newstudio Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 რადიო ``ჰერეთი`` კახეთის გუბერნატორი რეგიონში რთველის მიმდინარეობას წარმატებულს უწოდებს და პრობლემების არარსებობაზე საუბრობს. გიორგი ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ასეთი წარმატებული რთველი კახეთს არ ახსოვს. “რაც მთავარია, დღეს ვერცერთ გაწამებულ ადამიანს ვერ იპოვით, რომელმაც ქარხანასთან მდგომმა ღამე გაათია ან ყურძენი არ ჩაიბარა. იყო გასულ წლებში გაუსაძლისი რიგები, თუმცა დღეს მსგავს პრეცენდენტს ვერსად ვერ ნახავთ”- ირწმუნება ღვინიაშვილი. რეგიონის პირველი პირი გლეხებს რეკომენდაციებს უგზავნის და მოუწოდებს, რომ ყურძნის დაკრეფა მტევნის კარგად მოწევის შემდეგ მოხდეს, რათა ყურძენში შაქრის 20%-ზე დაბალი მაჩვენებლის აღმოჩენის შემთხვევაში ყურძნის ჩაბარებაზე ქარხანა უარს იტყვის. ამ დროისათვის თელავის რაიონში სამი ღვინის ქარხანა 24 საათიანი დატვირთვით მუშაობს. ესენია: აკურის, კონდოლის და კურდღელაურის ქარხნები. ------------------------ კახელ ფერმერებს ყურძენი უფუჭდებათგაზეთ წლევანდელ რთველზე მთავრობა მხოლოდ გლეხებს ეხმარება, ფერმერებს კი მოსავალი უფუჭდებათ. ამ განცხადებას კახელი ფერმერები აკეთებენ. მათი თქმით, ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, ქარხნები მათ ყურძენს, ვისაც ვენახები 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე აქვს გაშენებული, არ იბარებენ. ფერმერთა ინფორმაციით, ისინი არც სახელმწიფო სუბსიდიას იღებენ და ყურძენს ყოველთვის გლეხებზე იაფად აბარებენ. „რთველი 2009“–ის შტაბში კი აცხადებენ, რომ საპრეზიდენტო სუბსიდია მხოლოდ იმ მეწარმეებს არ მიეცემათ, რომლებსაც საკუთარი ქარხანა აქვთ და ბიზნესში არიან ჩართული. „რთველი 2009“–ის შტაბის უფროსის ტარიელ გაბუნიას განცხადებით, რთველის სუბსიდირების პროგრამა გლეხების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება და ღვინის ქარხნები გლეხებსა და ფერმერებისაგან ყურძენს ერთნაირად იბარებენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maliari Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 ძველია პესნიაა წლები რომ ჩევცვალოთ ყოველ წელს ესეთი ნიუსები გვეჩითება...მეთქი მტევანმა ჩეჭამა მიხო ან გუბაზი ქვევრში ჩავარდა ნიუსი იქნებოდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.