფრასტრუქსტურა................................ ესაა მთავარი მათთვის.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

“ალიანსი საქართველოსთვის” მიერ წარდგენილ 12-პუნქტიან დოკუმენტს საარჩევნო კანონმდებლობაზე მომუშავე ჯგუფი მომავალ შეხვედრებზე განიხილავს.

 

 

პ.ს. ესეთი ტიპის თანამშრომლობა მისაღებია თუ არა ?! რას იტყვით უზერებო?

 

მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება არ წამოვა რაიმე სერიოზულ ცვლილებაზე...

 

 

მიშას ტერმინოლოგიას თუ ვიხმარ, თუ ბიძია სემთან არ აქვთ საქმე ჩაწყობილი, გაფარჩაკდებიან :D

თუმცა რესპუბლიკელებისგან არ მიკვირს. არაა გამორიცხული, მაგენი გამოიყენონ და ისევე მოიტოვონ, როგორც მიშამ მოიტოვა 2003-ში. ან გამყრელიძეს რისი იმედი აქვს, არ ვიცი.

ალასანია, როგორც პოლიტიკოსი არ ვიცი რას წარმოადგენს, მარა ეს არაა პრობლემა? პრობლემა ისაა, რომ მან თავადაც არ იცის რას წარმოადგენს, და ეს ძალიან ადვილად იკითხება მის მოქმედებებში :)

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძალიან დიდ რისკზე წავიდა ალასანია ჩემი აზრით.

თუ წარუმატებლად ითანამშრომლა დიდი შანსია რომ თორთლაძე-დავითაიად გცევა არ ასცდება.

აი თუ წარმატებას მიაღწია კი დიდი შანსია რომ გიორგი თარგამაძეობა დაბრალდეს...

ეს ორივე მდგომარეობა კი დღეს საქართველოში უკიდურესად სამარცხვინოა...

 

ასე რომ უფსკრულის პირას დადის... და ემანდ არ გადაიჩეხოს აი...

 

მაგრამ თუ გაარტყა... აი მაშინ ხო...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

dire

თუ წარუმატებლად ითანამშრომლა დიდი შანსია რომ თორთლაძე-დავითაიად გცევა არ ასცდება.

არის ამის საფრთხე ობიექტურად!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...