lasha1997 Posted September 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2009 16 სექტემბერს, თბილისში, უზნაძის ქუჩაზე 24 წლის რატი რეხვიაშვილმა სამი პოლიციელი დაჭრა. დაჭრილთაგან ერთ-ერთი, გივი აფციაური მიყენებული ჭრილობების გამო საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა, გიორგი თაბორიძის მდგომარეობა მძიმეა, მიხეილ ბარამიძის სიცოცხლეს კი საფრთხე აღარ ემუქრება. 24 წლის რატი რეხვიაშვილმა ქალს სამკაული ჩამოჰგლიჯა და გაქცევა დააპირა. პოლიციელებმა მისი დაკავება სცადეს. რეხვიაშვილმა მათ დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. შემთხვევიდან ცოტა ხანში საქართველოს პრეზიდენტმა მეტად უცნაური კომენტარი გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი: "იმდენი იძახეს პრესაში, პოლიციელმა იარაღი არ უნდა გამოიყენოსო, რომ ამან პოლიციელები ერთგვარად დააკომპლექსა. ყოველთვის, როცა იარაღი გამოიყენეს, აწყობდნენ დემონსტრაციებს და აკრავდნენ პლაკატებს. ეს დამნაშავეც რომ მოეკლათ, მის პლაკატსაც გააკრავდნენ ერთ-ერთ მიტინგზე, როგორც სახელმწიფო ტერორის უდანაშაულო მსხვერპლისას. მათ სინდისზე იყოს ამ პოლიციელის სიცოცხლე".ელენე თევდორაძე, შეწყალების კომისიის თავმჯდომარე: "რეხვიაშვილი პროკურატურის მიერ მიწოდებული სიით შეიწყალა პრეზიდენტმა. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ რეხვიაშვილს სასამართლომ (ნარკოტიკების შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის) განაჩენი 2008 წლის 13 ოქტომბერს გამოუტანა. განაჩენის გამოტანიდან თვე-ნახევარში, 2008 წლის დეკემბერში, ის პრეზიდენტმა შეიწყალა."(?!) საინტერესოა, როდის დაუშალა პრესამ პოლიციას ექსტრემალურ შემთხვევებში დამნაშავეების გასაუვნებლად იარაღის გამოყენება? პირიქით, ჟურნალისტები ხშირად ითხოვდნენ პასუხს კითხვაზე, რატომ უნდა შეიწყალოს პრეზიდენტმა მძიმე დანაშაულებში მსჯავრდადებული პირები, როცა ნაკლებად მძიმე დანაშაულებისთვის მსჯავრდადებული პირებით გავსებულია ციხეები? ხომ არ აჯობებდა, დამნაშავეთა მფარველები პრეზიდენტს თავის გარემოცვაში მოეძებნა? პრესა მუდმივად სვამს კითხვას, - რატომ მოაწერა პრეზიდენტმა ხელი გირგვლიანების მკვლელების შეწყალების ბრძანებას? პრესა მუდმივად სვამდა კითხვას, როგორ აღმოჩნდა ადამიანის გატაცებაში ბრალდებული ირაკლი კოდუას სიძე (ბიძაშვილის ქმარი) მალხაზ ფარცვანია შეწყალებული წელიწად-ნახევარში, როცა მას 12-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი? პრესა მუდმივად სვამდა კითხვას, ქალის გაუპატიურებისთვის მსჯავრდადებული პოლიციელი ჩიქოვანი (იგივე "მაიმუნა") რამდენიმე თვეში როგორ აღმოჩნდა საპროცესო გარიგებით გათავისუფლებული? პრესა მუდმივად სვამს კითხვას, რატომ იქცა ინდულგენციად საპროცესო გარიგება? ამ კითხვებზე პასუხი არ ჩანს. მეტიც, ხელისუფლება არათუ პასუხობს საზოგადოებას, აბუჩადაც იგდებს და გირგვლიანის მკვლელებს შეწყალების შემდეგ ვადამდე გათავისუფლებითაც აჯილდოებს, გაუპატიურებისთვის მსჯავრდადებულ პოლიციელს კი აწინაურებს. გვინდა ხელისუფლებას შევახსენოთ, რომ ამირან რობაქიძეს ხელაწეულსა და უიარაღოს ესროლეს, მერე დანაშაულის შესანიღბად მის ავტომანქანაში იარაღი ჩააწყვეს და გარდაცვლილს ყაჩაღობაც დააბრალეს. სანდრო გირგვლიანს კი არავინ მოუკლავს, ის პოლიციის მაღალჩინოსნებმა მოკლეს! პრეზიდენტმა კი მისი მკვლელები შეიწყალა! ისე, საინტერესოა, სამი სათანადოდ მომზადებული პოლიციელი როგორ დაჭრა ერთმა, მხოლოდ დანით შეიარაღებულმა დამნაშავემ? რას ასწავლიან ჩვენს პოლიციელებს, ნუთუ მხოლოდ დამნაშავის ლიკვიდაციას? დამნაშავის დაკავება-განიარაღებას მათ არავინ ასწავლის? ხათუნა პაიჭაძე http://www.kvirispalitra.ge/specialurad-sa...prezidento.html მიშას ხელისუფლება აუცილებლად უნდა გასამართლდეს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted September 20, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2009 უნდა გასამართლდეს..... ოღონდ სამართლიანო სასამართლოს მიერ...... ოდესმე ამ ქვეყანაში ვინმეს სამართლიანობის განცდა და მოთხოვნილებათუ ექნა.... მაშინ გაასამართლონ ეს ხელისუფლებაც, მომავალი და ამის წინაც... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 20, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 20, 2009 machkatela გეთანხმები,მაგრამ ისევ ესეთი გზით თუ მოვიდა შემდეგი პრეზიდენტიც,არაფერი არ შეიცვლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 და ერთი კითხვა მაქვს.რამენაირი, არ ვიცი სულერთია როგორი, მაგრამ რამენაირი ვერსია მითხარით რომ შემდეგი ხელისუფლება ამავე გზით არ მოვიდეს? როგორ წარმოგიდგენიათ? ანუ სხვა რა შანსია? ესენი სამართლიან არჩევნებს არ ჩაატარებენ. შიგნიდან ამაზე მომძალავე და გამტანი ძალა არ არსებობს.გარედან ვისაც შეუძლია იმას პირიქით აწყობს არსებული სიტუაცია... და სხვა რა გზა რჩება ვინმემ მითხარით რა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 ამ თემამ პროტესტიც არ გამოიწვია თქვენში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 lasha1997 "რეხვიაშვილი პროკურატურის მიერ მიწოდებული სიით შეიწყალა პრეზიდენტმა. ყველაზე პარადოქსული ის არის, რომ რეხვიაშვილს სასამართლომ (ნარკოტიკების შენახვისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის) განაჩენი 2008 წლის 13 ოქტომბერს გამოუტანა. განაჩენის გამოტანიდან თვე-ნახევარში, 2008 წლის დეკემბერში, ის პრეზიდენტმა შეიწყალა."(?!)ეს არის საინტერესო, როგორ აღმოჩნდა სისხლის სამართლის დამნაშავე თვენახევარში გარეთ?! და კიდე ოპოზიციის ბრალი ყოფილა თურმე! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 newstudio ეს არის საინტერესო, როგორ აღმოჩნდა სისხლის სამართლის დამნაშავე თვენახევარში გარეთ?! და კიდე ოპოზიციის ბრალი ყოფილა თურმე! ეს სტატია სად იყო როცა იმ თემაში დავწერე,რომ ვიღაცის ნათესავი იქნებოდა მეთქი.„დიდი ბელადი“ არ დაიწყებდა საქმეების გადახედვას,მაგრამ ვიღაცამ ხომ შეიტანა ეს კაცი სიაში? ნუ ოპოზიციაზე ყველაფრის გადაბრალება გამოსდის ყვარყვარეს,იმიტომ რომ ოპოზიცია არის ჩმო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 lasha1997 რა პროტესტი? ვისში? პოლიცია - სასამართლო - პროკურატურაში? სრულიად უსირცხვილოდ გაყოდულ, მატყუარად ქცეულ მასმედიაში? დაფინანსებულ ენჯეოებში? თუ პარტიულ კადრებში რომლებსაც პირდებიან ყაზტრანსგაზში დაგასაქმებთო? საზოგადოების ბრალია ეს ყველაფერი კაცო... და კიდევ დაუნახავები რომ ვართ იმის... და კიდევ 500 წელი რომ არ შეიცვლება ქვეყანაში არაფერი და ამიტომ რომ უნდა შევეჩვიოთ აზრს რომ ნეხვში ცხოვრება საქართველოს მოსახლეობის 99% საბედისწერო განაჩენი ყოფილა... მერე ეტყვიან ხალხს რუსები რატომ არ გეზიზღებათო... იმედს რომ მოუკლავ ქვეყანას ყვეალფრის, მათ შორის შენი მოშორების, გაგიკვირდეს მერე გიორგი სააკაძეების მომრავლება... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 lasha1997 ნუ ოპოზიციაზე ყველაფრის გადაბრალება გამოსდის ყვარყვარეს,იმიტომ რომ ოპოზიცია არის ჩმო.ერთმანეთის ლანძვას უნდებიან უმეტესწილად Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted September 21, 2009 Author დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 dire გიორგი სააკაძეების მომრავლება... გიორგი სააკაძეს უყვარდა საქართველო. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
dire Posted September 21, 2009 დარეპორტება გაზიარება Posted September 21, 2009 lasha1997 რაღა დაგიმალო და დარწმუნებული არ ვარ...ეგრე ამათაც უყვართ თავისი საქართველო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.